საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" განცხადებით მიმართავს
ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" განცხადებით მიმართავს

ჩვენ დღე­საც მივ­მარ­თავთ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" - დრო­უ­ლად და­უბ­რუნ­დეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­დას და გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ კრი­ზი­სი­დან ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ვა­დამ­დე­ლი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბაა,- ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

რო­გორც ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მუ­ქა­რა, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის­თვის სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე სა­დამ­სჯე­ლო სან­ქცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბის შე­სა­ხებ და მან­და­ტე­ბის შე­ჩე­რე­ბის პრო­ცე­სის გა­წელ­ვა, არა­ნა­ირ შე­დეგს არ გა­მო­ი­ღებს.

"ჩვენ, სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი ერ­თგუ­ლი ვრჩე­ბით იმ პო­ზი­ცი­ის, რაც გა­ყალ­ბე­ბუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სა და ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბის მი­ტა­ცე­ბის შემ­დეგ და­ვი­კა­ვეთ. 31 ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი არ გა­მო­ხა­ტავს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა ნე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის აღი­ა­რე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის მი­მართ ოც­ნე­ბის მიერ წა­ხა­ლი­სე­ბულ ნი­ჰი­ლიზმსა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სი­სად­მი სრულ უნ­დობ­ლო­ბას გა­მო­იწ­ვევს.

მი­უ­ხე­და­ვად დღე­ვან­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტის მი­მართ ბო­ი­კო­ტის რე­ჟიმ­ში მყოფ პარ­ტი­ებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი გან­სხვა­ვე­ბე­ბი­სა, ჩვენ სა­ერ­თო პო­ზი­ცია და მო­თხოვ­ნე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­ყალ­ბე­ბი­დან მა­ლე­ვე შე­ვა­ჯე­რეთ - პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, ახა­ლი სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია და სა­არ­ჩევ­ნო წე­სე­ბი, სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის ცვლი­ლე­ბა. ვა­დამ­დე­ლი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ოპო­ზი­ცი­ამ ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რამ­დე­ნი­მე გო­ნივ­რუ­ლი კომ­პრო­მი­სი შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა მათ რე­ა­ლუ­რი დი­ა­ლო­გის სურ­ვილს კვლავ არა­ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბით ბრძო­ლა და­უ­პი­რის­პი­რეს. რო­გორც ჩანს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰქონ­და ილუ­ზია, რომ ამ გზით დე­მოკ­რა­ტი­ულ ოპო­ზი­ცი­ურ სპექტრს აი­ძუ­ლებ­და უარი ეთ­ქვა ძი­რი­თად მო­თხოვ­ნებ­ზე. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" არ­ჩე­ულ­მა ამ გზამ სრუ­ლი კრა­ხი გა­ნი­ცა­და.

ჩვენ დღე­საც მივ­მარ­თავთ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" - დრო­უ­ლად და­უბ­რუნ­დეს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­დას და გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ კრი­ზი­სი­დან ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ვა­დამ­დე­ლი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და იმ სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბაა, რაც ოპო­ზი­ცი­ას და შე­სა­ბა­მი­სად ამომ­რჩევ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას აქვს დას­მუ­ლი. ასე­ვე ვა­ცხა­დებთ, რომ მუ­ქა­რა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის­თვის სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე სა­დამ­სჯე­ლო სან­ქცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბის შე­სა­ხებ და მან­და­ტე­ბის შე­ჩე­რე­ბის პრო­ცე­სის გა­წელ­ვა არა­ნა­ირ შე­დეგს არ გა­მო­ი­ღებს",-აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც "ლელო", "გირ­ჩი - მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა", "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო", "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი", "სა­ქარ­თვე­ლოს ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია", "ბლო­კი ძალა ერ­თო­ბა­შია - პროგ­რე­სი და თა­ვი­სუფ­ლე­ბა", ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", "სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის", "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" ავ­რცე­ლე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
167

აბა ჰე და აბა ჰოო

დუდუ
167

ვაი თქვენ პატრონს ქვეყნის მტრებო. ცოტაც და გაგცემთ პასუხსს საზოგადოება და მიგიჩენთ ადგის პოლიტიკურ მოუსვლელში

ავტორი:

ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" განცხადებით მიმართავს

ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" განცხადებით მიმართავს

ჩვენ დღესაც მივმართავთ "ქართულ ოცნებას" - დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა,- ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მუქარა, ოპოზიციური პარტიებისთვის საკანონმდებლო დონეზე სადამსჯელო სანქციების შემოღების შესახებ და მანდატების შეჩერების პროცესის გაწელვა, არანაირ შედეგს არ გამოიღებს.

"ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები ერთგული ვრჩებით იმ პოზიციის, რაც გაყალბებული საპარლამენტო არჩევნებისა და ივანიშვილის მიერ ქართველი ხალხის ნების მიტაცების შემდეგ დავიკავეთ. 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ნებას და შესაბამისად ამ არჩევნების შედეგების აღიარება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროცესის მიმართ ოცნების მიერ წახალისებულ ნიჰილიზმსა და დემოკრატიული პროცესისადმი სრულ უნდობლობას გამოიწვევს.

მიუხედავად დღევანდელი პარლამენტის მიმართ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს შორის არსებული განსხვავებებისა, ჩვენ საერთო პოზიცია და მოთხოვნები არჩევნების შედეგების გაყალბებიდან მალევე შევაჯერეთ - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და საარჩევნო წესები, საარჩევნო სისტემის ცვლილება. ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ოპოზიციამ ივანიშვილის ხელისუფლებას რამდენიმე გონივრული კომპრომისი შესთავაზა, თუმცა მათ რეალური დიალოგის სურვილს კვლავ არაცივილიზებული მეთოდებით ბრძოლა დაუპირისპირეს. როგორც ჩანს, ხელისუფლებას ჰქონდა ილუზია, რომ ამ გზით დემოკრატიულ ოპოზიციურ სპექტრს აიძულებდა უარი ეთქვა ძირითად მოთხოვნებზე. "ქართული ოცნების" არჩეულმა ამ გზამ სრული კრახი განიცადა.

ჩვენ დღესაც მივმართავთ "ქართულ ოცნებას" - დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და გააცნობიეროს, რომ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და იმ საკითხების მოგვარებაა, რაც ოპოზიციას და შესაბამისად ამომრჩევლების უმრავლესობას აქვს დასმული. ასევე ვაცხადებთ, რომ მუქარა ოპოზიციური პარტიებისთვის საკანონმდებლო დონეზე სადამსჯელო სანქციების შემოღების შესახებ და მანდატების შეჩერების პროცესის გაწელვა არანაირ შედეგს არ გამოიღებს",-აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც "ლელო", "გირჩი - მეტი თავისუფლება", "ევროპული საქართველო", "სტრატეგია აღმაშენებელი", "საქართველოს ლეიბორისტული პარტია", "ბლოკი ძალა ერთობაშია - პროგრესი და თავისუფლება", ნაციონალური მოძრაობა", "სახელმწიფო ხალხისთვის", "რესპუბლიკური პარტია" ავრცელებენ.

"იაგო ხვიჩია შეხვდა მამუკა მდინარაძეს - "გაჭედილი" აქვთ, რომ არ გაუყალბებიათ არჩევნები" - ვახტანგ მეგრელიშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"უახლოესი მეგობრები ვართ, ჩვენ შორის დაპირისპირება არ არის" - რას ამბობს გომელაური გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შსს-დან გახარიას კადრებს უშვებენ