სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ ქვეყნებში გარდაიცვალა კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი და როგორი ვითარებაა ამ მხრივ საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში
რომელ ქვეყნებში გარდაიცვალა კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი და როგორი ვითარებაა ამ მხრივ საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას 2020 წლის 11 მარ­ტი­დან ებ­რძვის. ამ დრომ­დე გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, ვირუ­სით 99,7 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და და მათ შო­რის 2,1 მი­ლი­ო­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი ათი ქვე­ყა­ნა ასე­თია - აშშ, ინ­დო­ე­თი, ბრა­ზი­ლია, რუ­სე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, საფ­რან­გე­თი, ეს­პა­ნე­თი, იტა­ლია, თურ­ქე­თი და გერ­მა­ნია.

ჯონ ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვარ­თა ჯგუ­ფი აქ­ვეყ­ნებს კვლე­ვას, სა­დაც აღ­ნუს­ხუ­ლია მო­ნა­ცე­მე­ბი კო­რო­ნა­ვირუ­სით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

თავ­და­პირ­ვე­ლად ვნა­ხოთ რო­გო­რია COVID-19-ით გარ­დაც­ვა­ლე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იმ ხუთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ყვე­ლა­ზე მეტი ინ­ფი­ცი­რე­ბულ­ნი არი­ან.

  • აშშ

აშშ-ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლო­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­ად­გენს ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის 1,7 %-ს. ქვე­ყა­ნა­ში ამ დრო­ის­თვის 25,7 მი­ლი­ო­ნი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია აღ­წე­რი­ლი და მათ შო­რის, 429 490 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

  • ინ­დო­ე­თი

ინ­დო­ეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 1,4%-ია. სა­ერ­თო ჯამ­ში, იქ 10,6 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი და გარ­დაც­ვლი­ლია 153 508 პა­ცი­ენ­ტი.

  • ბრა­ზი­ლია

ბრა­ზი­ლი­ა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2,5%-ია. ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სის 8,8 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი და 217 081 პა­ცი­ენ­ტია გარ­დაც­ვლი­ლი.

  • რუ­სე­თი

რუ­სეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 1,9%-ია. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იქ ვირუ­სის 3,7 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნიი და მათ შო­რის 217 081 პა­ცი­ენ­ტი გარ­დაც­ვლი­ლია.

  • დიდი ბრი­ტა­ნე­თი

რაც შე­ე­ხე­ბა დიდ ბრი­ტა­ნეთს, რო­მე­ლიც ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით მსოფ­ლი­ო­ში მე­ხუ­თე ად­გილს იკა­ვებს, იქ ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2,7 %-ია. სულ გა­მოვ­ლე­ნი­ლია 3,6 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვა და მათ შო­რის, გარ­და­იც­ვა­ლა 97 939 პა­ცი­ენ­ტი.

რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, ეს იყო იმ ქვეყ­ნე­ბის ხუ­თე­უ­ლი, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტია. ახლა ვნა­ხოთ იმ ქვეყ­ნე­ბის ხუ­თე­უ­ლი, სა­დაც გარ­დაც­ვა­ლე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია.

ამ თვალ­საზ­რი­სით პირ­ველ ად­გილ­ზეა იე­მე­ნი:

  • იე­მე­ნი - 29.0%
  • მექ­სი­კა - 8,5%
  • სი­რია - 6.5%
  • ეკ­ვა­დო­რი - 6.1%
  • სუ­და­ნი - 6.1%
  • ეგ­ვიპ­ტე - 5.5%

ვნა­ხოთ, რო­გო­რი ვი­თა­რე­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­სა და მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში:

რო­გორც ზე­მო­თაც აღ­ვნიშ­ნეთ, რუ­სეთ­ში ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 1,9%-ია. თურ­ქეთ­ში სიკ­ვდი­ლო­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლია მსოფ­ლი­ო­ში და 1,0%-ს შე­ად­გენს. თურ­ქეთ­ში სულ ვირუ­სის 2,4 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, რო­მელ­თა შო­რი­საც 25 073 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა.

სომ­ხეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 1,8%-ს შე­ად­გენს. გა­მოვ­ლე­ნი­ლია 166 036 შემ­თხვე­ვა და გარ­დაც­ვლი­ლია 3 039 ადა­მი­ა­ნი.

აზერ­ბა­ი­ჯან­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 1,3%-ია, გა­მოვ­ლე­ნი­ლია 228 975 შემ­თხვე­ვა და მათ შო­რის გარ­და­იც­ვა­ლა 3 082.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში კო­რონ­ვირუ­სით სიკ­ვდი­ლო­ა­ნო­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 1,2%-ია. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 3 071 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა ვირუ­სით, ხოლო სულ 253 816 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და.

შე­ნიშ­ვნა: კვლე­ვა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია 24 იან­ვარს და შე­საძ­ლოა, მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი უმ­ნიშ­ვნე­ლოდ იყოს შეც­ვლი­ლი.

