სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
60 წელს გადაცილებულებში ჰოსპიტალიზაცია 60%-ით შემცირდა -  ვაქცინაციის შედეგი ისრაელში, რომელიც "კოვიდის" აცრის კუთხით, ლიდერი ქვეყანაა
60 წელს გადაცილებულებში ჰოსპიტალიზაცია 60%-ით შემცირდა -  ვაქცინაციის შედეგი ისრაელში, რომელიც "კოვიდის" აცრის კუთხით, ლიდერი ქვეყანაა

მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აცრა აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ თვალ­საზ­რი­სით, მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ა­ზე ის­რა­ე­ლია, სა­დაც უკვე 3.6 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი აიც­რა, რაც მთლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის 39.9%-ს შე­ად­გენს. სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბა ამი­ტო­მაც ის­რა­ე­ლის­კე­ნაა მი­მარ­თუ­ლი და ყვე­ლა ელო­დე­ბა, რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდე­ბა ვაქ­ცი­ნა და რამ­დე­ნად სწრა­ფად შემ­ცირ­დე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად ვაქ­ცი­ნა­ცია უტარ­დე­ბათ ყვე­ლა­ზე მო­წყვლად ჯგუ­ფებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ Pfizer-ის ვაქ­ცი­ნით აც­რის პრო­ცე­სი დე­კემ­ბერ­ში და­ი­წყო და ჯერ დიდი დრო არ არის გა­ცუ­ლი სრუ­ლი და ზუს­ტი სუ­რა­თის მი­სა­ღე­ბად, ის­რა­ე­ლის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის წარ­მო­მად­გე­ლებს უკვე აქვთ რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო მო­ნა­ცე­მი და პა­სუ­ხი ზო­გი­ერთ კი­თხვა­ზე.

ის­რა­ე­ლის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბით, ამ ეტაპ­ზე ნა­თე­ლი გახ­და, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა თა­ვი­დან არი­დებს ყვე­ლა­ზე მო­წყვლად ჯგუ­ფებს სე­რი­ო­ზულ გარ­თუ­ლე­ბებს და 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა მკვეთ­რა­დაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გან­სა­სა­ზღვრად სა­ჭი­როა ვაქ­ცი­ნის ორი­ვე დო­ზის მი­ღე­ბი­დან გარ­კვე­უ­ლი დრო გა­ვი­დეს, ის­რა­ე­ლის Maccabi Healthcare Services-ში აცხა­დე­ბენ, რომ ინ­ფექ­ცი­ის სე­რი­ო­ზუ­ლი ვარ­დნა უკვე შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

ის­რა­ელ­ში მე­დი­კო­სებს უკვე აქვთ პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე, თუ რამ­დე­ნად სწრა­ფად იგ­რძნო­ბენ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სარ­გე­ბელს ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ვირუ­სის გამო კლი­ნი­კა­ში მოხ­ვედ­რის რის­კის ქვეშ არი­ან.

Maccabi-ს ცნო­ბით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბი­დან ძა­ლი­ან მცი­რე პე­რი­ოდ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, სამ კვი­რა­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა მცირ­დე­ბა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა მკვეთ­რად და­ე­ცე­მა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბი­დან მე-18 დღეს. ის­რა­ელ­ში ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გა­ლია რა­ჰა­ვი აცხა­დებს, რომ ეს მო­ნა­ცე­მე­ბი არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

რო­გორც ის­რა­ელ­ში ამ­ბო­ბენ, 50 777 ვაქ­ცი­ნი­რე­ბულ ადა­მი­ან­ზე დაკ­ვირ­ვე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი დო­ზის მი­ღე­ბი­დან 23-ე დღეს, ანუ მე­ო­რე დო­ზის მი­ღე­ბი­დან 2 დღის შემ­დეგ, 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 60%-ით იყო შემ­ცი­რე­ბუ­ლი.

ცნო­ბის­თვის, კო­რო­ნა­ვირუ­სით გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნის დღი­დან ამ დრომ­დე, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 100,8 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, რო­მელ­თა შო­რი­საც 2,1 მი­ლი­ო­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა ვაქ­ცი­ნებს, Pfizer-ის მიერ შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნა არის პირ­ვე­ლი პრე­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და­ამ­ტკი­ცა. უახ­ლო­ეს დღე­ემ­ში კი ჯან­მოს მიერ Astrazeneca-სა და Moderna-ს ვაქ­ცი­ნე­ბის დამ­ტკი­ცე­ბა­საც ვე­ლით.

