პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობიდან გათავისუფლდნენ
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბებ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მო­სა­მარ­თლე ლელა კა­ლი­ჩენ­კომ და­კა­ვე­ბუ­ლებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა 20 000-20 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ შე­უც­ვა­ლა. ამას­თან, სა­სა­მარ­თლომ ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

მე­ლაშ­ვილ­მა და ილი­ჩო­ვამ გი­რა­ოს თან­ხა 30 დღის ვა­და­ში უნდა გა­და­ი­ხა­დონ.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის 30 000-30 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ შეც­ვლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­ა­ყე­ნა.

რო­გორც ბრალ­დე­ბის მხა­რემ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ში გან­მარ­ტა, ისი­ნი მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას მი­ზან­შე­წო­ნი­ლად არ მი­იჩ­ნევ­დნენ. დაც­ვის მხა­რემ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ა­ყე­ნეს. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი აცხა­დებ­დნენ, თუკი, სა­სა­მარ­თლო მა­ინც გი­რა­ოს გა­მო­ი­ყე­ნებ­და, ეს გო­ნივ­რუ­ლი თან­ხა უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

დაც­ვის მხა­რემ სა­სა­მარ­თლოს ასე­ვე პი­რად თავ­დებ­ში რამ­დე­ნი­მე პირი შეს­თა­ვა­ზა, მათ შო­რის, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, ბათუ ქუ­თე­ლია, პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი წევ­რი, ნინო გო­გუ­ა­ძე, ასე­ვე ელე­ნე ხოშ­ტა­რია, ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე, საბა ბუ­ა­ძე. ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და­ა­კა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­სა­ზღვრო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი - ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ 1970-80-იან წლებ­ში გა­მო­ცე­მულ რუ­კებ­ზე და­ტა­ნი­ლი სა­ზღვრის ხა­ზე­ბით, რაც არ­სე­ბი­თად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ სა­ზღვარს, მათ შო­რის და­ვით გა­რეჯ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ამას­თან, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა­სა და ივე­რი მე­ლაშ­ვილს რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბრა­ლი და­უ­ზუს­ტდათ. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი გან­ზრახ, ზემ­დგო­მი პი­რე­ბის და­ვა­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დებ­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nik
15

თავმოსაჭრელი "მთავრობა"

www
118

თავისუფლება მოღალატეებს 

ავტორი:

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. ამასთან, სასამართლომ ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მელაშვილმა და ილიჩოვამ გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ.

ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 30 000-30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.

როგორც ბრალდების მხარემ შუამდგომლობაში განმარტა, ისინი მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდნენ. დაცვის მხარემ დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენეს. უფლებადამცველები აცხადებდნენ, თუკი, სასამართლო მაინც გირაოს გამოიყენებდა, ეს გონივრული თანხა უნდა ყოფილიყო.

დაცვის მხარემ სასამართლოს ასევე პირად თავდებში რამდენიმე პირი შესთავაზა, მათ შორის, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ბათუ ქუთელია, პარლამენტის ყოფილი წევრი, ნინო გოგუაძე, ასევე ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე, საბა ბუაძე. ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. ამასთან, რამდენიმე დღის წინ, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს რამდენიმე დღის წინ ბრალი დაუზუსტდათ. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.

პოლიციელებმა მოქალაქის შესახებ ინფორმაცია უკანონოდ მოიძიეს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს გადასცეს - რა განცხადებას ავრცელებს შსს?

თავდასხმა "ლიბერთი ბანკის" ფილიალზე - დაკავებულია 20 წლის ბიჭი, რომელმაც იარაღის მუქარით მოლარე-ოპერატორებს ფული მოსთხოვა

დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც მეუღლეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა - მისი სახლიდან ამოღებულია იარაღი და ნარკოტიკი