საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაქცინას თებერვლის ბოლოს ველოდებით" - გამყრელიძის თქმით, COVID ვაქცინის გასაკეთებლად მოსახლეობის 50%-დან 60%-მდე მზადაა
"ვაქცინას თებერვლის ბოლოს ველოდებით" - გამყრელიძის თქმით, COVID ვაქცინის გასაკეთებლად მოსახლეობის 50%-დან 60%-მდე მზადაა

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სწო­რად და­გეგ­მის­თვის, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გაგ­ზავ­ნი­ლია მო­თხოვ­ნა, რომ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დონ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წყე­ბა­ზე ისა­უბ­რა.

„ვაქ­ცი­ნას ვე­ლო­დე­ბით თე­ბერ­ვლის ბო­ლოს, ინ­ტენ­სი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ უკვე და­ვაგ­ზავ­ნეთ ყვე­ლა კლი­ნი­კა­ში და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თხოვ­ნა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მოგ­ვა­წო­დონ დე­ტა­ლუ­რი სია ყვე­ლა იმ თა­ნამ­შრომ­ლის, რო­მე­ლიც მუ­შა­ობს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, იმის­თვის, რომ სწო­რად და­ი­გეგ­მოს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი“, - აცხა­დებს ტი­კა­რა­ძე.

ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში არ შე­მო­ვა ისე­თი ვაქ­ცი­ნა, რო­მელ­საც მა­ღა­ლი ნდო­ბის სტა­ტუ­სი არ ექ­ნე­ბა. ამას­თან, რო­გორც ტი­კა­რა­ძე გან­მარ­ტავს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის 60%-ის ვაქ­ცი­ნა­ცია ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გაზ­რდა­ზე იქო­ნი­ებს გავ­ლე­ნას.

„60% ეს ნამ­დვი­ლად ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აი­სა­ხე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გაზ­რდა­ზე. ეს არის მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 60%, რაც ნა­ტუ­რა­ლურ რი­ცხვში 1 600 000-დან 1 700 000-მდე არის.

და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გეგ­მა. ჩვე­ნი უწყე­ბა სხვა უწყე­ბებ­თან ერ­თად იმუ­შა­ვებს სა­ინ­ფორ­მა­ციო მა­უ­წყებ­ლებ­თან ერ­თად პირ­ველ რიგ­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ის კუ­თხით. ეს ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი ნა­ბი­ჯია, რო­მე­ლიც უნდა გა­დავ­დგათ. შემ­დგომ­ში, რო­დე­საც ვაქ­ცი­ნა­ცია ეტა­პობ­რი­ვად და­ი­წყე­ბა, რა თქმა უნდა, მის მიერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი საკ­მა­ოდ მცი­რე გვერ­დით მოვ­ლე­ნე­ბი ასე­ვე გაზ­რდის ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში მიმ­ღე­ო­ბას და სან­დო­ო­ბას“, - აცხა­დებს ტი­კა­რა­ძე.

კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით პირ­ველ რიგ­ში სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აიც­რე­ბი­ან. ამის შემ­დეგ კი პრი­ო­რი­ტე­ტი ხან­დაზ­მუ­ლებს და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს მი­ე­ნი­ჭე­ბათ.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც COVID ვაქ­ცი­ნის გა­სა­კე­თებ­ლად მზა­დაა, 50%-დან 60%-მდე მერ­ყე­ობს.

მი­სი­ვე თქმით, ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­თან შე­და­რე­ბით ვაქ­ცი­ნის მი­მართ პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შემ­ცი­რე­ბუ­ლია და ამის ერთ-ერთი მი­ზე­ზი მო­სახ­ლე­ო­ბა­ში სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბაა.

„გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით ჩვენ­თა­ნაც კეთ­დე­ბა სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მო­კი­თხვე­ბი. სხვა­დას­ხვა პე­რი­ოდ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 50%-დან 60%-მდე მერ­ყე­ობს. ნო­ემ­ბერ­ში უფრო მეტი იყო ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ანუ მეტი იმე­დი ჰქონ­დათ ადა­მი­ა­ნებს იმი­ტომ, რომ მა­შინ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა გა­ი­ზარ­და, რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო, შემ­დეგ ეს შემ­ცირ­და. ეს მხო­ლოდ COVID ვაქ­ცი­ნა­ზე არაა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ან­ტი­ვაქ­ცი­ნუ­რი მოძ­რა­ო­ბა ძა­ლი­ან ძლი­ე­რია მსოფ­ლი­ო­ში და ჩვენ­თა­ნაც. ჩემი აზ­რით, ამის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბაა“, - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, პან­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბის ერთ-ერთი გზა მო­სახ­ლე­ო­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე გა­დის.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, რო­დის შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს და­ვუბ­რუნ­დეთ, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ეს წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ში მოხ­დე­ბა.

