საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზამთრის ომში" დაკარგული ქართველები - ბევრი მათგანის შესახებ, 1940 წლის შემდეგ არაფერი იყო ცნობილი
"ზამთრის ომში" დაკარგული ქართველები - ბევრი მათგანის შესახებ, 1940 წლის შემდეგ არაფერი იყო ცნობილი

მსოფ­ლიო ომე­ბის ის­ტო­რი­ა­ში "ზამ­თრის ომის" სა­ხელ­წო­დე­ბით შე­ვი­და სსრკ-ფი­ნე­თის ომი, რო­მე­ლიც 1939 წლის 30 ნო­ემ­ბერს და­ი­წყო და მას­ში საბ­ჭო­თა ჯარ­ში მყო­ფი ასე­უ­ლო­ბით ქარ­თვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

შე­მოდ­გო­მის მი­წუ­რულს, 500 000-ზე მეტი საბ­ჭო­თა ჯა­რის­კა­ცი ფი­ნეთ­ში შე­იჭ­რა, იმ ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზით, რომ "კრემლს ფი­ნე­თის გავ­ლით ნა­ცის­ტე­ბის თავ­დას­ხმის ეში­ნო­და". საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ფი­ნე­თის მთავ­რო­ბის­გან მი­წის გაც­ვლას ითხოვ­და, ფი­ნეთ­მა უარი გა­ნა­ცხა­და...

საბ­ჭო­თა ჯა­რის­კა­ცე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ფი­ნე­ლე­ბი ცივი ბრძო­ლე­ბის­თვის კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ

1940 წელს, ბალ­ტი­ის ზღვის ფი­ნე­თის ყუ­რე­ში, კუნ­ძულ სურ-სარ­ზე, ფი­ნე­თის არ­მი­ამ 43-ე მსრო­ლელ­თა დი­ვი­ზია გა­ა­ნად­გუ­რა, რო­მელ­შიც საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში შე­მა­ვა­ლი სხვა­დას­ხვა რეს­პუბ­ლი­კი­დან 310 ადა­მი­ა­ნი ირი­ცხე­ბო­და, მათ შო­რის, ქარ­თვე­ლე­ბი.

შე­მოდ­გო­მის მი­წუ­რულს და­წყე­ბუ­ლი ომის დას­რუ­ლე­ბას, საბ­ჭო­თა მე­თა­უ­რო­ბა რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში გეგ­მავ­და, თუმ­ცა, ასე არ მოხ­და - ფი­ნე­ლებ­მა მედ­გა­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­წი­ეს... არა­ა­და­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ში, -40 გრა­დუ­სამ­დე ყინ­ვა­ში მიმ­დი­ნა­რე ომს, უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. ზო­გი­ერ­თი არა ტყვი­ამ, არა­მედ აუ­ტა­ნელ­მა სი­ცი­ვემ იმ­სხვერ­პლა...

გა­ყი­ნუ­ლი საბ­ჭო­თა ჯა­რის­კა­ცის ცხე­და­რი

წლე­ბის შემ­დეგ, AMBEBI.GE-ს ქერ­ჩის კო­მი­სი­ამ იმ ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ნა­წი­ლის გვარ-სა­ხე­ლე­ბი მი­ა­წო­და, რომ­ლე­ბიც 1939-1940 წლებ­ში "ზამ­თრის ომში" მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. დო­კუ­მენ­ტე­ბის ნა­წი­ლი დღემ­დე და­ხუ­რუ­ლი იყო, ამი­ტომ ბევ­რი მათ­გა­ნი დღემ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა. იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა და დე­ტა­ლებს მკი­თხველს ეტა­პობ­რი­ვად მი­ვაწ­ვდით.

გთა­ვა­ზობთ სიას, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოგ­ვა­წო­დეს:

სერ­გო ან­ტო­ნის ძე ტა­ბა­ტა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1917 წელს, ქა­ლაქ ხა­შურ­ში, ლე­ნი­ნის ქუ­ჩის 43 ნო­მერ­ში. ასე­უ­ლის უმ­ცრო­სი მე­თა­უ­რი. და­ი­ღუ­პა 1940 წლის 19 თე­ბერ­ვალს. მისი და­საფ­ლა­ვე­ბის ად­გი­ლად მი­თი­თე­ბუ­ლია ლე­ნინ­გრა­დის ოლქი, გატ­ჩისნ­კის რა­ი­ო­ნი, სო­ფე­ლი კი­ა­მა­რა.

