პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მალე საქართველო მიიღებს ვაქცინებს, რომლებსაც მსოფლიო მედიცინის პროფესიონალთა ელიტა გვთავაზობს - უცნაური იქნება, არ ვენდოთ მათ სიტყვას და დავუჯეროთ მითებს" - გელა ჩარკვიანი
"მალე საქართველო მიიღებს ვაქცინებს, რომლებსაც მსოფლიო მედიცინის პროფესიონალთა ელიტა გვთავაზობს - უცნაური იქნება, არ ვენდოთ მათ სიტყვას და დავუჯეროთ მითებს" - გელა ჩარკვიანი

დღე­ვან­დე­ლი ჭი­რი­ა­ნო­ბის წყვდი­ად­ში სი­ნათ­ლის სხი­ვი გა­მოჩ­ნდა, მალე სა­ქარ­თვე­ლო მი­ი­ღებს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნებს, რომ­ლებ­საც მსოფ­ლიო მე­დი­ცი­ნის პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა ელი­ტა გვთა­ვა­ზობს, - ამის შე­სა­ხებ დიპ­ლო­მა­ტი, მწე­რა­ლი გელა ჩარ­კვი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მისი თქმით, ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი იქ­ნე­ბა, არ ვენ­დოთ მათ სი­ტყვას და და­ვუ­ჯე­როთ მი­თებს, რომ­ლებ­საც ხში­რად ფსი­ქი­კუ­რად გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბე­ლი კონ­სპი­რო­ლო­გე­ბი ქმნი­ან.

„მე და­ვი­ბა­დე 1939 წელს. სულ ორი წლი­სა ვი­ყა­ვი, როცა იმ დროს ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კას მო­დე­ბუ­ლი სენი - პო­ლიო და­მე­მარ­თა, რო­მე­ლიც ზოგს ჰკლავ­და, ზოგს ინ­დობ­და და ზოგ­საც სა­მუ­და­მოდ უტო­ვებ­და თა­ვის წა­რუ­ხო­ცელ კვალს. ორი­ოდ კუნ­თის ატრო­ფი­ით მე მე­სა­მე კა­ტე­გო­რი­ა­ში მოვ­ხვდი. ჩემ­ზე ნაკ­ლე­ბად იღ­ბლი­ა­ნი გა­მოდ­გა აშშ-ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი - ფრანკლინ დე­ლა­ნო რუზ­ველ­ტი. 39 წლი­სა, იგი პო­ლი­ომ სა­მუ­და­მოდ ჩას­ვა ეტ­ლში ორი­ვე ფე­ხის პა­რა­ლი­ზით. მისი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რის­თვის, მარ­თა­ლია, ამას ხელი არ შე­უშ­ლია - ამე­რი­კელ­მა ხალ­ხმა რუზ­ველ­ტი ოთხჯერ აირ­ჩია პრე­ზი­დენ­ტად - თუმ­ცა, თა­ვად, რო­გორც ცნო­ბი­ლია, თა­ვის მდგო­მა­რე­ო­ბას ძა­ლი­ან მწვა­ვედ გა­ნიც­დი­და. ეტ­ლში მჯდო­მი ფო­ტო­სუ­რა­თის გა­და­ღე­ბა­ზე უარს ამ­ბობ­და.

მე არას­დროს ვყო­ფილ­ვარ რა­მის პრე­ზი­დენ­ტი, და მა­ინც სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბით მთლი­ა­ნო­ბა­ში კმა­ყო­ფი­ლი ვარ. თუმ­ცა, რომ არა პო­ლიო, ბევრ სურ­ვილს ავის­რუ­ლებ­დი. ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში­სას კარ­ში კი არ ვიდ­გე­ბო­დი. თავ­დამ­სხმე­ლი ვიქ­ნე­ბო­დი და გო­ლებს გა­ვი­ტან­დი. ბა­კუ­რი­ან­ში ცი­გით კი არ ჩა­მო­ვეშ­ვე­ბო­დი კოხ­ტა­გო­რი­დან, თხი­ლა­მუ­რებ­ზე შემ­დგა­რი ელე­გან­ტუ­რად ჩა­მოვსრი­ალ­დე­ბო­დი ყვე­ლას და­სა­ნა­ხად. სა­ცეკ­ვა­ოდ გო­გო­ებს ჩქარ ცეკ­ვებ­ზეც მო­ვი­პა­ტი­ჟებ­დი და არა მხო­ლოდ ე. წ. „ინ­ტი­მურ ბლუ­ზებ­ზე.“

