გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 63 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. მათ შორის, აშშ-ში 21 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 6.42%-ს შეადგენს.
აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 15 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 1.07%-ს შეადგენს.
ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 3.4 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 38%-ს შეადგენს.
ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 22.5 და 9.48%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდათ.