პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა
28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა

28 იან­ვა­რი, პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეა, რო­მე­ლიც ევ­რო­პა­სა და მსოფ­ლი­ო­ში აღი­ნიშ­ნე­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რი ლონ­და თო­ლო­რა­ია მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს:

"40 წლის წინ, სწო­რედ ამ დღეს, ხელ­მო­სა­წე­რად გა­იხ­სნა მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სფე­რო­ში პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­კუ­მენ­ტი - „პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის ავ­ტო­მა­ტუ­რი და­მუ­შა­ვე­ბი­სას ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ“ ევ­რო­პის საბ­ჭოს 108-ე კონ­ვენ­ცია. აღ­ნიშ­ნუ­ლი დღის მი­ზა­ნი პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბაა. ეს თა­რი­ღი კი­დევ ერთხელ გვახ­სე­ნებს პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბას და თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას - პა­ტი­ვი ვცეთ სხვის პი­რად ცხოვ­რე­ბას და პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის უფ­ლე­ბას.

მსოფ­ლიო ალ­ბათ არას­დროს ყო­ფი­ლა სავ­სე გა­მოწ­ვე­ვე­ბით ისე, რო­გორც დღეს. პან­დე­მი­ამ რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი. ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა უფრო მე­ტად გახ­და და­მო­კი­დე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე. გა­ი­ზარ­და ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბის, მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის მო­ნა­ცე­მე­ბის, ელექტრო­ნუ­ლი სის­ტე­მე­ბით და­მუ­შა­ვე­ბის სიხ­ში­რე და მო­ცუ­ლო­ბა; შემ­ჭიდ­რო­ე­ბულ ვა­დებ­ში შე­იქ­მნა ახა­ლი ელექტრო­ნუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი პან­დე­მი­ის მარ­თვის, ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის, ონ­ლა­ინ ვაჭ­რო­ბის, ონ­ლა­ინ მომ­სა­ხუ­რე­ბის, ონ­ლა­ინ მუ­შა­ო­ბის მიზ­ნით, რა­მაც გა­ა­ჩი­ნა მო­ნა­ცემ­თა ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ი­თა და ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით და­მუ­შა­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი.

კი­დევ უფრო გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე იყო ეს წელი ბავ­შვე­ბი­სათ­ვის. არას­რულ­წლოვ­ნებ­მა გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბი­სა თუ გარ­თო­ბის მიზ­ნე­ბის­თვის სრუ­ლად ონ­ლა­ინ­სივ­რცე­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს, სა­დაც მო­ნა­ცემ­თა გა­ზი­ა­რე­ბი­სა და მი­მოც­ვლის მო­ნი­ტო­რინ­გი კი­დევ უფრო რთუ­ლია.

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი მი­ე­სალ­მე­ბა მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვას, თუმ­ცა არ­ცერთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ უნდა შევ­წყვი­ტოთ ფიქ­რი და ზრუნ­ვა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე. პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის პრო­ცეს­ში მო­ნა­ცემ­თა და­მუ­შა­ვე­ბა, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, ახა­ლი ინო­ვა­ცი­ე­ბი უნდა იყოს თავ­სე­ბა­დი ადა­მი­ა­ნის ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბებ­თან, რად­გან პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა. მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის მა­ღალ სტან­დარტს ამ­კვიდ­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ვი­თარ­დე­ბა და პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე მათი ცნო­ბი­ე­რე­ბა წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა. თუმ­ცა, უნდა წა­ვი­დეთ კი­დევ უფრო წინ, რად­გან პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვა არის უმ­თავ­რე­სი ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბი­სა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის უფ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. ჩვენ, ყვე­ლამ ერ­თად - კერ­ძო და სა­ჯა­რო სექ­ტორ­მა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­ულ­მა წევ­რმა, უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ ზრუნ­ვა პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის გაზ­რდა­ზე, რათა სა­ქარ­თვე­ლო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბის ახალ და უფრო მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე გა­და­ვი­დეს.

მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ პირს, ვინც 2020 წელს თუნ­დაც მცი­რე­ო­დე­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­სა და პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის საქ­მე­ში" - ლონ­და თო­ლო­რა­ია სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა

28 იანვარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა

28 იანვარი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც ევროპასა და მსოფლიოში აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია მიმართვას ავრცელებს:

"40 წლის წინ, სწორედ ამ დღეს, ხელმოსაწერად გაიხსნა მონაცემთა დაცვის სფეროში პირველი საერთაშორისო დოკუმენტი - „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 108-ე კონვენცია. აღნიშნული დღის მიზანი პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვახსენებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობას და თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას - პატივი ვცეთ სხვის პირად ცხოვრებას და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებას.

მსოფლიო ალბათ არასდროს ყოფილა სავსე გამოწვევებით ისე, როგორც დღეს. პანდემიამ რადიკალურად შეცვალა ჩვენი ცხოვრების სტილი. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა უფრო მეტად გახდა დამოკიდებული ტექნოლოგიებზე. გაიზარდა ჩვენი მონაცემების, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების, ელექტრონული სისტემებით დამუშავების სიხშირე და მოცულობა; შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა ახალი ელექტრონული პროდუქტები პანდემიის მართვის, ონლაინ სწავლების, ონლაინ ვაჭრობის, ონლაინ მომსახურების, ონლაინ მუშაობის მიზნით, რამაც გააჩინა მონაცემთა ახალი მეთოდოლოგიითა და ტექნიკური საშუალებებით დამუშავების საჭიროებები.

კიდევ უფრო გამოწვევებით სავსე იყო ეს წელი ბავშვებისათვის. არასრულწლოვნებმა განათლების მიღებისა თუ გართობის მიზნებისთვის სრულად ონლაინსივრცეში გადაინაცვლეს, სადაც მონაცემთა გაზიარებისა და მიმოცვლის მონიტორინგი კიდევ უფრო რთულია.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიესალმება მონაცემთა დამუშავების პროცესების განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, თუმცა არცერთ სიტუაციაში არ უნდა შევწყვიტოთ ფიქრი და ზრუნვა ადამიანის უფლებებზე. პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მონაცემთა დამუშავება, ტექნოლოგიური განვითარება, ახალი ინოვაციები უნდა იყოს თავსებადი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან, რადგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. მონაცემთა დაცვის მაღალ სტანდარტს ამკვიდრებს საზოგადოება.

სასიხარულოა, რომ ქართული საზოგადოება ვითარდება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობაზე მათი ცნობიერება წლიდან წლამდე იზრდება. თუმცა, უნდა წავიდეთ კიდევ უფრო წინ, რადგან პერსონალურ მონაცემთა დაცვა არის უმთავრესი ადამიანის ღირსებისა და პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების უზრუნველსაყოფად. ჩვენ, ყველამ ერთად - კერძო და საჯარო სექტორმა, საზოგადოების თითოეულმა წევრმა, უნდა გავაგრძელოთ ზრუნვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის შესახებ ადამიანების ინფორმირებულობის გაზრდაზე, რათა საქართველო ამ მიმართულებით განვითარების ახალ და უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდეს.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ პირს, ვინც 2020 წელს თუნდაც მცირეოდენი წვლილი შეიტანა პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საქმეში" - ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორი

რომელი სათამაშო რომელ ასაკში უნდა აჩუქოთ ბავშვს და რატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების ნიშანს მასზე

ბოლო 24 საათში 17 850 ტესტის ჩატარების შემდეგ საქართველოში 723 ახალი ინფიცირებულია, გარდაიცვალა 19 ადამიანი - მონაცემები რეგიონების მიხედვით

"ეს ეძღვნებოდა რუსოს და მაიას... ბედნიერები ვიყავით, რომ უყურებდნენ ბავშვს, რომელიც ოთხი წელია არ უნახავთ" - ნინო დარასელის 11 წლის შვილმა ტელემაყურებელი მოხიბლა