მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იცვლება ახალ პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით შესული დეპუტატებისთვის
რა იცვლება ახალ პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით შესული დეპუტატებისთვის

ოპო­ზი­ცი­ის სტა­ტუ­სით პარ­ლა­მენ­ტში შე­სუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის­თვის რეგ­ლა­მენ­ტში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა იგეგ­მე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი წევ­რე­ბის კო­მი­ტე­ტებ­ში თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე­ე­ბად და სპი­კე­რატ­ში, ვიცე-სპი­კე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ­ჩე­ვას ეხე­ბა. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს, სა­ვა­რა­უ­დოდ, 25 იან­ვარს და­გეგ­მილ სხდო­მა­ზე წა­რედ­გი­ნე­ბა.

ამას­თან, რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და წე­სე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ფრაქ­ცი­ის ფორ­მი­რე­ბის წეს­ში ცვლი­ლე­ბე­ბი არ იგეგ­მე­ბა და სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცი­ის შექ­მნას კვლავ არა­ნაკ­ლებ 7-კა­ცი­ა­ნი შე­მად­გენ­ლო­ბა დას­ჭირ­დე­ბა.

“რეგ­ლა­მენ­ტში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი პარ­ლა­მენ­ტში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, რათა ოპო­ზი­ცი­ურ სა­პარ­ლა­მენ­ტო ჯგუ­ფებს პარ­ლა­მენ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეთ. ცვლი­ლე­ბე­ბი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია იმას­თან, რომ მათ კო­მი­ტე­ტებ­ში და სპი­კე­რატ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ - მოხ­დეს მათი არ­ჩე­ვა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლედ და ვიცე-სპი­კე­რად“, - გან­მარ­ტა ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვილ­მა.

პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის, “ევ­რო­პელ სო­ცი­ა­ლისტ“ და­ვით ზილ­ფი­მი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, რეგ­ლა­მენ­ტში და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პი­რა­დად მან მე­დი­ით შე­ი­ტყო და ჯერ-ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, პრო­ექ­ტის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათი გუნ­დი­დან ვინ რო­მელ სა­პარ­ლა­მენ­ტო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იქ­ნე­ბა არ­ჩე­უ­ლი.

ზილ­ფი­მი­ა­ნი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ­ჩე­ვის სა­კი­თხზე “ევ­რო­პელ სო­ცი­ა­ლის­ტებს“ შიდა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი არ ჰქო­ნი­ათ.

“რო­დე­საც ჩვენ, ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი პარ­ლა­მენ­ტში შე­ვე­დით, გვკი­თხეს, თუ სად ვიქ­ნე­ბო­დით. ლო­გი­კუ­რია, პი­რა­დად მე ორ მი­მარ­თუ­ლე­ბას ავირ­ჩევ­დი - ეს არის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტე­ტი და სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტი. გა­მოვ­თქვი სურ­ვი­ლი, რომ შე­მეძ­ლო აღ­ნიშ­ნულ კო­მი­ტე­ტე­ბი­დან ერთ-ერ­თში თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. პა­სუ­ხად მი­ვი­ღე, რომ თურ­მე რეგ­ლა­მენ­ტით ეს არ შე­იძ­ლე­ბა, რა­ზეც ჩემი პა­სუ­ხი იყო, რომ ყო­ფი­ლი­ყო ისე, რო­გორც შე­იძ­ლე­ბო­და. პარ­ლა­მენ­ტში ოპო­ზი­ცია რომც შე­სუ­ლი­ყო, რე­ა­ლუ­რად “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გარ­და, ფრაქ­ცი­ი­სათ­ვის შვი­დი კაცი არა­ვის უგ­როვ­დე­ბა და გა­მო­დის, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა“ და “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გარ­და, არა­ვის აქვს პარ­ლა­მენ­ტში რა­ი­მე თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა. რო­გორც ჩანს, ამა­ზე და­ფიქ­რდნენ და ეს არის ცვლი­ლე­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბის მი­ზე­ზი, რაც ცუდი სუ­ლაც არ არის - ხომ არ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბა “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ეკა­ვოს?!“, - გა­ნუ­ცხა­და “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და­ვით ზილ­ფი­მი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტის მოქ­მე­დი რეგ­ლა­მენ­ტის თა­ნახ­მად, კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე­ე­ბის, ასე­ვე ვიცე-სპი­კე­რე­ბის წარ­დგე­ნის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ფრაქ­ცი­ებს აქვს, რო­მელ­თა ფორ­მი­რე­ბას სულ მცი­რე შვი­დი წევ­რი სჭირ­დე­ბა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის სტა­ტუ­სი მე­ა­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში “პატ­რი­ოტ­თა სიით“ შე­სულ ოთხ დე­პუ­ტატს აქვს, რომ­ლებ­მაც სა­დე­პუ­ტა­ტო მან­და­ტე­ბის აღე­ბის შემ­დეგ პარ­ტია “ევ­რო­პე­ლი სო­ცი­ა­ლის­ტე­ბი“ შექ­მნეს.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში შეს­ვლას გეგ­მა­ვენ პარ­ტია “მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი და ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
8

რომელიაცა სახელმწიფო ჩალიჩობდა თავოს ხალხი მოეყვანა მთავრობაში. ამერიკს ელჩმა არ გაუშვა.

