მსახიობები, გიორგი მახარაძე და მარიამ ნადირაძე მშობლები გახდნენ. წყვილის პირველი გოგონა 26 იანვარს მოევლინა ქვეყანას. მარიამმა გაგუას კლინიკაში იმშობიარა და დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.
ახალშობილს ნიკა დაარქვეს. წყვილს შვილის დაბადება მეგობრებმა სამშობიაროშივე მიულოცეს. პატარა დაიკოს დაბადება აღნიშნა გიორგი მახარაძის უფროსმა შვილმა - ელენემ, რომელიც მსახიობს მომღერალ მარიამ როინიშვილთან ჰყავს. კადრებში, რომელიც გიორგი მახარაძემ ინსტაგრამზე ატვირთა, ჩანს ელენეს ემოციები დის დაბადების გამო.