ავტორი:

"უნდა გავერთიანდეთ და დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ ვაქცინა გაიკეთოს რაც შეიძლება მეტმა, ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს!" - ცერცვაძე

"უნდა გავერთიანდეთ და დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ ვაქცინა გაიკეთოს რაც შეიძლება მეტმა, ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს!" - ცერცვაძე

როგორც ჩანს, ახლა დარჩა მთავარი, რომ გავაჩაღოთ ფართო საგანმანათლებლო პიარ-კამპანია იმისთვის, რომ მოსახლეობა დავარწმუნოთ - დღეს ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ საქართველოს მოსახლეობის 80% იქნება იმუნური, დანარჩენ 20%-ს ქვეყანა ადვილად მიხედავს.

“ქვეყანამ აქამდე რაც შეეძლო გააკეთა - იზრუნა ვაქცინის შემოტანაზე და დადო ეფექტიანი ვაქცინაციის გეგმა, რომელიც ეტაპობრივად ვაქცინაციას მაღალი რისკის ჯგუფებიდან დაწყებული, შემდეგ დაბალი რისკის ჯგუფებამდე გაწერილია ყველა ის პუნქტი, სადაც მოხდება ვაქცინაცია, ყველა ის აუცილებელი აღჭურვილობა, რომელიც უნდა ჰქონდეს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ვაქცინაცია უსაფრთხო იყოს მაშინაც კი, თუ ვიღაც ერთეულს რაიმე გართულება განუვითარდება და პაციენტის სიცოცხლე არ იყოს საფრთხეში, უზრუნველყოფილია.

ახლა დარჩა, როგორც ჩანს, მთავარი, რომ გავაჩაღოთ ფართო საგანმანათლებლო პიარ-კამპანია იმისთვის რომ მოსახლეობა დავარწმუნოთ. აქ აუცილებელია ერთი რამე უნდა გადავდოთ, კატეგორიულად ვთხოვ ყველას, ყველა განსხვავებული მოსაზრება გვერდზე - პოლიტიკური ორიენტაცია, სამედიცინო თვალსაზრისი, კიდევ შეიძლება რაღაც სხვა საკითხები - ყველა, ყველა მოქალაქე დამოუკიდებლად იმისა, თუ რა პოლიტიკურ ორიენტაციას უჭერს მხარს, როგორია მისი კონცეფცია სამედიცინო დამოკიდებულების ვაქცინების მიმართ, მიუხედავად ასაკისა, სქესისა, რელიგიისა, ეროვნებისა, ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ და უნდა დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ ვაქცინა გაიკეთოს რაც შეიძლება მეტმა.

კრიტიკული ციფრი ეს არის 60-65%, თუ 60-65% მაინც გაიკეთებს ვაქცინას, ამას დაემატება ისინი, ვინც კოვიდი უკვე გადაიტანა და ფაქტობრივად, გამოვა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% იქნება იმუნური, მათ ექნებათ იმუნიტეტი და არ დაემართებათ კოვიდი, დანარჩენ 20%-ს ქვეყანა იოლად მიხედავს. 20% მხოლოდ არაიმუნური ნიშნავს იმას, რომ შემთხვევები იქნება იშვიათი და მათ კლინიკური და სამედიცინო სექტორი მიხედავს ძალიან იოლად.

კიდევ ერთხელ იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვინც მართავენ საპროტესტო აქციებს, არ მართავენ აქციებს, მაგრამ გამოხატავენ წუხილს და გულისწყრომას, მასმედიის საყურადღებოდ, ტელევიზიების საყურადღებოდ - ყველა გავერთიანდეთ და მოვუწოდოთ მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომ გაიკეთონ ვაქცინა, ვინაიდან, დღეს ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს”, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

„ვოლვო კავკასიის“ ახალი შოურუმი ახლა უკვე უზბეკეთში

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ფრენა გაქვთ დანიშნული, ქვეყანაში კი კომენდანტის საათია?

"საკურთხეველთან ყავარჯნით მისვლაზე არც ერთი პატარძალი არ ოცნებობს, მაგრამ..." - ქართველი წყვილი, რომელმაც ერთმანეთზე რამდენჯერმე იქორწინა