პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
20 ქართველი მეცნიერი, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებში და უნივერსიტეტებში მუშაობენ
20 ქართველი მეცნიერი, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებში და უნივერსიტეტებში მუშაობენ

მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­სა და ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი საქ­მი­ა­ნობს. სა­ქარ­თვე­ლომ ბევ­რის სა­ხე­ლი და გვა­რი მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­ი­გო, რაც კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია და­ი­წყო და ქვე­ყა­ნას მათი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თუ პრაქ­ტი­კუ­ლი ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბა დას­ჭირ­და.

AMBEBI.GE წარ­მო­გიდ­გენთ 20 ქარ­თველ მეც­ნი­ერს, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ში კარ­გად ცნო­ბილ­ნი არი­ან და მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ:

  • გი­ორ­გი ბა­ბუ­ა­ძე

კა­ნა­და­ში, ლა­ვა­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ობ­და. დოქ­ტო­რან­ტი მო­ლე­კუ­ლუ­რი ვირუ­სო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, 2017 წლი­დან დნმ-ის სხვა­დას­ხვა ტი­პის ვაქ­ცი­ნა­ზე მუ­შა­ობ­და.

ბა­ბუ­ა­ძე კა­ნა­და­ში მეც­ნი­ერ­თა იმ ჯგუ­ფის ერთ-ერთი წევ­რი იყო, რო­მელ­მაც სწო­რედ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ერთ-ერთი ვაქ­ცი­ნის შექ­მნა­ზე იმუ­შა­ვა. ამ ტი­პის ვაქ­ცი­ნა ორ­გა­ნიზ­მში ცო­ცხა­ლი ვირუ­სის ან ან­ტი­ვირუ­სის შეყ­ვა­ნას არ სა­ჭი­რო­ებს, არა­მედ, დნმ პლატ­ფორ­მის მეშ­ვე­ო­ბით, ვირუ­სის ან­ტი­გე­ნის შეყ­ვა­ნის მე­ქა­ნიზ­მია. გი­ორ­გი ბა­ბუ­ა­ძე 2020 წლის ივ­ნი­სი­დან ტო­რონ­ტო­ში, სა­ნიბ­რუ­კის ჯან­მრთე­ლო­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ცენ­ტრის ბი­ო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტში მუ­შა­ობს.

  • მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე

ქარ­თვე­ლი ფი­ზი­კო­სი და ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად აშშ-ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს. ჯონ ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით ცნო­ბი­ლი გახ­და კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში.

ის ხში­რად აქ­ვეყ­ნებს კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ სა­მეც­ნი­ე­რო მი­მო­ხილ­ვას და და­ინ­ფი­ცი­რე­ბის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბას რჩე­ვებს სთა­ვა­ზობს. მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი სწო­რედ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბულ კვლე­ვებ­ში იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს ემო­რის და ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი.

  • გოჩა ხე­ლაშ­ვი­ლი

სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის სა­მე­დი­ცი­ნო ფი­ზი­კო­სი, ფი­ზი­კის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რია, რო­მე­ლიც უკვე 25 წე­ლია, აშშ-ში მოღ­ვა­წე­ობს. არის სა­მე­დი­ცი­ნო ფი­ზი­კო­სი ჩი­კა­გო­ში, ერთ-ერთ უმ­სხვი­ლეს სა­მე­დი­ცი­ნო აკე­დე­მი­ურ ცენ­ტრში.

ამას­თან, მისი ჩარ­თუ­ლო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის კურ­სის და­გეგ­მა­რე­ბა ონ­კო­ლო­გი­ის ცენ­ტრში. გოჩა ხე­ლაშ­ვილს ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჯონ ჰო­პ­კინ­სის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, დოქ­ტო­რის აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი კი ილი­ნო­ი­სის ტექ­ნო­ლო­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ტში მი­ი­ღო.

  • სო­ფია ადა­მია

აშშ-ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი დოქ­ტო­რი საქ­მი­ა­ნობს დან-ფარ­ბე­რის კი­ბოს ინ­სტი­ტუტ­სა და ჰარ­ვარ­დის სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლა­ში.

მისი კვლე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია: ონ­კო­ლო­გია, ჰე­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბი (ლე­ი­კე­მია, მი­ე­ლო­მა), ადა­მი­ა­ნის გე­ნე­ტი­კა, მო­ლე­კუ­ლუ­რი ბი­ო­ლო­გია. სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რის ყვე­ლა­ზე დიდ ონ­ლა­ინ-ბიბ­ლი­ო­თე­კა Google Scholar-ზე მისი 140 პუბ­ლი­კა­ცია იძებ­ნე­ბა.

  • თენ­გიზ გლო­ვე­ლი

გერ­მა­ნი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ 1992 წელს წა­ვი­და - ის ბერ­ლი­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ჰოს­პიტ­ლის Charité-ს ნე­ირო­ფი­ზი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის პრო­ფე­სო­რია, ასე­ვე, ბერ­ლი­ნის ჰუმ­ბოლ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტის ნე­ირო­ფი­ზი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

ნერ­ვუ­ლი ქსე­ლის ფი­ზი­ო­ლო­გი­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­ვის ტვი­ნის ნორ­მა­ლუ­რი და პა­თო­ლო­გი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბის მე­ქა­ნიზ­მებს იკ­ვლევს.

