პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხანგრძლივად იავადმყოფა, ამას დაერთო ის, რომ მეუღლეც ავად გაუხდა, ჩაწოლილია..." - როგორ იხსენებენ მამუკა ლორიას და მსახიობის ცნობილ ოჯახს მეგობრები
"ხანგრძლივად იავადმყოფა, ამას დაერთო ის, რომ მეუღლეც ავად გაუხდა, ჩაწოლილია..." - როგორ იხსენებენ მამუკა ლორიას და მსახიობის ცნობილ ოჯახს მეგობრები

27 იან­ვარს კი­ნო­სა და თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი მა­მუ­კა ლო­რია 65 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცია რუს­თა­ვე­ლის თე­ატრმა გა­ავ­რცე­ლა, ვი­ნა­ი­დან ის ამ თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო.

მა­მუ­კა ლო­რია ცნო­ბი­ლი კი­ნომ­სა­ხი­ო­ბის, აბე­სა­ლომ ლო­რი­ას ვაჟი გახ­ლდათ, რო­მელ­მაც მა­მის გზა წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­აგ­რძე­ლა. შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი გახ­და, სა­დაც არა­ერ­თი სა­უ­კე­თე­სო როლი შექ­მნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში გახ­და. თუმ­ცა 1985 წელს შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ თე­ატრს შე­უ­ერ­თდა და ბოლო წუ­თამ­დე ამ თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო.

გარ­და იმი­სა, რომ სცე­ნა­ზე მა­მუ­კა ლო­რი­ას არა­ერ­თი როლი აქვს გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი, გა­და­ღე­ბუ­ლია ფილ­მებ­სა და ტე­ლე­სე­რი­ა­ლებ­შიც. მი­ღე­ბუ­ლი აქვს რუს­თა­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის ჯილ­დო - „ოქ­როს ნი­ღა­ბი“ სპექ­ტაკ­ლის­თვის „მაკ­ბე­ტი“.

იმის გამო, რომ მსა­ხი­ო­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რი­დან და­ი­წყო, AMBEBI.GE დღეს სწო­რედ ამ თე­ატ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს ესა­უბ­რა.

დი­მიტ­რი ღვთი­სი­აშ­ვი­ლი, მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძრვა­ნე­ლი:

„მა­მუ­კა ლო­რი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვია. მის­თვი­საც პი­რა­და­დაც მით­ქვამს, რომ ალ­ბათ მის ცხოვ­რე­ბა­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თად, სა­უ­კე­თე­სო ის წლე­ბი იყო, როცა მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სახე შექ­მნა ბა­ტო­ნი შალ­ვა გა­წე­რე­ლი­ას და ქე­თე­ვან ხარ­ში­ლა­ძის სპექ­ტაკ­ლებ­ში. სწო­რედ მა­შინ, იმ სპექ­ტაკ­ლე­ბი­დან სა­ოც­რად პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და...

იყო ასე­თი ცნო­ბი­ლი დად­გმა „შე­ა­ჩე­რეთ მა­ლა­ხო­ვი“, რო­მე­ლიც ქე­თე­ვან ხარ­ში­ლა­ძემ დად­გა, მა­მუ­კა მა­ლა­ხოვს თა­მა­შობ­და. იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა გახ­და, რომ სა­ღა­მოს 8 სა­ათ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რად მშობ­ლე­ბის­თვის და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის ინიშ­ნე­ბო­და, სა­დაც შემ­დეგ მისი გან­ხილ­ვა მი­დი­ო­და. მა­მუ­კა სკო­ლის მოს­წავ­ლეს თა­მა­შობ­და, ჟურ­ნა­ლის­ტის როლ­ში ოთარ ბა­ღა­თუ­რია იყო, ფსი­ქო­ლო­გის - რეზო თა­ვარ­თქი­ლა­ძე. სპექ­ტაკლში რე­ჟი­სო­რი სა­ინ­ტე­რე­სო ჭრი­ლით გვაჩ­ვე­ნებ­და გარ­და­ტე­ხის პე­რი­ოდ­ში მყო­ფი ახალ­გაზ­რა კა­ცის პრობ­ლე­მებს. მა­მუ­კა იქ შე­უ­და­რე­ბე­ლი იყო. სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ ხვდე­ბოდ­ნენ, ავ­ტოგ­რაფს სთხოვ­დნენ, მად­ლო­ბას უხ­დიდ­ნენ... ნამ­დვი­ლი გმი­რი იყო.