 

 

კახა
1

ერთი კაცი აკლიათ და ფრაქციას შექმნიან დაეხმარეთ ვინმე!!! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

რა იცვლება ახალ პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით შესული დეპუტატებისთვის

რა იცვლება ახალ პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით შესული დეპუტატებისთვის

ოპოზიციის სტატუსით პარლამენტში შესული დეპუტატებისთვის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა იგეგმება.

მომზადებულია საკანონმდებლო პროექტი, რომელიც “ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ოპოზიციონერი წევრების კომიტეტებში თავმჯდომარის მოადგილეებად და სპიკერატში, ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე არჩევას ეხება. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს, სავარაუდოდ, 25 იანვარს დაგეგმილ სხდომაზე წარედგინება.

ამასთან, როგორც “ინტერპრესნიუსს“ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, ფრაქციის ფორმირების წესში ცვლილებები არ იგეგმება და საპარლამენტო ფრაქციის შექმნას კვლავ არანაკლებ 7-კაციანი შემადგენლობა დასჭირდება.

“რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტში არსებული ვითარებიდან გამომდინარეობს, რათა ოპოზიციურ საპარლამენტო ჯგუფებს პარლამენტის საქმიანობაში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ცვლილებები დაკავშირებულია იმასთან, რომ მათ კომიტეტებში და სპიკერატში მონაწილეობა მიიღონ - მოხდეს მათი არჩევა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ და ვიცე-სპიკერად“, - განმარტა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პარლამენტის წევრის, “ევროპელ სოციალისტ“ დავით ზილფიმიანის განცხადებით, რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პირადად მან მედიით შეიტყო და ჯერ-ჯერობით უცნობია, პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მათი გუნდიდან ვინ რომელ საპარლამენტო თანამდებობაზე იქნება არჩეული.

ზილფიმიანი ირწმუნება, რომ საპარლამენტო თანამდებობაზე არჩევის საკითხზე “ევროპელ სოციალისტებს“ შიდა კონსულტაციები არ ჰქონიათ.

“როდესაც ჩვენ, ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში შევედით, გვკითხეს, თუ სად ვიქნებოდით. ლოგიკურია, პირადად მე ორ მიმართულებას ავირჩევდი - ეს არის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი. გამოვთქვი სურვილი, რომ შემეძლო აღნიშნულ კომიტეტებიდან ერთ-ერთში თავმჯდომარის მოადგილე ვყოფილიყავი. პასუხად მივიღე, რომ თურმე რეგლამენტით ეს არ შეიძლება, რაზეც ჩემი პასუხი იყო, რომ ყოფილიყო ისე, როგორც შეიძლებოდა. პარლამენტში ოპოზიცია რომც შესულიყო, რეალურად “ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ფრაქციისათვის შვიდი კაცი არავის უგროვდება და გამოდის, რომ “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არავის აქვს პარლამენტში რაიმე თანამდებობის დაკავების უფლება. როგორც ჩანს, ამაზე დაფიქრდნენ და ეს არის ცვლილებების მომზადების მიზეზი, რაც ცუდი სულაც არ არის - ხომ არ შეიძლება ყველა თანამდებობა “ქართულ ოცნებას“ ეკავოს?!“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ დავით ზილფიმიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტის მოქმედი რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების, ასევე ვიცე-სპიკერების წარდგენის უფლებამოსილება ფრაქციებს აქვს, რომელთა ფორმირებას სულ მცირე შვიდი წევრი სჭირდება.

საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსი მეათე მოწვევის პარლამენტში “პატრიოტთა სიით“ შესულ ოთხ დეპუტატს აქვს, რომლებმაც სადეპუტატო მანდატების აღების შემდეგ პარტია “ევროპელი სოციალისტები“ შექმნეს.

საკანონმდებლო ორგანოში შესვლას გეგმავენ პარტია “მოქალაქეების“ წარმომადგენლები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი.

"რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება" - რა განცხადებას ავრცელებს ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი

დაუმორჩილებლობის აქცია პარლამენტის მიმდებარედ - სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ "კომენდანტის საათს" არ ემორჩილებიან

"ერი ისტორიის სანაგვეზე მოგისვრით და ვეღარავის დაიჭერთ" - როგორ ეხმიანება ოპოზიცია იმ პირის დაკავებას, რომელმაც ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა