სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი სათამაშო რომელ ასაკში უნდა აჩუქოთ ბავშვს და რატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების ნიშანს მასზე
რომელი სათამაშო რომელ ასაკში უნდა აჩუქოთ ბავშვს და რატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების ნიშანს მასზე

ზრდას­თან ერ­თად, ბავ­შვი სწავ­ლობს სამ­ყა­როს შეც­ნო­ბას, რა­შიც მას დე­დის ხე­ლე­ბის შე­ხე­ბა, ხმე­ბი, შეგ­რძნე­ბე­ბი და სა­თა­მა­შო­ე­ბი ეხ­მა­რე­ბა. სა­თა­მა­შო­ებს მხო­ლოდ სი­ხა­რუ­ლი კი არ მო­აქვს, არა­მედ ხელს უწყობს პა­ტა­რას გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცესს. სა­თა­მა­შო­ე­ბის დახ­მა­რე­ბით ბავ­შვს უვი­თარ­დე­ბა გო­ნებ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბა, მოძ­რა­ო­ბე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცია, მოს­მე­ნა და მე­ტყვე­ლე­ბა. მაგ­რამ, რო­მე­ლი სა­თა­მა­შოა შე­სა­ფე­რი­სი ბავ­შვის ასა­კის მი­ხედ­ვით და რა ჯობს რომ აირ­ჩი­ოთ? - მო­დით, გა­ვერ­კვი­ოთ ამა­ში!

ბავ­შვის სა­თა­მა­შოს არ­ჩე­ვი­სას გარ­კვე­უ­ლი წესი არ­სე­ბობს:

სა­თა­მა­შო უნდა იყოს უსაფრ­თხო, ლა­მა­ზი და სა­სარ­გებ­ლო მისი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. ძა­ლი­ან ბევ­რი სა­თა­მა­შოს ნაც­ვლად, შე­არ­ჩი­ეთ ხა­რის­ხი­ა­ნი და ასა­კის შე­სა­ფე­რი­სი. ბევ­რი სა­თა­მა­შო ბავ­შვს სი­ხარ­ბის და თა­ნა­ტო­ლებს შო­რის გა­მორ­ჩე­ვის სურ­ვილს გა­უ­ჩენს. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რია სა­თა­მა­შოს ხა­რის­ხი. ის არ უნდა შე­ი­ცავ­დეს ორ­გა­ნიზ­მის­თვის მავ­ნე, ტოქ­სი­კურ ნივ­თი­ე­რე­ბებს, რაც სამ­წუ­ხა­როდ ხში­რია ია­ფ­ფა­სი­ა­ნი სა­თა­მა­შო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ასე­ვე, დარ­წმუნ­დით, რომ სა­თა­მა­შოს არ სძვრე­ბა ნა­წი­ლე­ბი, რად­გან პა­ტა­რამ, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს პირ­ში იდებს, შე­საძ­ლოა გა­დაყ­ლა­პოს წვრი­ლი დე­ტა­ლე­ბი. ბევ­რი და უხა­რის­ხო სა­თა­მა­შოს ნაც­ვლად, შე­ი­ძი­ნეთ ცოტა და ხა­რის­ხი­ა­ნი. ას­წავ­ლეთ ბავ­შვს თა­მა­ში.

თუ გო­ნივ­რუ­ლად არ შე­არ­ჩევთ ასა­კის შე­სა­ფე­რის სა­თა­მა­შოს, შე­საძ­ლოა არას­წო­რად არ­ჩე­ულ­მა სა­თა­მა­შომ პა­ტა­რას კრე­ა­ტი­უ­ლო­ბის და სა­კუ­თა­რი წარ­მო­სახ­ვის ად­გი­ლი არ და­უ­ტო­ვოს.

  • ყუ­რა­დღე­ბით და­აკ­ვირ­დით ყუთ­ზე და­ტა­ნილ უსაფრ­თხო­ე­ბის ნიშ­ნებს და აუ­ცი­ლებ­ლად წა­ი­კი­თხეთ ანო­ტა­ცია.

