მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
8 შვილის დედა საოცრად რეალისტურ და ძვირადღირებულ თოჯინებს ქმნის - "დიდ თოჯინას ერთ თვეს ვანდომებ, ფასი 1000 დოლარამდე ადის"
8 შვილის დედა საოცრად რეალისტურ და ძვირადღირებულ თოჯინებს ქმნის - "დიდ თოჯინას ერთ თვეს ვანდომებ, ფასი 1000 დოლარამდე ადის"

მათ ყვე­ლას თა­ვი­სი სა­ხე­ლი აქვთ, მო­დუ­რად აც­ვი­ათ და იპ­რან­ჭე­ბი­ან. ზოგი კე­თი­ლია, ზოგი ალ­ბათ წუ­ნი­აც, ზო­გიც მო­სიყ­ვა­რუ­ლე... მთა­ვა­რი ის არის, რომ ამ თო­ჯი­ნე­ბის­გან დიდი სით­ბო მო­დის და ამ სით­ბოს მათ ავ­ტო­რი, პრო­ფე­სი­ით ბიბ­ლი­ოგ­რა­ფი, უცხო ენე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ეკა­ტე­რი­ნე ბე­რი­ძე ანი­ჭებთ.

AMBEBI.GE-ს დღე­ვან­დელ რეს­პონ­დენტს პრო­ფე­სი­ით არას­დროს უმუ­შა­ვია და არც არას­დროს ჰქო­ნია სამ­სა­ხუ­რი. მისი პრო­ფე­სია დე­დო­ბაა - 8 შვი­ლის დედა გახ­ლავთ.

"ხე­ლოვ­ნე­ბა ჩემ­თან თა­ვი­დან­ვე ახ­ლოს იყო - ვხა­ტავ­დი, ვკე­რავ­დი, სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლში ვცეკ­ვავ­დი და მერე, წლე­ბის შემ­დეგ ასე მო­ვინ­დო­მე - ამ თო­ჯი­ნე­ბის შექ­მნა და­ვი­წყე" - გვე­უბ­ნე­ბა ეკა­ტე­რი­ნე ბე­რი­ძე და დას­ძენს, რომ ძა­ლი­ან ნა­ნობს, პრო­ფე­სი­ად ხატ­ვა, ხე­ლოვ­ნე­ბა რომ არ აირ­ჩია:

"რა პრო­ფე­სი­აც მი­ვი­ღე, იმ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც არ მი­მუ­შა­ვია, რად­გა­ნაც მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი დედა ვარ, 8 შვი­ლი მყავს. ცნო­ბილ ან­სამ­ბლებ­ში ვცეკ­ვავ­დი, მაგ­რამ გავ­თხოვ­დი და შვი­ლე­ბით დავ­კავ­დი. 6 გო­გო­ნა და 2 ბიჭი მყავს. უფ­რო­სი 17 წლი­საა, უმ­ცრო­სი - ორ­წლი­ნა­ხევ­რის.

- თო­ჯი­ნე­ბის კე­თე­ბა რო­დის და­ი­წყეთ?

- ეს საქ­მე 4 წლის წინ და­ვი­წყე. ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ სა­კო­ლექ­ციო თო­ჯი­ნე­ბი ცოტა ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო. არა­და, ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მომ­წონ­და. სა­ქარ­თვე­ლო­შიც ხომ არი­ან მე­თო­ჯი­ნე­ე­ბი და ერთ-ერთს და­ვუ­კავ­შირ­დი. იუ­ლია სო­რო­კი­ნა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­გა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტია. ეს საქ­მე მან შე­მას­წავ­ლა, კარ­გი გო­გოა, დღემ­დე ვმე­გობ­რობთ. მას მერე სულ ვა­კე­თებ და ვა­კე­თებ. ყვე­ლა მე­კი­თხე­ბა - 8 შვი­ლის დედა ამას რო­გორ ახერ­ხე­ბო? ვა­ხერ­ხებ, ეს იმ­ხე­ლა სი­ა­მოვ­ნე­ბაა და ისე­თი გან­ტვირ­თვა, ვერც კი წარ­მო­იდ­გენთ... თო­ჯი­ნებ­ზე მუ­შა­ო­ბა მაძ­ლევს იმ ენერ­გი­ას, რომ ოჯახ­საც კარ­გად მივ­ხე­დო და ჩემი საქ­მეც ხა­რის­ხი­ა­ნად გა­ვა­კე­თო.

