პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე ახალ ფოტოებს აქვეყნებს. ერთ-ერთ ფოტოზე კი ასეთ წარწერას ვკითხულობთ - "მელოტა ისვენებს."
აღნიშნულმა პოსტმა საზოგადოებაში გაურკვევლობა გამოიწვია, რადგანაც ვერ მიხვდნენ, თუ რაზე საუბრობდა პრეზიდენტი, ვის, ან რას გულისხმობდა ის. კვირა დღის ერთ-ერთი აქტუალური კითხვა სოციალურ ქსელში ასეთი იყო - "ვინ არის მელოტა?"
პრეზიდენტი ფოტოზე აღბეჭდილ ფრინველებს გულისხმობდა. ცნობისთვის მელოტა ჰქვია წეროსნაირთა რიგის ფრინველს. ის გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ავსტრალიაში. აღნიშნული ფრინველი საქართველოშიც ბინადრობს. როგორც წესი, ის საცხოვრებლად ტბებსა და მდინარეებს ირჩევს.
სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთი დღევანდელი პოსტი ფეისბუქზე ასეთია:
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილს სოციალურ ქსელში ორი გვერდი აქვს. ერთი - ვერიფიცირებული, რომელსაც თავისი პოლიტიკური აქტივობების გასაზიარებლად იყენებს, ხოლო მეორე, რომელიც მას პრეზიდენტობამდე ჰქონდა და სადაც ხშირად აქვეყნებს არაპოლიტიკური შინაარსის პოსტებს.