0-დან 1 წლამ­დე

ძა­ლი­ან ად­რე­ულ ასაკ­ში, რო­დე­საც ბავ­შვი მხო­ლოდ ახლა იწყებს და­ინ­ტე­რე­სე­ბას საგ­ნე­ბით, მის ყუ­რა­დღე­ბას მი­ი­პყრობს კაშ­კა­შა ფე­რის ჩხა­რუ­ნე­ბი, მე­ლო­დი­უ­რი ჟღე­რა­დო­ბით. ეცა­დეთ აარ­ჩი­ოთ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მე­ბის და ფე­რე­ბის. ასე­ვე, ძა­ლი­ან კარ­გია ნაჭ­რის წიგ­ნე­ბი.

ჩვი­ლის სა­თა­მა­შო­ე­ბი

1-დან 3 წლამ­დე

რო­დე­საც თქვე­ნი პა­ტა­რა 1 წლის გახ­დე­ბა, უკვე შე­გიძ­ლი­ათ მის­თვის შე­ი­ძი­ნოთ პი­რა­მი­დე­ბი, კუ­ბი­კე­ბი, სა­ქა­ნე­ლა-ცხო­ვე­ლე­ბი, ხის დიდ­ნაჭ­რი­ა­ნი ფაზ­ლე­ბი და ქვი­შა­ში სა­თა­მა­შო ნაკ­რე­ბი. ასე­ვე, ძა­ლი­ან კარ­გია ე.წ. „ჭკვი­ა­ნი სა­თა­მა­შო­ე­ბი“, რომ­ლე­ბიც ბავ­შვს უვი­თა­რებს მოძ­რა­ო­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის, ყუ­რა­დღე­ბის, სი­ზუს­ტის და მეხ­სი­ე­რე­ბის უნა­რებს. 2 წლის ასა­კი­დან უკვე შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ სხვა­დას­ხვა თავ­სა­ტე­ხე­ბი, მაგ­ნი­ტუ­რი ან­ბა­ნი და მეხ­სი­ე­რე­ბის გა­სა­ვარ­ჯი­შე­ბე­ლი თა­მა­შე­ბი.

3-დან 6 წლამ­დე

ამ ასა­კი­დან გო­გო­ნებს შე­გიძ­ლი­ათ უყი­დოთ თო­ჯი­ნა, რო­მელ­ზეც ის იზ­რუ­ნებს, ჩა­აც­მევს, აჭ­მევს. ამ­გვა­რად ის გა­აც­ნო­ბი­ე­რებს, რო­მელ სქესს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. ბი­ჭებს ამ ასაკ­ში იტა­ცებთ მან­ქა­ნე­ბი, რო­ბო­ტე­ბი და სა­თა­მა­შო თო­ფე­ბი. სავ­სე­ბით ბუ­ნებ­რი­ვია, თუ ბავ­შვი „სა­პი­რის­პი­რო სქე­სის სა­თა­მა­შო­თი“ და­ინ­ტე­რეს­დე­ბა.

6-დან 10 წლამ­დე

6 წლი­დან ბავ­შვი უკვე კარ­გად ურ­თი­ერ­თობს, საკ­მა­რი­სად მო­ხერ­ხე­ბუ­ლია და უყ­ვარს აქ­ტი­უ­რი თა­მა­შე­ბი. ამ პე­რი­ო­დის­თვის ძა­ლი­ან კარ­გია სა­თა­მა­შო ია­რა­ღე­ბის ნაკ­რე­ბი, რთუ­ლი კონ­სტრუქ­ტო­რე­ბი, ფაზ­ლე­ბი წვრი­ლი დე­ტა­ლე­ბით, დარტსი ან ბად­მინ­ტო­ნი. გო­გო­ნებს ძა­ლი­ან უყ­ვართ თო­ჯი­ნე­ბის სახ­ლე­ბის მო­წყო­ბა.

რაც უფრო იზ­რდე­ბა ბავ­შვი, მით უფრო იც­ვლე­ბა და ახა­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი უჩ­ნდე­ბა. ასეთ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან კარ­გია, თუ შე­ი­ძენთ იმი­ტა­ცი­ის სა­თა­მა­შოს კონ­კრე­ტუ­ლად მისი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მა­გი­დის ფეხ­ბურ­თი, ას­ტრო­ნო­მის მო­წყო­ბი­ლო­ბა, მე­ქა­ნი­კუ­რი ასა­წყო­ბე­ბი, პულ­ტით მარ­თვა­დი სა­თა­მა­შო­ე­ბი, თო­ჯი­ნა, რო­მელ­საც შე­გიძ­ლია გა­უ­კე­თო ვარ­ცხნი­ლო­ბა და მა­ნი­კი­უ­რი.

