სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვეძახდი, გიო! გიო! არასდროს გამივლია თავში, რომ ასეთი შედეგით იყო დასრულებული მისი სიცოცხლე" - შაქარაშვილის დედა
"ვეძახდი, გიო! გიო! არასდროს გამივლია თავში, რომ ასეთი შედეგით იყო დასრულებული მისი სიცოცხლე" - შაქარაშვილის დედა

ვე­ძახ­დი, გიო! გიო! იმი­ტომ, რომ იმ აგა­რაკ­ზე კარი ღია დამ­ხვდა რომ შე­ვე­დი, ვი­ფიქ­რე, იქ­ნებ და­ე­ძი­ნა ბავ­შვს, ასე ხმით ვე­ძახ­დი, არას­დროს არ გა­მივ­ლია თავ­ში, რომ ასე­თი შე­დე­გით იყო დას­რუ­ლე­ბუ­ლი მისი სი­ცო­ცხლე,- ამის შე­სა­ხებ გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის დე­დამ თა­მარ შალ­ვაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში და­კი­თხვი­სას გა­ნა­ცხა­და. აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი „ტვ პირ­ველ­მა“ გა­და­ცე­მა­ში „ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თი“ გა­ავ­რცე­ლა.

აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, გარ­დაც­ვლი­ლის დე­დამ სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში დე­ტა­ლუ­რად გა­იხ­სე­ნა ის მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მისი შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე წას­ვლამ­დე და მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა.

"დი­ლით ბავ­შვი იყო და­ძი­ნე­ბუ­ლი, მე როცა წა­ვე­დი სამ­სა­ხურ­ში და ვე­კი­თხე­ბო­დი გი­ორ­გის თან­ხაც სჭირ­დე­ბო­და თუ არა, მაგ­რამ ვი­ცო­დი, რომ ჰქონ­და, რად­გან მას შე­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­და, ფეხ­ბურ­თი­დან, კონ­ტრაქ­ტით იყო სა­ბურ­თა­ლო­ში თა­მა­შობ­და და რო­გორც ნი­ჭი­ერ ბავ­შვს ყო­ველ­თვის ერი­ცხე­ბო­და ამის ხელ­ფა­სი. შემ­დეგ გვქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია მე­სენ­ჯე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ბავ­შვთან, მომ­წე­რა, წახ­ვე­დი-თქო ვკი­თხე და ჯერ არ წავ­სულ­ვარ ფა­ლი­აშ­ვილ­ზე ვა­პი­რე­ბო წას­ვლას სა­ლონ­ში, თმის გა­სას­წო­რებ­ლად, ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ბავ­შვი იყო და ეს არც გამ­კვირ­ვე­ბია, ძა­ლი­ან ბუ­ნებ­რი­ვი იყო მის­გან.

პა­სუ­ხი არ და­მიბ­რუ­ნა და წა­ვი­და, ეს იყო ჩემი ბოლო ნახ­ვა ბავ­შვის. გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა დი­ლის 7 სა­ათ­ზე და­რე­კა სახ­ლში და იკი­თხა მო­ვი­და თუ არა გი­ორ­გი სახ­ლში. ჩვენ გაგ­ვიკ­ვირ­და, რა თქმა უნდა, ვი­ნა­ი­დან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ბავ­შვე­ბი წვე­უ­ლე­ბა­ზე, და­ბა­დე­ბის დღე­ზე. მერე ვთხო­ვე გუ­რამს ამო­სუ­ლი­ყო ჩემ­თან და წა­ვეყ­ვა­ნე იმ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე. აგა­რაკ­ზე ვე­ძებ­დი, არც ვფიქ­რობ­დი რომ ბავ­შვი იქ­ნე­ბო­და ასეთ სა­ში­ნელ... ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი ვე­რას­დროს, იმი­ტომ, რომ ბავ­შვი იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­კომფლიქ­ტუ­რი, მშვი­დი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი.