ასე­ვე მინ­და გა­ვიხ­სე­ნო შალ­ვა გა­წე­რე­ლი­ას ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო სპე­ტაკ­ლი „ირი­ნეს ბედ­ნი­ე­რე­ბა“. იქ მა­მუ­კა ვიქ­ტორს თა­მა­შობ­და. ამ სპექ­ტაკ­ლით რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო, ასე­ვე ყო­ფი­ლი პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე დიდი წარ­მა­ტე­ბით მო­ი­ა­რა... ასე­ვე მახ­სენ­დე­ბა სპექ­ტაკ­ლი „დი­ნო­ზავ­რებს გა­უ­მარ­ჯოს“, სა­დაც მა­მუ­კა ბელა ჯა­ფა­რი­ძეს­თან ერ­თად თა­მა­შობ­და და მგო­ნი, მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში ეს მისი ბოლო წარ­მოდ­გე­ნა იყო. შემ­დეგ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში გა­და­ვი­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იქ არა­ერ­თი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დი შექ­მნა, ისე­თი სა­ო­ცა­რი აღ­მაფ­რე­ნა, რაც ად­რე­უ­ლი წლე­ბის „მო­ზარ­დში“ ჰქონ­და, სამ­წუ­ხა­როდ, შემ­დეგ შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბა­ში არ ჰქო­ნია. ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი მის ცხოვ­რე­ბა­ში რომ არ­სე­ბობ­და, კი­დევ მე­ტად ამ­ტკი­ცებს იმას, რომ მა­მუ­კას სა­ხით ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­ტის­ტუ­ლი ძალა გა­მო­აკ­ლდა რო­გორც ქარ­თულ თე­ატრს, ასე­ვე ქარ­თულ კი­ნე­მა­ტოგ­რაფს.

ის ასე­ვე არა­ერთ ფილმშია გა­და­ღე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან სა­ხი­ე­რი იყო მისი ეპი­ზო­დე­ბი კი­ნო­შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. და­სა­ნა­ნია მა­მუ­კას გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

მა­მუ­კა და მისი და, რუ­სი­კო იყ­ვნენ შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­მის, აბე­სა­ლომ ლო­რი­ას პრო­ფე­სი­ის გამ­გრძე­ლებ­ლე­ბი. რუ­სუ­და­ნიც მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო, რო­მე­ლიც შემ­დეგ ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში გა­და­ვი­და. სამ­წუ­ხა­როდ ისე მოხ­და, რომ ამ ქვეყ­ნი­დან ორი­ვე წა­ვი­და. ეს ორ­მა­გად სა­წყე­ნია, რომ ასე დას­რულ­და ლო­რი­ე­ბის სამ­სა­ხი­ო­ბო ოჯა­ხის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ტო­ვა­რი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის­თვის“.

ნა­თე­ლა პა­ა­ტაშ­ვი­ლი-გი­ორ­გა­ძე, მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი:

„მა­მუ­კას წას­ვლამ გული უზო­მოდ დამ­წყვი­ტა. ის მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა... მისი დაც ჩვე­ნი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო, მა­მუ­კა­ზე უმ­ცრო­სი. 5-6 წლის წინ ჯერ მის­მა ამ ქვეყ­ნი­დან წას­ვლამ გული მატ­კი­ნა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი და მსა­ხი­ო­ბი იყო ორი­ვე, სა­მა­გა­ლი­თო­ე­ბი იყ­ვნენ.