10+ წელი

ამ ასაკ­ში მო­ზარდს უკვე აქვს ჰობი. მას აღარ სჭირ­დე­ბა რბი­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი და კონ­სტრუქ­ტო­რე­ბი. ამ პე­რი­ოდ­ში სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რი იქ­ნე­ბა გორ­გო­ლა­ჭე­ბი, ვე­ლო­სი­პე­დი, სკე­იდ­ბორ­დი, ელექტრო ჰო­ვერ­ბორ­დი.ასე­ვე, რთუ­ლი ფაზ­ლე­ბი, ბი­ლი­არ­დი და სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბი.

XS Toys- XS სა­თა­მა­შო­ე­ბის მა­ღა­ზია ხა­რის­ხი­ა­ნი და უსაფრ­თხო სა­თა­მა­შო­ე­ბის ფარ­თო არ­ჩე­ვანს გთა­ვა­ზობთ. სა­თა­მა­შოს არ­ჩე­ვა online-აც­შე­გიძ­ლი­ათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

რომელი სათამაშო რომელ ასაკში უნდა აჩუქოთ ბავშვს და რატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების ნიშანს მასზე

რომელი სათამაშო რომელ ასაკში უნდა აჩუქოთ ბავშვს და რატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება უსაფრთხოების ნიშანს მასზე

ზრდასთან ერთად, ბავშვი სწავლობს სამყაროს შეცნობას, რაშიც მას დედის ხელების შეხება, ხმები, შეგრძნებები და სათამაშოები ეხმარება. სათამაშოებს მხოლოდ სიხარული კი არ მოაქვს, არამედ ხელს უწყობს პატარას განვითარების პროცესს. სათამაშოების დახმარებით ბავშვს უვითარდება გონებრივი აქტივობა, მოძრაობების კოორდინაცია, მოსმენა და მეტყველება. მაგრამ, რომელი სათამაშოა შესაფერისი ბავშვის ასაკის მიხედვით და რა ჯობს რომ აირჩიოთ? - მოდით, გავერკვიოთ ამაში!

ბავშვის სათამაშოს არჩევისას გარკვეული წესი არსებობს:

სათამაშო უნდა იყოს უსაფრთხო, ლამაზი და სასარგებლო მისი განვითარებისთვის. ძალიან ბევრი სათამაშოს ნაცვლად, შეარჩიეთ ხარისხიანი და ასაკის შესაფერისი. ბევრი სათამაშო ბავშვს სიხარბის და თანატოლებს შორის გამორჩევის სურვილს გაუჩენს. უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სათამაშოს ხარისხი. ის არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის მავნე, ტოქსიკურ ნივთიერებებს, რაც სამწუხაროდ ხშირია იაფფასიანი სათამაშოების შემთხვევაში. ასევე, დარწმუნდით, რომ სათამაშოს არ სძვრება ნაწილები, რადგან პატარამ, რომელიც ყველაფერს პირში იდებს, შესაძლოა გადაყლაპოს წვრილი დეტალები. ბევრი და უხარისხო სათამაშოს ნაცვლად, შეიძინეთ ცოტა და ხარისხიანი. ასწავლეთ ბავშვს თამაში.

თუ გონივრულად არ შეარჩევთ ასაკის შესაფერის სათამაშოს, შესაძლოა არასწორად არჩეულმა სათამაშომ პატარას კრეატიულობის და საკუთარი წარმოსახვის ადგილი არ დაუტოვოს.

  • ყურადღებით დააკვირდით ყუთზე დატანილ უსაფრთხოების ნიშნებს და აუცილებლად წაიკითხეთ ანოტაცია.

0-დან 1 წლამდე

ძალიან ადრეულ ასაკში, როდესაც ბავშვი მხოლოდ ახლა იწყებს დაინტერესებას საგნებით, მის ყურადღებას მიიპყრობს კაშკაშა ფერის ჩხარუნები, მელოდიური ჟღერადობით. ეცადეთ აარჩიოთ განსხვავებული ფორმების და ფერების. ასევე, ძალიან კარგია ნაჭრის წიგნები.

ჩვილის სათამაშოები

1-დან 3 წლამდე

როდესაც თქვენი პატარა 1 წლის გახდება, უკვე შეგიძლიათ მისთვის შეიძინოთ პირამიდები, კუბიკები, საქანელა-ცხოველები, ხის დიდნაჭრიანი ფაზლები და ქვიშაში სათამაშო ნაკრები. ასევე, ძალიან კარგია ე.წ. „ჭკვიანი სათამაშოები“, რომლებიც ბავშვს უვითარებს მოძრაობის კოორდინაციის, ყურადღების, სიზუსტის და მეხსიერების უნარებს. 2 წლის ასაკიდან უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა თავსატეხები, მაგნიტური ანბანი და მეხსიერების გასავარჯიშებელი თამაშები.

3-დან 6 წლამდე

ამ ასაკიდან გოგონებს შეგიძლიათ უყიდოთ თოჯინა, რომელზეც ის იზრუნებს, ჩააცმევს, აჭმევს. ამგვარად ის გააცნობიერებს, რომელ სქესს მიეკუთვნება. ბიჭებს ამ ასაკში იტაცებთ მანქანები, რობოტები და სათამაშო თოფები. სავსებით ბუნებრივია, თუ ბავშვი „საპირისპირო სქესის სათამაშოთი“ დაინტერესდება.

6-დან 10 წლამდე

6 წლიდან ბავშვი უკვე კარგად ურთიერთობს, საკმარისად მოხერხებულია და უყვარს აქტიური თამაშები. ამ პერიოდისთვის ძალიან კარგია სათამაშო იარაღების ნაკრები, რთული კონსტრუქტორები, ფაზლები წვრილი დეტალებით, დარტსი ან ბადმინტონი. გოგონებს ძალიან უყვართ თოჯინების სახლების მოწყობა.

რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო იცვლება და ახალი პრიორიტეტები უჩნდება. ასეთ პერიოდში ძალიან კარგია, თუ შეიძენთ იმიტაციის სათამაშოს კონკრეტულად მისი ინტერესებიდან გამომდინარე. ეს შეიძლება იყოს მაგიდის ფეხბურთი, ასტრონომის მოწყობილობა, მექანიკური ასაწყობები, პულტით მართვადი სათამაშოები, თოჯინა, რომელსაც შეგიძლია გაუკეთო ვარცხნილობა და მანიკიური.

10+ წელი

ამ ასაკში მოზარდს უკვე აქვს ჰობი. მას აღარ სჭირდება რბილი სათამაშოები და კონსტრუქტორები. ამ პერიოდში საუკეთესო საჩუქარი იქნება გორგოლაჭები, ველოსიპედი, სკეიდბორდი, ელექტრო ჰოვერბორდი.ასევე, რთული ფაზლები, ბილიარდი და სამაგიდო თამაშები.

XS Toys- XS სათამაშოების მაღაზია ხარისხიანი და უსაფრთხო სათამაშოების ფართო არჩევანს გთავაზობთ. სათამაშოს არჩევა online-აცშეგიძლიათ.

ბოლო 24 საათში 17 850 ტესტის ჩატარების შემდეგ საქართველოში 723 ახალი ინფიცირებულია, გარდაიცვალა 19 ადამიანი - მონაცემები რეგიონების მიხედვით

"ეს ეძღვნებოდა რუსოს და მაიას... ბედნიერები ვიყავით, რომ უყურებდნენ ბავშვს, რომელიც ოთხი წელია არ უნახავთ" - ნინო დარასელის 11 წლის შვილმა ტელემაყურებელი მოხიბლა

სკანდალური ქადაგების შემდეგ დეკანოზი თადეოზ სარალიძე შენდობას ითხოვს - "ქადაგებამ, რომელიც იყო არაკორექტული, დიდი შეშფოთება გამოიწვია..."