გრი­გო­რი ვე­ლი­ას (ვარ­ლა­მის) ძე აგ­ლა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1916 წელს, ქუ­თა­ი­სის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გე­გუთ­ში. 1939 წლის 27 დე­კემ­ბერს ტყვედ ჩა­ვარ­და, გა­და­იყ­ვა­ნეს #1 ბა­ნაკ­ში, თუმ­ცა, ფი­ნე­თის ეროვ­ნულ არ­ქივ­ში და­ცულ დო­კუ­მენ­ტებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ იქი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა, რის შემ­დე­გაც მისი ბედი უც­ნო­ბია...

სერ­გეი პო­ლი­კარ­პეს ძე არ­ვე­ლა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი სამ­ტრე­დი­ა­ში. და­ი­ღუ­პა ფრონ­ტის ხაზ­ზე, 1940 წლის 15 თე­ბერ­ვალს.

დე­მურ პან­კოს ძე აბა­ში­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1917 წელს ხუ­ლოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ალ­მე­ში. 1940 წლის 5 მარტს ტყვედ ჩა­ვარ­და ნას­ტა­ლო­ში. ფი­ნე­თის ეროვ­ნულ არ­ქივ­ში და­ცუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბით მი­ხედ­ვით, ის ფი­ნეთ­ში, საბ­ჭო­თა ტყვე­თა ბა­ნაკ­ში იყო.

ვა­სი­ლი სე­მი­ო­ნის ძე ბოლ­ქვა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1919 წელს, მა­ხა­რა­ძის (ახ­ლან­დე­ლი ოზურ­გე­თი) რა­ი­ო­ნის სო­ფელ კონ­ჭკათ­ში. საბ­ჭო­თა ჯარ­ში გაწ­ვე­ვის თა­რი­ღია 1939 წლის 30 იან­ვა­რი, 1940 წლის 3 ივ­ლი­სი­დან ფი­ნე­თის ომში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა.

გი­ორ­გი რო­მა­ნის ძე გო­გი­ნაშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1916 წელს, გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ახალ­შენ­ში. 1940 წლის 2 თე­ბერ­ვალს, ბრძო­ლი­სას გამ­ჭო­ლი ჭრი­ლო­ბა მი­ი­ღო, და­ი­ღუ­პა იმა­ვე წლის 3 მარტს.

მი­ხე­ილ ატას (ან ავ­თოს) ძე ჯი­ჭო­ნა­ია - და­ბა­დე­ბუ­ლი ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ორუ­ლუ­ში. მსა­ხუ­რობ­და ლიტ­ვის სსრ-ში, მე­ხუ­თე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, 1939 წლის შემ­დეგ, მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ იძებ­ნე­ბა.

აბ­რამ გი­ორ­გის ძე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1918 წელს, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ შა­ლა­ურ­ში. 1940 წლის მარ­ტი­დან უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წმინდა გაგა
65

ეს სიები დღეს არავის აინტერესებს. დრო უფრო პოზიტიურ ამბებს დაუთმეთ მაგალითად ელიტური ქრონიკები გააშუქეთ. ნინა წკრიალაშვილი რომ არსად ჩანს მიზეზი არავის გაინტერესებთ?

გიორგი
3

ნათელში ამყოფოს ღმერთმა ყველას სულები.

ავტორი:

"ზამთრის ომში" დაკარგული ქართველები - ბევრი მათგანის შესახებ, 1940 წლის შემდეგ არაფერი იყო ცნობილი

"ზამთრის ომში" დაკარგული ქართველები - ბევრი მათგანის შესახებ, 1940 წლის შემდეგ არაფერი იყო ცნობილი

მსოფლიო ომების ისტორიაში "ზამთრის ომის" სახელწოდებით შევიდა სსრკ-ფინეთის ომი, რომელიც 1939 წლის 30 ნოემბერს დაიწყო და მასში საბჭოთა ჯარში მყოფი ასეულობით ქართველი მონაწილეობდა.

შემოდგომის მიწურულს, 500 000-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი ფინეთში შეიჭრა, იმ ოფიციალური მიზეზით, რომ "კრემლს ფინეთის გავლით ნაცისტების თავდასხმის ეშინოდა". საბჭოთა ხელისუფლება ფინეთის მთავრობისგან მიწის გაცვლას ითხოვდა, ფინეთმა უარი განაცხადა...

