პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პასუხი იმ დამყვედრებლების მიმართ, რომლებიც "თბილ" პარლამენტში ყოფნას წამოგვაძახებენ" - რას წერს რომან გოცირიძე "ფეისბუქზე"
"პასუხი იმ დამყვედრებლების მიმართ, რომლებიც "თბილ" პარლამენტში ყოფნას წამოგვაძახებენ" - რას წერს რომან გოცირიძე "ფეისბუქზე"

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი რო­მან გო­ცი­რი­ძე ოპო­ზი­ცი­ის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ადა­მი­ა­ნი ოდით­გან­ვე ებ­რძო­და სი­ცი­ვეს და შიმ­შილს. მი­ლი­ო­ნო­ბით წელი დას­ჭირ­და იმ გე­ნი­ო­სი ჩვე­ნი წი­ნაპ­რის და­ბა­დე­ბას, რო­მე­ლიც მოკ­ლუ­ლი ცხო­ვე­ლის ტყა­ვის­გან თბილ ბო­ტებს და­ამ­ზა­დებ­და. თა­ვი­სი დრო­ის ნო­ბე­ლის ლა­უ­რე­ა­ტი იქ­ნე­ბო­და აუ­ცი­ლებ­ლად. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის გათ­ბო­ბა პრე­ის­ტო­რი­ულ ხა­ნა­ში კი არა, ახ­ლაც დიდი პრობ­ლე­მაა ბევ­რგან. სით­ბო პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლო­ბის, ფუ­ფუ­ნე­ბის სიმ­ბო­ლო იყო.ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ო­ბა­ში გე­ნე­ტი­კუ­რად დაპ­როგ­რა­მე­ბულ­მა მახ­სოვ­რო­ბამ და წარ­სუ­ლის გან­ცდებ­მა ჩვენს სა­ლა­პა­რა­კო ენა­შიც მო­ი­კი­და ფეხი.

თბი­ლად მო­კა­ლათ­და, თბილ სკამ­ზე ზის, გა­უტ­კბა სით­ბო­ში ყოფ­ნა და სხვა ”თბი­ლი” გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი დღე­ვან­დელ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბა­შიც მძლავ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ისეთ რა­მე­ებს აი­გი­ვე­ბენ სით­ბოს­თან, რო­მე­ლიც ტემ­პე­რა­ტუ­რას­თან არც არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, ახლა მო­დუ­რია გა­მო­ნათ­ქვა­მი: ”სხე­დან პარ­ლა­მენ­ტში თბილ სკა­მებ­ზე”. ეს გრძე­ლი შე­სა­ვა­ლი სწო­რედ პარ­ლა­მენ­ტში თბი­ლად მო­კა­ლა­თე­ბას ეხე­ბა.მო­დით, ობი­ექ­ტუ­რე­ბი რომ ვი­ყოთ, ვი­ღა­ცის­თვის პარ­ლა­მენ­ტის სა­ვარ­ძე­ლი მარ­თლაც შე­იძ­ლე­ბა იყოს თბი­ლი, როცა სა­კუ­თარ ბიზ­ნესს ლო­ბი­რებს, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის გამო უკა­ნო­ნო უპი­რა­ტე­სო­ბას მო­ი­პო­ვებს და აი­წყობს საქ­მეს, მაგ­რამ ერთი ეს მი­თხა­რით, იმათ მივ­მარ­თავ, ჩვე­ნი წინა თუ სხვა მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში მუ­შა­ო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის რე­ვი­ზია რომ წა­მო­უ­წყი­ათ, რა­ტომ არის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი­სათ­ვის სა­მი­ა­თას­ლა­რი­ა­ნი ხელ­ფა­სი თბი­ლი ად­გი­ლი?!

