ავტორი:

"ეპარქია დააკისრებს შესაბამის პასუხისმგებლობას" - როგორ ეხმაურება მიტროპოლიტი ქადაგებას "პარაზიტ ბავშვებზე"

"ეპარქია დააკისრებს შესაბამის პასუხისმგებლობას" - როგორ ეხმაურება მიტროპოლიტი ქადაგებას "პარაზიტ ბავშვებზე"

მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარის დეკანოზ თადეოზის (სარალიძე) საკვირაო ქადაგებას, რომელსაც სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებლების აღშფოთება მოჰყვა, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი ეხმაურება.

მიტროპოლიტ დანიელის (დათუაშვილი) განცხადება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიციალურ "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

"მინდა, გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის. ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას" - ნათქვამია მიტროპოლიტის განცხადებაში.

რაც შეეხება დეკანოზ თადეოზის ქადაგებას, 25 იანვარს, საკვირაო ქადაგების დროს მან კორონავირუსზე და პატარებში მის ახალ გამოვლინებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მორწმუნე ბავშვებს არაფერი ემუქრებათ, თუმცა, ვინც "პარაზიტია" და ეკლესიას არ გამოადგება, გაზრდას სჯობს, პატარა მოკვდეს.

"პარაზიტ ბავშვებზე" მქადაგებელი დეკანოზი სასჯელის სახით მონასტერში განამწესეს

"აკაკი ამ სოფელში დაიბადა და გაიზარდა, ვიდრე მილიონერი გახდებოდა" - ქართველი მეცენატის სასახლე სამეგრელოში, რომელიც იტალიელებმა დააპროექტეს

ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, პატრიარქი კორონავირუსით არ დაავადებულა