მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“რუსულ-აფხაზური კომედია... პუტინს კი ისე ჰყავხართ მობმული, მხოლოდ საარსებო მინიმუმს გაძლევთ” - როგორ ეხმაურებიან პუტინის მხარდამჭერ აქციას რუსები და აფხაზები?
“რუსულ-აფხაზური კომედია... პუტინს კი ისე ჰყავხართ მობმული, მხოლოდ საარსებო მინიმუმს გაძლევთ” - როგორ ეხმაურებიან პუტინის მხარდამჭერ აქციას რუსები და აფხაზები?

მას მერე, რაც ოპო­ზი­ცი­ო­ნერ ალექ­სეი ნა­ვალ­ნის და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ, რუ­სეთს კრემ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო, საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღამ გა­და­უ­ა­რა, ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცი­ის გა­მარ­თვა გა­და­წყვი­ტეს და გა­მარ­თეს კი­დეც. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, მსგავ­სი შეკ­რე­ბა კი­დევ იგეგ­მე­ბა. აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი იყ­ვნენ: "აფხა­ზე­თის რუ­სუ­ლი დი­ას­პო­რა", "აფხა­ზე­თის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე ვე­ტე­რან კა­ზაკ­თა კავ­ში­რი" და "რუ­სე­თის, დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კას­თან" ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის კავ­ში­რი". აქ­ცია სო­ხუმ­ში, რუ­სე­თის ე.წ. სა­ელ­ჩოს­თან გა­ი­მარ­თა.

მე­დი­ის ცნო­ბით, აქ­ცია დის­ტან­ცი­ის დაც­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა, შეკ­რე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მა­ინც მწვა­ვე კრი­ტი­კა მოჰ­ყვა და არა მხო­ლოდ პან­დე­მი­ის გამო...

კო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია შექ­მნა იმა­ნაც, რომ აფხა­ზებს პუ­ტი­ნის დაც­ვა რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლის­გა­ნაც მო­უ­წი­ათ, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დნენ, აფხა­ზე­ბის­თვის კრემ­ლის მავ­ნებ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა და­ე­ნახ­ვე­ბი­ნათ... ად­გი­ლობ­რი­ვი abkhaz-auto.ru-ს მკი­თხვე­ლე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მომ­ხდარს აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

"რუ­სულ-აფხა­ზუ­რი კო­მე­დია, პუ­ტინს აფხა­ზე­თი­დან უჭე­რენ მხარს... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ის ხალ­ხი იყო გა­მო­სუ­ლი, ვისი შე­მო­სა­ვა­ლიც მხო­ლოდ რუ­სუ­ლი პენ­სი­აა და მი­აჩ­ნი­ათ, რომ ძა­ლი­ან გა­უ­მარ­თლათ, რად­გან მისი სა­ხით სტა­ბი­ლურ შე­მო­სა­ვალს იღე­ბენ... სა­მო­თხე­ში ცხოვ­რობთ, პუ­ტინს კი ისე ჰყავ­ხართ მობ­მუ­ლი, რომ მხო­ლოდ სა­არ­სე­ბო მი­ნი­მუმს გაძ­ლევთ, ხან­და­ხან იმა­საც არა. თუმ­ცა თუ მოგ­წონთ, წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ..." - წერს რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი სერ­გეი დუშ­კი­ნი აფხა­ზუ­რი გა­მო­ცე­მის კო­მენ­ტა­რებ­ში.

"აბა რა, მე­ფის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აფხა­ზე­ბი­სა და აფხა­ზე­თის კა­ზა­კე­ბის მხარ­და­ჭე­რა, ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბა ხომ უნდა შე­ვახ­სე­ნოთ... სხვა­ნა­ი­რად ძა­ლა­უფ­ლე­ბას ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს. რა­ტომ­ღაც 30 წე­ლია ვერ გა­ვი­გეთ, რო­გორც არ უნდა მო­ვექ­ცეთ რუ­სეთს, ის მა­ინც ისე მოგ­ვექ­ცე­ვა, რო­გორც თა­ვად ჩათ­ვლის სა­ჭი­როდ... " - წერს ას­ტა­ნა კვი­ცი­ნია.