წყა­რო: timesofisrael.com

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
26

სულ ეგ არის 60%,არ მოველოდი მეც კი ასეთ ცუდ შედეგს,95%შედეგის ვაქცინიდან.

ani
1

აბა გამოდით დაგთვალოთ ვინ ამბობს ვაქცინირებულის პასპორტით შემოშვებას საზღვარზე?ვინ ამბობს რომ ან ტესტი საზღვარზე ან ვაქცინაო?ტესტს ნამდვილად არ აქვს 40% ცდომილება.ამიტომ ტესტი შეუცვლელია საზღვრის კვეთისას,დაამტკიცეთ რომ არა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

60 წელს გადაცილებულებში ჰოსპიტალიზაცია 60%-ით შემცირდა -  ვაქცინაციის შედეგი ისრაელში, რომელიც "კოვიდის" აცრის კუთხით, ლიდერი ქვეყანაა

60 წელს გადაცილებულებში ჰოსპიტალიზაცია 60%-ით შემცირდა -  ვაქცინაციის შედეგი ისრაელში, რომელიც "კოვიდის" აცრის კუთხით, ლიდერი ქვეყანაა

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოქალაქეების აცრა აქტიურად მიმდინარეობს. ამ თვალსაზრისით, მოწინავე პოზიციაზე ისრაელია, სადაც უკვე 3.6 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 39.9%-ს შეადგენს. სხვადასხვა ქვეყნების ყურადღება ამიტომაც ისრაელისკენაა მიმართული და ყველა ელოდება, რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდება ვაქცინა და რამდენად სწრაფად შემცირდება ინფიცირების მაჩვენებელი.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ვაქცინაცია უტარდებათ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს. მიუხედავად იმისა, რომ Pfizer-ის ვაქცინით აცრის პროცესი დეკემბერში დაიწყო და ჯერ დიდი დრო არ არის გაცული სრული და ზუსტი სურათის მისაღებად, ისრაელის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგელებს უკვე აქვთ რამდენიმე საინტერესო მონაცემი და პასუხი ზოგიერთ კითხვაზე.

ისრაელის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლების შეფასებით, ამ ეტაპზე ნათელი გახდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა თავიდან არიდებს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს სერიოზულ გართულებებს და 60 წელს გადაცილებულ ვაქცინირებულ ადამიანებში ჰოსპიტალიზების საჭიროება მკვეთრადაა შემცირებული.

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის ეფექტიანობის განსასაზღვრად საჭიროა ვაქცინის ორივე დოზის მიღებიდან გარკვეული დრო გავიდეს, ისრაელის Maccabi Healthcare Services-ში აცხადებენ, რომ ინფექციის სერიოზული ვარდნა უკვე შეინიშნება.

ისრაელში მედიკოსებს უკვე აქვთ პასუხი კითხვაზე, თუ რამდენად სწრაფად იგრძნობენ ვაქცინაციის სარგებელს ის ადამიანები, რომლებიც ვირუსის გამო კლინიკაში მოხვედრის რისკის ქვეშ არიან.

Maccabi-ს ცნობით, ვაქცინაციის დაწყებიდან ძალიან მცირე პერიოდში, დაახლოებით, სამ კვირაში ჰოსპიტალიზაციის საჭიროება მცირდება. მათივე ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება მკვეთრად დაეცემა ვაქცინაციის დაწყებიდან მე-18 დღეს. ისრაელში ინფექციური დაავადებების ყველაზე დიდი კლინიკის ხელმძღვანელი, გალია რაჰავი აცხადებს, რომ ეს მონაცემები არის ძალიან მნიშვნელოვანი.

როგორც ისრაელში ამბობენ, 50 777 ვაქცინირებულ ადამიანზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან 23-ე დღეს, ანუ მეორე დოზის მიღებიდან 2 დღის შემდეგ, 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 60%-ით იყო შემცირებული.

ცნობისთვის, კორონავირუსით გლობალური მასშტაბით, ვირუსის გამოვლენის დღიდან ამ დრომდე, ოფიციალური მონაცემებით, 100,8 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რომელთა შორისაც 2,1 მილიონი გარდაიცვალა. რაც შეეხება ვაქცინებს, Pfizer-ის მიერ შექმნილი ვაქცინა არის პირველი პრეპარატი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაამტკიცა. უახლოეს დღეემში კი ჯანმოს მიერ Astrazeneca-სა და Moderna-ს ვაქცინების დამტკიცებასაც ველით.

წყარო: timesofisrael.com

"მინდა ყოველდღიურად 10 თქვენგანი დავხოცო, სამყაროში ცოცხალი არავინ უნდა დარჩეს" - ვინ არის თავდამსხმელი, რომელაც ყაზანის სკოლაში მასობრივი მკვლელობა მოაწყო

კორონავირუსის პრევენცია ძროხის ფეკალიებით - ინდოეთში ვირუსს უჩვეულო მეთოდით ებრძვიან: რას აცხადებენ ექიმები

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თხები, რომლებსაც კრიპტოვალუტის სახელები ჰქვიათ - მარკ ცუკერბერგმა საზოგადოებას მაქსი და ბიტკოინი გააცნო