საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ ბათუმის ინციდენტთან დაკავშირებული შეფასებების გამო, ბოდიში უნდა მოიხადონ" - გიორგი ბარამიძე
"სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ ბათუმის ინციდენტთან დაკავშირებული შეფასებების გამო, ბოდიში უნდა მოიხადონ" - გიორგი ბარამიძე

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძის აზ­რით, მათი პარ­ტი­ის წევ­რებ­მა - სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა და რო­მან გო­ცი­რი­ძემ ბა­თუმ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბის გამო, ბო­დი­ში უნდა მო­ი­ხა­დონ.

რო­გორც გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და, სა­მა­დაშ­ვილ­მა და რო­მან გო­ცი­რი­ძემ დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვეს.

„ვფიქ­რობ, რომ მათ აქვთ ბო­დი­ში მო­სახ­დე­ლი. მე არ მი­ვე­სალ­მე­ბი არც იმ ფორ­მას, რა ფორ­მი­თაც ჯე­ლალ ქი­ქა­ვამ მათ მო­უ­წო­და ის, რაც მო­უ­წო­და [„ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ აჭა­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რის აზ­რით, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა და რო­მან გო­ცი­რი­ძემ პარ­ტია უნდა და­ტო­ვონ]. ზო­მი­ე­რე­ბის მომ­ხრე ვარ ამ შემ­თხვე­ვა­ში. [სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი და რო­მან გო­ცი­რი­ძე] ჩემ­თვის სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ და არი­ან, მი­უ­ხე­და­ვად ამ შეც­დო­მი­სა, თუმ­ცა მათ ამ ქმე­დე­ბას პა­ტივს ვერ ვცემ. ძა­ლი­ან დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვეს, რო­დე­საც ბრბო ეძა­ხეს ამ ხალ­ხს და თავს და­ესხნენ ჩვენს ალალ მებ­რძო­ლებს, პა­ტი­ო­სან, პატ­რი­ოტ ადა­მი­ა­ნებს. მათ მხრებ­ზე ვდგა­ვართ პო­ლი­ტი­კუ­რად ყვე­ლა, ვი­საც ლი­დე­რი გვე­წო­დე­ბა და არ გვაქვს უფ­ლე­ბა ქვე­მოთ ვი­ფურ­თხოთ. პი­რი­ქით, უნდა ჩა­ვი­დეთ თუ მათ­თან ლა­პა­რა­კი გვინ­და და დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით და თა­ვის დახ­რით უნდა ვუ­თხრათ შე­ნიშ­ვნა. ნე­ბის­მი­ერ­მა ჩვენ­გან­მა, რო­მე­ლიც მათ მი­მართ აუგს იტყვის და ამ შეც­დო­მას და­უშ­ვებს, ბო­დი­ში უნდა მო­ი­ხა­დოს“, - გა­ნა­ცხა­და ბა­რა­მი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, და­უშ­ვე­ბე­ლია პარ­ტი­ის ლი­დე­რებ­მა მათ მხარ­დამ­ჭე­რებს ბრბო უწო­დონ.

„პო­ლი­ტი­კო­სებს, რომ­ლებ­საც ხან­და­ხან გვი­წო­დე­ბენ ხოლ­მე „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რებს, ას­ჯერ მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვმარ­თებს ჩვენს მომ­ხრე­ებ­ზე და გუ­ლან­თე­ბულ ახალ­გაზ­რდებ­ზე, რომ­ლე­ბიც დღე და ღა­მეს ათე­ნე­ბენ ამ რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში. რო­დე­საც ისი­ნი რა­ღაც ისეთს არ გა­ა­კე­თე­ბენ, რა­საც ჩვენ არ მო­ვუ­წო­ნებთ და თუ ჩვენ გავ­კად­ნი­ერ­დე­ბით და შე­ნიშ­ვნას მივ­ცემთ, ეს უნდა გა­ვა­კე­თოთ ძა­ლი­ან პა­ტი­ვის­ცე­მით, მათ­და­მი სიყ­ვა­რუ­ლით და მად­ლი­ე­რე­ბით, იმი­ტომ, რომ ფი­ზი­კურ ბრძო­ლა­ში ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვენ­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტს აკე­თე­ბენ. დღი­სით და ღა­მით ყინ­ვა­ში არი­ან და მა­გა­ლი­თად, ბა­თუმ­ში, მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ მავ­ნე­ბელ პუ­ტი­ნის­ტურ რე­ჟიმს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. ამ ადა­მი­ა­ნებს ჩვენ დიდი სიფრ­თხი­ლით და პა­ტი­ვის­ცე­მით უნდა მო­ვე­კი­დოთ. და­უშ­ვე­ბე­ლია, ჩვენს მომ­ხრე­ებს ბრბო ვე­ძა­ხოთ და ამ­დაგ­ვა­რი ეპი­თე­ტით შე­ვამ­კოთ და ვთქვათ, რომ სა­მარ­ცხვი­ნოა“, - გა­ნა­ცხა­და ბა­რა­მი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს და­მო­უ­კი­დე­ბელ დე­პუ­ტატს ირაკ­ლი ჩავ­ლე­იშ­ვილს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ალ­ტერ­ნა­ტი­ვას" წევ­რმა ირაკ­ლი ფან­გან­მა თავ­ზე ნა­გა­ვი და­ა­ყა­რა. შსს-მ ფან­გა­ნი გუ­შინ და­ა­კა­ვა, თუმ­ცა დღეს გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ინ­ცი­დენტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი წევ­რი, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ბა­თუმ­ში მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს ამაზ­რზე­ნი უწო­და.

„ერ­თნა­ი­რად სა­მარ­ცხვი­ნო ხალ­ხია ის, ვინც ნა­გავს აყ­რის ადა­მი­ანს და ისიც, ვინც ამას მი­ე­სალ­მე­ბა“, - და­წე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა. მისი აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ზი­ცია გა­ი­ზი­ა­რა პარ­ტი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა რო­მან გო­ცი­რი­ძე­მაც.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
112

ბოლშევიკებს ჰქონდათ: "მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას, თუ პარტია მიბრძანებს ამას". ესენი ბოლშევიკები არ არიან ახლა?

თომა
118

ბარამიძე ვერასოდეს ვერ მოინანიებს იმას, რომ არის მკვლელი!

ავტორი:

"სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ ბათუმის ინციდენტთან დაკავშირებული შეფასებების გამო, ბოდიში უნდა მოიხადონ" - გიორგი ბარამიძე

"სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ ბათუმის ინციდენტთან დაკავშირებული შეფასებების გამო, ბოდიში უნდა მოიხადონ" - გიორგი ბარამიძე

“ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის აზრით, მათი პარტიის წევრებმა - სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებების გამო, ბოდიში უნდა მოიხადონ.

როგორც გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს.

„ვფიქრობ, რომ მათ აქვთ ბოდიში მოსახდელი. მე არ მივესალმები არც იმ ფორმას, რა ფორმითაც ჯელალ ქიქავამ მათ მოუწოდა ის, რაც მოუწოდა [„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრის აზრით, სალომე სამადაშვილმა და რომან გოცირიძემ პარტია უნდა დატოვონ]. ზომიერების მომხრე ვარ ამ შემთხვევაში. [სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე] ჩემთვის საპატივცემულო ადამიანები იყვნენ და არიან, მიუხედავად ამ შეცდომისა, თუმცა მათ ამ ქმედებას პატივს ვერ ვცემ. ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს, როდესაც ბრბო ეძახეს ამ ხალხს და თავს დაესხნენ ჩვენს ალალ მებრძოლებს, პატიოსან, პატრიოტ ადამიანებს. მათ მხრებზე ვდგავართ პოლიტიკურად ყველა, ვისაც ლიდერი გვეწოდება და არ გვაქვს უფლება ქვემოთ ვიფურთხოთ. პირიქით, უნდა ჩავიდეთ თუ მათთან ლაპარაკი გვინდა და დიდი პატივისცემით და თავის დახრით უნდა ვუთხრათ შენიშვნა. ნებისმიერმა ჩვენგანმა, რომელიც მათ მიმართ აუგს იტყვის და ამ შეცდომას დაუშვებს, ბოდიში უნდა მოიხადოს“, - განაცხადა ბარამიძემ.

მისივე თქმით, დაუშვებელია პარტიის ლიდერებმა მათ მხარდამჭერებს ბრბო უწოდონ.

„პოლიტიკოსებს, რომლებსაც ხანდახან გვიწოდებენ ხოლმე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს, ასჯერ მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს ჩვენს მომხრეებზე და გულანთებულ ახალგაზრდებზე, რომლებიც დღე და ღამეს ათენებენ ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. როდესაც ისინი რაღაც ისეთს არ გააკეთებენ, რასაც ჩვენ არ მოვუწონებთ და თუ ჩვენ გავკადნიერდებით და შენიშვნას მივცემთ, ეს უნდა გავაკეთოთ ძალიან პატივისცემით, მათდამი სიყვარულით და მადლიერებით, იმიტომ, რომ ფიზიკურ ბრძოლაში ეს ადამიანები ჩვენზე გაცილებით მეტს აკეთებენ. დღისით და ღამით ყინვაში არიან და მაგალითად, ბათუმში, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ამ მავნებელ პუტინისტურ რეჟიმს აპროტესტებენ. ამ ადამიანებს ჩვენ დიდი სიფრთხილით და პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. დაუშვებელია, ჩვენს მომხრეებს ბრბო ვეძახოთ და ამდაგვარი ეპითეტით შევამკოთ და ვთქვათ, რომ სამარცხვინოა“, - განაცხადა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრმა ირაკლი ფანგანმა თავზე ნაგავი დააყარა. შსს-მ ფანგანი გუშინ დააკავა, თუმცა დღეს გათავისუფლდა. ინციდენტს გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, სალომე სამადაშვილი, რომელმაც ბათუმში მომხდარ ინციდენტს ამაზრზენი უწოდა.

„ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება“, - დაწერა სოციალურ ქსელში სალომე სამადაშვილმა. მისი აღნიშნული პოზიცია გაიზიარა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემაც.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

საქართველოში დღეს შარლ მიშელი ჩამოვა - ვის შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

როგორ ეხმაურება "ოცნებისა" და ოპოზიციის ისტორიულ შეთანხმებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი