საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დააკავეს ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე?
რატომ დააკავეს ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე?

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლე და­ა­კა­ვეს.

ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სუს-იდან აც­ნო­ბეს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ონ­ში, არაგ­ვის­პი­რე­ლის ქ. N32-ში მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის გა­მაგ­რე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სა­ხებ, 2020 წლის 30 აპ­რილს, გა­მო­ცხად­და ელექტრო­ნუ­ლი ტენ­დე­რი, ღი­რე­ბუ­ლე­ბით 126 572 ლარი, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი და­ა­ფიქ­სი­რა ორმა კომ­პა­ნი­ამ. ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლემ, რო­გორც სა­ტენ­დერო კო­მი­სი­ის პა­სუ­ხის­მგე­ბელ­მა პირ­მა, გა­და­ა­მე­ტა რა თა­ვის სამ­სა­ხუ­რებ­რივ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, 2020 წლის 29 მა­ისს, სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში და­ი­ბა­რა ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე ერთ-ერთი შპს-ს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და გა­ნუ­ცხა­და, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი ტენ­დე­რი უნდა მო­ე­გო მის­თვის სა­სურ­ველ კომ­პა­ნი­ას და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე შეს­ყიდ­ვა­ში არ მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლო­ე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი და­ე­მუქ­რა სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნით. სა­ნაც­ვლოდ, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის დარ­ღვე­ვით, შეს­თა­ვა­ზა სა­მო­მავ­ლოდ გა­მო­სა­ცხა­დე­ბე­ლი ტენ­დერე­ბის პი­რო­ბე­ბის მას­ზე მორ­გე­ბა. გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზე­წო­ლის მი­უ­ხე­და­ვად, შპს-მ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნა­თა სრუ­ლი დაც­ვით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ტენ­დერ­ში და ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ფა­სით გა­ი­მარ­ჯვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტით გა­ნა­წყე­ნე­ბულ­მა სა­ჯა­რო მო­ხე­ლემ, კომ­პა­ნი­ას სის­ტე­მა­ტუ­რად და­უ­წყო პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ქვემ­დგო­მი პი­რე­ბის მხრი­დან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო სა­მუ­შა­ო­თა უხარ­ვე­ზოდ შეს­რუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებ­და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ეტა­პობ­რი­ვად ჩა­ბა­რე­ბა­სა და ან­გა­რიშს­წო­რე­ბას, თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, არა­მარ­თლზო­მი­ერ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენ­და სა­მუ­შა­ო­ე­ბის ზე­დამ­ხედ­ველ­ზე და უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ხსე­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბის შე­დე­გად, სა­მუ­შა­ო­ე­ბის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ას ხე­ლოვ­ნუ­რად შე­ექ­მნა პრობ­ლე­მე­ბი და სა­ბო­ლო­ოდ შე­უ­წყდა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლის არა­მარ­თლზო­მი­ე­რი ქმე­დე­ბის შე­დე­გად კომ­პა­ნი­ამ ვერ შეძ­ლო პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად დღემ­დე არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის გა­მაგ­რე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რი­თიც არ­სე­ბი­თად და­ირ­ღვა რო­გორც ად­გი­ლობ­რივ მა­ცხოვ­რე­ბელ­თა, ასე­ვე სა­მუ­შა­ო­ე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო," - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Bajaglaria
0

Ragadrois egeti muqrebia isev shen tavs uqmni problemas da ashineb sakutar tavs ipova rasac edzebda

Status quo
1

თავშიავარდნილი იდიოტი ყოფილა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

რატომ დააკავეს ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე?

რატომ დააკავეს ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სუს-იდან აცნობეს.

"გამოძიებით დგინდება, რომ ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის ქ. N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოების შესახებ, 2020 წლის 30 აპრილს, გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი, ღირებულებით 126 572 ლარი, რომელშიც მონაწილეობის სურვილი დააფიქსირა ორმა კომპანიამ. ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილემ, როგორც სატენდერო კომისიის პასუხისმგებელმა პირმა, გადაამეტა რა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, 2020 წლის 29 მაისს, სამუშაო კაბინეტში დაიბარა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი შპს-ს წარმომადგენელი და განუცხადა, რომ ხსენებული ტენდერი უნდა მოეგო მისთვის სასურველ კომპანიას და აქედან გამომდინარე შესყიდვაში არ მიეღო მონაწილოება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა სამუშაოების წარმოებისას პრობლემების შექმნით. სანაცვლოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების დარღვევით, შესთავაზა სამომავლოდ გამოსაცხადებელი ტენდერების პირობების მასზე მორგება. გამგებლის მოადგილის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის მიუხედავად, შპს-მ კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მონაწილეობა მიიღო ტენდერში და ყველაზე დაბალი ფასით გაიმარჯვა. აღნიშნული ფაქტით განაწყენებულმა საჯარო მოხელემ, კომპანიას სისტემატურად დაუწყო პრობლემების შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ის ქვემდგომი პირების მხრიდან ინფორმირებული იყო სამუშაოთა უხარვეზოდ შესრულებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც ხელშეკრულება ითვალისწინებდა შესრულებული სამუშაოების ეტაპობრივად ჩაბარებასა და ანგარიშსწორებას, თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, არამართლზომიერ ზეგავლენას ახდენდა სამუშაოების ზედამხედველზე და უფლებას არ აძლევდა ჩაებარებინა შესრულებული სამუშაოები. ხსენებული ქმედების შედეგად, სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას ხელოვნურად შეექმნა პრობლემები და საბოლოოდ შეუწყდა ხელშეკრულება. ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილის არამართლზომიერი ქმედების შედეგად კომპანიამ ვერ შეძლო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გაგრძელება და შესაბამისად დღემდე არ განხორციელებულა საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოები, რითიც არსებითად დაირღვა როგორც ადგილობრივ მაცხოვრებელთა, ასევე სამუშაოების მწარმოებელი კომპანიისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო," - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ვიღაცებს სურთ აჩვენონ, რომ სომხებისთვის საქართველოს გზა უკვე სახიფათოა" - თავდასხმა სატვირთოებზე ფონიჭალაში, როგორ ეხმაურება მომხდარს სომხური მედია?

გენინსპექციამ ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა - რა განცხადებას ავრცელებს შსს?

ირაკლი ფანგანს 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა და დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან მიახლოება აეკრძალა