"ასე­თი სლო­გა­ნე­ბიც წა­ვი­კი­თხე, "აფხა­ზე­თი პუ­ტი­ნის­თვის" და თვა­ლებს არ და­ვუ­ჯე­რე... ამას ვინ მი­იჩ­ნევს, აფხა­ზე­თის კა­ზა­კუ­რი დი­ას­პო­რა, გამ­წა­რე­ბუ­ლი რომ ცდი­ლო­ბენ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი რუ­სუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­იქ­მნას აფხა­ზეთ­ში თუ ჩვე­ნი, უკვე შექ­ნილ რუ­სულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი სომ­ხე­ბი და აფხა­ზე­ბი?!. მა­ინც მინ­და ვი­ცო­დე, ვინ სა­უბ­რობს ჩემი სა­ხე­ლით... მე კი, რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რუ­სეთს პუ­ტი­ნი რომ არ მარ­თავ­დეს, ბევ­რად უკე­თე­სად ვი­ცხოვ­რებ­დით",- წერს ელენ­გა ვა­ენ­გა.

"რუ­სეთს ძა­ლი­ან დიდი ამა­გი აქვს აფხა­ზე­თის წი­ნა­შე, მისი მხარ­და­ჭე­რით მო­ვე­დით დღემ­დე და ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ამ გუნდს სწო­რედ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი მარ­თავ­და, რა არის ცუდი იმა­ში, თუ ამის მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტეთ რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს­თან? ახლა გა­გახ­სენ­დათ კო­ვიდ­პან­დე­მი­ის შე­ზღუდ­ვე­ბი და მსხვერ­პლი და ხუ­თას­კა­ცი­ან ქორ­წი­ლებს რომ იხ­დი­დით, მა­შინ არა, ხომ?! - მი­აჩ­ნია არ­კა­დი კვირ­კვი­ას.

“რუ­სე­ბი ყო­ველ­თვის გვედგნენ გვერ­დში და ჩვენც უნდა და­ვუდ­გეთ, ხომ ხე­დავთ, არ გა­ღი­ა­რებთ ევ­რო­პა და მით უფრო, არც ამე­რი­კა. რაც უნდა გეს­ლი­ა­ნი პოს­ტე­ბი წე­როთ, ჯერ მსოფ­ლიო არ არის მზად თქვენს მი­სა­ღე­ბად, მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­შიო, მაგ­რამ ვინც რუ­სე­თის დაგ­მო­ბის­კენ მოგ­ვი­წო­დებთ, ალ­ბათ უკვე გაქვთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, ევ­რო­პა­ში წა­სას­ვლე­ლად! ჰოდა, სულ წა­დით, წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებთ, ჩვენ მად­ლი­ე­რე­ბის გა­მო­ხატ­ვის უნა­რი გვაქვს", - წერს კი­დევ ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი, ესმა ცკუა.

“აფხა­ზე­ბო, არა­ვინ აღი­ა­რებს თქვენს სა­ხელ­მწი­ფოს. სი­ნამ­დვილ­ში, არც კრემ­ლი გა­ღი­ა­რებთ, ტყუ­ი­ლად უმ­ტკი­ცებთ ერ­თგუ­ლე­ბას პუ­ტინს... ტუ­რის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც იქ ჩა­დი­ან, ამ­ბო­ბენ, რომ რე­გი­ონ­ში, ბუ­ნე­ბის გარ­და არა­ფე­რი ვარ­გა. პუ­ტი­ნი, თა­ვის გუნდთან ერ­თად, იგი­ვეს და­ნერ­გავს, რა­საც ამ­დე­ნი წე­ლია რუ­სეთ­ში აკე­თებს. ასე რომ, იქ­ნებ თქვენ­თვი­საც ჯო­ბია მისი მმარ­თვე­ლო­ბა დას­რულ­დეს, იმა­ში მა­ინც გა­ერ­კვე­ვით, და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი ხართ, თუ არა...” - ამ­ბობს რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი გე­ნა­დი ლე­სო­ვი.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერაბი
16