მა­მუ­კა გარ­და იმი­სა, რომ ჩემი სას­ცე­ნო პარტნი­ო­რი იყო, მე­გო­ბა­რიც გახ­ლდათ, „ბი­ჭუ­ნა და კარლ­სონ­ში“ ბი­ჭუ­ნას ვთა­მა­შობ­დი, ის ჩემი ძმა იყო. ხელ­ში ამი­ტა­ცებ­და და მატ­რი­ა­ლებ­და... 5-6 სპექ­ტაკლში ერ­თად გვაქვს ნა­თა­მა­შე­ბი... „ბუ­რა­ტი­ნო­ში“ მე ბუ­რა­ტი­ნო ვი­ყა­ვი, მა­მუ­კა - არ­ტე­მო­ნი­ო­რი, „ბა­ტო­ნის მსა­ხურ­ში“ (რე­ჟი­სო­რი გოგო თო­და­ძე), „ნა­ცარ­ქე­ქი­ა­ში“ ნა­ცარ­ქე­ქი­ას თა­მა­შობ­და, მე - იბ­რუხ­ტი. ბევრ სპექ­ტაკ­ლებ­ში იყო, მაგ­რამ ქე­თი­ნო ხარ­ში­ლა­ძის არ­ტის­ტად ით­ვლე­ბო­და „შე­ა­ჩე­რეთ მა­ლა­ხო­ვი“ მა­მუ­კას სა­ე­ტა­პო სპექ­ტაკ­ლი იყო, რო­მე­ლიც ასე­ვე ქე­თე­ვან ხარ­ში­ლა­ძემ დად­გა. მეც ვთა­მა­შობ­დი იქ თა­ნაკ­ლა­სელს.

მა­მუ­კას ბევ­რი მთა­ვა­რი როლი ჰქონ­და იმი­ტომ, რომ ყვე­ლა რე­ჟი­სორს უნ­დო­და მისი სპექ­ტაკლში და­კა­ვე­ბა. იუ­მო­რით სავ­სე, უპა­ტი­ოს­ნე­სი, უფა­ქი­ზე­სი და უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი იყო. ის არა მარ­ტო ჩემი, ჩვე­ნი ოჯა­ხის ახლო მე­გო­ბა­რი იყო, რად­გა­ნაც ჩემი მე­უღ­ლეც მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი გახ­ლდათ. ოჯახ­ში ხში­რად გვსტუმ­რობ­და. ერ­თად დავ­დი­ო­დით სპექ­ტაკ­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად. სა­ნამ თა­ვის ოჯახს შექ­მნი­და, ჩვე­ნი შვი­ლის გა­სე­ირ­ნე­ბა უყ­ვარ­და ხოლ­მე... მისი მამა აბე­სა­ლომ ლო­რი­აც, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მსა­ხი­ო­ბი და ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. მათ­თან სტუმ­რო­ბაც კარ­გად მახ­სოვს...

რა გი­თხრათ, გული ძა­ლი­ან მწყდე­ბა“...

ქეთი ბურ­ჯა­ნა­ძე, მა­მუ­კა ლო­რი­ას მე­გო­ბა­რი:

- პირ­ვე­ლი კლა­სი­დან ერ­თად ვი­ყა­ვით, 51-ე სკო­ლა და­ვამ­თავ­რეთ, იქვე ვცხოვ­რობ­დით და ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბიც მე­გობ­რობ­დნენ. ძა­ლი­ან კარ­გი მე­გო­ბა­რი იყო, ბევ­რი ანეკ­დო­ტი იცო­და, სულ ჩვენს კარგ გან­წყო­ბა­ზე ზრუ­ნავ­და, ბევ­რს გვა­ცი­ნებ­და, ვცეკ­ვავ­დით, ვმღე­რო­დით, ვმხი­ა­რუ­ლობ­დით... რო­დე­საც მე­გობ­რე­ბი მას ვსტუმ­რობ­დით, ის პე­რი­ო­დი კარგ მო­გო­ნე­ბად მაქვს. ასე რომ, მას­თან ოჯახ­ში მის­ვლა ყო­ველ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო იყო, ბა­ტონ აბე­სა­ლომ­თა­ნაც სულ მსა­ხი­ო­ბე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ... აბე­სა­ლომ ბი­ძია ყო­ველ­თვის თბი­ლად გვმას­პინ­ძლობ­და, უხა­რო­და ჩვე­ნი მის­ვლა. მა­მუ­კას ასე უდ­რო­ოდ წას­ვლამ გული ძა­ლი­ან დამ­წყვი­ტა.

- ავად­მყო­ფობ­და?

- კი, მას ღვიძ­ლის სიმ­სივ­ნე ჰქო­და და ეს არის მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზიც. ხან­გრძლი­ვად ია­ვად­მყო­ფა, ამას და­ერ­თო ის, რომ მე­უღ­ლეც ავად გა­უხ­და ისე, რომ ჩა­წო­ლი­ლია...

მა­მუ­კას ჰყავს ქა­ლიშ­ვი­ლი და ვაჟი, ქა­ლიშ­ვი­ლი გა­თხო­ვი­ლია. ბიჭი არ არის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. შვი­ლე­ბი სამ­სა­ხი­ო­ბო გზას არ გაჰ­ყო­ლი­ან.

- ბოლო წლებ­ში გულ­და­წყვე­ტი­ლი ხომ არ იყო, თე­ატ­რში მთა­ვა­რი რო­ლე­ბი რომ არ ჰქონ­და?

- ეგ არ ვიცი... ფაქ­ტია, რომ უნი­ჭი­ე­რე­სი მსა­ხი­ო­ბი იყო, მო­ზარ­დმა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში სა­ო­ცა­რი რო­ლე­ბი შექ­მნა, რუს­თა­ველ­ში - ნაკ­ლე­ბად ჰქონ­და მთა­ვა­რი რო­ლე­ბი... სა­ერ­თოდ, წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი, რომ „მო­ზარ­დი­დან“ იქ გა­და­ვი­და. „მო­ზარ­დში“ ძა­ლი­ან კარგ რო­ლებს აძ­ლევ­დნენ. მისი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნა­მუ­შევ­რე­ბი ჯერ კი­დევ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში მაქვს ნა­ნა­ხი, სულ დავ­დი­ო­დი მის სპექ­ტაკ­ლებ­ზე. ვფიქ­რობ, „მო­ზარ­დში“ რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, მეტ კარგ სა­ხეს შექ­მნი­და. მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი მისი არ­ჩე­ვა­ნი იყო.

- ბავ­შვო­ბა­ში ოც­ნე­ბობ­და მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე?

- არ მახ­სოვს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის კარ­გად გა­მოს­დი­ო­და, როცა ვი­ღა­ცას აჯავ­რებ­და, ზუსტ პა­რო­დი­ას გა­ა­კე­თებ­და. ერთხე­ლაც გვი­თხრა, რომ „სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე“ უნდა ჩა­ვა­ბა­როო და ჩა­ა­ბა­რა...

ჩვენს კლასს ძა­ლი­ან ახლო მე­გო­ბა­რი და კარ­გი ადა­მი­ა­ნი გა­მო­აკ­ლდა. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ.

AMBEBI.GE უსამ­ძიმ­რებს მთელ სა­ქარ­თვე­ლოს მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბას და ოჯახს თა­ნაგ­რძნო­ბას უცხა­დებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირაკლი
3

შესანიშნავი მსახიობი,მახსოვს ცოტა ხნის წინ რუსეთის ძალიან სერიოზულ ფესტივალზე საუკეთესო მსახიობის ჯილდო აიღო. შოკში ჩააგდო მაყურებელი ისე შეასრულა როლი ერთ ფილმში.

ტოტო
0

მართლა ძალიან ნიჭიერი,კეთილი.მართლა ძალიან დამწყვიტა გული.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"ხანგრძლივად იავადმყოფა, ამას დაერთო ის, რომ მეუღლეც ავად გაუხდა, ჩაწოლილია..." - როგორ იხსენებენ მამუკა ლორიას და მსახიობის ცნობილ ოჯახს მეგობრები

"ხანგრძლივად იავადმყოფა, ამას დაერთო ის, რომ მეუღლეც ავად გაუხდა, ჩაწოლილია..." - როგორ იხსენებენ მამუკა ლორიას და მსახიობის ცნობილ ოჯახს მეგობრები

27 იანვარს კინოსა და თეატრის მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია რუსთაველის თეატრმა გაავრცელა, ვინაიდან ის ამ თეატრის მსახიობი იყო.

მამუკა ლორია ცნობილი კინომსახიობის, აბესალომ ლორიას ვაჟი გახლდათ, რომელმაც მამის გზა წარმატებულად გააგრძელა. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი გახდა, სადაც არაერთი საუკეთესო როლი შექმნა და საზოგადოებისთვის ცნობილი სწორედ იმ პერიოდში გახდა. თუმცა 1985 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს შეუერთდა და ბოლო წუთამდე ამ თეატრის მსახიობი იყო.

გარდა იმისა, რომ სცენაზე მამუკა ლორიას არაერთი როლი აქვს განსახიერებული, გადაღებულია ფილმებსა და ტელესერიალებშიც. მიღებული აქვს რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჯილდო - „ოქროს ნიღაბი“ სპექტაკლისთვის „მაკბეტი“.

იმის გამო, რომ მსახიობის წარმატებული კარიერა მოზარდმაყურებელთა თეატრიდან დაიწყო, AMBEBI.GE დღეს სწორედ ამ თეატრის წარმომადგენლებს ესაუბრა.

დიმიტრი ღვთისიაშვილი, მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძრვანელი:

„მამუკა ლორიას გარდაცვალება სამწუხარო ამბავია. მისთვისაც პირადადაც მითქვამს, რომ ალბათ მის ცხოვრებაში შემოქმედებითად, საუკეთესო ის წლები იყო, როცა მოზარდმაყურებელთა თეატრში ერთმანეთის მიყოლებით ბევრი საინტერესო სახე შექმნა ბატონი შალვა გაწერელიას და ქეთევან ხარშილაძის სპექტაკლებში. სწორედ მაშინ, იმ სპექტაკლებიდან საოცრად პოპულარული გახდა...

იყო ასეთი ცნობილი დადგმა „შეაჩერეთ მალახოვი“, რომელიც ქეთევან ხარშილაძემ დადგა, მამუკა მალახოვს თამაშობდა. იმდენად პოპულარული წარმოდგენა გახდა, რომ საღამოს 8 საათზე სპეციალურად მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის ინიშნებოდა, სადაც შემდეგ მისი განხილვა მიდიოდა. მამუკა სკოლის მოსწავლეს თამაშობდა, ჟურნალისტის როლში ოთარ ბაღათურია იყო, ფსიქოლოგის - რეზო თავართქილაძე. სპექტაკლში რეჟისორი საინტერესო ჭრილით გვაჩვენებდა გარდატეხის პერიოდში მყოფი ახალგაზრა კაცის პრობლემებს. მამუკა იქ შეუდარებელი იყო. სპექტაკლის შემდეგ ხვდებოდნენ, ავტოგრაფს სთხოვდნენ, მადლობას უხდიდნენ... ნამდვილი გმირი იყო.

ასევე მინდა გავიხსენო შალვა გაწერელიას ერთ-ერთ საუკეთესო სპეტაკლი „ირინეს ბედნიერება“. იქ მამუკა ვიქტორს თამაშობდა. ამ სპექტაკლით როგორც საქართველო, ასევე ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცე დიდი წარმატებით მოიარა... ასევე მახსენდება სპექტაკლი „დინოზავრებს გაუმარჯოს“, სადაც მამუკა ბელა ჯაფარიძესთან ერთად თამაშობდა და მგონი, მოზარდმაყურებელთა თეატრში ეს მისი ბოლო წარმოდგენა იყო. შემდეგ რუსთაველის თეატრში გადავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ იქ არაერთი ძალიან საინტერესო ეპიზოდი შექმნა, ისეთი საოცარი აღმაფრენა, რაც ადრეული წლების „მოზარდში“ ჰქონდა, სამწუხაროდ, შემდეგ შემოქმედებით ცხოვრებაში არ ჰქონია. ის წარმატებული პერიოდი მის ცხოვრებაში რომ არსებობდა, კიდევ მეტად ამტკიცებს იმას, რომ მამუკას სახით ძალიან მნიშვნელოვანი არტისტული ძალა გამოაკლდა როგორც ქართულ თეატრს, ასევე ქართულ კინემატოგრაფს.

ის ასევე არაერთ ფილმშია გადაღებული და ძალიან სახიერი იყო მისი ეპიზოდები კინოშემოქმედებაში. დასანანია მამუკას გარდაცვალება.

მამუკა და მისი და, რუსიკო იყვნენ შესანიშნავი მამის, აბესალომ ლორიას პროფესიის გამგრძელებლები. რუსუდანიც მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი იყო, რომელიც შემდეგ ახმეტელის თეატრში გადავიდა. სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ამ ქვეყნიდან ორივე წავიდა. ეს ორმაგად საწყენია, რომ ასე დასრულდა ლორიების სამსახიობო ოჯახის ძალიან მნიშვნელოვანი დანატოვარი ქართული კულტურისთვის“.

ნათელა პაატაშვილი-გიორგაძე, მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი:

„მამუკას წასვლამ გული უზომოდ დამწყვიტა. ის მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა... მისი დაც ჩვენი თეატრის მსახიობი იყო, მამუკაზე უმცროსი. 5-6 წლის წინ ჯერ მისმა ამ ქვეყნიდან წასვლამ გული მატკინა. არაჩვეულებრივი ადამიანი და მსახიობი იყო ორივე, სამაგალითოები იყვნენ.

მამუკა გარდა იმისა, რომ ჩემი სასცენო პარტნიორი იყო, მეგობარიც გახლდათ, „ბიჭუნა და კარლსონში“ ბიჭუნას ვთამაშობდი, ის ჩემი ძმა იყო. ხელში ამიტაცებდა და მატრიალებდა... 5-6 სპექტაკლში ერთად გვაქვს ნათამაშები... „ბურატინოში“ მე ბურატინო ვიყავი, მამუკა - არტემონიორი, „ბატონის მსახურში“ (რეჟისორი გოგო თოდაძე), „ნაცარქექიაში“ ნაცარქექიას თამაშობდა, მე - იბრუხტი. ბევრ სპექტაკლებში იყო, მაგრამ ქეთინო ხარშილაძის არტისტად ითვლებოდა „შეაჩერეთ მალახოვი“ მამუკას საეტაპო სპექტაკლი იყო, რომელიც ასევე ქეთევან ხარშილაძემ დადგა. მეც ვთამაშობდი იქ თანაკლასელს.

მამუკას ბევრი მთავარი როლი ჰქონდა იმიტომ, რომ ყველა რეჟისორს უნდოდა მისი სპექტაკლში დაკავება. იუმორით სავსე, უპატიოსნესი, უფაქიზესი და უნიჭიერესი ადამიანი იყო. ის არა მარტო ჩემი, ჩვენი ოჯახის ახლო მეგობარი იყო, რადგანაც ჩემი მეუღლეც მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობი გახლდათ. ოჯახში ხშირად გვსტუმრობდა. ერთად დავდიოდით სპექტაკლების სანახავად. სანამ თავის ოჯახს შექმნიდა, ჩვენი შვილის გასეირნება უყვარდა ხოლმე... მისი მამა აბესალომ ლორიაც, არაჩვეულებრივი მსახიობი და ძალიან საყვარელი ადამიანი იყო. მათთან სტუმრობაც კარგად მახსოვს...

რა გითხრათ, გული ძალიან მწყდება“...