წყა­რო: coronavirus.jhu.edu

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:))))
3

ჩინეთის და ინდოეთის ნდობა არ შეიძლება პირველები მალვდნენ ხოლო ინდოეთი არ ითვლის იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ზუსტად არ იცის მოსახლეობის რაოდენობა ხალხი ქუჩაში ცხოვრობს მანდ

ნიკოლოზი
48

ჭირი იქა

ლხინი აქა

ქატო იქა ფქვილი აქა...

ზღაპრის დასასრული!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

რომელ ქვეყნებში გარდაიცვალა კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი და როგორი ვითარებაა ამ მხრივ საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

რომელ ქვეყნებში გარდაიცვალა კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი და როგორი ვითარებაა ამ მხრივ საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას 2020 წლის 11 მარტიდან ებრძვის. ამ დრომდე გლობალური მასშტაბით, ვირუსით 99,7 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა და მათ შორის 2,1 მილიონი გარდაიცვალა.

ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს პირველი ათი ქვეყანა ასეთია - აშშ, ინდოეთი, ბრაზილია, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, თურქეთი და გერმანია.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი აქვეყნებს კვლევას, სადაც აღნუსხულია მონაცემები კორონავირუსით სიკვდილიანობასთან დაკავშირებით.

თავდაპირველად ვნახოთ როგორია COVID-19-ით გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი იმ ხუთ ქვეყანაში, სადაც ყველაზე მეტი ინფიცირებულნი არიან.

  • აშშ

აშშ-ში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილოანობის მაჩვენებელი შეადგენს ინფიცირებულთა რაოდენობის 1,7 %-ს. ქვეყანაში ამ დროისთვის 25,7 მილიონი ინფიცირებულია აღწერილი და მათ შორის, 429 490 პაციენტი გარდაიცვალა.

  • ინდოეთი

ინდოეთში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,4%-ია. საერთო ჯამში, იქ 10,6 მილიონი შემთხვევაა აღწერილი და გარდაცვლილია 153 508 პაციენტი.

  • ბრაზილია

ბრაზილიაში გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი 2,5%-ია. ქვეყანაში ვირუსის 8,8 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი და 217 081 პაციენტია გარდაცვლილი.

  • რუსეთი

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 1,9%-ია. ოფიციალური ინფორმაციით, იქ ვირუსის 3,7 მილიონი შემთხვევაა გამოვლენიი და მათ შორის 217 081 პაციენტი გარდაცვლილია.

  • დიდი ბრიტანეთი

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, რომელიც ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს, იქ ვირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 2,7 %-ია. სულ გამოვლენილია 3,6 მილიონი შემთხვევა და მათ შორის, გარდაიცვალა 97 939 პაციენტი.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს იყო იმ ქვეყნების ხუთეული, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყველაზე მეტია. ახლა ვნახოთ იმ ქვეყნების ხუთეული, სადაც გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი გლობალური მასშტაბით ყველაზე მაღალია.

ამ თვალსაზრისით პირველ ადგილზეა იემენი:

  • იემენი - 29.0%
  • მექსიკა - 8,5%
  • სირია - 6.5%
  • ეკვადორი - 6.1%
  • სუდანი - 6.1%
  • ეგვიპტე - 5.5%

ვნახოთ, როგორი ვითარებაა საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში:

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, რუსეთში ვირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 1,9%-ია. თურქეთში სიკვდილონობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში და 1,0%-ს შეადგენს. თურქეთში სულ ვირუსის 2,4 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთა შორისაც 25 073 პაციენტი გარდაიცვალა.

სომხეთში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 1,8%-ს შეადგენს. გამოვლენილია 166 036 შემთხვევა და გარდაცვლილია 3 039 ადამიანი.

აზერბაიჯანში გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი 1,3%-ია, გამოვლენილია 228 975 შემთხვევა და მათ შორის გარდაიცვალა 3 082.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში კორონვირუსით სიკვდილოანობის პროცენტული მაჩვენებელი 1,2%-ია. ბოლო მონაცემებით, საქართველოში 3 071 ადამიანი გარდაიცვალა ვირუსით, ხოლო სულ 253 816 ადამიანი დაინფიცირდა.

შენიშვნა: კვლევა გამოქვეყნებულია 24 იანვარს და შესაძლოა, მაჩვენებლები უმნიშვნელოდ იყოს შეცვლილი.

წყარო: coronavirus.jhu.edu

"სიახლეებს შორის არის მითითება..." - რა რეკომენდაციას იძლევა ჯანმო ინფიცირებულებში თრომბის თავიდან ასაცილებლად?

"მოსაწყენია, გოგოებო“ - რა განაცხადა ვლადიმირ პუტინმა გელენჯიკის სასახლეზე, რომელიც ალექსი ნავალნის გამოძიების თანახმად, მისია

ევროპა კვლავ კარანტინშია - სად რა შეზღუდვები მოქმედებს და როგორ ცხოვრობენ ევროპელები მკაცრი "ლოქდაუნის" პირობებში