- ბავ­შვო­ბა­ში გო­გო­ნე­ბი თო­ჯი­ნე­ბით თა­მა­შო­ბენ. ოდეს­მე გდო­მე­ბი­ათ თო­ჯი­ნე­ბი თა­ვად შე­გექ­მნათ?

- ამა­ზე არა­სო­დეს მი­ფიქ­რია. არც იმა­ზე მი­ფიქ­რია, რო­დე­საც ამ საქ­მეს ვი­წყებ­დი, რომ თო­ჯი­ნე­ბი გა­მო­მი­ვი­დო­და, მო­ე­წო­ნე­ბო­დათ, მო­თხოვ­ნა­დი გახ­დე­ბო­და. ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის­თა­ვად მოხ­და. ადა­მი­ა­ნი თუ რა­მეს გა­და­წყვეტს, უნდა და­ი­წყოს, აკე­თოს, იშ­რო­მოს და შე­დე­გი და წარ­მა­ტე­ბა მერე თა­ვი­სით მო­დის.

- პირ­ვე­ლად რა თო­ჯი­ნა შექ­მე­ნით?

- მო­ხუ­ცი ხელ­ჯო­ხი­ა­ნი კაცი იყო, რო­მე­ლიც არ გავ­ყი­დე, თან, უფრო იმი­ტომ, რომ პირ­ვე­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია. ახ­ლაც მაქვს და ეგ ერ­თი­ღა მაქვს სა­ხე­ზე.

- რად­გან ამ­დე­ნი თო­ჯი­ნი­დან თა­ვად არც ერთი გაქვთ, ე.ი თქვე­ნი ნა­ხე­ლა­ვი ხალ­ხს მოს­წონს.

- კი, არ მე­გო­ნა, თუ ასეთ მო­წო­ნე­ბას და­იმ­სა­ხუ­რებ­და... პირ­ვე­ლი თო­ჯი­ნა თვი­თო­ნაც ძა­ლი­ან მომ­წონ­და, მე­გო­ნა, როცა გა­ვა­კე­თე, ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ახლა რომ ვუ­ყუ­რებ, მე­ცი­ნე­ბა...

- მა­სა­ლად რას იყე­ნებთ?

- ეს არის პო­ლი­მე­რუ­ლი თიხა. მთელ მსოფ­ლი­ო­ში, თით­ქმის ყვე­ლა მე­თო­ჯი­ნე ამით მუ­შა­ობს. სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­სა­ლაა, რო­მე­ლიც მერე ღუ­მელ­ში "ცხვე­ბა" და შემ­დეგ ფერი ეძ­ლე­ვა. ტანი სხვა მა­სა­ლის­გან კეთ­დე­ბა, ოღონდ, ჯერ მავ­თუ­ლის კარ­კა­სი უნდა შე­იქ­მნას. საკ­მა­ოდ რთუ­ლია. ზოგს რომ ვუხ­სნი, ვერ ხვდე­ბა, რას­თან მაქვს საქ­მე, მაგ­რამ ვი­საც ამ ყვე­ლა­ფერ­თან შე­ხე­ბა აქვს, იცის, რა დრო მი­აქვს. მერე უკვე ფა­სიც შე­სა­ბა­მი­სად ედე­ბა.

- რა ღირს მა­გა­ლი­თად, 25 სმ-ის სი­მაღ­ლის თო­ჯი­ნა?

- და­ახ­ლო­ე­ბით 100 დო­ლა­რი და ზომა რაც უფრო დი­დია, მა­სა­ლაც მეტი სჭირ­დე­ბა, შრო­მაც, დროც და ფა­სიც 800-1000 დო­ლა­რამ­დე ადის. დიდ თო­ჯი­ნას სულ ცოტა ერთ თვეს მა­ინც ვან­დო­მებ, პა­ტა­რა თო­ჯი­ნებს - 2 კვი­რას... ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლი უნდა იყოს, სა­მო­სი­დან და­წყე­ბუ­ლი, ფეხ­საც­მე­ლი და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ფრჩხი­ლებ­ზე ლა­ქიც კი უს­ვი­ათ.

