რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი, ქეთა თოფურია მეორე შვილის დედა გახდა. რამდენიმე დღის წინ ქეთასა და მის მეუღლეს, დიპლომატ ლევ ძენგოვს ვაჟი შეეძინათ.
ძენგოვმა სამშობიაროდან შინ დაბრუნებულ ქეთას სიურპრიზი მოუწყო და სახლში უამრავი ყვავილი დაახვედრა. აღნიშნულის ამსახველი ვიდეოკადრები ქეთამ "ინსტაგრამზე" ატვირთა და თავის მიმდევრებს ბედნიერება გაუზიარა.
ვიდეოში ჩანს ყვავილების უამრავი სხვადასხვა სახის თაიგული. "სახლი" - ასე დაასათაურა ქეთამ ვიდეო.
ქეთამ და ლევმა შვილს ადამი დაარქვეს. ქართველი მომღერლისთვის ეს მეორე ქორწინებაა. წყვილმა ერთწლიანი ურთიერთობა გასული წლის ოქტომბერში დააკანონა. ქეთა პირველად ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ერთი შვილი, ოლივია გეიხმანი შეეძინა.
ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ. როგორც ჩანს, მომღერალი ადამს დაბადების პირველივე წუთებიდან საკუთარ შემოქმედებას აცნობს. ნახეთ ვიდეო