პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოღალატეებად გამოაცხადეს და ახლა ორი-სამი კაცის შესვლა რომ "გააპრავონ" პარლამენტში, უშვებენ" - რა შეფასებები მოჰყვა მელაშვილი-ილიჩოვას გათავისუფლებას?
"მოღალატეებად გამოაცხადეს და ახლა ორი-სამი კაცის შესვლა რომ "გააპრავონ" პარლამენტში, უშვებენ" - რა შეფასებები მოჰყვა მელაშვილი-ილიჩოვას გათავისუფლებას?

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბებ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

მო­სა­მარ­თლე ლელა კა­ლი­ჩენ­კომ და­კა­ვე­ბუ­ლებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა 20 000-20 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ შე­უც­ვა­ლა.

ამას­თან, სა­სა­მარ­თლომ ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. მე­ლაშ­ვილ­მა და ილი­ჩო­ვამ გი­რა­ოს თან­ხა 30 დღის ვა­და­ში უნდა გა­და­ი­ხა­დონ.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა. პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დე­რი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი თვლის, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გია.

ასევე დაგაინტერესებთ
16:43 / 28-01-2021

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

18:16 / 28-01-2021

"ვგრძნობ შეგნებული საზოგადოების დიდ მხარდაჭერას..." - ივერი მელაშვილის კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

19:23 / 28-01-2021

"გულწრფელად მიხარია ამ ორი უაღრესად პატიოსანი და პატრიოტი ადამიანის დანახვა საპყრობილეს გარეთ!" - საქართველოს ელჩი დანიაში

20:03 / 28-01-2021

"მათ გააჩნდათ უძრავი ქონებები და საბანკო ანგარიშზე ანაბარი... გირაოს განსაზღვრისას მხედველობაში ეს იყო მიღებული" - პროკურორი

20:43 / 28-01-2021

"ბოლომდე ბედნიერი მაშინ ვიქნები, როცა ბოდიშს მოუხდიან იმაზე, რაც უსამართლოდ დააბრალეს" - ივერი მელაშვილის მეუღლე

22:23 / 28-01-2021

მოქალაქეებმა მელაშვილი-ილიჩოვას გირაოს თანხა სრულად შეაგროვეს - "40 000 ლარი შეგროვდა! საზოგადოებას ძალიან სჭირდებოდა ეს გამარჯვება"

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი: "ვუ­ლო­ცავ ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას და ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს და პი­რა­დად მათ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას! ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ! სა­ძაგ­ლო­ბაა რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო ტყუ­ი­ლუბ­რა­ლოდ აპა­ტიმ­რებს ადა­მი­ა­ნებს, მაგ­რამ კარ­გია , რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გონს მო­ე­გო და ისი­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ, რომ ეს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა არის მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გი! დი­ა­ხაც, მო­ლა­პა­რა­კე­ბამ გა­მო­ი­ღო შე­დე­გი და ეს არის კარ­გი. ეს არის ნა­ბი­ჯი მო­ლა­პა­რა­კე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის­თვის და მხა­რე­ებს შო­რის ნდო­ბის აღ­დგე­ნის­თვის! იშ­ვი­ა­თად ვყო­ფილ­ვარ დღე­ვან­დე­ლი­ვით გა­ხა­რე­ბუ­ლი!".

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი, ექ­სპერ­ტი: ფა­რი­სევ­ლობს, ვინც ამ­ტკი­ცებს, რომ მე­ლაშ­ვი­ლი-ილი­ჩო­ვას გა­მოშ­ვე­ბა ოპო­ზი­ცი­ის მი­მართ რე­ვე­რან­სია.ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თვი­თონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის იქ­ცნენ სე­რი­ო­ზულ ტვირ­თად და ამ თე­მის ჩა­ფარ­ცხვა მა­თი­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სია.

ინგა გრი­გო­ლია, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი: "ცი­ხე­ში გა­მო­ამ­წყვდი­ეს ხალ­ხი, გა­ა­ნად­გუ­რეს. სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად გა­მო­ა­ცხა­დეს ასა­კო­ვა­ნი ხალ­ხი და ახლა, ორი-სამი კა­ცის შეს­ვლა რომ "გა­აპ­რა­ვონ" პარ­ლა­მენ­ტში, უცებ უშ­ვე­ბენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის პირ­და­პი­რი აღი­ა­რე­ბაა, რომ სის­ტე­მამ შე­იძ­ლე­ბა გა­გა­ნად­გუ­როს და შენი ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტედ ისე გა­მო­გა­ცხა­დოს, თუ არ­ჩევ­ნე­ბის­თვის დას­ჭირ­დე­ბა, სულ ფე­ხებ­ზე ეკი­დოს, გული გა­გის­კდე­ბა თუ არა უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბე­ბით და ტყვე­ო­ბით..

კი­დევ უფრო გავ­ბრაზ­დი ამ ორი მეც­ნი­ე­რის უდა­ნა­შა­უ­ლოდ და­ტყვე­ვე­ბის გამო. ახლა კი­დევ უფრო მე­ტად გავ­ბრაზ­დი. სა­მარ­ცხვი­ნო­ე­ბი. თა­ვად მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი . სულ თავ­ში უნდა ურტყა ეს საქ­მე ყვე­ლა იმ უნა­მუ­სოს, ვინც ორი მხცო­ვა­ნი მეც­ნი­ე­რის დამ­ნა­შა­ვე­ო­ბას უმ­ტკი­ცებ­და ქვე­ყა­ნას".

ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლი, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რი : პირ­ველ რიგ­ში ვუ­ლო­ცავ ივე­რი მე­ლაშ­ვილს და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას!"მა­გა­რი" მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა გვაქვს. ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ "სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ, რომ ეს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა არის მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გი!"თან იქამ­დე ნათ­ქვა­მი აქვს, რომ პარ­ლა­მენ­ტში არ შე­ვალ თუ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი არ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ა­ნო.ეს ყვე­ლა­ფე­რი ნორ­მა­ლუ­რია?

პრო­კუ­რა­ტუ­რამ მო­ი­თხო­ვა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შეც­ვლა, ხოლო სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვუ­სუფ­ლა ისი­ნი.პო­ლი­ტი­კო­სე­ბის შე­თან­ხმე­ბა, რომ სა­ბო­ლო­ოდ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის პრო­ცე­სებ­ზე აი­სა­ხე­ბა, ჯერ ეს არის პრობ­ლე­მა სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კონ­ტექ­სტში.და მერე, ზო­გი­ერთ პო­ლი­ტი­კოსს, რომ ეს სატ­რა­ბა­ხო ჰგო­ნია ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია!

ზაზა ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი: "მე­ლაშ­ვი­ლის და ილი­ჩო­ვას დრო­ე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე მე­ტად გა­მა­ხა­რებს მათი ფორ­მა­ლუ­რი გა­მარ­თლე­ბა. ალ­ბათ ამა­ზე მე­ტად გა­მა­ხა­რებს ამ საქ­მის შემ­კვე­თე­ბი­სა და შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ხელ­ში გა­და­ცე­მა. მა­ნამ­დე კი, შე­ვეც­დე­ბი, გული არ ამე­რი­ოს, როცა კინ­ტო ელი­საშ­ვი­ლი იტყვის, ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჩემი და თავ­და­უ­ბა­ნე­ლი ბოლ­შე­ვი­კის მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გი იყოო".

ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვი­ლი, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი: "მე ერთ რა­მეს, მინ­და, მკა­ფი­ოდ გა­ვუს­ვა ხაზი, რამ­დე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­აც არის სა­ქარ­თვე­ლო­ში და რამ­დე­ნი ექ­სპერ­ტიც არის, რა თქმა უნდა, ყვე­ლას თა­ვი­სი აზრი და დღის წეს­რი­გი გა­აჩ­ნია და ყვე­ლა მოვ­ლე­ნას თა­ვი­სი დღის წეს­რი­გი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აფა­სებს. ამ შემ­თხვევ­ში მე მა­ინც ვიხ­რე­ბი იქით­კენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა მუ­შა­ობს და დღეს საკ­მა­ოდ და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ახ­სნა მოგ­ვცა პრო­კუ­რა­ტუ­რამ, თუ რა­ტომ აღარ წარ­მო­ად­გენს აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, რომ ეს ორი ბრალ­დე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა, რომ გა­რეთ გა­მო­ვიდ­ნენ გი­რა­ო­თი. ყვე­ლა ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ქმე­დე­ბა, ყვე­ლა ის ჩვე­ნე­ბა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ამ ორი ადა­მი­ა­ნის­გან სჭირ­დე­ბო­და გა­მო­ძი­ე­ბას მო­პო­ვე­ბუ­ლია, ამი­ტომ მათ­თვის და­მა­ტე­ბით ინ­ტე­რესს მათი იზო­ლა­ცი­ა­ში ყოფ­ნა აღარ წარ­მოდ­გენს.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს მი­მაჩ­ნია სწორ გან­მარ­ტე­ბად, ის რომ ზო­გა­დად გან­ცხა­დე­ბე­ბი და მოვ­ლე­ნე­ბი დრო­ში ერ­თმა­ნეთს შე­იძ­ლე­ბა ემ­თხვე­ო­დეს, არ ნიშ­ნავს იმას, რომ ესე­ნი ერ­თმა­ნეთ­თან არი­ან კავ­შირ­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე აქ პო­ლი­ტი­კუ­რი მდგე­ნე­ლი არ არის. ჩემ­თვის ამ საქ­მე­ში არის ერთი მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მდგე­ნე­ლი, რომ როცა სა­სა­მარ­თლო და­ას­რუ­ლებს ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვას და თუ სა­სა­მარ­თლო და­ამ­ტკი­ცებს და და­ა­დას­ტუ­რებს იმას, რომ იქ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რო­მელ­მაც საფრ­თხის ქვეშ და­ა­ყე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა და­ვით გა­რე­ჯის ნა­წილ­ში იქ­ნე­ბა თუ ნე­ბის­მი­ერ სხვა ნა­წილ­ში, ეს არის ჩემ­თვის, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის­თვის ყვე­ლა­ზე მძი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი კავ­ში­რი ამ საქ­მეს­თან. სხვა მხრივ მე ყო­ველ შემ­თხვევ­ში, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხრი­დან ამ სა­კი­თხზე ვე­რა­ნა­ირ პირ­და­პირ პო­ლი­ტი­კურ კავ­შირს ვერ ვხე­დავ,"- გა­ნა­ცხა­და ქა­და­გიშ­ვილ­მა.

შოთა უტი­აშ­ვი­ლი, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი: "თუ სამ­შობ­ლო გა­ყი­დეს - გი­რა­ო­თი რო­გორ უშ­ვებთ, მა­გა­ზე უა­რე­სი რა უნდა ჩა­ე­დი­ნათ.და თუ არ გა­უ­ყი­დი­ათ - მა­შინ გა­რე­ჯი სა­ქარ­თვე­ლო­აო, რას ბღა­ო­დით?".

მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი: ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მომ­ხრე­ებს მინ­და გკი­თხოთ: არც ახლა გჯე­რათ, რომ მე­ლაშ­ვი­ლის და ილი­ჩო­ვას და­პა­ტიმ­რე­ბა პო­ლიტ­კუ­რი სპექ­ტაკ­ლი იყო?როცა მათ წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბას ვაპ­რო­ტეს­ტე­ბი (და­ვა­კონ­კრე­ტებ, წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­აბ­ზე ვსა­უბ­რობ და მათ დამ­ნა­შა­ვე­ო­ბა-უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას არ ვარ­კვე­ვე ახლა), თქვენ მი­წერ­დით: ეტყო­ბა, რა­ღაც საფ­რე არის მათ გა­რეტ და­ტო­ვე­ბა­შიო და ახლა აღა­რაა ეს საფრ­თხე?ან იქ­ნებ გგო­ნი­ათ, რომ ეს გა­მოშ­ვე­ბა შემ­თხვე­ვიტ და­ემტხვა დრო­ში იმ დღე­ე­ბის მო­ახ­ლო­აბს, როცა უნდა გა­და­წყდეს, რამ­დე­ნი დე­პუ­ტა­ტი შევა პარ­ლა­მენ­ტში? თუ ისიც შემ­თხვე­ვი­თი დამ­თხვე­ვა გგო­ნი­ათ, „ოც­ნე­ბას­თან“ მო­ლაპ­რა­ე­ბე­ბის შემ­დეგ ელი­საშ­ვი­ლი რომ აცხა­დებ­და, ჩვენ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სა­კი­თხი და­ვა­ყე­ნე­თო და დღეს ეს ხალ­ხი რომ გა­მო­უშ­ვეს?არა­ვინ გიშ­ლით რო­მე­ლიც გინ­დატ იმ ხლე­ი­სუფ­ლე­ბის მომ­ხრე იყა­ვიტ, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბის ბე­დით თა­მაშს ნუ გა­უპ­რა­ვებთ ნუ­რა­ვის!

