სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაში შეიძლება დაჩქარდეს შეზღუდვების მოხსნის გეგმა და როდის ამოქმედდება სრულად სასწავლო დაწესებულებები - რას ამბობს გახარია?
რა შემთხვევაში შეიძლება დაჩქარდეს შეზღუდვების მოხსნის გეგმა და როდის ამოქმედდება სრულად სასწავლო დაწესებულებები - რას ამბობს გახარია?

რო­გორც კი და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა­ში, ქა­ლაქ­ში, ცალ­კე­ულ რე­გი­ონ­ში ჩა­მოც­დე­ბა 4%-ს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგ­ვეძ­ლე­ბა გახ­სნის ის გეგ­მა, რო­მე­ლიც უკვე წარ­მოდ­გე­ნი­ლი გვაქვს, და­ვაჩ­ქა­როთ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლა­ფე­რი უნდა იყოს თან­მიმ­დევ­რუ­ლი, ბა­ლან­სის დაც­ვით და ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი არის ბა­ლან­სის სა­შუ­ა­ლე­ბით ეკო­ნო­მი­კის სწრა­ფი აღ­დგე­ნა.

„კარ­გი შე­დე­გე­ბი გვაქვს აჭა­რა­ში და რამ­დე­ნი­მე მსხვი­ლი ქა­ლა­ქის გარ­და, სა­დაც და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჯერ კი­დევ მა­ღა­ლია, და­ნარ­ჩენ ქა­ლა­ქებ­ში ყვე­ლა­ფე­რი გავ­ხსე­ნით. ვაჭ­რო­ბა მათ შო­რის, გა­ნათ­ლე­ბა მათ შო­რის და გავ­ხსე­ნით მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტიც. თუ არ ვიქ­ნე­ბით მსგავ­სად თან­მიმ­დევ­რუ­ლე­ბი და ვი­სა­უბ­რებთ მხო­ლოდ და მხო­ლოდ სურ­ვი­ლებ­ზე, ჩვენ მხო­ლოდ და მხო­ლოდ და­ვა­ზი­ა­ნებთ ეკო­ნო­მი­კას და სხვა შე­დეგს ვერ მი­ვი­ღებთ, ეს უნდა გვეს­მო­დეს ყვე­ლას, მა­შინ რო­დე­საც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­საც ვი­ღებთ. რა არის ჩვენ­თვის და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი - რო­გორც კი და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა­ში, ქა­ლაქ­ში, ცალ­კე­ულ რე­გი­ონ­ში ჩა­მოც­დე­ბა 4%-ს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგ­ვეძ­ლე­ბა გახ­სნის ის გეგ­მა, რო­მე­ლიც უკვე წარ­მოდ­გე­ნი­ლი გვაქვს და­ვაჩ­ქა­როთ. მა­გა­ლი­თად, თუ თბი­ლის­ში და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჩა­მოც­დე­ბა 4%-ს უახ­ლო­ეს ერთ კვი­რა­ში, რა თქმა უნდა, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის გახ­სნა­ზეც უნდა ვი­სა­უბ­როთ უფრო სწრა­ფად და ეკო­ნო­მი­კის იმ დარ­გე­ბის გახ­სნა­ზეც, რომ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც ეპიდმდგო­მა­რე­ო­ბა გვაძ­ლევს. ასე რომ, მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რი არის უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა იყოს თან­მიმ­დევ­რუ­ლი, ბა­ლან­სის დაც­ვით და ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, მაგ­რამ რა თქმა უნდა სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი არის ბა­ლან­სის სა­შუ­ა­ლე­ბით ეკო­ნო­მი­კის სწრა­ფი აღ­დგე­ნა,“ - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მისი თქმით, რო­გორც კი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჩა­მოც­დე­ბა 4%-ს ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს იმის­თვის, რომ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ამოქ­მედ­დეს.

„ჩვენ ძა­ლი­ან კარ­გად გვეს­მის, რას ნიშ­ნავს სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის და მათი მშობ­ლე­ბის­თვის ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დით სახ­ლში ყოფ­ნა და ის, რომ მათ არ აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ფი­ზი­კუ­რად იყ­ვნენ სას­წავ­ლო კლა­სებ­ში. აქაც, ჩვენ, რო­გორც კი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მოგ­ვცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას და რო­გორც კი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჩა­მო­ცილ­დე­ბა 4% რა თქმა უნდა ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ სწრა­ფად ავა­მოქ­მე­დოთ უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სფე­რო, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, რო­დე­საც მიზ­ნობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­და, ქვე­ყა­ნა­ში დღე­ში იყო 5000-ზე მეტი ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა მარ­თავ­და და­ახ­ლო­ე­ბით 30 000 ინ­ფი­ცი­რე­ბულს და ასე­ვე დღე­ში 7000 ინ­ფი­ცი­რე­ბულს ჰოს­პი­ტა­ლურ სის­ტე­მა­ში.

