სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯოს გაფრთხილება პუტინს - აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირველი სატელეფონო დიალოგი: რაზე ისაუბრეს ბაიდენმა და მისმა რუსმა კოლეგამ
ჯოს გაფრთხილება პუტინს - აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირველი სატელეფონო დიალოგი: რაზე ისაუბრეს ბაიდენმა და მისმა რუსმა კოლეგამ

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან პრე­ზი­დენ­ტის რან­გში პირ­ვე­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი გა­მარ­თა. რო­გორც თეთ­რი სახ­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­უ­ბა­რი შე­ე­ხე­ბო­და რუ­სე­თის მხრი­დან აშშ-ის არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვას და პუ­ტინ­მა ამ თვალ­საზ­რი­სით თეთ­რი სახ­ლის­გან გაფრ­თხი­ლე­ბა მი­ი­ღო.

სა­უბ­რი­სას მხა­რე­ებ­მა ასე­ვე გა­ნი­ხი­ლეს რუ­სეთ­ში მიმ­დი­ნა­რე ოპო­ზი­ცი­ის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი და ალექ­სეი ნა­ვალ­ნის სა­კი­თხი. კრემ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ამე­რი­კელ კო­ლე­გას საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა და ორი­ვე მხა­რე ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე შე­თან­ხმდა.

  • რას აცხა­დე­ბენ ბა­ი­დე­ნი­სა და პუ­ტი­ნის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის შე­სა­ხებ თეთრ სახ­ლში და კრემლში?

თეთ­რი სახ­ლის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი იმოქ­მე­დებს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბის სა­პა­სუ­ხოდ:

”პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ი­დენ­მა გარ­კვე­ვით გა­ნა­ცხა­და, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მტკი­ცედ იმოქ­მე­დებს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, რომ­ლე­ბიც ზი­ანს გვა­ყე­ნებს ჩვენ ან ჩვენს მო­კავ­ში­რე­ებს”, - ნათ­ქვა­მია თეთ­რი სახ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ორმა პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნი­ხი­ლა SolarWinds- ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მა­სი­უ­რი კი­ბერ­შე­ტე­ვა, რუ­სე­თის მიერ ავ­ღა­ნეთ­ში ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის სა­ნაც­ვლოდ და­წე­სე­ბუ­ლი ჯილ­დო­სა და ალექ­სეი ნა­ვალ­ნის მო­წამ­ვლის სა­კი­თხე­ბი.

სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის შე­სა­ხებ კრემ­ლის პრეს­სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში კი აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა.

"მან აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სეთ­სა და შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს ორი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს, ასე­ვე, მსოფ­ლი­ო­ში უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის კუ­თხით მათი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მთლი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებ­საც,“- ნათ­ქვა­მია კრემ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე შე­ფა­სე­ბით, ”მთლი­ა­ნო­ბა­ში, რუ­სე­თი­სა და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ლი­დე­რებს შო­რის სა­უ­ბა­რი საქ­მი­ა­ნი და გულ­წრფე­ლი ხა­სი­ა­თის იყო”.

ამას­თან, კრემ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტებ­მა New Start-ის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა­ზე შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ეს, რო­მე­ლიც შე­ი­ა­რა­ღე­ბის კონ­ტროლს შე­ე­ხე­ბა და რომ­ლის ვა­დაც თე­ბერ­ვალ­ში იწუ­რე­ბა.

ცნო­ბის­თვის, აშშ-ის ყო­ფილ პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამპს და მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ხში­რად აკ­რი­ტი­კებ­დნენ რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბის და­სუს­ტე­ბის გამო. ამას­თან, ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თა­ვად ჯო ბა­ი­დე­ნის პო­ლი­ტი­კურ წარ­სულ­ში ხში­რია მისი მხრი­დან პუ­ტი­ნის კრი­ტი­კის ფაქ­ტე­ბი. ერთ-ერთი კო­მენ­ტა­რის დროს ჯომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს "КГБ-ს თაღ­ლი­თი" უწო­და.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
69

ბაიდენმა თუ გააფრთხილა მაშინ პუტინს შეეშინდება, კი ნამდვილად

კახელი ჯო
24

მიდი სეხნი, მიაწექი, მაგისი ღდინი არ იყოს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ჯოს გაფრთხილება პუტინს - აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირველი სატელეფონო დიალოგი: რაზე ისაუბრეს ბაიდენმა და მისმა რუსმა კოლეგამ

ჯოს გაფრთხილება პუტინს - აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირველი სატელეფონო დიალოგი: რაზე ისაუბრეს ბაიდენმა და მისმა რუსმა კოლეგამ

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პრეზიდენტის რანგში პირველი სატელეფონო საუბარი გამართა. როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, საუბარი შეეხებოდა რუსეთის მხრიდან აშშ-ის არჩევნებში ჩარევას და პუტინმა ამ თვალსაზრისით თეთრი სახლისგან გაფრთხილება მიიღო.

საუბრისას მხარეებმა ასევე განიხილეს რუსეთში მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქციები და ალექსეი ნავალნის საკითხი. კრემლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ კოლეგას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ორივე მხარე ურთიერთობის გაგრძელებაზე შეთანხმდა.

  • რას აცხადებენ ბაიდენისა და პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ თეთრ სახლში და კრემლში?

თეთრი სახლის განცხადების თანახმად, შეერთებული შტატები იმოქმედებს ეროვნული ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების საპასუხოდ:

”პრეზიდენტმა ბაიდენმა გარკვევით განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ იმოქმედებს ეროვნული ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რომლებიც ზიანს გვაყენებს ჩვენ ან ჩვენს მოკავშირეებს”, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ ორმა პრეზიდენტმა განიხილა SolarWinds- ზე განხორციელებული მასიური კიბერშეტევა, რუსეთის მიერ ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების ლიკვიდაციის სანაცვლოდ დაწესებული ჯილდოსა და ალექსეი ნავალნის მოწამვლის საკითხები.

სატელეფონო საუბრის შესახებ კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში კი აღნიშნულია, რომ ვლადიმერ პუტინმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"მან აღნიშნა, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება დააკმაყოფილებს ორი ქვეყნის ინტერესებს, ასევე, მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით მათი განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მთლიანი საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებსაც,“- ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე შეფასებით, ”მთლიანობაში, რუსეთისა და შეერთებული შტატების ლიდერებს შორის საუბარი საქმიანი და გულწრფელი ხასიათის იყო”.

ამასთან, კრემლის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა New Start-ის ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც შეიარაღების კონტროლს შეეხება და რომლის ვადაც თებერვალში იწურება.

ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის ადმინისტრაციას ხშირად აკრიტიკებდნენ რუსეთთან შეერთებული შტატების პოზიციების დასუსტების გამო. ამასთან, ისიც აღსანიშნავია, რომ თავად ჯო ბაიდენის პოლიტიკურ წარსულში ხშირია მისი მხრიდან პუტინის კრიტიკის ფაქტები. ერთ-ერთი კომენტარის დროს ჯომ რუსეთის პრეზიდენტს "КГБ-ს თაღლითი" უწოდა.

არგენტინის პრეზიდენტს, რომელიც წლის დასაწყისში რუსული ვაქცინით აიცრა, კორონავირუსი დაუდასტურდა

"იყო შემთხვევები, როცა გოგონებზე მამებისა და ქმრების თვალწინ ძალადობდნენ" - სირიის ჯოჯოხეთი და პუტინის მხარდაჭერით გამარჯვებული ასადის რეჟიმის ფასი

"საქართველოში ისევ წავალ, რატომაც არა? მე იქ უამრავი მეგობარი მყავს" - ვლადიმერ პოზნერი