  • მე­რაბ კო­კა­ია

პრო­ფე­სი­ით ფი­ზი­ო­ლო­გი, წლე­ბია შვე­დეთ­ში საქ­მი­ა­ნობს. ის დღეს­დღე­ო­ბით არის: ვა­ლენ­ბერ­გის ნევ­რო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ეპი­ლეფ­სი­ის კვლე­ვი­თი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი; 1998 წლი­დან - ლუნ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დო­ცენ­ტი ექ­სპე­რი­მენ­ტულ ნევ­რო­ლო­გი­ა­ში; 2008 წლი­დან - პრო­ფე­სო­რი; 2011-დან - ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­უ­ლი პრო­ფე­სო­რი; 2013-დან - ეპი­ლეფ­სი­ის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი;

მე­რაბ კო­კა­ი­ას სხვა­დას­ხვა სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ­ში 120-ზე მეტი პუბ­ლი­კა­ცია აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, კვლე­ვებს ატა­რებს ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, კერ­ძოდ, ეპი­ლეფ­სი­ის მკურ­ნა­ლო­ბის ახალ მე­თო­დებ­ზე. ლუნ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რია მე­რაბ კო­კა­ი­ას უმ­ცრო­სი ძმა, ზაალ კო­კა­ი­აც. 2010 წლი­დან ის შვე­დე­თის მთავ­რო­ბის მიერ და­ფი­ნან­სე­ბულ ღე­რო­ვა­ნი უჯრე­დე­ბი­სა და უჯრე­დუ­ლი თე­რა­პი­ის სტრა­ტე­გი­ულ კვლე­ვით დარ­გს ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

  • თა­მარ პა­ზი­აშ­ვი­ლი

სტენ­ფორ­დი­სა და კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის პრო­ფე­სო­რია. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ეპი­ლეფ­სი­ის კვლე­ვის სა­კი­თხებ­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის Michael Prize-ის ჯილ­დო გა­და­ე­ცა აღ­მო­ჩე­ნის­თვის, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მღრღნე­ლებს ოპ­ტო­გე­ნე­ტი­კის (ნერ­ვუ­ლი უჯრე­დე­ბის გა­მოკ­ვლე­ვის ერთ-ერთი მე­თო­დი, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა მას­ში მემ­ბრა­ნე­ბის მო­თავ­სე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი გზე­ბით "ოპ­სი­ნე­ბით") დახ­მა­რე­ბით ეპი­ლეფ­სი­უ­რი კრუნ­ჩხვე­ბი უწყდე­ბათ.

პა­ზი­აშ­ვილ­მა, ასე­ვე, აღ­მო­ა­ჩი­ნა ნე­ი­რო­ნე­ბის წრე­დი, რო­მელ­საც კრუნ­ჩხვე­ბის შე­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლია. ის 33 წლის ასაკ­ში სან-ფრან­ცის­კო­სა და სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი გახ­და და გლადსტო­უ­ნის ინ­სტი­ტუტ­მა ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გახ­სნა შეს­თა­ვა­ზა, რო­მელ­საც მისი სა­ხე­ლი და­ერ­ქვა (Paz Lab). აღ­ნიშ­ნულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ადა­მი­ა­ნის ტვინ­სა და ტვი­ნის პრობ­ლე­მებს იკ­ვლე­ვენ.

  • ალექ­სან­დრე ესა­ძე

ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ერთ-ერ­თია მეც­ნი­ერ­თა ჯგუფ­ში, რო­მე­ლიც შიდსის მკურ­ნა­ლო­ბის უახ­ლეს მე­თოდ­ზე მუ­შა­ობს.

ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­მა სა­მე­დი­ცი­ნო-სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა 2008 წელს ტე­ხა­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ი­წყო. მისი საკ­ვლე­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია: დნმ-ის აღ­დგე­ნა, დნმ-ის გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი სკა­ნი­რე­ბა, იმუ­ნო­ლო­გია/ვირუ­სო­ლო­გია/უჯრე­დის ბი­ო­ლო­გია. Google Scholar-ზე ალექ­სან­დრე ესა­ძის 32 ნაშ­რო­მის მო­ძი­ე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

  • გია დვა­ლი

მისი სა­ხე­ლი და გვა­რი სხვა მეც­ნი­ე­რებ­თან შე­და­რე­ბით ყვე­ლა­ზე კარ­გად ნაც­ნო­ბია ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. დვა­ლი ევ­რო­პის ბირ­თვუ­ლი კვლე­ვე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია CERN-ში მიმ­დი­ნა­რე დიდი ად­რო­ნუ­ლი კო­ლა­ი­დე­რის ექ­სპე­რი­მენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რაც დიდი აფეთ­ქე­ბის თე­ო­რი­ის ექ­სპე­რი­მენ­ტულ მო­დე­ლი­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. სწო­რედ მას­შტა­ბუ­რი კვლე­ვე­ბი­სა და რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი თე­ო­რი­ე­ბის გამო ქარ­თვე­ლი ფი­ზი­კო­სი პრეს­ტი­ჟუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი გახ­და.

ამას­თან, დვა­ლი მი­უნ­ხე­ნის მაქს პლან­კის ინ­სტი­ტუ­ტის სა­მეც­ნი­ე­რო დი­რექ­ტო­რი და ასე­ვე, ნიუ-იორ­კის სა­მეც­ნი­ე­რო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რია თე­ო­რი­ულ ფი­ზი­კა­ში. ძი­რი­თა­დად, მუ­შა­ობს ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის ფი­ზი­კის გან­ხრით. გია დვა­ლის ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი გერ­მა­ნი­ის სა­მეც­ნი­ე­რო ინ­სტი­ტუტ­მა სამ­მი­ლი­ონ-ნა­ხე­ვა­რი ევ­რო­თი და­ა­ფი­ნან­სა.

  • ვლა­დი­მერ პა­პი­ტაშ­ვი­ლი

ის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი მეც­ნი­ე­რია ან­ტარ­ქტი­დის კონ­ტი­ნენტზე.1990 წლი­დან აშშ-ში საქ­მი­ა­ნობს. პა­პი­ტაშ­ვი­ლი ამუნდსენ-სკო­ტის სამ­ხრეთ პო­ლუ­სის სად­გუ­რის მთა­ვა­რი მეც­ნი­ე­რია, ან­ტარ­ქტი­დის კონ­ტი­ნენტზე ამე­რი­კულ სა­მეც­ნი­ე­რო პროგ­რა­მას ხელ­მძღვა­ნე­ლობს და დე­და­მი­წის სამ­ხრეთ პო­ლუს­ზე კვლე­ვებს ატა­რებს.

დე­და­მი­წის ყვე­ლა­ზე ცივ კონ­ტი­ნენტზე მდე­ბა­რე ამე­რი­კულ სად­გურ­ში მკვლე­ვა­რე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტით თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იკ­ვლე­ვენ 2000 მ სიღ­რმე­ზე გა­ბურ­ღულ ყი­ნულს. ქარ­თვე­ლი ფი­ზი­კო­სი და მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი მი­ჩი­გა­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობს.

  • ლერი და­თაშ­ვი­ლი

20 წე­ლია, გერ­მა­ნი­ა­ში, მი­უნ­ხენ­ში ცხოვ­რობს და მი­უნ­ხე­ნის აე­რო­კოს­მო­სურ ინ­სტი­ტუ­ტში საქ­მი­ა­ნობს. ის ერთ-ერთი იყო ქარ­თველ კონ­სტრუქ­ტორ­თა შო­რის, რო­მელ­თაც პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი კოს­მო­სუ­რი ან­ტე­ნა და­ამ­ზა­დეს - მეც­ნი­ე­რი პირ­ვე­ლი კოს­მო­სუ­რი ან­ტე­ნის პულტზე მუ­შა­ობ­და.

ახორ­ცი­ე­ლებს ევ­რო­პის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს პრო­ექ­ტებს და ამას­თან, არის პრო­ფე­სო­რი მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სამ­შე­ნებ­ლო ფა­კულ­ტე­ტი. გარ­და ამი­სა, ლერი და­თაშ­ვი­ლი გერ­მა­ნი­ა­ში ქარ­თველ­თა სათ­ვის­ტო­მოს თავ­მჯდო­მა­რეა.

  • თე­ი­მუ­რაზ ლომ­თა­ძე

25 წე­ლი­წად­ზე მე­ტია, იტა­ლი­ის ბირ­თვუ­ლი ფი­ზი­კის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის პი­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტის ფი­ზი­კოს-ექ­სპე­რი­მენ­ტა­ტო­რია.

ამას­თან, არის CERN-ის ექ­სპე­რი­მენ­ტის: კომ­პაქ­ტუ­რი მი­ო­ნუ­რი სო­ლე­ნო­ი­დის დე­ტექ­ტო­რის წევ­რი. ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს 2019 წელს იტა­ლი­ის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ან­ტო­ნიო ბარ­ტო­ლიმ მას იტა­ლი­ის ვარ­სკვლა­ვის კა­ვა­ლე­რის ორ­დე­ნი გა­დას­ცა, რო­მე­ლიც ქარ­თველ მეც­ნი­ერს იტა­ლი­ის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტმა სერ­ჯო მა­ტა­რე­ლამ მი­ა­ნი­ჭა.

  • არ­ჩილ კო­ბა­ხი­ძე

ავ­სტრა­ლი­ა­ში, სიდ­ნე­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში თე­ო­რი­უ­ლი ფი­ზი­კის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რია 2012 წლი­დან. მა­ნამ­დე იყო ჰელ­სინ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რი, ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და კვლე­ვებ­ში აშშ-ში - ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და მელ­ბურ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

მისი კვლე­ვე­ბი მო­ი­ცავს შემ­დეგ მი­მარ­თუ­ლე­ბებს: თე­ო­რი­უ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის ფი­ზი­კა, გრა­ვი­ტა­ცია და კოს­მო­ლო­გია. Google Scholar-ზე კო­ბა­ხი­ძის 144 ნაშ­რომს ვხვდე­ბით.

  • ვახ­ტანგ ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი

ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, CERN-ის ასო­ცი­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი და ლან­კას­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რია. მეც­ნი­ე­რი წარ­მა­ტე­ბით უთავ­სებს ერ­თმა­ნეთს პე­და­გო­გი­ურ და კვლე­ვით მოღ­ვა­წე­ო­ბას.

სპე­ცი­ა­ლო­ბით თე­ო­რე­ტი­კოს­მა ფი­ზი­კოს­მა მან­ჩეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ლექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 25 წლის წინ და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. ის ასე­ვე ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ჯგუ­ფე­ბის­თვის მუ­შა­ობ­და და მათი და­ვა­ლე­ბით სწავ­ლობ­და დე­ტექ­ტო­რის ეფექ­ტებს. ვახ­ტანგ ქარ­თვე­ლიშ­ვილ­მა თა­ვი­სი მე­თო­დი შე­ი­მუ­შა­ვა, მისი ნაშ­რო­მი 1996 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა და ამ­ჟა­მად 100-ზე მეტ ანა­ლიზ­შია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია.

ფი­ზი­კო­სი CERN-თან (ატო­მუ­რი ფი­ზი­კის ევ­რო­პუ­ლი ცენ­ტრი) თა­ნამ­შრომ­ლობს: რო­გორც მან­ჩეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ექ­სპე­რი­მენ­ტა­ტო­რი ჯგუ­ფის წევ­რი, იგი მუ­შა­ობ­და CERN-ის წინა ამაჩ­ქა­რე­ბე­ლის ერთ-ერთი ექ­სპე­რი­მენ­ტში - OPMM; ასე­ვე,“ატ­ლა­სის“ ექ­სპე­რი­მენ­ტში და რამ­დე­ნი­მე ანა­ლიზ­ში კვარ­კო­ლი­უ­მის ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ვახ­ტანგ ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი CERN-თან მოს­კოვ­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა, რო­დე­საც იგი ას­პი­რან­ტუ­რა­ზე სწავ­ლობ­და.

  • ია იაშ­ვი­ლი

ფი­ზი­კის დოქ­ტო­რი და პრო­ფე­სო­რი ნიუ-იორ­კის სა­ხელ­მწი­ფო (ბუ­ფა­ლოს) უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. იაშ­ვილ­მა სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია ბერ­ლინ­ში, ჰუმ­ბოლ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­იც­ვა. მისი კვლე­ვის სფე­როა მა­ღა­ლი ენერ­გი­ის ფი­ზი­კა, მის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ში შე­დის: ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი მა­ღა­ლი ენერ­გი­ის ფი­ზი­კა და ნა­წი­ლა­კე­ბის ფი­ზი­კა.

ია იაშ­ვი­ლი და ავთო ხარ­ჩი­ლა­ვა

  • ავთო ხარ­ჩი­ლა­ვა

ბუ­ფა­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტში კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლი დოქ­ტო­რი საქ­მი­ა­ნობს, რომ­ლის კვლე­ვის არე­ა­ლიც მა­ღა­ლი ენერ­გი­ის ექპე­რი­მენ­ტე­ბია. რო­გორც იაშ­ვი­ლი, ასე­ვე ხარ­ჩი­ლა­ვა თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ CERN-თან.

  • ზუ­რაბ გუ­გუ­ჩია

დოქ­ტო­რი ფი­ზი­კის დარ­გში შვე­ი­ცა­რი­ის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრის - პოლ შე­რე­რის კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის უფ­რო­სი მეც­ნი­ე­რი და მა­ღა­ლი ვე­ლის მი­უ­ო­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რია. პა­რა­ლე­ლუ­რად მიწ­ვე­უ­ლი მეც­ნი­ე­რია პრინ­სტო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

2016-2018 წლებ­ში მუ­შა­ობ­და ნიუ-იორკში, კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პოსტდოქ­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე. ზუ­რაბ გუ­გუ­ჩი­ას კვლე­ვე­ბი შემ­დეგ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე ფო­კუ­სირ­დე­ბა: მა­ღალ­ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი ზე­გამ­ტა­რო­ბის მე­ქა­ნიზ­მის დად­გე­ნა, ახა­ლი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე ტო­პო­ლო­გი­უ­რი ზე­გამ­ტა­რე­ბის და მაგ­ნი­ტე­ბის შეს­წავ­ლა და ახა­ლი ტი­პის მაგ­ნი­ტუ­რი ნა­ხე­ვარ­გამ­ტა­რე­ბის შექ­მნა.

ჯერ მხო­ლოდ 33 წლის ქარ­თველ­მა მეც­ნი­ერ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა სრუ­ლი­ად ახა­ლი ტი­პის მაგ­ნი­ტუ­რი ნა­ხე­ვარ­გამ­ტა­რე­ბი. ამას­თან, მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა პრინ­ცი­პუ­ლად ახა­ლი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე ე.წ. ტო­პო­ლო­გი­უ­რი (ვე­ი­ლის) ზე­გამ­ტა­რუ­ლი და მაგ­ნი­ტუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის მიკ­როს­კო­პულ დო­ნე­ზე შეს­წავ­ლა მი­უ­ო­ნის სპი­ნის ბრუნ­ვის მე­თო­დით. Google Scholar-ზე გუ­გუ­ჩი­ას 166 ნაშ­რო­მი იძებ­ნე­ბა.

  • ეს­ტა­ტე ხმა­ლა­ძე

ვე­ლინგტონ­ში, ახალ ზე­ლან­დი­ა­ში საქ­მი­ა­ნობს და ვე­ლინგტო­ნის ვიქ­ტო­რი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ობს. ის სტა­ტის­ტი­კო­სია და ყვე­ლა­ზე მე­ტად ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი - "ხმა­ლა­ძის ტრანსფორ­მა­ცი­ით" სფე­რო­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლით. ხმა­ლა­ძე თბი­ლი­სი­დან სიდ­ნე­ი­ში, ავ­სტრა­ლი­ა­ში 1996 წელს, შემ­დეგ კი ვე­ლინგტონ­ში, ახალ ზე­ლან­დი­ა­ში გა­და­ვი­და, სა­დაც 2002 წელს სტა­ტის­ტი­კის პრო­ფეს­ო­რად და­ი­ნიშ­ნა.

ხმა­ლა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნი­შა­ნი ერ­თმა­ნე­თის­გან და­შო­რე­ბულ ანა­ლი­ტი­კურ თე­მებს შო­რის კავ­ში­რის ძი­ე­ბაა. მისი მა­თე­მა­ტი­კუ­რი კვლე­ვის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ემ­პი­რი­ულ პრო­ცე­სებ­სა და სტა­ტის­ტი­კუ­რი ჰი­პო­თე­ზის შე­მოწ­მე­ბის დროს გა­ნა­წი­ლე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფალ მე­თო­დებ­ზეა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი.

ეს­ტა­ტე ხმა­ლა­ძე მუ­შა­ობს შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით: სტა­ტის­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა, ციტო-გე­ნე­ტი­კა, ფი­ზი­ო­ლო­გია, დე­მოგ­რა­ფია და და­ზღვე­ვა, ტექ­სტე­ბის სტა­ტის­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი, ეკო­ნო­მი­კი­სა და ფი­ნან­სე­ბის სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მე­ბი.

  • თე­ი­მუ­რაზ ფი­რაშ­ვი­ლი

ქარ­თვე­ლი მა­თე­მა­ტი­კო­სია, რო­მე­ლიც 2006 წლი­დან დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ლეს­ტე­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ობს - ჯერ ლექ­ტო­რად, 2007 წლის შემ­დეგ კი - პრო­ფეს­ო­რად. ის 1999 წელს ჰუმ­ბოლ­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი გახ­და.

გარ­და ამი­სა, არის საფ­რან­გე­თის რიგი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის (სტრას­ბურ­გი, ნიცა, ნან­ტი, მონ­პე­ლიე, პა­რი­ზი) სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცი­ე­ბის ჟი­უ­რის წევ­რი. ფი­რაშ­ვი­ლი 80-ზე მეტი ნაშ­რო­მის ავ­ტო­რია. ამას­თან, არის ჟურ­ნალ “Extracta Mathematicae” სა­რე­დაქ­ციო კო­ლე­გი­ის წევ­რი. მეც­ნი­ე­რი მო­ნა­წი­ლე­ობს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო ფო­რუ­მებ­ში, რო­გორც მომხსე­ნე­ბე­ლი, ასე­ვე, რო­გორც თა­ნა­ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი.

  • ქე­თე­ვან მა­მი­სე­იშ­ვი­ლი

და­ახ­ლო­ე­ბით 20 წე­ლია, აშშ-ში ცხოვ­რობს. ის აკა­დე­მი­უ­რი და სტუ­დენ­ტუ­რი სა­კი­თხე­ბის ასო­ცი­რე­ბუ­ლი დე­კა­ნი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ფე­სო­რია არ­კან­ზა­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის კო­ლე­ჯში. მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მო­ი­პო­ვა აშშ-ში, მი­სუ­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­დე­რო­ბი­სა და პო­ლი­ტი­კის ანა­ლი­ზის სფე­რო­ში.

2008 წლი­დან მუ­შა­ობს არ­კან­ზა­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზე, მათ შო­რის, რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლად. ქე­თე­ვან მა­მი­სე­იშ­ვილს არა­ერ­თი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მი აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი წამ­ყვან ჟურ­ნა­ლებ­ში. ამას­თან, არის ორი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­მომ­ხილ­ვე­ლი და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის ერთ-ერთი სხდო­მის თავ­ჯდო­მა­რე.

მკითხველის კომენტარები / 87 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექსანდრე თარხნიშვილი
0

უხეში შეცდომაა ,,ჯონ ჰოპკინსის....,, უნდა იყოს ,,ჯონს ჰოპკინსის....,,!

გამოგრჩათ!
0

ავთო გოგიჩაიშვილი . . . მექსიკაში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?
ავტორი:

20 ქართველი მეცნიერი, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებში და უნივერსიტეტებში მუშაობენ

20 ქართველი მეცნიერი, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებში და უნივერსიტეტებში მუშაობენ

მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და ლაბორატორიებში უამრავი ქართველი მეცნიერი საქმიანობს. საქართველომ ბევრის სახელი და გვარი მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო და ქვეყანას მათი ინტელექტუალური თუ პრაქტიკული ცოდნის გაზიარება დასჭირდა.

AMBEBI.GE წარმოგიდგენთ 20 ქართველ მეცნიერს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამეცნიერო წრეებში კარგად ცნობილნი არიან და მნიშვნელოვან პროექტებშიც მონაწილეობენ:

  • გიორგი ბაბუაძე

კანადაში, ლავალის უნივერსიტეტში მუშაობდა. დოქტორანტი მოლეკულური ვირუსოლოგიის მიმართულებით, 2017 წლიდან დნმ-ის სხვადასხვა ტიპის ვაქცინაზე მუშაობდა.

ბაბუაძე კანადაში მეცნიერთა იმ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი იყო, რომელმაც სწორედ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ვაქცინის შექმნაზე იმუშავა. ამ ტიპის ვაქცინა ორგანიზმში ცოცხალი ვირუსის ან ანტივირუსის შეყვანას არ საჭიროებს, არამედ, დნმ პლატფორმის მეშვეობით, ვირუსის ანტიგენის შეყვანის მექანიზმია. გიორგი ბაბუაძე 2020 წლის ივნისიდან ტორონტოში, სანიბრუკის ჯანმრთელობის მეცნიერებათა ცენტრის ბიოლოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტში მუშაობს.