თო­ჯი­ნე­ბის სა­მოსს სულ ხე­ლით ვკე­რავ. ხან­და­ხან მო­ვი­ფიქ­რებ, რა­ღა­ცას ჩა­ვაც­მევ და არ უხ­დე­ბა, მერე გა­და­კე­თე­ბა მი­წევს. ასე რომ, სა­მო­სი მისი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს.

- ძა­ლი­ან სრულ­ყო­ფი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბია, რე­ა­ლის­ტუ­რი და თი­თო­ე­უ­ლის ხა­სი­ა­თიც ჩანს. ერთი რაც შევ­ნიშ­ნე - ნა­წილს თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭუ­ლი აქვს, უმე­ტე­სო­ბას - გა­ხე­ლი­ლი. რა­ტომ?

- და­ხუ­ჭუ­ლი თვა­ლე­ბი უფრო პა­ტა­რებს აქვთ. ესეც ფა­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რეა. ყვე­ლა ვერ ყი­დუ­ლობს, ვერ წვდე­ბა ფასს და ასე მო­ვი­ფიქ­რე. გა­ხე­ლი­ლი თვა­ლის გა­კე­თე­ბას მეტი დრო სჭირ­დე­ბა. მო­ხატ­ვა უნდა, მზე­რა კარ­გად უნდა და­ი­ჭი­რო, რომ ბავ­შვს და შენს ჩა­ნა­ფიქ­რს ჰგავ­დეს.

- გული არ გწყდე­ბათ, რომ თქვე­ნი თო­ჯი­ნე­ბი თქვენ­თან არ არი­ან და მი­მო­ი­ფანტნენ სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით?

- არა. ჩემი თო­ჯი­ნე­ბი უცხო­ეთ­შიც გა­ემ­გზავრნენ. მი­ხა­რია, რომ მათ ისე­თი ხალ­ხი ყი­დუ­ლობს, ვინც მათი ფასი იცის და მო­უფრ­თხილ­დე­ბი­ან. როცა ხალ­ხი ასე მი­ფა­სებს და მოს­წონთ, სურ­ვი­ლი მიჩ­ნდე­ბა, რომ მეტი შევ­ქმნა. მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჯერ მა­ინც დედა ვარ და მერე ყვე­ლა­ფე­რი სხვა, თუნ­დაც მე­თო­ჯი­ნე.

- გა­მო­ფე­ნა­ზე არ ფიქ­რობთ?

- ძა­ლი­ან მინ­და, რომ გა­მო­ფე­ნა მო­ვა­წყო. წარ­მოდ­გე­ნი­ლი მაქვს, რომ ის ძა­ლი­ან მა­ღალ დო­ნე­ზე უნდა მო­ე­წყოს, მაგ­რამ ამის­თვის ჯერ ხალ­ხმა კარ­გად უნდა გა­მიც­ნოს, რომ გა­მო­ფე­ნა­ზე მოს­ვლის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდეს. მერე ეს თო­ჯი­ნე­ბიც არ მი­ჩერ­დე­ბა. ამი­ტომ, ალ­ბათ როცა გა­დავ­წყვეტ, და­ვაგ­რო­ვებ სა­გა­მო­ფე­ნოდ ნა­მუ­შევ­რებს, აღარ გავ­ყი­დი და სა­გან­გე­ბოდ მო­ვემ­ზა­დე­ბი.

- შვი­ლე­ბი თუ გეხ­მა­რე­ბი­ან?