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რობერტი
88

ვაახ რა საცოდავები არიან ეს ნაცების მოლაპარაკე სახეები, დაიჭირეს რატომ იჭერთ პოლიტპატიმრები არიანო, გამოუშვეს რატომ გამოუშვითო, ჯერ ერთი გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლება იმას არ ნიშნავს რომ გამართლდნენ და ბრალი არ დაუდასტურდათ, არც იმას ნიშნავს რომ მოღალატეები არ არიან, საქმე იმაშია რომ წინასწარი პატიმრობის მაგივრად გირაოს დადაიხდიან და საბოლოო განაჩენს სასამართლო გამოიტანს, ეგ ელემენტარული ყველა სტატიაში ჩამოთვლილმა ნაცმა უნდა იცოდეს მითუმეტეს ჯანეზაშვილმა, მაგრამ ხალხს აბრმავებენ, როცა თავის დროზე სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა ეს ორი და გირაოთი განთავისუფლებაზე უარი უთხრეს მაშინ გაიძახოდნენ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღესო და ეხლა აღარ მოსწონთ რომ გამოუშვეს, საქმე ძალიან მარტივადაა თუ სასამართლო თვლის რომ საბოლოო განაჩენის გამოტანამდე გარეთ ყოფნისას შეიძლება ტიპმა რამე გააფუჭოს დატოვებს პატიმრობაში თუ არა და არა, ჰოდა ეს ორი საქმიანობას ჩამოაშორეს, ძაანაც რომ უდოდდეთ ვერსად გაიქცევიან და რატომ არ უნდა გამოეშვათ? მითუმეტეს სანამ გარეთ იქნებიან უფრო მეტი მტკიცებულების შეგროვების საშუალებას მისცემენ პროკურატურას. ასე რომ ნუ წრიპინებთ.

ლიკა
105

რაც უნდა გასაოცარი იყოს უტიაშვილი ამბობს მართალს. ვის გაუგია სამშობლოს გამყიდველების გირაოთი გამოშვება და საერთოდ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში ასე უსასრულოდ უნდა ვიყოთ ზღაპარში? მელაშვილი არ მიტოვებს მართალი კაცის შთაბეჭდილებას(ეს შეგრძნების დონეზე)კანონი კი სადაა რომ სწორი პასუხი მივიღოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მოღალატეებად გამოაცხადეს და ახლა ორი-სამი კაცის შესვლა რომ "გააპრავონ" პარლამენტში, უშვებენ" - რა შეფასებები მოჰყვა მელაშვილი-ილიჩოვას გათავისუფლებას?

"მოღალატეებად გამოაცხადეს და ახლა ორი-სამი კაცის შესვლა რომ "გააპრავონ" პარლამენტში, უშვებენ" - რა შეფასებები მოჰყვა მელაშვილი-ილიჩოვას გათავისუფლებას?

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

ამასთან, სასამართლომ ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მელაშვილმა და ილიჩოვამ გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი თვლის, რომ ეს პოლიტიკური მოლაპარაკებების შედეგია.