ისტორიას არსად არ ეჩქარება.მხოლოდ პიროვნებებს შეუძლია დააჩქაროს ან შეანელოს პროცესები. ჩვენ და აფხაზები ერთი სისხლი და ხორცი ვართ. სისხლი მაინც თავისას იზამს და ისევ ერთად ვიცხოვრებთ, მხოლოდ უნდა გავიგოთ, რომ ერთმანეთთან ჩავიჭერით სხვისი წაქეზებით აგენტებით. აფხაზები ამას გვიან მიხვდებიან. მაგრან არა უშავს.

ელენე
12

სრულიად ვეთანხმები მერაბს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

“რუსულ-აფხაზური კომედია... პუტინს კი ისე ჰყავხართ მობმული, მხოლოდ საარსებო მინიმუმს გაძლევთ” - როგორ ეხმაურებიან პუტინის მხარდამჭერ აქციას რუსები და აფხაზები?

“რუსულ-აფხაზური კომედია... პუტინს კი ისე ჰყავხართ მობმული, მხოლოდ საარსებო მინიმუმს გაძლევთ” - როგორ ეხმაურებიან პუტინის მხარდამჭერ აქციას რუსები და აფხაზები?

მას მერე, რაც ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაპატიმრების შემდეგ, რუსეთს კრემლის საწინააღმდეგო, საპროტესტო ტალღამ გადაუარა, ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი აქციის გამართვა გადაწყვიტეს და გამართეს კიდეც. ადგილობრივი მედიის ცნობით, მსგავსი შეკრება კიდევ იგეგმება. აქციის ორგანიზატორები იყვნენ: "აფხაზეთის რუსული დიასპორა", "აფხაზეთის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერან კაზაკთა კავშირი" და "რუსეთის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკასთან" ურთიერთობის განვითარების კავშირი". აქცია სოხუმში, რუსეთის ე.წ. საელჩოსთან გაიმართა.

მედიის ცნობით, აქცია დისტანციის დაცვით მიმდინარეობდა, თუმცა, შეკრებას სოციალურ ქსელებში მაინც მწვავე კრიტიკა მოჰყვა და არა მხოლოდ პანდემიის გამო...

კომიკური სიტუაცია შექმნა იმანაც, რომ აფხაზებს პუტინის დაცვა რუსი ინტერნეტმომხმარებლისგანაც მოუწიათ, რომლებიც ცდილობდნენ, აფხაზებისთვის კრემლის მავნებლური პოლიტიკა დაენახვებინათ... ადგილობრივი abkhaz-auto.ru-ს მკითხველები და სოციალური ქსელის მომხმარებლები მომხდარს აქტიურად განიხილავენ.

"რუსულ-აფხაზური კომედია, პუტინს აფხაზეთიდან უჭერენ მხარს... დარწმუნებული ვარ, ის ხალხი იყო გამოსული, ვისი შემოსავალიც მხოლოდ რუსული პენსიაა და მიაჩნიათ, რომ ძალიან გაუმართლათ, რადგან მისი სახით სტაბილურ შემოსავალს იღებენ... სამოთხეში ცხოვრობთ, პუტინს კი ისე ჰყავხართ მობმული, რომ მხოლოდ საარსებო მინიმუმს გაძლევთ, ხანდახან იმასაც არა. თუმცა თუ მოგწონთ, წარმატებებს გისურვებთ..." - წერს რუსი ინტერნეტმომხმარებელი სერგეი დუშკინი აფხაზური გამოცემის კომენტარებში.

"აბა რა, მეფისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აფხაზებისა და აფხაზეთის კაზაკების მხარდაჭერა, ჩვენი არსებობა ხომ უნდა შევახსენოთ... სხვანაირად ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს. რატომღაც 30 წელია ვერ გავიგეთ, როგორც არ უნდა მოვექცეთ რუსეთს, ის მაინც ისე მოგვექცევა, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ... " - წერს ასტანა კვიცინია.

"ასეთი სლოგანებიც წავიკითხე, "აფხაზეთი პუტინისთვის" და თვალებს არ დავუჯერე... ამას ვინ მიიჩნევს, აფხაზეთის კაზაკური დიასპორა, გამწარებული რომ ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი რუსული ორგანიზაცია შეიქმნას აფხაზეთში თუ ჩვენი, უკვე შექნილ რუსულ ორგანიზაციებში დასაქმებული სომხები და აფხაზები?!. მაინც მინდა ვიცოდე, ვინ საუბრობს ჩემი სახელით... მე კი, რატომღაც მგონია, რუსეთს პუტინი რომ არ მართავდეს, ბევრად უკეთესად ვიცხოვრებდით",- წერს ელენგა ვაენგა.

"რუსეთს ძალიან დიდი ამაგი აქვს აფხაზეთის წინაშე, მისი მხარდაჭერით მოვედით დღემდე და ამ ხელისუფლებას, ამ გუნდს სწორედ ვლადიმირ პუტინი მართავდა, რა არის ცუდი იმაში, თუ ამის მადლიერება გამოვხატეთ რუსეთის საელჩოსთან? ახლა გაგახსენდათ კოვიდპანდემიის შეზღუდვები და მსხვერპლი და ხუთასკაციან ქორწილებს რომ იხდიდით, მაშინ არა, ხომ?! - მიაჩნია არკადი კვირკვიას.

“რუსები ყოველთვის გვედგნენ გვერდში და ჩვენც უნდა დავუდგეთ, ხომ ხედავთ, არ გაღიარებთ ევროპა და მით უფრო, არც ამერიკა. რაც უნდა გესლიანი პოსტები წეროთ, ჯერ მსოფლიო არ არის მზად თქვენს მისაღებად, მხოლოდ საქართველოს შემადგენლობაშიო, მაგრამ ვინც რუსეთის დაგმობისკენ მოგვიწოდებთ, ალბათ უკვე გაქვთ საქართველოს მოქალაქეობა, ევროპაში წასასვლელად! ჰოდა, სულ წადით, წარმატებას გისურვებთ, ჩვენ მადლიერების გამოხატვის უნარი გვაქვს", - წერს კიდევ ერთ-ერთი ადგილობრივი, ესმა ცკუა.

“აფხაზებო, არავინ აღიარებს თქვენს სახელმწიფოს. სინამდვილში, არც კრემლი გაღიარებთ, ტყუილად უმტკიცებთ ერთგულებას პუტინს... ტურისტები, რომლებიც იქ ჩადიან, ამბობენ, რომ რეგიონში, ბუნების გარდა არაფერი ვარგა. პუტინი, თავის გუნდთან ერთად, იგივეს დანერგავს, რასაც ამდენი წელია რუსეთში აკეთებს. ასე რომ, იქნებ თქვენთვისაც ჯობია მისი მმართველობა დასრულდეს, იმაში მაინც გაერკვევით, დამოუკიდებლები ხართ, თუ არა...” - ამბობს რუსი ინტერნეტმომხმარებელი გენადი ლესოვი.

რუსი ტურისტები დე ფაქტო აფხაზეთთან "საზღვრის" ჩაკეტვას მოითხოვენ - რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში

"ერთ-ერთი ცხედარი, რომელიც თბილისში გადმოასვენეს და ექსპერტიზა ჩაუტარდა, კოტე ანდრიაძეა..." - ჟურნალისტი აფხაზეთის ომის გმირთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს

"თავისიანებად" და "უცხოებად" დაყოფილი გალელების გაურკვეველი ბედი - რას უპირებს აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა გალში, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში მცხოვრებ ქართველებს?