მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ილიჩოვა და მელაშვილი განაჩენს გარეთ დაელოდებიან" - პროკურატურა პატიმრების გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს
"ილიჩოვა და მელაშვილი განაჩენს გარეთ დაელოდებიან" - პროკურატურა პატიმრების გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს

პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ვით გა­რე­ჯის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა­სა და ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბის - გი­რა­ო­თი შეც­ვლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბას და­ა­ყე­ნებს.

ე.წ. კარ­ტოგ­რა­ფე­ბის საქ­მის პრო­კუ­რო­რის, მი­ხე­ილ სად­რა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბის მხა­რე სა­სა­მარ­თლოს ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი­სა და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას­თვის აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით შე­ფარ­დე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბის გი­რა­ო­თი შეც­ვლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თავს.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, გა­მო­ძი­ე­ბა აბ­სო­ლი­ტუ­რად ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით არის ამო­წუ­რუ­ლი, ამი­ტომ, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პი­რო­ბებ­ში და­ე­ლო­დე­ბი­ან სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

"ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი სტან­დარ­ტით არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა­ფე­რი არის ზე­და­პირ­ზე და ჩვენ ყვე­ლამ ვი­ხი­ლეთ მათი აღი­ა­რე­ბა. რად­გან, მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბე­ბის გარ­შე­მო გა­მო­ძი­ე­ბა აბ­სო­ლი­ტუ­რად ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით არის ამო­წუ­რუ­ლი, დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მივ­მარ­თავთ სა­სა­მარ­თლოს შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, რათა ბრალ­დე­ბუ­ლებს პა­ტიმ­რო­ბა შე­ეც­ვა­ლოთ გი­რა­ო­თი. ამ ეტა­პი­სათ­ვის, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად აღარ მი­ვიჩ­ნევთ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძე­იბს გა­მო­ყე­ნე­ბას. ჩვენ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ქმე­დე­ბის აღი­ა­რე­ბა ვი­დე­ო­ა­უ­დიო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით მო­ვი­პო­ვეთ, რაც ნიშ­ნავს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პი­რო­ბებ­ში და­ე­ლო­დე­ბი­ან სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ჩვენ ამ პრო­ცეს­ში ვიქ­ნე­ბით საკ­მა­ოდ პრინ­ცი­პუ­ლე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ სად­რა­ძემ.

მი­ხე­ილ სად­რა­ძის თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ვე­ღარ ხე­დავს.

„რაც შე­ე­ხე­ბა ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლის და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას აღ­კვე­თი ღო­ნი­ძი­ე­ბის ამ ეტა­პის­თვის შეც­ვლის სა­კითხს, ბრალ­დე­ბის მხა­რე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას ვე­ღარ ხე­დავს, რად­გან მათ მი­მართ არ­სე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლია და გა­და­ცე­მუ­ლია სას­მარ­თლოს­თვის“, - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ სად­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, დად­გე­ნი­ლია და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი და გა­მო­ძი­ე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობს. „აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი გა­ნა­ჩენს და­ე­ლო­დე­ბი­ან გა­რეთ“, - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

მე­ლაშ­ვი­ლი­სა და ილი­ჩო­ვას სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ამ წუ­თებ­ში თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. სხდო­მას ეს­წრე­ბი­ან თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბიც.

შე­გახ­სნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­სა­ზღვრო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი - ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა და­ა­კა­ვა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ 1970-80-იან წლებ­ში გა­მო­ცე­მულ რუ­კებ­ზე და­ტა­ნი­ლი სა­ზღვრის ხა­ზე­ბით, რაც არ­სე­ბი­თად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ სა­ზღვარს, მათ შო­რის და­ვით გა­რეჯ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tngh
14

გამაგებინეთ, რატომ წყინს "ნაც-ოპოზიციას" ამათი განთავისუფლება???

ზურაბ
0

მერე დასასვენებლად აზერბაიჯანში გაუშვით, თავზე გადაყვებიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ილიჩოვა და მელაშვილი განაჩენს გარეთ დაელოდებიან" - პროკურატურა პატიმრების გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს

"ილიჩოვა და მელაშვილი განაჩენს გარეთ დაელოდებიან" - პროკურატურა პატიმრების გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს

პროკურატურა დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის - გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს.

ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის ინფორმაციით, ბრალდების მხარე სასამართლოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, გამოძიება აბსოლიტურად ყველა მიმართულებით არის ამოწურული, ამიტომ, ბრალდებულები თავისუფლებაში ყოფნის პირობებში დაელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას.

"ბრალდებულების ბრალეულობა საკმაოდ მაღალი სტანდარტით არის დადასტურებული, პრაქტიკულად ყველაფერი არის ზედაპირზე და ჩვენ ყველამ ვიხილეთ მათი აღიარება. რადგან, მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძიება აბსოლიტურად ყველა მიმართულებით არის ამოწურული, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოთ გირაოთი. ამ ეტაპისათვის, მიზანშეწონილად აღარ მივიჩნევთ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძეიბს გამოყენებას. ჩვენ ბრალდებულების ქმედების აღიარება ვიდეოაუდიო მტკიცებულებებით მოვიპოვეთ, რაც ნიშნავს, რომ ბრალდებულები თავისუფლებაში ყოფნის პირობებში დაელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და ჩვენ ამ პროცესში ვიქნებით საკმაოდ პრინციპულები“, - აღნიშნა მიხეილ სადრაძემ.

მიხეილ სადრაძის თქმით, პროკურატურა ბრალდებულების პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობას ვეღარ ხედავს.

„რაც შეეხება ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას აღკვეთი ღონიძიების ამ ეტაპისთვის შეცვლის საკითხს, ბრალდების მხარე ბრალდებულების პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობას ვეღარ ხედავს, რადგან მათ მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დასრულებულია და გადაცემულია სასმართლოსთვის“, - აღნიშნა მიხეილ სადრაძემ.

მისივე თქმით, დადგენილია დანაშაულის მოტივი და გამოძიება ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს. „აქედან გამომდინარე, ბრალდებულები განაჩენს დაელოდებიან გარეთ“, - განაცხადა პროკურორმა.

მელაშვილისა და ილიჩოვას სასამართლო პროცესი ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. სხდომას ესწრებიან თავად ბრალდებულებიც.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

"კვლავ მტკიცებით ფორმაში ხდება პოლიციის თანამშრომელთა დადანაშაულება და დისკრედიტაცია" - შსს მედიაში გასულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

პოლიციელებმა მოქალაქის შესახებ ინფორმაცია უკანონოდ მოიძიეს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს გადასცეს - რა განცხადებას ავრცელებს შსს?

თავდასხმა "ლიბერთი ბანკის" ფილიალზე - დაკავებულია 20 წლის ბიჭი, რომელმაც იარაღის მუქარით მოლარე-ოპერატორებს ფული მოსთხოვა