- ყვე­ლა­ზე კარ­გი დახ­მა­რე­ბაა, რომ ხელი არ შე­მი­შა­ლონ... ძი­რი­თა­დად ღამე ვმუ­შა­ობ, ან დი­ლით, ძა­ლი­ან ადრე. არ მიყ­ვარს, როცა მუ­შა­ო­ბი­სას მა­წყვე­ტი­ნე­ბენ, მერე ვიბ­ნე­ვი. საქ­მეს რომ მი­ვა­ტო­ვებ, ცუდი მო­მენ­ტია. მოკ­ლედ, როცა მარ­ტო ვარ, მა­შინ უკე­თე­სი შე­დე­გი მაქვს... ჩემს შვი­ლებს მოს­წონთ და რა­ღა­ცებს კარ­გად აფა­სე­ბენ, ბავ­შვის თვა­ლი სულ სხვაა, სი­მარ­თლე­საც ყო­ველ­თვის გე­ტყვი­ან. ამი­ტომ ვე­კი­თხე­ბი მათ აზრს, მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლი ფერი უფრო მო­უხ­დე­ბა ამა თუ იმ თო­ჯი­ნას და მათ რჩე­ვას ვით­ვა­ლის­წი­ნებ.

- ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ გრჩე­ბათ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო?

- წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ კი და მე­გობ­რებ­თა­ნაც მიყ­ვარს სტუმ­რო­ბა. მიყ­ვარს და­ქა­ლებ­თან ერ­თად ყოფ­ნა. ქალ­მა ესეც უნდა მო­ა­ხერ­ხოს. გან­ტვირ­თვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

- სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი, ოც­ნე­ბა რა გაქვთ?

- მთა­ვა­რია, შვი­ლე­ბი მყავ­დეს ჯან­მრთე­ლად, და­ნარ­ჩე­ნი ოც­ნე­ბა არ მაქვს. თუ ჩემი საქ­მე და­ფას­დე­ბა, ყვე­ლა გა­ი­გებს ამ თო­ჯი­ნე­ბის შე­სა­ხებ, გა­მი­ხარ­დე­ბა. მერე ალ­ბათ უკვე გა­მო­ფე­ნამ­დეც მი­ვალ...

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
0

როგორ მიყვარს ნიჭიერი და მიზანმიმართული ადამიანები💖👍

თამუნა
0

როგორ შეიძლება ამდენი შვილების დედა (თოჯინებიც მისი შვილებია) ბედნიერი ქალი არ იყოს?! 💜 უფალმა შეგაძლებინოთ ყოველივე...🙏 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

8 შვილის დედა საოცრად რეალისტურ და ძვირადღირებულ თოჯინებს ქმნის - "დიდ თოჯინას ერთ თვეს ვანდომებ, ფასი 1000 დოლარამდე ადის"

8 შვილის დედა საოცრად რეალისტურ და ძვირადღირებულ თოჯინებს ქმნის - "დიდ თოჯინას ერთ თვეს ვანდომებ, ფასი 1000 დოლარამდე ადის"

მათ ყველას თავისი სახელი აქვთ, მოდურად აცვიათ და იპრანჭებიან. ზოგი კეთილია, ზოგი ალბათ წუნიაც, ზოგიც მოსიყვარულე... მთავარი ის არის, რომ ამ თოჯინებისგან დიდი სითბო მოდის და ამ სითბოს მათ ავტორი, პროფესიით ბიბლიოგრაფი, უცხო ენების სპეციალისტი ეკატერინე ბერიძე ანიჭებთ.

AMBEBI.GE-ს დღევანდელ რესპონდენტს პროფესიით არასდროს უმუშავია და არც არასდროს ჰქონია სამსახური. მისი პროფესია დედობაა - 8 შვილის დედა გახლავთ.

"ხელოვნება ჩემთან თავიდანვე ახლოს იყო - ვხატავდი, ვკერავდი, სახელმწიფო ანსამბლში ვცეკვავდი და მერე, წლების შემდეგ ასე მოვინდომე - ამ თოჯინების შექმნა დავიწყე" - გვეუბნება ეკატერინე ბერიძე და დასძენს, რომ ძალიან ნანობს, პროფესიად ხატვა, ხელოვნება რომ არ აირჩია:

"რა პროფესიაც მივიღე, იმ მიმართულებითაც არ მიმუშავია, რადგანაც მრავალშვილიანი დედა ვარ, 8 შვილი მყავს. ცნობილ ანსამბლებში ვცეკვავდი, მაგრამ გავთხოვდი და შვილებით დავკავდი. 6 გოგონა და 2 ბიჭი მყავს. უფროსი 17 წლისაა, უმცროსი - ორწლინახევრის.

- თოჯინების კეთება როდის დაიწყეთ?

- ეს საქმე 4 წლის წინ დავიწყე. ყოველთვის ვიცოდი, რომ საკოლექციო თოჯინები ცოტა ძვირი სიამოვნება იყო. არადა, ყოველთვის ძალიან მომწონდა. საქართველოშიც ხომ არიან მეთოჯინეები და ერთ-ერთს დავუკავშირდი. იულია სოროკინა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სპეციალისტია. ეს საქმე მან შემასწავლა, კარგი გოგოა, დღემდე ვმეგობრობთ. მას მერე სულ ვაკეთებ და ვაკეთებ. ყველა მეკითხება - 8 შვილის დედა ამას როგორ ახერხებო? ვახერხებ, ეს იმხელა სიამოვნებაა და ისეთი განტვირთვა, ვერც კი წარმოიდგენთ... თოჯინებზე მუშაობა მაძლევს იმ ენერგიას, რომ ოჯახსაც კარგად მივხედო და ჩემი საქმეც ხარისხიანად გავაკეთო.

- ბავშვობაში გოგონები თოჯინებით თამაშობენ. ოდესმე გდომებიათ თოჯინები თავად შეგექმნათ?

- ამაზე არასოდეს მიფიქრია. არც იმაზე მიფიქრია, როდესაც ამ საქმეს ვიწყებდი, რომ თოჯინები გამომივიდოდა, მოეწონებოდათ, მოთხოვნადი გახდებოდა. ყველაფერი თავისთავად მოხდა. ადამიანი თუ რამეს გადაწყვეტს, უნდა დაიწყოს, აკეთოს, იშრომოს და შედეგი და წარმატება მერე თავისით მოდის.

- პირველად რა თოჯინა შექმენით?

- მოხუცი ხელჯოხიანი კაცი იყო, რომელიც არ გავყიდე, თან, უფრო იმიტომ, რომ პირველი ნამუშევარია. ახლაც მაქვს და ეგ ერთიღა მაქვს სახეზე.

- რადგან ამდენი თოჯინიდან თავად არც ერთი გაქვთ, ე.ი თქვენი ნახელავი ხალხს მოსწონს.

- კი, არ მეგონა, თუ ასეთ მოწონებას დაიმსახურებდა... პირველი თოჯინა თვითონაც ძალიან მომწონდა, მეგონა, როცა გავაკეთე, ყველაზე მაგარი ვიყავი, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ, მეცინება...

- მასალად რას იყენებთ?

- ეს არის პოლიმერული თიხა. მთელ მსოფლიოში, თითქმის ყველა მეთოჯინე ამით მუშაობს. სპეციალური მასალაა, რომელიც მერე ღუმელში "ცხვება" და შემდეგ ფერი ეძლევა. ტანი სხვა მასალისგან კეთდება, ოღონდ, ჯერ მავთულის კარკასი უნდა შეიქმნას. საკმაოდ რთულია. ზოგს რომ ვუხსნი, ვერ ხვდება, რასთან მაქვს საქმე, მაგრამ ვისაც ამ ყველაფერთან შეხება აქვს, იცის, რა დრო მიაქვს. მერე უკვე ფასიც შესაბამისად ედება.

- რა ღირს მაგალითად, 25 სმ-ის სიმაღლის თოჯინა?

- დაახლოებით 100 დოლარი და ზომა რაც უფრო დიდია, მასალაც მეტი სჭირდება, შრომაც, დროც და ფასიც 800-1000 დოლარამდე ადის. დიდ თოჯინას სულ ცოტა ერთ თვეს მაინც ვანდომებ, პატარა თოჯინებს - 2 კვირას... ძალიან დახვეწილი უნდა იყოს, სამოსიდან დაწყებული, ფეხსაცმელი და წარმოიდგინეთ, ფრჩხილებზე ლაქიც კი უსვიათ.