მით უმე­ტეს, თუ ეს დე­პუ­ტა­ტი ძა­ლას არ იშუ­რებს მა­გი­დას­თან მუ­შა­ო­ბით, ტრი­ბუ­ნას­თან მუ­შა­ო­ბით, პარ­ლა­მენ­ტის მი­სად­გო­მებ­თან, ქუ­ჩა­ში მუ­შა­ო­ბით, სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში რბილ სა­ვარ­ძელ­ში მჯდო­მი­ა­რე მუ­შა­ო­ბით, მე­დი­ას­თან მუ­შა­ო­ბით. რა სით­ბოს ღე­ბუ­ლობს სა­ნაც­ვლოდ?სით­ბო ერ­თა­დერ­თია-თუ ამ შრო­მას ხალ­ხი ქვეყ­ნი­სათ­ვის მსა­ხუ­რე­ბად ჩა­გით­ვლის და არა მხო­ლოდ პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბად.

პი­რა­დი რომ ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია, არა მგო­ნია, რომ გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის ეს სა­და­ვო იყოს. პი­რა­დი, გარ­და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი­სა, სუ­ლი­ე­რი კმა­ყო­ფი­ლე­ბის გან­ცდაა, როცა იცი, რომ აკე­თებ კარგ საქ­მეს, აკე­თებ იმას, რაც სხვებ­ზე არა­ნაკ­ლებ ან სუ­ლაც უკე­თე­სად შე­გიძ­ლია რომ გა­ა­კე­თო.

ესაა პა­სუ­ხი იმ დამ­ყვედ­რებ­ლე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც "თბილ" პარ­ლა­მენ­ტში ყოფ­ნას წა­მოგ­ვა­ძა­ხე­ბენ ამ დღე­ებ­ში. ერ­თიც პი­რა­დუ­ლი: მე პარ­ლა­მენტს უფრო მეტს ვაძ­ლევ­დი, ვიდ­რე ვი­ღებ­დი. დიდ პლი­უს­ში ვარ აქ­ტი­ვე­ბის და პა­სი­ვე­ბის ბა­ლან­სში. ჩაო!" - წერს გო­ცი­რი­ძე.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას არ აპი­რებს. გუ­შინ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "დღის ნი­უს­რუმ­ში" სა­უბ­რი­სას ჭორი უწო­და გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში ის, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი და თინა ბო­კუ­ჩა­ვა შე­დი­ან. მისი თქმით, "უამ­რა­ვი ინ­ტრი­გა­ნია ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი ჭიის გა­ხა­რე­ბა უყ­ვარს და ეს სი­სუ­ლე­ლე გა­მო­ა­ცხო"“.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტი დღე­ი­დან სა­დე­პუ­ტა­ტო მან­და­ტის შე­წყვე­ტის მსურ­ვე­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბის გან­ხილ­ვას იწყებს. საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და წე­სე­ბის კო­მი­ტე­ტი დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დამ­დე შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე “ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის“ ლი­დე­რის შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი­სა და “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რის ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებს გა­ნი­ხი­ლავს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირაკლი
0

ეს სიტყვები გამახსენდა,ოღონდ ვინ თქვა ვეღარ გავიხსენე.."მთავარია დავიპყროთ ტერიტორია და მერე ისტორიკოსები დაამტკიცებენ,რომ თურმე ის ჩვენი ყოფილა".

talk, talk, talk
1

talk, talk, talk - that's all your business.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"პასუხი იმ დამყვედრებლების მიმართ, რომლებიც "თბილ" პარლამენტში ყოფნას წამოგვაძახებენ" - რას წერს რომან გოცირიძე "ფეისბუქზე"

"პასუხი იმ დამყვედრებლების მიმართ, რომლებიც "თბილ" პარლამენტში ყოფნას წამოგვაძახებენ" - რას წერს რომან გოცირიძე "ფეისბუქზე"

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ოპოზიციის პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

"ადამიანი ოდითგანვე ებრძოდა სიცივეს და შიმშილს. მილიონობით წელი დასჭირდა იმ გენიოსი ჩვენი წინაპრის დაბადებას, რომელიც მოკლული ცხოველის ტყავისგან თბილ ბოტებს დაამზადებდა. თავისი დროის ნობელის ლაურეატი იქნებოდა აუცილებლად. საცხოვრებელი ადგილის გათბობა პრეისტორიულ ხანაში კი არა, ახლაც დიდი პრობლემაა ბევრგან. სითბო პრივილეგირებულობის, ფუფუნების სიმბოლო იყო.ადამიანის სახეობაში გენეტიკურად დაპროგრამებულმა მახსოვრობამ და წარსულის განცდებმა ჩვენს სალაპარაკო ენაშიც მოიკიდა ფეხი.

თბილად მოკალათდა, თბილ სკამზე ზის, გაუტკბა სითბოში ყოფნა და სხვა ”თბილი” გამონათქვამები დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ რეალობაშიც მძლავრად გამოიყენება. ისეთ რამეებს აიგივებენ სითბოსთან, რომელიც ტემპერატურასთან არც არის დაკავშირებული. მაგალითად, ახლა მოდურია გამონათქვამი: ”სხედან პარლამენტში თბილ სკამებზე”. ეს გრძელი შესავალი სწორედ პარლამენტში თბილად მოკალათებას ეხება.მოდით, ობიექტურები რომ ვიყოთ, ვიღაცისთვის პარლამენტის სავარძელი მართლაც შეიძლება იყოს თბილი, როცა საკუთარ ბიზნესს ლობირებს, როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის გამო უკანონო უპირატესობას მოიპოვებს და აიწყობს საქმეს, მაგრამ ერთი ეს მითხარით, იმათ მივმართავ, ჩვენი წინა თუ სხვა მოწვევის პარლამენტში მუშაობის ეფექტიანობის რევიზია რომ წამოუწყიათ, რატომ არის ოპოზიციონერი დეპუტატისათვის სამიათასლარიანი ხელფასი თბილი ადგილი?!

მით უმეტეს, თუ ეს დეპუტატი ძალას არ იშურებს მაგიდასთან მუშაობით, ტრიბუნასთან მუშაობით, პარლამენტის მისადგომებთან, ქუჩაში მუშაობით, სხდომათა დარბაზში რბილ სავარძელში მჯდომიარე მუშაობით, მედიასთან მუშაობით. რა სითბოს ღებულობს სანაცვლოდ?სითბო ერთადერთია-თუ ამ შრომას ხალხი ქვეყნისათვის მსახურებად ჩაგითვლის და არა მხოლოდ პირადი ინტერესების დაკმაყოფილებად.

პირადი რომ ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია, არა მგონია, რომ გონიერი ადამიანისათვის ეს სადავო იყოს. პირადი, გარდა მატერიალურისა, სულიერი კმაყოფილების განცდაა, როცა იცი, რომ აკეთებ კარგ საქმეს, აკეთებ იმას, რაც სხვებზე არანაკლებ ან სულაც უკეთესად შეგიძლია რომ გააკეთო.

ესაა პასუხი იმ დამყვედრებლების მიმართ, რომლებიც "თბილ" პარლამენტში ყოფნას წამოგვაძახებენ ამ დღეებში. ერთიც პირადული: მე პარლამენტს უფრო მეტს ვაძლევდი, ვიდრე ვიღებდი. დიდ პლიუსში ვარ აქტივების და პასივების ბალანსში. ჩაო!" - წერს გოცირიძე.

როგორც ცნობილია, ის პარლამენტში შესვლას არ აპირებს. გუშინ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" საუბრისას ჭორი უწოდა გავრცელებულ ინფორმაცია, რომ საკანონმდებლო ორგანოში ის, სალომე სამადაშვილი და თინა ბოკუჩავა შედიან. მისი თქმით, "უამრავი ინტრიგანია ქვეყანაში, რომელსაც საკუთარი ჭიის გახარება უყვარს და ეს სისულელე გამოაცხო"“.

ცნობისთვის, პარლამენტი დღეიდან სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მსურველი ოპოზიციონერების განცხადებების განხილვას იწყებს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე “ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს განიხილავს.

"ეს სააკაშვილის ფანტაზიებია... წარმოუდგენელია, ამ ეტაპზე რომელიმე ქვეყანას ზედმეტი ვაქცინა ჰქონდეს" - ხომ არ გახდება სააკაშვილის განცხადებები სკანდალის მიზეზი?

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ეტაპობრივი გახსნა შეიძლება უფრო ადრე დავიწყოთ" - გიორგი გახარია