სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტესტმა დადებითი აჩვენა და მეორედ დაიწყო ეს ჯოჯოხეთი" - ანიტა რაჭველიშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა
"ტესტმა დადებითი აჩვენა და მეორედ დაიწყო ეს ჯოჯოხეთი" - ანიტა რაჭველიშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა

ოპე­რის ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი, ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში" წერს, რომ ის კო­რო­ნა­ვირუ­სით მე­ო­რედ და­ინ­ფი­ცირ­და. რო­გორც რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, თავ­და­პირ­ვე­ლად ვირუ­სი მას ივ­ლის­ში შეხ­ვდა, ხოლო მე­ო­რედ ახ­ლა­ხანს.

"15 იან­ვარს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო დავ­ტო­ვე, "კო­ვიდ-19-ის" ტეს­ტი უარ­ყო­ფი­თი იყო. ტეს­ტი გა­ვი­კე­თეთ 14, 16 და 18 იან­ვარს და ყვე­ლა ჯერ­ზე პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თი იყო. შა­ბათს, 23 იან­ვარს თავი შე­უძ­ლოდ ვიგ­რძე­ნი, ყნოს­ვა და გემო სრუ­ლად დავ­კარ­გე. მა­შინ­ვე იზო­ლა­ცი­ა­ში გა­და­ვე­დი და უკვე ორ­შა­ბათს, 25 იან­ვარს, ტეს­ტმა და­დე­ბი­თი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა. მე­ო­რედ და­ი­წყო ეს ჯო­ჯო­ხე­თი!

პირ­ვე­ლად ივ­ლის­ში და­ვინ­ფი­ცირ­დი და მდგო­მა­რე­ო­ბა მსუ­ბუ­ქი იყო. გა­დამ­დე­ბი არ ვი­ყა­ვი, რად­გან ოთოს (გუ­ლის­ხმობს მე­უღ­ლეს) არ ჰქო­ნია კო­რო­ნა. იმე­დია, არც ამ­ჯე­რად ვარ გა­დამ­დე­ბი. ოთოს ტეს­ტი ნე­გა­ტი­უ­რი იყო ამ­ჯე­რა­დაც. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ ჩემი კო­ლე­გე­ბის გამო, რომ­ლებ­მაც ახლა უნდა გა­ი­კე­თონ ტეს­ტი და გა­ი­ა­რონ კა­რან­ტი­ნი. ბო­დი­ში, მე­გობ­რე­ბო.

იმე­დი მაქვს, 10 დღე­ში ტეს­ტის პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თი იქ­ნე­ბა და შევ­ძლებ ჩემი კარ­მე­ნის შეს­რუ­ლე­ბას ვე­ნის ოპე­რა­ში ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და ონ­ლა­ინ ტრანსლა­ცი­ის­თვის

ყვე­ლას ჯან­მრთე­ლო­ბას და უსაფრ­თხოდ ყოფ­ნას გი­სურ­ვებთ“ - წერს ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან კი­დევ ერთი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

"ჩემო ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო! მარ­თა­ლია, სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი და­მა­ტყდა თავს გუ­შინ და ძა­ლი­ან გან­ვიც­დი, მაგ­რამ იმ­დე­ნი თბი­ლი კო­მენ­ტა­რი წა­ვი­კი­თხე და იმ­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი და და­დე­ბი­თი ენერ­გია გა­მოგ­ზავ­ნეთ, რომ დღეს უკვე ბევ­რად უკეთ ვგრძნობ თავს! უდი­დე­სი მად­ლო­ბა ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო! ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ ყვე­ლა" - წერს მუ­სი­კო­სი.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილია
34

ჯიგარი ხარ რო არ იცავ წესებს. აბა რაა. მასე უნდა გააგრძელო და მესამედაც დაინფიცირდე. შენნაირი ბევრი დადის საქართველოში. უპირბადეო დოყლაპიები

ლია
6

რატომ გაიკეთა ნეტავ ამდენი ტესტი ,თვითმფრინავით რომ იმგზავრა თუ რა იყო .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ტესტმა დადებითი აჩვენა და მეორედ დაიწყო ეს ჯოჯოხეთი" - ანიტა რაჭველიშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა

"ტესტმა დადებითი აჩვენა და მეორედ დაიწყო ეს ჯოჯოხეთი" - ანიტა რაჭველიშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა

ოპერის ცნობილი ქართველი მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი "ფეისბუქში" წერს, რომ ის კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა. როგორც რაჭველიშვილი აღნიშნავს, თავდაპირველად ვირუსი მას ივლისში შეხვდა, ხოლო მეორედ ახლახანს.

"15 იანვარს, როდესაც საქართველო დავტოვე, "კოვიდ-19-ის" ტესტი უარყოფითი იყო. ტესტი გავიკეთეთ 14, 16 და 18 იანვარს და ყველა ჯერზე პასუხი უარყოფითი იყო. შაბათს, 23 იანვარს თავი შეუძლოდ ვიგრძენი, ყნოსვა და გემო სრულად დავკარგე. მაშინვე იზოლაციაში გადავედი და უკვე ორშაბათს, 25 იანვარს, ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. მეორედ დაიწყო ეს ჯოჯოხეთი!

პირველად ივლისში დავინფიცირდი და მდგომარეობა მსუბუქი იყო. გადამდები არ ვიყავი, რადგან ოთოს (გულისხმობს მეუღლეს) არ ჰქონია კორონა. იმედია, არც ამჯერად ვარ გადამდები. ოთოს ტესტი ნეგატიური იყო ამჯერადაც. ძალიან ვწუხვარ ჩემი კოლეგების გამო, რომლებმაც ახლა უნდა გაიკეთონ ტესტი და გაიარონ კარანტინი. ბოდიში, მეგობრებო.

იმედი მაქვს, 10 დღეში ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება და შევძლებ ჩემი კარმენის შესრულებას ვენის ოპერაში ტელევიზიისა და ონლაინ ტრანსლაციისთვის

ყველას ჯანმრთელობას და უსაფრთხოდ ყოფნას გისურვებთ“ - წერს ანიტა რაჭველიშვილი.

მოგვიანებით მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას კეთილი სურვილებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩემო ძვირფასო მეგობრებო! მართალია, საშინელი ამბავი დამატყდა თავს გუშინ და ძალიან განვიცდი, მაგრამ იმდენი თბილი კომენტარი წავიკითხე და იმდენი სიყვარული და დადებითი ენერგია გამოგზავნეთ, რომ დღეს უკვე ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს! უდიდესი მადლობა ჩემო ძვირფასებო! ძალიან მიყვარხართ ყველა" - წერს მუსიკოსი.

"ექიმებისთვის აცრა უნდა იყოს სავალდებულო... ვისაც არ სურს, გავიდნენ უხელფასო შვებულებაში, აეკრძალოთ პაციენტთან მუშაობა" - შვედეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი

"ფაიზერით" სრულად ვაქცინირებულ დედაჩემს უთხრეს, რომ კოვიდი აქვს და "სუფთა" საავადმყოფოში ვერ შეუშვებენ" - რას წერს ჟურნალისტი დავით ნიკურაძე?

"როცა ვიმალებოდით, არავინ შეგვიფარა. ერთმა კაცმა ისიც გვითხრა, თუ არ წავიდოდით, თავად მოგვკლავდა..." - რას წერს ანა სუბელიანი 5 ივლისის მოვლენებზე