„ჩვე­ულ რიტმს, რო­დე­საც ყველ­გან ვმოძ­რა­ობ­დით, ნი­ღა­ბი არ გვე­კე­თა, ვმოგ­ზა­უ­რობ­დით და ასე შემ­დეგ, კა­ცობ­რი­ო­ბა ჩემი აზ­რით, ერთ წელ­ში, წე­ლი­წად­ნა­ხე­ვარ­ში და­უბ­რუნ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გამყრელიძე
2

იმედია არავის დააძალებთ ,,,ვაქცინის<,,, გაკეთებას

მაკო
1

ყველას თავისი არჩევანის უფლება აქვს.ვისაც უნდა აიცრება და ვისაც არ უნდა ის არ აიცრება.ისე კარგი იქნებოდა ბატონი გამყრელიძე და ქალბატონი ტიკარაძე რომ აიცრან თავდაპირველად,იქნება ხალხს ნდობა უფრო დაუბრუნდეს ვაქცინისადმი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ვაქცინას თებერვლის ბოლოს ველოდებით" - გამყრელიძის თქმით, COVID ვაქცინის გასაკეთებლად მოსახლეობის 50%-დან 60%-მდე მზადაა

"ვაქცინას თებერვლის ბოლოს ველოდებით" - გამყრელიძის თქმით, COVID ვაქცინის გასაკეთებლად მოსახლეობის 50%-დან 60%-მდე მზადაა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სწორად დაგეგმისთვის, სამედიცინო დაწესებულებებში გაგზავნილია მოთხოვნა, რომ დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ თანამშრომლების შესახებ.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, სადაც საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებაზე ისაუბრა.

„ვაქცინას ველოდებით თებერვლის ბოლოს, ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე დავაგზავნეთ ყველა კლინიკაში და სამედიცინო დაწესებულებაში მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ მოგვაწოდონ დეტალური სია ყველა იმ თანამშრომლის, რომელიც მუშაობს სამედიცინო დაწესებულებაში, იმისთვის, რომ სწორად დაიგეგმოს ვაქცინაციის პროცესი“, - აცხადებს ტიკარაძე.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში არ შემოვა ისეთი ვაქცინა, რომელსაც მაღალი ნდობის სტატუსი არ ექნება. ამასთან, როგორც ტიკარაძე განმარტავს, საზოგადოების 60%-ის ვაქცინაცია ეკონომიკური საქმიანობის გაზრდაზე იქონიებს გავლენას.

„60% ეს ნამდვილად ის მაჩვენებელია, რომელიც მნიშვნელოვნად აისახება ეკონომიკური საქმიანობის გაზრდაზე. ეს არის მოზრდილი მოსახლეობის 60%, რაც ნატურალურ რიცხვში 1 600 000-დან 1 700 000-მდე არის.

დამუშავებულია სტრატეგიული კომუნიკაციის გეგმა. ჩვენი უწყება სხვა უწყებებთან ერთად იმუშავებს საინფორმაციო მაუწყებლებთან ერთად პირველ რიგში საინფორმაციო კამპანიის კუთხით. ეს ერთ-ერთი ძირითადი ნაბიჯია, რომელიც უნდა გადავდგათ. შემდგომში, როდესაც ვაქცინაცია ეტაპობრივად დაიწყება, რა თქმა უნდა, მის მიერ გამოვლენილი საკმაოდ მცირე გვერდით მოვლენები ასევე გაზრდის ჩვენს მოქალაქეებში მიმღეობას და სანდოობას“, - აცხადებს ტიკარაძე.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან. ამის შემდეგ კი პრიორიტეტი ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს მიენიჭებათ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ადამიანების რაოდენობა, რომელიც COVID ვაქცინის გასაკეთებლად მზადაა, 50%-დან 60%-მდე მერყეობს.

მისივე თქმით, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით ვაქცინის მიმართ პოზიტიური განწყობის მაჩვენებელი შემცირებულია და ამის ერთ-ერთი მიზეზი მოსახლეობაში სწორი ინფორმაციის ნაკლებობაა.

„გარკვეული პერიოდულობით ჩვენთანაც კეთდება სოციოლოგიური გამოკითხვები. სხვადასხვა პერიოდში დაახლოებით 50%-დან 60%-მდე მერყეობს. ნოემბერში უფრო მეტი იყო ეს მაჩვენებელი, ანუ მეტი იმედი ჰქონდათ ადამიანებს იმიტომ, რომ მაშინ სიკვდილიანობა გაიზარდა, რთული სიტუაცია იყო, შემდეგ ეს შემცირდა. ეს მხოლოდ COVID ვაქცინაზე არაა, მოგეხსენებათ, ანტივაქცინური მოძრაობა ძალიან ძლიერია მსოფლიოში და ჩვენთანაც. ჩემი აზრით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მოსახლეობაში სწორი ინფორმაციის ნაკლებობაა“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, პანდემიის დამარცხების ერთ-ერთი გზა მოსახლეობის ვაქცინაციაზე გადის.

რაც შეეხება კითხვას, როდის შეიძლება ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ, ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ეს წელიწადნახევარში მოხდება.

„ჩვეულ რიტმს, როდესაც ყველგან ვმოძრაობდით, ნიღაბი არ გვეკეთა, ვმოგზაურობდით და ასე შემდეგ, კაცობრიობა ჩემი აზრით, ერთ წელში, წელიწადნახევარში დაუბრუნდება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

"გვინდა, მივახვედროთ მთავრობა, რა ცუდ დღეში აღმოვჩნდით" - რესტორნები გაფიცვისთვის ემზადებიან

კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა და 21 გარდაცვლილი - რომელ რეგიონებში გამოვლინდა ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?

ხმაური გორის კლინიკაში - მშობიარეს ახლობლები ნაყოფის დაღუპვაში ექიმებს ადანაშაულებენ