ქეთი ბურჯანაძე, მამუკა ლორიას მეგობარი:

- პირველი კლასიდან ერთად ვიყავით, 51-ე სკოლა დავამთავრეთ, იქვე ვცხოვრობდით და ჩვენი ოჯახებიც მეგობრობდნენ. ძალიან კარგი მეგობარი იყო, ბევრი ანეკდოტი იცოდა, სულ ჩვენს კარგ განწყობაზე ზრუნავდა, ბევრს გვაცინებდა, ვცეკვავდით, ვმღეროდით, ვმხიარულობდით... როდესაც მეგობრები მას ვსტუმრობდით, ის პერიოდი კარგ მოგონებად მაქვს. ასე რომ, მასთან ოჯახში მისვლა ყოველთვის სასიამოვნო იყო, ბატონ აბესალომთანაც სულ მსახიობები იკრიბებოდნენ... აბესალომ ბიძია ყოველთვის თბილად გვმასპინძლობდა, უხაროდა ჩვენი მისვლა. მამუკას ასე უდროოდ წასვლამ გული ძალიან დამწყვიტა.

- ავადმყოფობდა?

- კი, მას ღვიძლის სიმსივნე ჰქოდა და ეს არის მისი გარდაცვალების მიზეზიც. ხანგრძლივად იავადმყოფა, ამას დაერთო ის, რომ მეუღლეც ავად გაუხდა ისე, რომ ჩაწოლილია...

მამუკას ჰყავს ქალიშვილი და ვაჟი, ქალიშვილი გათხოვილია. ბიჭი არ არის დაქორწინებული. შვილები სამსახიობო გზას არ გაჰყოლიან.

- ბოლო წლებში გულდაწყვეტილი ხომ არ იყო, თეატრში მთავარი როლები რომ არ ჰქონდა?

- ეგ არ ვიცი... ფაქტია, რომ უნიჭიერესი მსახიობი იყო, მოზარდმაყურებელთა თეატრში საოცარი როლები შექმნა, რუსთაველში - ნაკლებად ჰქონდა მთავარი როლები... საერთოდ, წინააღმდეგი ვიყავი, რომ „მოზარდიდან“ იქ გადავიდა. „მოზარდში“ ძალიან კარგ როლებს აძლევდნენ. მისი შესანიშნავი ნამუშევრები ჯერ კიდევ თეატრალურ ინსტიტუტში მაქვს ნანახი, სულ დავდიოდი მის სპექტაკლებზე. ვფიქრობ, „მოზარდში“ რომ დარჩენილიყო, მეტ კარგ სახეს შექმნიდა. მაგრამ ეს ყველაფერი მისი არჩევანი იყო.

- ბავშვობაში ოცნებობდა მსახიობობაზე?

- არ მახსოვს, მაგრამ ყოველთვის კარგად გამოსდიოდა, როცა ვიღაცას აჯავრებდა, ზუსტ პაროდიას გააკეთებდა. ერთხელაც გვითხრა, რომ „სამსახიობოზე“ უნდა ჩავაბაროო და ჩააბარა...

ჩვენს კლასს ძალიან ახლო მეგობარი და კარგი ადამიანი გამოაკლდა. ძალიან ვწუხვარ.

AMBEBI.GE უსამძიმრებს მთელ საქართველოს მსახიობის გარდაცვალებას და ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს.

"უბრალო ადამიანი ვარ, სახლებიც მილაგებია... ორივე მშობელი ქართველი მყავს, თუმცა საქართველოში არასდროს ვყოფილვარ" - საბერძნეთში გაზრდილი ქართველი გოგონას წარმატება

"სულ ვეუბნებოდი: "მაღირსე შენს შვილს, მაღირსე..." უკვე პატარას ველოდებით" - მარინა ჯანაშია დიდი ბებიობისთვის ემზადება

ბოტიჩელის შედევრი სოთბის აუქციონზე რეკორდულ თანხად გაიყიდა - რენესანსის ეპოქის ტილოსთვის ორი ადამიანი იბრძოდა