სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წინააღმდეგი ვარ, რომ სკოლებზე ადრე რესტორნები გაიხსნას" - ამირან გამყრელიძე პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე
"წინააღმდეგი ვარ, რომ სკოლებზე ადრე რესტორნები გაიხსნას" - ამირან გამყრელიძე პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე

"რეს­ტორ­ნებ­ზე ადრე სკო­ლა უნდა გავ­ხსნათ ხომ?! მე წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ, რომ სკო­ლებ­ზე ადრე რეს­ტორ­ნე­ბი გა­იხ­სნას ქვე­ყა­ნა­ში, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა “პო­ლიტ-ქა­ლაქ­ში” გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ქვეყ­ნის­თვის გა­ნათ­ლე­ბა დიდი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა.

“უნდა გა­ვი­თა­ვი­სოთ რას­თან გვაქვს საქ­მე, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ეპი­დე­მია ხომ არ არის ეს, არა?! ეს არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ეპი­დე­მია, პან­დე­მია, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ში ერთხელ ხდე­ბა. რეს­ტორ­ნებ­ზე ადრე სკო­ლა უნდა გავ­ხსნათ ხომ?! მე წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ, რომ სკო­ლებ­ზე ადრე რეს­ტორ­ნე­ბი გა­იხ­სნას ქვე­ყა­ნა­ში. რეს­ტო­რა­ნი კი კარ­გია მეს­მის, ეს შე­მო­სა­ვა­ლია ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის, ეს ბიზ­ნე­სია, მაგ­რამ გა­ნათ­ლე­ბა?! ბავ­შვე­ბის სწავ­ლა უფრო დიდი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა ქვეყ­ნის­თვის”, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

გარ­და ამი­სა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, ვაქ­ცი­ნა­ცია მარ­ტში და­ი­წყე­ბა, თუმ­ცა მა­ნამ­დე შე­საძ­ლოა ქვე­ყა­ნამ მი­ი­ღოს “ფა­ი­ზე­რის” ვაქ­ცი­ნა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის.

“ვაქ­ცი­ნა­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს ყვე­ლა მდი­დარ ქვე­ყა­ნა­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით არც ერთ სა­შუ­ა­ლო გან­ვი­თა­რე­ბის ან ღა­რიბ ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცია არ და­წყე­ბუ­ლა და ამა­ზე დიდი ამ­ბა­ვია, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გა­მო­ვი­და და თქვა: უსა­მარ­თლო­ბაა ვაქ­ცი­ნე­ბის მი­წო­დე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვა დღეს, რომ მდი­და­რი ქვეყ­ნე­ბი ცრი­ან აქ­ტი­უ­რად. ჩვენ­თან ამა­ზე მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყეთ და­ახ­ლო­ე­ბით აგ­ვის­ტო­ში. Ჩვენ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გვაქვს ამ კო­ვაქ­სით ვაქ­ცი­ნის 1 400 000 დოზა, რო­მე­ლიც მოზ­რდი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 20%-სთვი­საა, რო­მე­ლიც პირ­ველ კვარ­ტალ­ში უნდა და­ი­წყოს. კო­ვაქსს აქვს პი­რო­ბა, რომ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს უნდა მო­გა­წო­დოს. ვფიქ­რობ, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას მარ­ტში და­ვი­წყებთ. ახლა 29-ში ვე­ლო­დე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ისევ კო­ვაქ­სი­დან, რომ პირ­ვე­ლი ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი პარ­ტია, ოღონდ არა “ას­ტრა­ზე­ნე­კა­სი”, არა­მედ ვთქვათ “ფა­ი­ზე­რის” სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის­თვის მოგ­ვა­წო­დონ”, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზუურ
7
მოდი მოხიე რაა
ხუმრობით
1
ისე სულ რომ არ გავხსნათ არაფერი ჯობია, ქვეყანა 2 მიმართულებით მოძრაობს, ოღონდ არ ვიცი აღმა თუ დაღმა, პოლიტიკურად და სამედიცინო მიმართულებით. თქვენ იმოძრავეთ და ჩვენ, ხალხი გიყურებთ, სადამდეც გავქაჩავთ. მერე კიდე ან ვირი მოკვდება ან ვირის პატრონიოოოო. არ დაბლოკოთ გთხოვთ გამოაქვეყნეთ ambebi.ge
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"წინააღმდეგი ვარ, რომ სკოლებზე ადრე რესტორნები გაიხსნას" - ამირან გამყრელიძე პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე

"წინააღმდეგი ვარ, რომ სკოლებზე ადრე რესტორნები გაიხსნას" - ამირან გამყრელიძე პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე

"რესტორნებზე ადრე სკოლა უნდა გავხსნათ ხომ?! მე წინააღმდეგი ვარ, რომ სკოლებზე ადრე რესტორნები გაიხსნას ქვეყანაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტ-ქალაქში” განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის განათლება დიდი ღირებულებაა.

“უნდა გავითავისოთ რასთან გვაქვს საქმე, ჩვეულებრივი ეპიდემია ხომ არ არის ეს, არა?! ეს არის განსაკუთრებული ეპიდემია, პანდემია, რომელიც საუკუნეში ერთხელ ხდება. რესტორნებზე ადრე სკოლა უნდა გავხსნათ ხომ?! მე წინააღმდეგი ვარ, რომ სკოლებზე ადრე რესტორნები გაიხსნას ქვეყანაში. რესტორანი კი კარგია მესმის, ეს შემოსავალია ადამიანისათვის, ეს ბიზნესია, მაგრამ განათლება?! ბავშვების სწავლა უფრო დიდი ღირებულებაა ქვეყნისთვის”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში სავარაუდოდ, ვაქცინაცია მარტში დაიწყება, თუმცა მანამდე შესაძლოა ქვეყანამ მიიღოს “ფაიზერის” ვაქცინა სამედიცინო პერსონალის გარკვეული ჯგუფების ვაქცინაციისთვის.

“ვაქცინაცია ჯერჯერობით მიმდინარეობს ყველა მდიდარ ქვეყანაში, ჯერჯერობით არც ერთ საშუალო განვითარების ან ღარიბ ქვეყანაში ვაქცინაცია არ დაწყებულა და ამაზე დიდი ამბავია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი გამოვიდა და თქვა: უსამართლობაა ვაქცინების მიწოდებაში ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს, რომ მდიდარი ქვეყნები ცრიან აქტიურად. ჩვენთან ამაზე მუშაობა დავიწყეთ დაახლოებით აგვისტოში. Ჩვენ გარანტირებული გვაქვს ამ კოვაქსით ვაქცინის 1 400 000 დოზა, რომელიც მოზრდილი მოსახლეობის 20%-სთვისაა, რომელიც პირველ კვარტალში უნდა დაიწყოს. კოვაქსს აქვს პირობა, რომ ერთი წლის განმავლობაში ეს უნდა მოგაწოდოს. ვფიქრობ, რომ ვაქცინაციას მარტში დავიწყებთ. ახლა 29-ში ველოდებით გადაწყვეტილებას ისევ კოვაქსიდან, რომ პირველი ლიმიტირებული პარტია, ოღონდ არა “ასტრაზენეკასი”, არამედ ვთქვათ “ფაიზერის” სამედიცინო პერსონალის გარკვეული ჯგუფებისთვის მოგვაწოდონ”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს ნინოობაა - დღესასწაულის რელიგიური და ისტორიული ასპექტები, რომლებიც უნდა ვიცოდეთ

"2000-ლარიანი ჯარიმის შემდეგ გადავწყვიტეთ, გაგვემეორებინა იგივე" - აქტივისტებმა ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა გააპროტესტეს

"ყველა შეზღუდვა რომ მოიხსნას ამას მოჰყვება ეპიდემიის ტალღის ახალი აფეთქება" - თენგიზ ცერცვაძე