„დღეს უჩ­ვე­უ­ლო ფორ­მატ­ში ვიკ­რი­ბე­ბით, თუმ­ცა ამას აქვს თა­ვი­სი მი­ზე­ზი და მი­ზა­ნი. ვე­ცა­დეთ, გაგ­ვე­ერ­თი­ა­ნე­ბი­ნა ეკო­ნო­მი­კუ­რი და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ნა­წი­ლი, ამი­ტომ, ჩვენს პარ­ლა­მენ­ტა­რებს ვთხო­ვეთ, რომ დას­წრე­ბოდ­ნენ ამ შეხ­ვედ­რას. ეს არ არის ეკო­ნო­მი­კუ­რი საბ­ჭო, უბ­რა­ლოდ, აქ ჩვენ გვინ­და, იმ ამო­ცა­ნებ­ზე ვი­სა­უბ­როთ, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გვე­ლის ეკო­ნო­მი­კის გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სხვა­დას­ხვა აზ­რია, ერთი რამ უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ - ჩვენ ეს მიზ­ნობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვე­ბი და­ვი­წყეთ 28 ნო­ემ­ბრი­დან. არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ რო­დე­საც მიზ­ნობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვე­ბი და­ვი­წყეთ, ქვე­ყა­ნა­ში დრე­ში იყო 5000-ზე მეტი შემ­თხვე­ვა. ყვე­ლა­ნი უნდა შევ­თან­ხმდეთ, რომ მა­შინ, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში 5-6 ათა­სი შემ­თხვე­ვაა ინ­ფი­ცი­რე­ბის, ეკო­ნო­მი­კის ნორ­მა­ლურ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია. ამი­ტომ, თან­მიმ­დევ­რუ­ლე­ბი უნდა ვი­ყოთ ყვე­ლა­ფერ­ში. რო­დე­საც მა­გა­ლი­თად, ვი­თხოვთ ეკო­ნო­მი­კის სხვა­დას­ხვა სექ­ტო­რე­ბის და დარ­გე­ბის გახ­სნას, ან ვთვლით, რომ ერ­თდრო­უ­ლად, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, მა­შინ, რო­დე­საც მა­გა­ლი­თად, თბი­ლის­ში, რო­დე­საც და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ბევ­რად უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე აჭა­რა­ში - ტრან­სპორ­ტის გახ­სნას. უბ­რა­ლოდ, უნდა გვეს­მო­დეს, მე­ო­რე მხა­რეს რის­კი რა არის. რის­კი არის ის, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა სწრა­ფად გა­იზ­რდე­ბა და მოგ­ვი­წევს ისევ სწრა­ფი შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მი­ღე­ბა. ამი­ტომ ყვე­ლა უნდა შევ­თან­ხმდეთ ერთ რა­მე­ზე - თუ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, არ ხდე­ბა ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის სრუ­ლი მარ­თვა, ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­უ­ბა­რი ნორ­მა­ლურ ეკო­ნო­მი­კურ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე არის ჭო­რა­ო­ბა და მეტი არა­ფე­რი, ან სურ­ვი­ლე­ბი, რომ­ლის მიღ­მაც არა­ნა­ი­რი მეც­ნი­ე­რუ­ლად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი არ არ­სე­ბობს. ჩვენ­თვის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბია და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. თუ და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 4 პრო­ცენტზე მე­ტია, ქვე­ყა­ნა­ში ნორ­მა­ლურ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტია, ისე­ვე, რო­გორც ნორ­მა­ლურ ეკო­ნო­მი­კურ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე, იმი­ტომ, რომ სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბის რის­კი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. ამი­ტომ, რო­დე­საც ჩვენ ეს მიზ­ნობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვე­ბი და­ვი­წყეთ, ქვე­ყა­ნა­ში დღე­ში გვქონ­და და­ახ­ლო­ე­ბით 7000 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლურ სის­ტე­მა­ში, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა მარ­თავ­და და­ახ­ლო­ე­ბით 30 000 ინ­ფი­ცი­რე­ბულს და დღე­ში გვქონ­და 5000-ზე მეტი ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა!
9

ეს კაცი ოქტომბერში იძახდა შეზღუდვები არ იგეგმებაო და 28 ნოემბრამდე ორი დღით ადრე გამოუცხადეს ხალხს. ამიტომ აზრი არ აქვს მისი კომენტარის განხილვას. მგონი არც არავინ ეკითხება მაგას ლოქდაუნის გამოცხადებას ან მოხსნას.

Გიორგი
30

Testebs nu iketebt da machvanebeli nolze chamova, am surdom rogor shegashinat jigitebo?) 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

რა შემთხვევაში შეიძლება დაჩქარდეს შეზღუდვების მოხსნის გეგმა და როდის ამოქმედდება სრულად სასწავლო დაწესებულებები - რას ამბობს გახარია?