  • მამუკა მაჩაიძე

ქართველი ფიზიკოსი და ინფექციონისტი, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექიმი-ინფექციონისტი ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ცნობილი გახდა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში.

ის ხშირად აქვეყნებს კორონავირუსის შესახებ სამეცნიერო მიმოხილვას და დაინფიცირების თავიდან ასარიდებლად საზოგადოებას რჩევებს სთავაზობს. მედიცინის დოქტორი სწორედ კორონავირუსთან დაკავშირებულ კვლევებში იღებს მონაწილეობას. დამთავრებული აქვს ემორის და ნიუ-იორკის უნივერსიტეტები.

  • გოჩა ხელაშვილი

სხივური თერაპიის სამედიცინო ფიზიკოსი, ფიზიკის აკადემიური დოქტორია, რომელიც უკვე 25 წელია, აშშ-ში მოღვაწეობს. არის სამედიცინო ფიზიკოსი ჩიკაგოში, ერთ-ერთ უმსხვილეს სამედიცინო აკედემიურ ცენტრში.

ამასთან, მისი ჩართულობით ხორციელდება სხივური თერაპიის კურსის დაგეგმარება ონკოლოგიის ცენტრში. გოჩა ხელაშვილს ფიზიკის მიმართულებით ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა აქვს დამთავრებული, დოქტორის აკადემიური ხარისხი კი ილინოისის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მიიღო.

  • სოფია ადამია

აშშ-ში მცხოვრები ქართველი დოქტორი საქმიანობს დან-ფარბერის კიბოს ინსტიტუტსა და ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში.

მისი კვლევის მიმართულებებია: ონკოლოგია, ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეები (ლეიკემია, მიელომა), ადამიანის გენეტიკა, მოლეკულური ბიოლოგია. სამეცნიერო ლიტერატურის ყველაზე დიდ ონლაინ-ბიბლიოთეკა Google Scholar-ზე მისი 140 პუბლიკაცია იძებნება.

  • თენგიზ გლოველი

გერმანიაში სამუშაოდ 1992 წელს წავიდა - ის ბერლინის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის Charité-ს ნეიროფიზიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორია, ასევე, ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ნეიროფიზიოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

ნერვული ქსელის ფიზიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი თავის ტვინის ნორმალური და პათოლოგიური აქტივობის მექანიზმებს იკვლევს.

  • მერაბ კოკაია

პროფესიით ფიზიოლოგი, წლებია შვედეთში საქმიანობს. ის დღესდღეობით არის: ვალენბერგის ნევროლოგიის ცენტრის ეპილეფსიის კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1998 წლიდან - ლუნდის უნივერსიტეტის დოცენტი ექსპერიმენტულ ნევროლოგიაში; 2008 წლიდან - პროფესორი; 2011-დან - ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2013-დან - ეპილეფსიის ცენტრის დირექტორი;

მერაბ კოკაიას სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში 120-ზე მეტი პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული. ლაბორატორია, რომელსაც ქართველი მეცნიერი ხელმძღვანელობს, კვლევებს ატარებს ნევროლოგიური დაავადებების, კერძოდ, ეპილეფსიის მკურნალობის ახალ მეთოდებზე. ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორია მერაბ კოკაიას უმცროსი ძმა, ზაალ კოკაიაც. 2010 წლიდან ის შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ღეროვანი უჯრედებისა და უჯრედული თერაპიის სტრატეგიულ კვლევით დარგს ხელმძღვანელობს.

  • თამარ პაზიაშვილი

სტენფორდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტების პროფესორია. რამდენიმე წლის წინ ეპილეფსიის კვლევის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის Michael Prize-ის ჯილდო გადაეცა აღმოჩენისთვის, რომლის საშუალებითაც მღრღნელებს ოპტოგენეტიკის (ნერვული უჯრედების გამოკვლევის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც შედგება მასში მემბრანების მოთავსებით სპეციალური გზებით "ოპსინებით") დახმარებით ეპილეფსიური კრუნჩხვები უწყდებათ.

პაზიაშვილმა, ასევე, აღმოაჩინა ნეირონების წრედი, რომელსაც კრუნჩხვების შეჩერება შეუძლია. ის 33 წლის ასაკში სან-ფრანცისკოსა და სტენფორდის უნივერსიტეტების ასისტენტ-პროფესორი გახდა და გლადსტოუნის ინსტიტუტმა ლაბორატორიის გახსნა შესთავაზა, რომელსაც მისი სახელი დაერქვა (Paz Lab). აღნიშნულ ლაბორატორიაში ადამიანის ტვინსა და ტვინის პრობლემებს იკვლევენ.

  • ალექსანდრე ესაძე

ჰოპკინსის უნივერსიტეტში ერთ-ერთია მეცნიერთა ჯგუფში, რომელიც შიდსის მკურნალობის უახლეს მეთოდზე მუშაობს.

ახალგაზრდა მეცნიერმა სამედიცინო-სამეცნიერო საქმიანობა 2008 წელს ტეხასის უნივერსიტეტში დაიწყო. მისი საკვლევი მიმართულებებია: დნმ-ის აღდგენა, დნმ-ის გამარტივებული სკანირება, იმუნოლოგია/ვირუსოლოგია/უჯრედის ბიოლოგია. Google Scholar-ზე ალექსანდრე ესაძის 32 ნაშრომის მოძიებაა შესაძლებელი.

