ავტორი:

"წლევანდელი გეგმით გათვალისწინებულია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 700 000 ადამიანი აიცრას" - ამირან გამყრელიძე

"წლევანდელი გეგმით გათვალისწინებულია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 700 000 ადამიანი აიცრას" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, წლევანდელი გეგმით გათვალისწინებულია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 700 000 ადამიანი ორჯერადად აიცრას, ამისთვის კი 3 900 000 ვაქცინის დოზაა საჭირო. ამის შესახებ გამყრელიძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა " პოლიტ-ქალაქში" განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს გარანტირებული ვაქცინის 1 400 000 დოზა აქვს და მარტში ვაქცინაცია დაიწყება.

"ჩვენ გარანტირებული გვაქვს ვაქცინის 1 400 000 დოზა, რომელიც მოზრდილი მოსახლეობის 20 პროცენტისთვისაა. მარტში ვაქცინაციას ვფიქრობთ რომ დავიწყებთ. მარტში კი არა, ახლა გადაწყვეტილებას ველოდებით ისევ "კოვაქსიდან", რომ პირველი პარტია არა "ასტრაზენეკასი", არამედ "ფაიზერის" იყოს, სამედიცინო პერსონალის გარკვეული ჯგუფებისთვის ლიმიტირებული პარტია, რომ მოგვაწოდონ. ასევე ვფიქრობთ, რომ "ასტრაზენეკა" 27-ში, ან 28-ში მიიღებს ევროკავშირის მარეგულირებლის დასტურს და შემდეგ ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დასტური მოჰყვება და დაიწყება...

ჩვენ თუ გვინდა და გეგმით ასე გვაქვს, რომ წელს 1 700 000 ადამიანი ორჯერადად ავცრათ, ამისთვის სადღაც 3 900 000 ვაქცინის დოზა გვჭირდება. გათვლილია ეს ყველაფერი", - განაცხადა გამყრელიძემ.

"პორტალზე დარეგისტრირებული 43 მოლიდან გახსნისთვის საჭირო მოთხოვნებს 13 აკმაყოფილებს, 21 ბაზრიდან - 2" - ბექა ფერაძე

ფრენების აღდგენასთან ერთად საქართველოში შემოსვლის წესები საქართველოს მოქალაქეებისთვის შემსუბუქდება - რა იცვლება 1 თებერვლიდან?

"თვითმფრინავში არ დაუშვათ უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, ვისაც PCR ტესტის ნეგატიური პასუხი თან არ ექნებათ" - ნათია თურნავა ავიაკომპანიებს მიმართავს