რა შემთხვევაში შეიძლება დაჩქარდეს შეზღუდვების მოხსნის გეგმა და როდის ამოქმედდება სრულად სასწავლო დაწესებულებები - რას ამბობს გახარია?

როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილი გვაქვს, დავაჩქაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ, რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა.

„კარგი შედეგები გვაქვს აჭარაში და რამდენიმე მსხვილი ქალაქის გარდა, სადაც დადებითობის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, დანარჩენ ქალაქებში ყველაფერი გავხსენით. ვაჭრობა მათ შორის, განათლება მათ შორის და გავხსენით მუნიციპალური ტრანსპორტიც. თუ არ ვიქნებით მსგავსად თანმიმდევრულები და ვისაუბრებთ მხოლოდ და მხოლოდ სურვილებზე, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ დავაზიანებთ ეკონომიკას და სხვა შედეგს ვერ მივიღებთ, ეს უნდა გვესმოდეს ყველას, მაშინ როდესაც გადაწყვეტილებასაც ვიღებთ. რა არის ჩვენთვის დადებითობის მაჩვენებელი - როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილი გვაქვს დავაჩქაროთ. მაგალითად, თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს. ასე რომ, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ რა თქმა უნდა საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, როგორც კი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდეს.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეების და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა და ის, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა ფიზიკურად იყვნენ სასწავლო კლასებში. აქაც, ჩვენ, როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და როგორც კი მაჩვენებელი ჩამოცილდება 4% რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწრაფად ავამოქმედოთ უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო, განსაკუთრებით ჩვენი შვილებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დაწესდა, ქვეყანაში დღეში იყო 5000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა, ჯანდაცვის სისტემა მართავდა დაახლოებით 30 000 ინფიცირებულს და ასევე დღეში 7000 ინფიცირებულს ჰოსპიტალურ სისტემაში.

„დღეს უჩვეულო ფორმატში ვიკრიბებით, თუმცა ამას აქვს თავისი მიზეზი და მიზანი. ვეცადეთ, გაგვეერთიანებინა ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური ნაწილი, ამიტომ, ჩვენს პარლამენტარებს ვთხოვეთ, რომ დასწრებოდნენ ამ შეხვედრას. ეს არ არის ეკონომიკური საბჭო, უბრალოდ, აქ ჩვენ გვინდა, იმ ამოცანებზე ვისაუბროთ, რომელიც უახლოეს დღეებში გველის ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებაში სხვადასხვა აზრია, ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ - ჩვენ ეს მიზნობრივი შეზღუდვები დავიწყეთ 28 ნოემბრიდან. არ დაგვავიწყდეს, რომ როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დავიწყეთ, ქვეყანაში დრეში იყო 5000-ზე მეტი შემთხვევა. ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანაში 5-6 ათასი შემთხვევაა ინფიცირების, ეკონომიკის ნორმალურ ფუნქციონირებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ, თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ ყველაფერში. როდესაც მაგალითად, ვითხოვთ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების და დარგების გახსნას, ან ვთვლით, რომ ერთდროულად, ქვეყნის მასშტაბით, მაშინ, როდესაც მაგალითად, თბილისში, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე აჭარაში - ტრანსპორტის გახსნას. უბრალოდ, უნდა გვესმოდეს, მეორე მხარეს რისკი რა არის. რისკი არის ის, რომ ინფიცირების გავრცელება სწრაფად გაიზრდება და მოგვიწევს ისევ სწრაფი შემზღუდავი ღონისძიებების მიღება. ამიტომ ყველა უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე - თუ საბოლოო ჯამში, არ ხდება ინფექციის გავრცელების სრული მართვა, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა და მეტი არაფერი, ან სურვილები, რომლის მიღმაც არანაირი მეცნიერულად დასაბუთებული არგუმენტები არ არსებობს. ჩვენთვის დასაბუთებული არგუმენტებია დადებითობის მაჩვენებელი. თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია, ქვეყანაში ნორმალურ ფუნქციონირებაზე საუბარი ზედმეტია, ისევე, როგორც ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე, იმიტომ, რომ სწრაფი გავრცელების რისკი ძალიან მაღალია. ამიტომ, როდესაც ჩვენ ეს მიზნობრივი შეზღუდვები დავიწყეთ, ქვეყანაში დღეში გვქონდა დაახლოებით 7000 ინფიცირებული ჰოსპიტალურ სისტემაში, ჯანდაცვის სისტემა მართავდა დაახლოებით 30 000 ინფიცირებულს და დღეში გვქონდა 5000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"ვხუმრობდი, ანდერძიც კი დავწერე-მეთქი... ყველანაირი საკუთრება ჩემს ძმაზე გადავაფორმე" - სალომე სამადაშვილის აპოლიტიკური პორტრეტი