რა მოხ­დე­ბო­და ჯო­ნას სალკს პო­ლი­ოს ვაქ­ცი­ნა არა 1955, არა­მედ ოცი წლით ადრე, 1935 წელს რომ შე­ექ­მნა. რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­და­ურ­ჩე­ბო­და სიკ­ვდილს, და­კოჭ­ლე­ბას, კი­დუ­რე­ბის გა­ხე­ვე­ბას ან რა­ი­მე სხვა სა­ხის და­სა­ხიჩ­რე­ბას. რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იცხოვ­რებ­და უფრო სრულ­ფა­სოვ­ნად, უფრო მხი­ა­რუ­ლად.

ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წყა­ლო­ბით, დღეს პო­ლიო პრაქ­ტი­კუ­ლად აღარ არ­სე­ბობს, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე „აფეთ­ქე­ბა“ ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნე­მაც იხი­ლა. ნი­გე­რი­ა­ში გავ­რცელ­და ხმა, რომ პო­ლი­ოს ვაქ­ცი­ნა და­სავ­ლე­თის მი­ე­რაა „შე­მოგ­დე­ბუ­ლი“ იმი­სათ­ვის, რომ „ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა მკვეთ­რად შემ­ცირ­დეს“. მშობ­ლე­ბი უარს ამ­ბობ­დნენ ბავ­შვე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე, რა­საც მოჰ­ყვა პო­ლი­ოს ახა­ლი კე­რე­ბის გა­ჩე­ნა მთელს ქვე­ყა­ნა­ში და ყვე­ლა ის უბე­დუ­რე­ბა, რო­მე­ლიც ამ ცბი­ერ და­ა­ვა­დე­ბას თან სდევს.

ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბი (ასე უწო­დე­ბენ მათ, ვინც ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა) ჯერ კი­დევ მა­შინ გა­მოჩ­ნდნენ, როცა ყვა­ვი­ლის ინ­ფექ­ცი­ის და­მამ­ხო­ბე­ლი, ედ­ვარდ ჯე­ნე­რი თა­ვის პირ­ველ ექ­სპე­რი­მენ­ტებს ატა­რებ­და მე-19 სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ათწლე­ულ­ში. ან­ტი­ვაქ­სე­რებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­ტი­ვე­ბი ამოძ­რა­ვებს. ზოგი რე­ლი­გი­ურ მი­ზეზს ასა­ხე­ლებს, ზოგი ეთი­კურს, ზოგი ჰი­გი­ე­ნურს და ზო­გიც, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, პო­ლი­ტი­კურს. მარ­თა­ლია, რო­გორც ყვე­ლა წა­მალს, ვაქ­ცი­ნა­საც შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი, მაგ­რამ მისი და­დე­ბი­თი ეფექ­ტი მრა­ვალ­გზის აღე­მა­ტე­ბა მის მიერ გა­მოწ­ვე­ულ შე­საძ­ლო უხერ­ხუ­ლო­ბას.

ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი ჭი­რი­ა­ნო­ბის წყვდი­ად­ში სი­ნათ­ლის სხი­ვი გა­მოჩ­ნდა. მალე სა­ქარ­თვე­ლო მი­ი­ღებს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნებს, რომ­ლებ­საც მსოფ­ლიო მე­დი­ცი­ნის პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა ელი­ტა გვთა­ვა­ზობს. ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი იქ­ნე­ბა, არ ვენ­დოთ მათ სი­ტყვას და და­ვუ­ჯე­როთ მი­თებს, რომ­ლებ­საც ხში­რად ფსი­ქი­კუ­რად გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბე­ლი კონ­სპი­რო­ლო­გე­ბი ქმნი­ან. ისი­ნი, ვინც ყვე­ლა­ფერ­ში, რაც ამ ქვეყ­ნად ხდე­ბა, ცუდი თუ კარ­გი, კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შეთ­ქმულ, კაც­თმო­ძუ­ლე ბო­როტ ძალ­თა ხრი­კებს ხე­და­ვენ“, - წერს ჩარ­კვი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯუნა
15

ღმერთო, რატომ არ არის ეს კაცი ერთი და არ არის ბევრი? ასეთ ჯანსაღ აზროვნებას ხომ ძალიან იშვიათად შეხვდები... 

rasa
12

უფრო მეტ ქართველს რომ ქონდეს ასეთი ინტელექტი და თვალსაწიერი - ახლა ბევრად განვითარებული ქვეყანა ვიქნებოდეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"მალე საქართველო მიიღებს ვაქცინებს, რომლებსაც მსოფლიო მედიცინის პროფესიონალთა ელიტა გვთავაზობს - უცნაური იქნება, არ ვენდოთ მათ სიტყვას და დავუჯეროთ მითებს" - გელა ჩარკვიანი

"მალე საქართველო მიიღებს ვაქცინებს, რომლებსაც მსოფლიო მედიცინის პროფესიონალთა ელიტა გვთავაზობს - უცნაური იქნება, არ ვენდოთ მათ სიტყვას და დავუჯეროთ მითებს" - გელა ჩარკვიანი

დღევანდელი ჭირიანობის წყვდიადში სინათლის სხივი გამოჩნდა, მალე საქართველო მიიღებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს, რომლებსაც მსოფლიო მედიცინის პროფესიონალთა ელიტა გვთავაზობს, - ამის შესახებ დიპლომატი, მწერალი გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ძალიან უცნაური იქნება, არ ვენდოთ მათ სიტყვას და დავუჯეროთ მითებს, რომლებსაც ხშირად ფსიქიკურად გაუწონასწორებელი კონსპიროლოგები ქმნიან.

„მე დავიბადე 1939 წელს. სულ ორი წლისა ვიყავი, როცა იმ დროს ევროპასა და ამერიკას მოდებული სენი - პოლიო დამემართა, რომელიც ზოგს ჰკლავდა, ზოგს ინდობდა და ზოგსაც სამუდამოდ უტოვებდა თავის წარუხოცელ კვალს. ორიოდ კუნთის ატროფიით მე მესამე კატეგორიაში მოვხვდი. ჩემზე ნაკლებად იღბლიანი გამოდგა აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი - ფრანკლინ დელანო რუზველტი. 39 წლისა, იგი პოლიომ სამუდამოდ ჩასვა ეტლში ორივე ფეხის პარალიზით. მისი პოლიტიკური კარიერისთვის, მართალია, ამას ხელი არ შეუშლია - ამერიკელმა ხალხმა რუზველტი ოთხჯერ აირჩია პრეზიდენტად - თუმცა, თავად, როგორც ცნობილია, თავის მდგომარეობას ძალიან მწვავედ განიცდიდა. ეტლში მჯდომი ფოტოსურათის გადაღებაზე უარს ამბობდა.

მე არასდროს ვყოფილვარ რამის პრეზიდენტი, და მაინც საკუთარი ცხოვრებით მთლიანობაში კმაყოფილი ვარ. თუმცა, რომ არა პოლიო, ბევრ სურვილს ავისრულებდი. ფეხბურთის თამაშისას კარში კი არ ვიდგებოდი. თავდამსხმელი ვიქნებოდი და გოლებს გავიტანდი. ბაკურიანში ციგით კი არ ჩამოვეშვებოდი კოხტაგორიდან, თხილამურებზე შემდგარი ელეგანტურად ჩამოვსრიალდებოდი ყველას დასანახად. საცეკვაოდ გოგოებს ჩქარ ცეკვებზეც მოვიპატიჟებდი და არა მხოლოდ ე. წ. „ინტიმურ ბლუზებზე.“

რა მოხდებოდა ჯონას სალკს პოლიოს ვაქცინა არა 1955, არამედ ოცი წლით ადრე, 1935 წელს რომ შეექმნა. რამდენი ადამიანი გადაურჩებოდა სიკვდილს, დაკოჭლებას, კიდურების გახევებას ან რაიმე სხვა სახის დასახიჩრებას. რამდენი ადამიანი იცხოვრებდა უფრო სრულფასოვნად, უფრო მხიარულად.

ვაქცინაციის წყალობით, დღეს პოლიო პრაქტიკულად აღარ არსებობს, თუმცა რამდენიმე „აფეთქება“ ოცდამეერთე საუკუნემაც იხილა. ნიგერიაში გავრცელდა ხმა, რომ პოლიოს ვაქცინა დასავლეთის მიერაა „შემოგდებული“ იმისათვის, რომ „ჩვენი მოსახლეობა მკვეთრად შემცირდეს“. მშობლები უარს ამბობდნენ ბავშვების ვაქცინაციაზე, რასაც მოჰყვა პოლიოს ახალი კერების გაჩენა მთელს ქვეყანაში და ყველა ის უბედურება, რომელიც ამ ცბიერ დაავადებას თან სდევს.

ანტივაქსერები (ასე უწოდებენ მათ, ვინც ვაქცინაციას ეწინააღმდეგება) ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდნენ, როცა ყვავილის ინფექციის დამამხობელი, ედვარდ ჯენერი თავის პირველ ექსპერიმენტებს ატარებდა მე-19 საუკუნის პირველ ათწლეულში. ანტივაქსერებს განსხვავებული მოტივები ამოძრავებს. ზოგი რელიგიურ მიზეზს ასახელებს, ზოგი ეთიკურს, ზოგი ჰიგიენურს და ზოგიც, წარმოიდგინეთ, პოლიტიკურს. მართალია, როგორც ყველა წამალს, ვაქცინასაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, მაგრამ მისი დადებითი ეფექტი მრავალგზის აღემატება მის მიერ გამოწვეულ შესაძლო უხერხულობას.

ჩვენი დღევანდელი ჭირიანობის წყვდიადში სინათლის სხივი გამოჩნდა. მალე საქართველო მიიღებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს, რომლებსაც მსოფლიო მედიცინის პროფესიონალთა ელიტა გვთავაზობს. ძალიან უცნაური იქნება, არ ვენდოთ მათ სიტყვას და დავუჯეროთ მითებს, რომლებსაც ხშირად ფსიქიკურად გაუწონასწორებელი კონსპიროლოგები ქმნიან. ისინი, ვინც ყველაფერში, რაც ამ ქვეყნად ხდება, ცუდი თუ კარგი, კაცობრიობის წინააღმდეგ შეთქმულ, კაცთმოძულე ბოროტ ძალთა ხრიკებს ხედავენ“, - წერს ჩარკვიანი.

8 თვის ბიჭუნას ღვიძლი გადაუნერგეს, მაგრამ ოჯახს რეაბილიტაციისთვის თანხა აღარ აქვს - "კეთილო ადამიანებო, გთხოვთ, მაჩუქოთ ჩემი გიორგი"

"გვინდა, მივახვედროთ მთავრობა, რა ცუდ დღეში აღმოვჩნდით" - რესტორნები გაფიცვისთვის ემზადებიან

კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა და 21 გარდაცვლილი - რომელ რეგიონებში გამოვლინდა ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?