ალეკო ელისაშვილი: "ვულოცავ ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის ოჯახის წევრებს და პირადად მათ გათავისუფლებას! ძალიან, ძალიან გახარებული ვარ! საძაგლობაა როდესაც სახელმწიფო ტყუილუბრალოდ აპატიმრებს ადამიანებს, მაგრამ კარგია , რომ “ქართული ოცნება“ გონს მოეგო და ისინი გაათავისუფლა.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი! დიახაც, მოლაპარაკებამ გამოიღო შედეგი და ეს არის კარგი. ეს არის ნაბიჯი მოლაპარაკების გაგრძელებისთვის და მხარეებს შორის ნდობის აღდგენისთვის! იშვიათად ვყოფილვარ დღევანდელივით გახარებული!".

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: ფარისევლობს, ვინც ამტკიცებს, რომ მელაშვილი-ილიჩოვას გამოშვება ოპოზიციის მიმართ რევერანსია.ეს ადამიანები თვითონ ხელისუფლებისთვის იქცნენ სერიოზულ ტვირთად და ამ თემის ჩაფარცხვა მათივე პოლიტიკური ინტერესია.

ინგა გრიგოლია, ტელეწამყვანი: "ციხეში გამოამწყვდიეს ხალხი, გაანადგურეს. სამშობლოს მოღალატეებად გამოაცხადეს ასაკოვანი ხალხი და ახლა, ორი-სამი კაცის შესვლა რომ "გააპრავონ" პარლამენტში, უცებ უშვებენ. ეს ყველაფერი იმის პირდაპირი აღიარებაა, რომ სისტემამ შეიძლება გაგანადგუროს და შენი ქვეყნის მოღალატედ ისე გამოგაცხადოს, თუ არჩევნებისთვის დასჭირდება, სულ ფეხებზე ეკიდოს, გული გაგისკდება თუ არა უმძიმესი ბრალდებებით და ტყვეობით..

კიდევ უფრო გავბრაზდი ამ ორი მეცნიერის უდანაშაულოდ დატყვევების გამო. ახლა კიდევ უფრო მეტად გავბრაზდი. სამარცხვინოები. თავად მოღალატეები . სულ თავში უნდა ურტყა ეს საქმე ყველა იმ უნამუსოს, ვინც ორი მხცოვანი მეცნიერის დამნაშავეობას უმტკიცებდა ქვეყანას".

ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი : პირველ რიგში ვულოცავ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებას!"მაგარი" მართლმსაჯულების სისტემა გვაქვს. ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ "სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი!"თან იქამდე ნათქვამი აქვს, რომ პარლამენტში არ შევალ თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიანო.ეს ყველაფერი ნორმალურია?

პროკურატურამ მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, ხოლო სასამართლომ დააკმაყოფილა და პატიმრობიდან გაათავუსუფლა ისინი.პოლიტიკოსების შეთანხმება, რომ საბოლოოდ მართლმსაჯულების პროცესებზე აისახება, ჯერ ეს არის პრობლემა სასამართლოს დამოუკიდებლობის კონტექსტში.და მერე, ზოგიერთ პოლიტიკოსს, რომ ეს სატრაბახო ჰგონია ძალიან უხერხულია!

ზაზა ბიბილაშვილი: "მელაშვილის და ილიჩოვას დროებით გათავისუფლებაზე მეტად გამახარებს მათი ფორმალური გამართლება. ალბათ ამაზე მეტად გამახარებს ამ საქმის შემკვეთებისა და შემსრულებლების მართლმსაჯულების ხელში გადაცემა. მანამდე კი, შევეცდები, გული არ ამერიოს, როცა კინტო ელისაშვილი იტყვის, ივანიშვილის მიერ მძევლების გათავისუფლება ჩემი და თავდაუბანელი ბოლშევიკის მოლაპარაკების შედეგი იყოო".

