საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამირხანაშვილმა ისაუბრა, რომ ბრალდებულები მანქანაში ეკითხებოდნენ: კარგად იცოდა შაქარაშვილმა ცურვა, როგორც დარბოდა? - ეს მან  დაუკავშირა იმ ფაქტს, რომ მათ მიერ იყო შაქარაშვილი გადაგდებული წყალში" - პროკურორი
"ამირხანაშვილმა ისაუბრა, რომ ბრალდებულები მანქანაში ეკითხებოდნენ: კარგად იცოდა შაქარაშვილმა ცურვა, როგორც დარბოდა? - ეს მან  დაუკავშირა იმ ფაქტს, რომ მათ მიერ იყო შაქარაშვილი გადაგდებული წყალში" - პროკურორი

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მის პრო­კუ­რო­რის, და­ვით ყა­ზა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ე.წ. ოქ­როს მოწ­მის, გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბით პირ­და­პირ და­დას­ტურ­და ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ხუ­თი­ვე ბრალ­დე­ბულს აქვს პირ­და­პი­რი შემ­ხებ­ლო­ბა და მათ მი­ე­რაა ჩა­დე­ნი­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა.

ამის შე­სა­ხებ ყა­ზა­რაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ყა­ზა­რაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლე­ბი პირ­და­პირ ამ­ხი­ლა და მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა.

„დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­ი­კი­თხა გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც სრუ­ლად და­ა­დას­ტუ­რა გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბა. გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო­ში კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა, მისი, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი­სა და და­ნარ­ჩე­ნი პი­რე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა, მუ­ქა­რა და ასე­ვე მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა. ასე­ვე ისა­უბ­რა იმ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ კავ­შირ­შია გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას­თან. პირ­ვე­ლი ის, რომ რო­დე­საც ის და­ი­მა­ლა, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს მის­დე­ვენ არას­რულ­წლო­ვა­ნი ზ.ხ. ა.ქ. და ასე­ვე ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნი. ასე­ვე, იმ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე, რო­დე­საც ამ ადა­მი­ა­ნებ­მა ლან­ძღვა- გი­ნე­ბით ჩა­ირ­ბი­ნეს იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­დაც გა­იქ­ცა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი, ხი­დის ქვეშ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამის მერე, და­ახ­ლო­ე­ბით, 7-8 წუთი არ ის­მის არა­ფე­რი. ამის შემ­დეგ ბრუნ­დე­ბი­ან იგი­ვე პი­როვ­ნე­ბე­ბი, მო­დის ავ­ტო­მან­ქა­ნა იმა­ვე ად­გილ­ზე, ფე­რა­დი შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ამის მერე ამო­დის ქვე­მო­დან ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვი­ლი და არ­ჩილ გაგ­ნი­ძე. ანუ გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბით პირ­და­პირ და­დას­ტურ­და ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ხუ­თი­ვე ბრალ­დე­ბულს აქვს პირ­და­პი­რი შემ­ხებ­ლო­ბა და არის მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა. კერ­ძოდ, გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა ისა­უბ­რა, რომ რო­დე­საც გზა­ზე წა­მო­ვიდ­ნენ, ეს პი­რე­ბი, ანუ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მან­ქა­ნა­ში ეკი­თხე­ბოდ­ნენ ისე­ვე კარ­გად იცო­და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მა ცურ­ვა, რო­გორც დარ­ბო­და? ყვე­ლა ეს კი­თხვა გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა და­უ­კავ­ში­რა პირ­და­პირ იმ ფაქტს, რომ ამ პი­რებ­მა იცოდ­ნენ, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი იყო წყალ­ში და რაღა თქმა უნდა ის, რომ მათ მიერ იყო გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გა­დაგ­დე­ბუ­ლი წყალ­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა კი­დევ ერთხელ სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე და­ა­დას­ტუ­რა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი; პირ­და­პირ ამ­ხი­ლა და იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლე­ბის“, - გა­ნა­ცხა­და ყა­ზა­რაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან: არ­ჩილ გაგ­ნი­ძე, ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნი, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვი­ლი, ზ.ხ. და ა.ქ., რო­მელ­თაც ძა­ლა­დო­ბას, ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თას ედა­ვე­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხათუნა
3

უმკაცრესად უნდა დაისაჯონ ეს ცხოველები!!!! 

მაია
1

აბა ამ საწყალს მარტო ვერავინ მოერეოდა. ყველამ მიიღო სადისტური მკვლელობაში მონაწილეობა.რატომ? ნუთუ რა მოხდა ისეთი რომ ასე გაიმეტეს.?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ამირხანაშვილმა ისაუბრა, რომ ბრალდებულები მანქანაში ეკითხებოდნენ: კარგად იცოდა შაქარაშვილმა ცურვა, როგორც დარბოდა? - ეს მან  დაუკავშირა იმ ფაქტს, რომ მათ მიერ იყო შაქარაშვილი გადაგდებული წყალში" - პროკურორი

"ამირხანაშვილმა ისაუბრა, რომ ბრალდებულები მანქანაში ეკითხებოდნენ: კარგად იცოდა შაქარაშვილმა ცურვა, როგორც დარბოდა? - ეს მან  დაუკავშირა იმ ფაქტს, რომ მათ მიერ იყო შაქარაშვილი გადაგდებული წყალში" - პროკურორი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ე.წ. ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის ჩვენებით პირდაპირ დადასტურდა ის გარემოება, რომ მკვლელობაში ხუთივე ბრალდებულს აქვს პირდაპირი შემხებლობა და მათ მიერაა ჩადენილი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა.

ამის შესახებ ყაზარაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ყაზარაშვილმა აღნიშნა, ამირხანაშვილმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელები პირდაპირ ამხილა და მათი იდენტიფიცირება მოახდინა.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა გურამ ამირხანაშვილი, რომელმაც სრულად დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება. გურამ ამირხანაშვილმა სასამართლოში კიდევ ერთხელ დაადასტურა, მისი, გიორგი შაქარაშვილისა და დანარჩენი პირების მიმართ განხორციელებული ძალადობა, მუქარა და ასევე მის მიმართ განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ასევე ისაუბრა იმ გარემოებებზე, რომელიც უშუალოდ კავშირშია გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან. პირველი ის, რომ როდესაც ის დაიმალა, გიორგი შაქარაშვილს მისდევენ არასრულწლოვანი ზ.ხ. ა.ქ. და ასევე ვახტანგ ჩიქოვანი. ასევე, იმ გარემოებებზე, როდესაც ამ ადამიანებმა ლანძღვა- გინებით ჩაირბინეს იმ მიმართულებით, სადაც გაიქცა გიორგი შაქარაშვილი, ხიდის ქვეშ მიმართულებით. ამის მერე, დაახლოებით, 7-8 წუთი არ ისმის არაფერი. ამის შემდეგ ბრუნდებიან იგივე პიროვნებები, მოდის ავტომანქანა იმავე ადგილზე, ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამის მერე ამოდის ქვემოდან ნიკოლოზ რევაზიშვილი და არჩილ გაგნიძე. ანუ გურამ ამირხანაშვილის ჩვენებით პირდაპირ დადასტურდა ის გარემოება, რომ მკვლელობაში ხუთივე ბრალდებულს აქვს პირდაპირი შემხებლობა და არის მათ მიერ ჩადენილი გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა. კერძოდ, გურამ ამირხანაშვილმა ისაუბრა, რომ როდესაც გზაზე წამოვიდნენ, ეს პირები, ანუ ბრალდებულები მანქანაში ეკითხებოდნენ ისევე კარგად იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ცურვა, როგორც დარბოდა? ყველა ეს კითხვა გურამ ამირხანაშვილმა დაუკავშირა პირდაპირ იმ ფაქტს, რომ ამ პირებმა იცოდნენ, რომ გიორგი შაქარაშვილი იყო წყალში და რაღა თქმა უნდა ის, რომ მათ მიერ იყო გიორგი შაქარაშვილი გადაგდებული წყალში. აქედან გამომდინარე, გურამ ამირხანაშვილმა კიდევ ერთხელ სასამართლოს წინაშე დაადასტურა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტი; პირდაპირ ამხილა და იდენტიფიცირება მოახდინა გიორგი შაქარაშვილის მკვლელების“, - განაცხადა ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები არიან: არჩილ გაგნიძე, ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ზ.ხ. და ა.ქ., რომელთაც ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

"ვინც ცდილობენ ბასილაშვილს იმიჯი შეულახონ, გაწბილებულები დარჩებიან" - რატომ მიმართავს ჩოგბურთელის ადვოკატი ომბუდსმენს?

"ხელისუფლებაში ეჭვობენ, რომ ბოლოდროინდელ ჩანაწერებთან დათა ახალაიას ყოფილ გარემოცვას, მათ შორის სოსო თოფურიძესაც, აქვს კავშირი" -  მოხდება თუ არა თოფურიძის ექსტრადირება?

"აქამდე ამბობდნენ, ამ გოგოს ფსიქიკური პრობლემები აქვსო და ახლა აღარ აქვს? თუ აქვს, ბრალი რატომ წაუყენეს?" - რას ედავება ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტს პროკურატურა