თოჯინების სამოსს სულ ხელით ვკერავ. ხანდახან მოვიფიქრებ, რაღაცას ჩავაცმევ და არ უხდება, მერე გადაკეთება მიწევს. ასე რომ, სამოსი მისი ხასიათიდან გამომდინარეობს.

- ძალიან სრულყოფილი ნამუშევრებია, რეალისტური და თითოეულის ხასიათიც ჩანს. ერთი რაც შევნიშნე - ნაწილს თვალები დახუჭული აქვს, უმეტესობას - გახელილი. რატომ?

- დახუჭული თვალები უფრო პატარებს აქვთ. ესეც ფასიდან გამომდინარეა. ყველა ვერ ყიდულობს, ვერ წვდება ფასს და ასე მოვიფიქრე. გახელილი თვალის გაკეთებას მეტი დრო სჭირდება. მოხატვა უნდა, მზერა კარგად უნდა დაიჭირო, რომ ბავშვს და შენს ჩანაფიქრს ჰგავდეს.

- გული არ გწყდებათ, რომ თქვენი თოჯინები თქვენთან არ არიან და მიმოიფანტნენ სხვადასხვა მიმართულებით?

- არა. ჩემი თოჯინები უცხოეთშიც გაემგზავრნენ. მიხარია, რომ მათ ისეთი ხალხი ყიდულობს, ვინც მათი ფასი იცის და მოუფრთხილდებიან. როცა ხალხი ასე მიფასებს და მოსწონთ, სურვილი მიჩნდება, რომ მეტი შევქმნა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჯერ მაინც დედა ვარ და მერე ყველაფერი სხვა, თუნდაც მეთოჯინე.

- გამოფენაზე არ ფიქრობთ?

- ძალიან მინდა, რომ გამოფენა მოვაწყო. წარმოდგენილი მაქვს, რომ ის ძალიან მაღალ დონეზე უნდა მოეწყოს, მაგრამ ამისთვის ჯერ ხალხმა კარგად უნდა გამიცნოს, რომ გამოფენაზე მოსვლის სურვილი გაუჩნდეს. მერე ეს თოჯინებიც არ მიჩერდება. ამიტომ, ალბათ როცა გადავწყვეტ, დავაგროვებ საგამოფენოდ ნამუშევრებს, აღარ გავყიდი და საგანგებოდ მოვემზადები.

- შვილები თუ გეხმარებიან?

- ყველაზე კარგი დახმარებაა, რომ ხელი არ შემიშალონ... ძირითადად ღამე ვმუშაობ, ან დილით, ძალიან ადრე. არ მიყვარს, როცა მუშაობისას მაწყვეტინებენ, მერე ვიბნევი. საქმეს რომ მივატოვებ, ცუდი მომენტია. მოკლედ, როცა მარტო ვარ, მაშინ უკეთესი შედეგი მაქვს... ჩემს შვილებს მოსწონთ და რაღაცებს კარგად აფასებენ, ბავშვის თვალი სულ სხვაა, სიმართლესაც ყოველთვის გეტყვიან. ამიტომ ვეკითხები მათ აზრს, მაგალითად, რომელი ფერი უფრო მოუხდება ამა თუ იმ თოჯინას და მათ რჩევას ვითვალისწინებ.

- ამ ყველაფრის შემდეგ გრჩებათ თავისუფალი დრო?

- წარმოიდგინეთ, რომ კი და მეგობრებთანაც მიყვარს სტუმრობა. მიყვარს დაქალებთან ერთად ყოფნა. ქალმა ესეც უნდა მოახერხოს. განტვირთვა აუცილებელია.

- სამომავლო გეგმები, ოცნება რა გაქვთ?

- მთავარია, შვილები მყავდეს ჯანმრთელად, დანარჩენი ოცნება არ მაქვს. თუ ჩემი საქმე დაფასდება, ყველა გაიგებს ამ თოჯინების შესახებ, გამიხარდება. მერე ალბათ უკვე გამოფენამდეც მივალ...