ავტორი:

"ვიღაცები" თურმე სერიოზულად ჩალიჩობენ და ტელევიზიებში მბლოკავენ" - რა განმარტებას აკეთებს ეკა ჩხეიძე სკანდალურ სტატუსზე?

"ვიღაცები" თურმე სერიოზულად ჩალიჩობენ და ტელევიზიებში მბლოკავენ" - რა განმარტებას აკეთებს ეკა ჩხეიძე სკანდალურ სტატუსზე?

"ვიღაცები" თურმე სერიოზულად ჩალიჩობენ და ტელევიზიებში მბლოკავენ. არა მარტო სერიალებში, გადაცემებშიც... "ცუდას რად უნდა მტერობაო" - მე ეს არ მამშვიდებს. უკვე ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა და ძალიან მწყინს, თუმცა თქვენნაირები იმარჯვებენ, ფაქტია, გილოცავთ!" - სოციალურ ქსელში სტატუსის ავტორი ეკა ჩხეიძე გახლავთ. იმის გასარკვევად, თუ ვინ ან რამ გაანაწყენა მსახიობი? - მას დავუკავშირდი. თავდაპირველად ინტერვიუს ჩაწერაზე უარი მითხრა, მაგრამ მელაპარაკა იმაზე, რაც მისი გულისტკენის მიზეზი გახდა. ბოლოს კი ჩვენი დიალოგის ამ ფორმით დაბეჭდვაზე დამთანხმდა.

- ეს პოსტი ძალიან გაღიზიანებულმა დავწერე. ალბათ არ უნდა დამეწერა, რადგან არა მგონია, რაიმე გამოსწორდეს, ვინმეს გული შეუწუხდეს ან შერცხვეს. მსგავსი უსამართლობა ხშირად ხდება და არა - მხოლოდ ჩემს თავს. ტელევიზიებში კლანებია, ერთმანეთს ასაქმებენ. არასდროს ვყოფილვარ ის ადამიანი, რომელიც დახურულ კარზე აკაკუნებს და შეშვებას ითხოვს. ძალიან ცუდია, როცა კარს ცხვირწინ გიკეტავენ, გაკეთებული საქმე რომ გიფუჭდება; როცა სიტუაცია მაშინ იცვლება, ყველაფერი გარკვეული რომ გგონია. ლაპარაკი იყო გადაცემაზე, რომელიც უნდა დაწყებულიყო და სერიალზე, რომელიც უნდა ჩაშვებულიყო, მაგრამ... როცა შენს ნაცვლად, სხვა ამბობს, "ეკას არ სცალია", გეკითხებით, ამას რა ჰქვია? ალბათ თავისი ხალხი ჰყავთ. გასაგებია, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს რამდენჯერმე? როცა ყველა მხრიდან გზა გეკეტება, მერე ფიქრობ, რომ გებრძვიან ან როგორც კონკურენტი, არ აწყობ, ან რაღაცის გამო სამაგიეროს გიხდის. ფაქტია, მიზეზი არსებობს. თურმე არ დავთანხმდი კონკრეტულ გადაღებას იმიტომ, რომ არ მეცალა.

- სიტუაციაში გარკვევა არ გიცდიათ?

- ის გადაწყვეტილების მიმღები პირი ამბობს, ასეთი ინფორმაცია მქონდაო. ზუსტად რა და როგორ მოხდა, ამას არც არასდროს მეტყვიან. ვიღაცას არ აწყობდა, ვიღაცას თავისიანის ჩატენა უნდოდა - ეს პირველად არ ხდება.

- ინტრიგები თეატრისთვისაც არ არის უცხო.

- მართალია, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, ამ ინტრიგებისგან შორს ვიყო.

- ამას როგორ ახერხებთ?

- მერე მე ჩემს კოლეგებთან ურთიერთობას ვეღარ ვაგრძელებ, ინტრიგების ქექვა და გარჩევა ჩემი საქმე არ არის და მეორე დღიდან ვითომ არაფერი მომხდარა, ამის თამაში არ შემიძლია. ორი თეატრის დასში ვარ და კრებებზეც კი არასდროს დავდივარ, რადგან იქ მუდამ ხდება გარკვეული საკითხის გარჩევა. ამ დროს შეიძლება ისეთ რამეს მიხვდე, ინფორმაციაც არ მინდა მქონდეს, არ მინდა ვიცოდე. მერე ადამიანებთან ვეღარ ვურთიერთობ. ამიტომ ბევრ ამბავს წლების შემდეგ ვიგებ და მერე გაკვირვებულები მეკითხებიან, შენ ეს არ იცოდიო? არც დამიშვია, ის თუ მოხდებოდა. გაოცებული ვარ, ხალხი დროს, ენერგიას, ნერვებს რაში ფლანგავს?! არ აჯობებს, ეს ყველაფერი სცენაზე დახარჯო? ახლა ვინც უფრო წინ ჩახტება, სხვას გადაახტება, მეტს აღწევს. მე ასე მოქცევა არ მასწავლეს. არასდროს არავისთვის არაფერი მომითხოვია, არავის შევძრომივარ, არასდროს არავისთვის არაფერი წამირთმევია. გააგრძელეთ კითხვა

"უბრალო ადამიანი ვარ, სახლებიც მილაგებია... ორივე მშობელი ქართველი მყავს, თუმცა საქართველოში არასდროს ვყოფილვარ" - საბერძნეთში გაზრდილი ქართველი გოგონას წარმატება

"სულ ვეუბნებოდი: "მაღირსე შენს შვილს, მაღირსე..." უკვე პატარას ველოდებით" - მარინა ჯანაშია დიდი ბებიობისთვის ემზადება

ბოტიჩელის შედევრი სოთბის აუქციონზე რეკორდულ თანხად გაიყიდა - რენესანსის ეპოქის ტილოსთვის ორი ადამიანი იბრძოდა