საბჭოთა ჯარისკაცებისგან განსხვავებით, ფინელები ცივი ბრძოლებისთვის კარგად მომზადებულები იყვნენ

1940 წელს, ბალტიის ზღვის ფინეთის ყურეში, კუნძულ სურ-სარზე, ფინეთის არმიამ 43-ე მსროლელთა დივიზია გაანადგურა, რომელშიც საბჭოთა კავშირში შემავალი სხვადასხვა რესპუბლიკიდან 310 ადამიანი ირიცხებოდა, მათ შორის, ქართველები.

შემოდგომის მიწურულს დაწყებული ომის დასრულებას, საბჭოთა მეთაურობა რამდენიმე კვირაში გეგმავდა, თუმცა, ასე არ მოხდა - ფინელებმა მედგარი წინააღმდეგობა გაწიეს... არაადამიანურ პირობებში, -40 გრადუსამდე ყინვაში მიმდინარე ომს, უამრავი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ზოგიერთი არა ტყვიამ, არამედ აუტანელმა სიცივემ იმსხვერპლა...

გაყინული საბჭოთა ჯარისკაცის ცხედარი

წლების შემდეგ, AMBEBI.GE-ს ქერჩის კომისიამ იმ ქართველი ჯარისკაცების ნაწილის გვარ-სახელები მიაწოდა, რომლებიც 1939-1940 წლებში "ზამთრის ომში" მონაწილეობდნენ. დოკუმენტების ნაწილი დღემდე დახურული იყო, ამიტომ ბევრი მათგანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. იდენტიფიკაციის პროცესი გრძელდება და დეტალებს მკითხველს ეტაპობრივად მივაწვდით.

გთავაზობთ სიას, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოგვაწოდეს:

სერგო ანტონის ძე ტაბატაძე - დაბადებული 1917 წელს, ქალაქ ხაშურში, ლენინის ქუჩის 43 ნომერში. ასეულის უმცროსი მეთაური. დაიღუპა 1940 წლის 19 თებერვალს. მისი დასაფლავების ადგილად მითითებულია ლენინგრადის ოლქი, გატჩისნკის რაიონი, სოფელი კიამარა.

გრიგორი ველიას (ვარლამის) ძე აგლაძე - დაბადებული 1916 წელს, ქუთაისის რაიონის სოფელ გეგუთში. 1939 წლის 27 დეკემბერს ტყვედ ჩავარდა, გადაიყვანეს #1 ბანაკში, თუმცა, ფინეთის ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტებში მითითებულია, რომ იქიდან გათავისუფლდა, რის შემდეგაც მისი ბედი უცნობია...

სერგეი პოლიკარპეს ძე არველაძე - დაბადებული სამტრედიაში. დაიღუპა ფრონტის ხაზზე, 1940 წლის 15 თებერვალს.

დემურ პანკოს ძე აბაშიძე - დაბადებული 1917 წელს ხულოს რაიონის სოფელ ალმეში. 1940 წლის 5 მარტს ტყვედ ჩავარდა ნასტალოში. ფინეთის ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტებით მიხედვით, ის ფინეთში, საბჭოთა ტყვეთა ბანაკში იყო.

ვასილი სემიონის ძე ბოლქვაძე - დაბადებული 1919 წელს, მახარაძის (ახლანდელი ოზურგეთი) რაიონის სოფელ კონჭკათში. საბჭოთა ჯარში გაწვევის თარიღია 1939 წლის 30 იანვარი, 1940 წლის 3 ივლისიდან ფინეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

გიორგი რომანის ძე გოგინაშვილი - დაბადებული 1916 წელს, გურჯაანის რაიონის სოფელ ახალშენში. 1940 წლის 2 თებერვალს, ბრძოლისას გამჭოლი ჭრილობა მიიღო, დაიღუპა იმავე წლის 3 მარტს.

მიხეილ ატას (ან ავთოს) ძე ჯიჭონაია - დაბადებული ზუგდიდის რაიონის სოფელ ორულუში. მსახურობდა ლიტვის სსრ-ში, მეხუთე განყოფილებაში, 1939 წლის შემდეგ, მის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

აბრამ გიორგის ძე ჯავახიშვილი - დაბადებული 1918 წელს, თელავის რაიონის სოფელ შალაურში. 1940 წლის მარტიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"