ავტორი:

რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როცა თამბაქოს მოწევას თავს ანებებ

რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როცა თამბაქოს მოწევას თავს ანებებ

ცვლილებები ხდება არა მხოლოდ პირველ რამდენიმე წელიწადში, არამედ პირველ დღეებში, საათებსა და წუთებშიც კი.

სიგარეტისთვის თავის დანებება რთულია, მაგრამ თუ წარმატებას მიაღწევ, მაშინ წარმოდგენა არ გაქვს, რა ცვლილებები მოხდება შენს სხეულში. ნებისმიერი დრო სიგარეტის კვამლის გარეშე, ფილტვებს საშუალებას აძლევს მიიღოს სუფთა ჰაერი, რაც მისთვის აუცილებელია დაზიანებული ქსოვილების აღსადგენად. თეორიულად, რაც უფრო ადრე მიატოვებს ადამიანი მოწევას, მით უფრო მეტი დრო აქვს სხეულს გასაჯანსაღებლად.

სიგარეტის გადაგდების რამდენიმე ნაცადი ხერხი არსებობს: პლასტირი, ნიკოტინის საღეჭი რეზინი, ელექტრო სიგარეტი და სხვა, თუმცა, ეს საშუალებებიც შეიცავს ნიკოტინის გარკვეულ დოზას და ყოველთვის ვერ უმკლავდება ნიკოტინზე დამოკიდებულების პრობლემას. საუკეთესო და ყველაზე ჯანსაღი საშუალება „ჰელსიერის“ ჰითსები გახლავთ. თუ მოწევის მოთხოვნილება ძალიან ძლიერია, შეგიძლიათ გამოიყენოთ თამბაქოს ბიოლოგიური შემცვლელი - „ჰელსიერი“. სიგარეტის ჯანსაღი ალტერნატივა. თამბაქოსგან განსხვავებით, ის არ შეიცავს ნიკოტინს, კუპრს და სხვა, ორგანიზმისთვის მავნე ტოქსიკურ ნივთიერებებს, რაც თამბაქოს წვის დროს გამოიყოფა. ჰელსიერის მოკლე ჰითსტიკი იდება სპეციალურ გამაცხელებელ გაჯეტში, რომლის საშუალებითაც ხდება მისი გაცხელება. გაცხელების შედეგად გამოიყოფა ორთქლი.

ჰელსიერი ყველაზე ეფექტური საშუალებაა მავნე ჩვევისაგან გასათავისუფლებლად. ის არ აყენებს უსიამოვნო სუნს და არ გამოყოფს კვამლს. ჰელსიერი არის ხუთი არომატით: თამბაქოს, მოცვის, ციტრუსის, ყავის და მენთოლის.

გაინტერესებთ, რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ სიგარეტს „ჰელსიერით“ ჩაანაცვლებთ?

20 წუთი

ადამიანის სხეული საოცარი რამაა. ბოლო სიგარეტიდან სულ რაღაც 20 წუთის შემდეგ, იგი იწყებს რეგენერაციის პროცესს. გულისცემა და არტერიული წნევა სტაბილურდება, მათზე ნიკოტინის ზემოქმედების მოხსნის შემდეგ.

8 საათი

ეს არის გამოცდის დრო, როდესაც მწეველთა უმეტესობა ვერ უძლებს ცდუნებას და კვლავ უბრუნდება სიგარეტს. სისხლი იწმინდება ნიკოტინისგან და ძლიერდება ახალი დოზის მიღების სურვილი. ამ პერიოდში ძალიან გინდება მოწევა. „ლომკის“ დაძლევა ადვილია, თუ გადახვალთ „ჰელსიერზე“.

ერთი დღე

შფოთის და დაძაბულობის პიკი. სტრესის შეგრძნება, რომელიც სინამდვილეში თამბაქოს მოწევის სურვილითაა განპირობებული.

2-3 დღე

თუ ამ პერიოდში არ მოგიწევიათ სიგარეტი, მაშინ განიცდით ახალ გრძნობასთან ადაპტაციის პერიოდს.

1 კვირა

სავსებით ნორმალურია მუდმივად სიგარეტის მოწევაზე ფიქრი - ახლა, ეს მხოლოდ ფიქრებია, გაქრა ფიზიკური ლტოლვა ნიკოტინის მიმართ. ორგანიზმი შეეჩვია თამბაქოს ბიოლოგიურ შემცვლელს. ამ პერიოდში ბევრ მწეველს აქვს ხველა, მაგრამ ეს ნორმალურია - ასე ცდილობენ ფილტვები გაწმენდას.

2 კვირა

სისხლის მიმოქცევა, განსაკუთრებით ღრძილებში, ნორმალიზდება და ხდება ისეთივე, როგორც არამწეველებში.

1 თვე

ამ დროს უნდა შემცირდეს სიბრაზე, შფოთვა, უძილობა და მსუბუქი დეპრესია. თუ ამ დრომდე არ მოგიწევიათ თამბაქო, - გილოცავთ, ალბათობა რომ ისევ აიღოთ სიგარეტი ხელში, ძალიან მცირეა.

2 თვე

გულის შეტევის რისკი იკლებს. გაუმჯობესდა ფილტვის ფუნქცია, რაც გაგიმარტივებთ კიბეებზე ასვლას და არ დაიღლებით ადვილად ფიზიკური აქტივობისას.

3 თვე

დიდ მანძილზე სიარული არ შეგაშინებთ და აღარ ახველებთ.

6 თვე

სუნთქვის უკმარისობა და დაღლილობა წარსულს ჩაბარდა. ალვეოლური ტომრები და პატარა თმები (წამწამები), რომლებიც ფარავს ფილტვებს, გამოჯანმრთელდა.

1 წელი

ყოფილ მწეველებს 50% -ით ნაკლები ალბათობით ემართებათ ინფარქტი, გულის დაავადება, ან ინსულტი.

5 წელი

დიაბეტი არის დაავადება, რომლის განვითარება გამოცდილ მწეველებს შეუძლიათ. მაგრამ ხუთი წლის განმავლობაში სიგარეტზე უარის თქმა ამცირებს დიაბეტის რისკს.

5-10 წელი

საოცარია! ინსულტის რისკი ახლა იგივეა, რაც არამწეველის შემთხვევაში. კვამლი სისხლს ასქელებს და ორგანიზმში რთულად მოძრაობს, ამიტომ მწეველებს გულის შეტევით გარდაცვალების ძალიან მაღალი შანსი აქვთ.

10 წელი და მეტი

ფილტვის კიბო არის მწეველთა სიკვდილის ძირითადი მიზეზი. მაგრამ ახლა, ყოფილ მწეველს აქვს ფილტვის კიბოს რისკის ნახევარი, გარდა ამისა, შემცირებულია სხვა ტიპის კიბოს, განსაკუთრებით პანკრეასის განვითარების რისკი.

„ჰელსიერის“ შეძენა შესაძლებელია „სპარის“ მაღაზიათა ქსელში, ან პირდაპირი შეკვეთის გზით, „ჰელსიერის“ ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.