ავტორი:

"უმძიმესი განცხადების გაკეთება გვიწევს..." - კორონავირუსს მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორი ემსხვერპლა

"უმძიმესი განცხადების გაკეთება გვიწევს..." - კორონავირუსს მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორი ემსხვერპლა

მარნეულის სასურსათო ქარხანა განცხადებას ავრცელებს და იტყობინება, რომ ქარხნის დირექტორი კორონავირუსს ემსხვერპლა.

"უმძიმესი განცხადების გაკეთება გვიწევს, ჩვენმა გუნდმა ამ საშინელი ვირუსის გამო, ძალიან ძვირფასი, პატიოსანი, ახალგაზრდა, ერთგული და საყვარელი ადამიანი, მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორი - პაატა ნარიმანიძე დაკარგა.

თანავუგრძნობთ ოჯახს, მეუღლესა და არაჩვეულებრივ შვილებს - ანას და ბარბარეს, თითოეულ თანამშრომელსა და მთელ ქვეყანას ასეთი საამაყო მამის, ღირსეული და საიმედო ადამიანის დაკარგვას. მადლობა პაატა ღირსეული ცხოვრებისთვის!" - ვკითხულობთ "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსმა უკვე 3055 ადამიანი იმსხვერპლა.

"მითხრეს, მილიონზე მეტია ზარალიო... ხანძარი დენიდან გაჩნდაო" - რას ჰყვება ელიავას ბაზრობის ერთ-ერთი მოვაჭრე

ზურაბ ჯაფარიძე დღეს საღამოს დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარს გახსნის - "გეპატიჟებით ყველას, ვისაც ყელში ამოგივიდათ ზაზუნასავით გალიაში ყოფნა"

კორონავირუსით 535 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი - რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება და რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?