  • გია დვალი

მისი სახელი და გვარი სხვა მეცნიერებთან შედარებით ყველაზე კარგად ნაცნობია ქართული საზოგადოებისთვის. დვალი ევროპის ბირთვული კვლევების ლაბორატორია CERN-ში მიმდინარე დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში მონაწილეობდა, რაც დიდი აფეთქების თეორიის ექსპერიმენტულ მოდელირებას გულისხმობს. სწორედ მასშტაბური კვლევებისა და რევოლუციური თეორიების გამო ქართველი ფიზიკოსი პრესტიჟული სამეცნიერო პრემიის ლაურეატი გახდა.

ამასთან, დვალი მიუნხენის მაქს პლანკის ინსტიტუტის სამეცნიერო დირექტორი და ასევე, ნიუ-იორკის სამეცნიერო უნივერსიტეტის პროფესორია თეორიულ ფიზიკაში. ძირითადად, მუშაობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განხრით. გია დვალის ექსპერიმენტები გერმანიის სამეცნიერო ინსტიტუტმა სამმილიონ-ნახევარი ევროთი დააფინანსა.

  • ვლადიმერ პაპიტაშვილი

ის ყველაზე გავლენიანი მეცნიერია ანტარქტიდის კონტინენტზე.1990 წლიდან აშშ-ში საქმიანობს. პაპიტაშვილი ამუნდსენ-სკოტის სამხრეთ პოლუსის სადგურის მთავარი მეცნიერია, ანტარქტიდის კონტინენტზე ამერიკულ სამეცნიერო პროგრამას ხელმძღვანელობს და დედამიწის სამხრეთ პოლუსზე კვლევებს ატარებს.

დედამიწის ყველაზე ცივ კონტინენტზე მდებარე ამერიკულ სადგურში მკვლევარები სპეციალური აპარატით თვეების განმავლობაში იკვლევენ 2000 მ სიღრმეზე გაბურღულ ყინულს. ქართველი ფიზიკოსი და მეცნიერებათა დოქტორი მიჩიგანის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს.

  • ლერი დათაშვილი

20 წელია, გერმანიაში, მიუნხენში ცხოვრობს და მიუნხენის აეროკოსმოსურ ინსტიტუტში საქმიანობს. ის ერთ-ერთი იყო ქართველ კონსტრუქტორთა შორის, რომელთაც პირველი ქართული კოსმოსური ანტენა დაამზადეს - მეცნიერი პირველი კოსმოსური ანტენის პულტზე მუშაობდა.

ახორციელებს ევროპის კოსმოსური სააგენტოს პროექტებს და ამასთან, არის პროფესორი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში. დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი. გარდა ამისა, ლერი დათაშვილი გერმანიაში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარეა.

  • თეიმურაზ ლომთაძე

25 წელიწადზე მეტია, იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის პიზის დეპარტამენტის ფიზიკოს-ექსპერიმენტატორია.

ამასთან, არის CERN-ის ექსპერიმენტის: კომპაქტური მიონური სოლენოიდის დეტექტორის წევრი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორს 2019 წელს იტალიის ელჩმა საქართველოში, ანტონიო ბარტოლიმ მას იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადასცა, რომელიც ქართველ მეცნიერს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიანიჭა.

  • არჩილ კობახიძე

ავსტრალიაში, სიდნეის უნივერსიტეტში თეორიული ფიზიკის ასოცირებული პროფესორია 2012 წლიდან. მანამდე იყო ჰელსინკის უნივერსიტეტის მკვლევარი, ასევე მონაწილეობდა კვლევებში აშშ-ში - ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში და მელბურნის უნივერსიტეტში.

მისი კვლევები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: თეორიული ნაწილაკების ფიზიკა, გრავიტაცია და კოსმოლოგია. Google Scholar-ზე კობახიძის 144 ნაშრომს ვხვდებით.

  • ვახტანგ ქართველიშვილი

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, CERN-ის ასოცირებული თანამშრომელი და ლანკასტერის უნივერსიტეტის პროფესორია. მეცნიერი წარმატებით უთავსებს ერთმანეთს პედაგოგიურ და კვლევით მოღვაწეობას.

სპეციალობით თეორეტიკოსმა ფიზიკოსმა მანჩესტერის უნივერსიტეტში, ლექტორის პოზიციაზე დაახლოებით 25 წლის წინ დაიწყო მუშაობა. ის ასევე ექსპერიმენტული ჯგუფებისთვის მუშაობდა და მათი დავალებით სწავლობდა დეტექტორის ეფექტებს. ვახტანგ ქართველიშვილმა თავისი მეთოდი შეიმუშავა, მისი ნაშრომი 1996 წელს გამოქვეყნდა და ამჟამად 100-ზე მეტ ანალიზშია გამოყენებულია.

ფიზიკოსი CERN-თან (ატომური ფიზიკის ევროპული ცენტრი) თანამშრომლობს: როგორც მანჩესტერის უნივერსიტეტის ექსპერიმენტატორი ჯგუფის წევრი, იგი მუშაობდა CERN-ის წინა ამაჩქარებელის ერთ-ერთი ექსპერიმენტში - OPMM; ასევე,“ატლასის“ ექსპერიმენტში და რამდენიმე ანალიზში კვარკოლიუმის ფიზიკის მიმართულებით. ვახტანგ ქართველიშვილის პირველი კონტაქტები CERN-თან მოსკოვში ყოფნის პერიოდს უკავშირდება, როდესაც იგი ასპირანტურაზე სწავლობდა.

  • ია იაშვილი

ფიზიკის დოქტორი და პროფესორი ნიუ-იორკის სახელმწიფო (ბუფალოს) უნივერსიტეტში. იაშვილმა სადოქტორო დისერტაცია ბერლინში, ჰუმბოლტის უნივერსიტეტში დაიცვა. მისი კვლევის სფეროა მაღალი ენერგიის ფიზიკა, მის სპეციალობაში შედის: ექსპერიმენტული მაღალი ენერგიის ფიზიკა და ნაწილაკების ფიზიკა.

ია იაშვილი და ავთო ხარჩილავა

  • ავთო ხარჩილავა

ბუფალოს უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტში კიდევ ერთი ქართველი დოქტორი საქმიანობს, რომლის კვლევის არეალიც მაღალი ენერგიის ექპერიმენტებია. როგორც იაშვილი, ასევე ხარჩილავა თანამშრომლობენ CERN-თან.

  • ზურაბ გუგუჩია

დოქტორი ფიზიკის დარგში შვეიცარიის ყველაზე მასშტაბური სამეცნიერო ცენტრის - პოლ შერერის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი და მაღალი ველის მიუონის ლაბორატორიაზე პასუხისმგებელი პირია. პარალელურად მიწვეული მეცნიერია პრინსტონის უნივერსიტეტში.

2016-2018 წლებში მუშაობდა ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში პოსტდოქტორის პოზიციაზე. ზურაბ გუგუჩიას კვლევები შემდეგ მიმართულებებზე ფოკუსირდება: მაღალტემპერატურული ზეგამტარობის მექანიზმის დადგენა, ახალი თვისებების მქონე ტოპოლოგიური ზეგამტარების და მაგნიტების შესწავლა და ახალი ტიპის მაგნიტური ნახევარგამტარების შექმნა.

ჯერ მხოლოდ 33 წლის ქართველმა მეცნიერმა აღმოაჩინა სრულიად ახალი ტიპის მაგნიტური ნახევარგამტარები. ამასთან, მის სახელს უკავშირდება პრინციპულად ახალი თვისებების მქონე ე.წ. ტოპოლოგიური (ვეილის) ზეგამტარული და მაგნიტური ნივთიერებების მიკროსკოპულ დონეზე შესწავლა მიუონის სპინის ბრუნვის მეთოდით. Google Scholar-ზე გუგუჩიას 166 ნაშრომი იძებნება.

  • ესტატე ხმალაძე

ველინგტონში, ახალ ზელანდიაში საქმიანობს და ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტში მუშაობს. ის სტატისტიკოსია და ყველაზე მეტად ცნობილია თავისი - "ხმალაძის ტრანსფორმაციით" სფეროში შეტანილი წვლილით. ხმალაძე თბილისიდან სიდნეიში, ავსტრალიაში 1996 წელს, შემდეგ კი ველინგტონში, ახალ ზელანდიაში გადავიდა, სადაც 2002 წელს სტატისტიკის პროფესორად დაინიშნა.

ხმალაძის შემოქმედების დამახასიათებელი ნიშანი ერთმანეთისგან დაშორებულ ანალიტიკურ თემებს შორის კავშირის ძიებაა. მისი მათემატიკური კვლევის უმეტესი ნაწილი ემპირიულ პროცესებსა და სტატისტიკური ჰიპოთეზის შემოწმების დროს განაწილებისგან თავისუფალ მეთოდებზეა კონცენტრირებული.

ესტატე ხმალაძე მუშაობს შემდეგი მიმართულებებით: სტატისტიკის გამოყენება, ციტო-გენეტიკა, ფიზიოლოგია, დემოგრაფია და დაზღვევა, ტექსტების სტატისტიკური ანალიზი, ეკონომიკისა და ფინანსების სხვადასხვა პრობლემები.

  • თეიმურაზ ფირაშვილი

ქართველი მათემატიკოსია, რომელიც 2006 წლიდან დიდ ბრიტანეთში, ლესტერის უნივერსიტეტში მუშაობს - ჯერ ლექტორად, 2007 წლის შემდეგ კი - პროფესორად. ის 1999 წელს ჰუმბოლტის საზოგადოების პრემიის ლაურეატი გახდა.

გარდა ამისა, არის საფრანგეთის რიგი უნივერსიტეტების (სტრასბურგი, ნიცა, ნანტი, მონპელიე, პარიზი) სადოქტორო დისერტაციების ჟიურის წევრი. ფირაშვილი 80-ზე მეტი ნაშრომის ავტორია. ამასთან, არის ჟურნალ “Extracta Mathematicae” სარედაქციო კოლეგიის წევრი. მეცნიერი მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში, როგორც მომხსენებელი, ასევე, როგორც თანაორგანიზატორი.

  • ქეთევან მამისეიშვილი

დაახლოებით 20 წელია, აშშ-ში ცხოვრობს. ის აკადემიური და სტუდენტური საკითხების ასოცირებული დეკანი და უმაღლესი განათლების პროფესორია არკანზასის უნივერსიტეტის განათლებისა და ჯანდაცვის კოლეჯში. მაგისტრის ხარისხი მოიპოვა აშშ-ში, მისურის უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ლიდერობისა და პოლიტიკის ანალიზის სფეროში.

2008 წლიდან მუშაობს არკანზასის უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, რეაბილიტაციის, ადამიანური რესურსების და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად. ქეთევან მამისეიშვილს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული წამყვან ჟურნალებში. ამასთან, არის ორი საერთაშორისო კონფერენციის მიმომხილველი და უმაღლესი განათლების მიღების ასოციაციის ერთ-ერთი სხდომის თავჯდომარე.