ირაკლი ქადაგიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი: "მე ერთ რამეს, მინდა, მკაფიოდ გავუსვა ხაზი, რამდენი პოლიტიკური პარტიაც არის საქართველოში და რამდენი ექსპერტიც არის, რა თქმა უნდა, ყველას თავისი აზრი და დღის წესრიგი გააჩნია და ყველა მოვლენას თავისი დღის წესრიგიდან გამომდინარე აფასებს. ამ შემთხვევში მე მაინც ვიხრები იქითკენ, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა მუშაობს და დღეს საკმაოდ დასაბუთებული ახსნა მოგვცა პროკურატურამ, თუ რატომ აღარ წარმოადგენს აუცილებლობას, რომ ეს ორი ბრალდებული შეიძლება, რომ გარეთ გამოვიდნენ გირაოთი. ყველა ის საგამოძიებო ქმედება, ყველა ის ჩვენება და მტკიცებულება, რომელიც ამ ორი ადამიანისგან სჭირდებოდა გამოძიებას მოპოვებულია, ამიტომ მათთვის დამატებით ინტერესს მათი იზოლაციაში ყოფნა აღარ წარმოდგენს.

აქედან გამომდინარე, ეს მიმაჩნია სწორ განმარტებად, ის რომ ზოგადად განცხადებები და მოვლენები დროში ერთმანეთს შეიძლება ემთხვეოდეს, არ ნიშნავს იმას, რომ ესენი ერთმანეთთან არიან კავშირში. აქედან გამომდინარე აქ პოლიტიკური მდგენელი არ არის. ჩემთვის ამ საქმეში არის ერთი მთავარი პოლიტიკური მდგენელი, რომ როცა სასამართლო დაასრულებს ამ საკითხის განხილვას და თუ სასამართლო დაამტკიცებს და დაადასტურებს იმას, რომ იქ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით იყო მიღებული გადაწყვეტილებები, რომელმაც საფრთხის ქვეშ დააყენა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დავით გარეჯის ნაწილში იქნება თუ ნებისმიერ სხვა ნაწილში, ეს არის ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის ყველაზე მძიმე პოლიტიკური კავშირი ამ საქმესთან. სხვა მხრივ მე ყოველ შემთხვევში, "ქართული ოცნების" მხრიდან ამ საკითხზე ვერანაირ პირდაპირ პოლიტიკურ კავშირს ვერ ვხედავ,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

შოთა უტიაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი: "თუ სამშობლო გაყიდეს - გირაოთი როგორ უშვებთ, მაგაზე უარესი რა უნდა ჩაედინათ.და თუ არ გაუყიდიათ - მაშინ გარეჯი საქართველოაო, რას ბღაოდით?".

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი: ხელისუფლების მომხრეებს მინდა გკითხოთ: არც ახლა გჯერათ, რომ მელაშვილის და ილიჩოვას დაპატიმრება პოლიტკური სპექტაკლი იყო?როცა მათ წინასწარ პატიმრობას ვაპროტესტები (დავაკონკრეტებ, წინასწარ პატიმროაბზე ვსაუბრობ და მათ დამნაშავეობა-უდანაშაულობას არ ვარკვევე ახლა), თქვენ მიწერდით: ეტყობა, რაღაც საფრე არის მათ გარეტ დატოვებაშიო და ახლა აღარაა ეს საფრთხე?ან იქნებ გგონიათ, რომ ეს გამოშვება შემთხვევიტ დაემტხვა დროში იმ დღეების მოახლოაბს, როცა უნდა გადაწყდეს, რამდენი დეპუტატი შევა პარლამენტში? თუ ისიც შემთხვევითი დამთხვევა გგონიათ, „ოცნებასთან“ მოლაპრაებების შემდეგ ელისაშვილი რომ აცხადებდა, ჩვენ პოლიტპატიმრების საკითხი დავაყენეთო და დღეს ეს ხალხი რომ გამოუშვეს?არავინ გიშლით რომელიც გინდატ იმ ხლეისუფლების მომხრე იყავიტ, მაგრამ ადამიანების ბედით თამაშს ნუ გაუპრავებთ ნურავის!

„ვოლვო კავკასიის“ ახალი შოურუმი ახლა უკვე უზბეკეთში

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ფრენა გაქვთ დანიშნული, ქვეყანაში კი კომენდანტის საათია?

"საკურთხეველთან ყავარჯნით მისვლაზე არც ერთი პატარძალი არ ოცნებობს, მაგრამ..." - ქართველი წყვილი, რომელმაც ერთმანეთზე რამდენჯერმე იქორწინა