ერთ ადა­მი­ანს ვერ ნა­ხავთ, ვინც მას­ზე უარ­ყო­ფითს იტყვის. ვე­ძახ­დი, გიო! გიო! იმი­ტომ, რომ იმ აგა­რაკ­ზე კარი ღია დამ­ხვდა რომ შე­ვე­დი, ვი­ფიქ­რე იქ­ნებ და­ე­ძი­ნა ბავ­შვს, ასე ხმით ვე­ძახ­დი არას­დროს არ გა­მივ­ლია თავ­ში, რომ ასე­თი შე­დე­გით იყო დას­რუ­ლე­ბუ­ლი მისი სი­ცო­ცხლე, შემ­დეგ იქი­დან წა­მო­ვე­დი, გუ­რამ­მა მო­მიყ­ვა, რომ მოხ­და იქ ჩხუ­ბი, მო­ვიდ­ნენ, თავს და­ესხნენ, სი­ტუ­ა­ცია არ მო­ე­წო­ნათ ამათ და იმი­ტომ წა­მო­ვიდ­ნენ. შემ­დეგ მაჩ­ვე­ნა ის გზა, რაც გა­ი­ა­რეს, მა­გის­ტრა­ლი რომ არის, იქ გა­მორ­ბოდ­ნენ და გი­ორ­გი გა­იქ­ცა ყვე­ლა­ზე სწრა­ფად, გა­ას­წრო ამათ ხი­დის ქვეშ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ად­გი­ლი ვნა­ხე კი­დეც, სა­დაც გა­იქ­ცა ბავ­შვი და იქ ვე­ძებ­დით, იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ვე­ძახ­დი ბავ­შვს ხმა­მაღ­ლა, რომ იქ­ნებ სად­მეა ბავ­შვი ან ფეხი მო­ი­ტე­ხა ან რამე უბე­დურ შემ­თხვე­ვას არც ვფიქ­რობ­დი. ცურ­ვა არ იცო­და და წყლის შიში ჰქონ­და, სულ დავ­დი­ო­დით ოჯა­ხი ზღვა­ზე, თვი­თო­ნაც უწევ­და სპორ­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ზღვა­ში ეგ არ შე­დი­ო­და, ეში­ნო­და, შიში ჰქონ­და წყლის ძა­ლი­ან დიდი,“- გა­ნა­ცხა­და თა­მარ შალ­ვაშ­ვილ­მა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აუ­დი­ო­მა­სა­ლი­დან ირ­კვე­ვა, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის დე­დას ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლის პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც და­უს­ვეს კი­თხვე­ბი. რო­გორც თა­მარ შალ­ვაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, გი­ო­გი შა­ქა­რაშ­ვილს იმ მო­მენ­ტში შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ჰყო­ლია.

"შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ჰყო­ლია, მარ­თლა არ ჰყო­ლია იმ მო­მენ­ტში, შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც ფლირ­ტის დო­ნე­ზე. მა­რი­ამ ხა­ტის­კაც­ზე ამ­ბობ­დნენ, მაგ­რამ ვერც ვა­დას­ტუ­რებ და არა მგო­ნია. გი­ორ­გი ბევ­რს მოს­წონ­და, ეგ კი ვიცი, მაგ­რამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყო­ლო­და, არ ჰყო­ლია,“- გა­ნა­ცხა­და თა­მარ შალ­ვაშ­ვილ­მა.

აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, კი­თხვე­ბის ნა­წი­ლი ეხე­ბო­და მოწ­მეს გური ამირ­ხა­ნაშ­ვილ­საც. „ძა­ლი­ან აღელ­ვე­ბუ­ლი იყო, წარ­მო­იდ­გი­ნეთ მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ეჭვი მე მის ნათ­ქვამ­ში არ შე­მი­ტა­ნია, იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ გი­ორ­გის და გუ­რამს. იძუ­ლე­ბით წა­მო­მიყ­ვა­ნე­სო ასე მი­თხრა, რა­ტომ წა­მოხ­ვე­დი -თქო რომ ვკი­თხე და ჩემ­თვის ეს საკ­მა­რი­სი იყო, იძუ­ლე­ბით წა­მო­მიყ­ვა­ნე­სო. იმან იცო­და, მე რა ემო­ცი­უ­რი დედა ვარ, სა­ერ­თოდ, ზო­გა­დად, ბავ­შვის მი­მართ და მა­გი­ტომ არ გა­მა­გე­ბი­ნა იმ მო­მენ­ტში, იმი­ტომ, რომ ის არ ფიქ­რობ­და, რომ ბავ­შვი იქ­ნე­ბო­და გარ­დაც­ვლი­ლი,“- გა­ნა­ცხა­და თა­მარ შალ­ვაშ­ვილ­მა.

ნანა
0

ღმერთმა განაშორა ეს სუფთა ადამიანი ამ ცოდვილ და დამყაყებულ დედამიწას. არ ვიცნობდი, მაგრამ მგონია, რომ მას ზეცის მოქალაქეობა უფრო შეეფერებოდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ვეძახდი, გიო! გიო! არასდროს გამივლია თავში, რომ ასეთი შედეგით იყო დასრულებული მისი სიცოცხლე" - შაქარაშვილის დედა

"ვეძახდი, გიო! გიო! არასდროს გამივლია თავში, რომ ასეთი შედეგით იყო დასრულებული მისი სიცოცხლე" - შაქარაშვილის დედა

ვეძახდი, გიო! გიო! იმიტომ, რომ იმ აგარაკზე კარი ღია დამხვდა რომ შევედი, ვიფიქრე, იქნებ დაეძინა ბავშვს, ასე ხმით ვეძახდი, არასდროს არ გამივლია თავში, რომ ასეთი შედეგით იყო დასრულებული მისი სიცოცხლე,- ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის დედამ თამარ შალვაშვილმა სასამართლო დარბაზში დაკითხვისას განაცხადა. აუდიოჩანაწერი „ტვ პირველმა“ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ გაავრცელა.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, გარდაცვლილის დედამ სასამართლო დარბაზში დეტალურად გაიხსენა ის მოვლენები, რომლებიც მისი შვილის დაბადების დღეზე წასვლამდე და მისი გაუჩინარების შემდეგ პერიოდს უკავშირდება.

"დილით ბავშვი იყო დაძინებული, მე როცა წავედი სამსახურში და ვეკითხებოდი გიორგის თანხაც სჭირდებოდა თუ არა, მაგრამ ვიცოდი, რომ ჰქონდა, რადგან მას შემოსავალი ჰქონდა, ფეხბურთიდან, კონტრაქტით იყო საბურთალოში თამაშობდა და როგორც ნიჭიერ ბავშვს ყოველთვის ერიცხებოდა ამის ხელფასი. შემდეგ გვქონდა კომუნიკაცია მესენჯერის საშუალებით ბავშვთან, მომწერა, წახვედი-თქო ვკითხე და ჯერ არ წავსულვარ ფალიაშვილზე ვაპირებო წასვლას სალონში, თმის გასასწორებლად, ძალიან მოწესრიგებული ბავშვი იყო და ეს არც გამკვირვებია, ძალიან ბუნებრივი იყო მისგან.

პასუხი არ დამიბრუნა და წავიდა, ეს იყო ჩემი ბოლო ნახვა ბავშვის. გურამ ამირხანაშვილმა დილის 7 საათზე დარეკა სახლში და იკითხა მოვიდა თუ არა გიორგი სახლში. ჩვენ გაგვიკვირდა, რა თქმა უნდა, ვინაიდან ერთად იმყოფებოდნენ ბავშვები წვეულებაზე, დაბადების დღეზე. მერე ვთხოვე გურამს ამოსულიყო ჩემთან და წავეყვანე იმ შემთხვევის ადგილზე. აგარაკზე ვეძებდი, არც ვფიქრობდი რომ ბავშვი იქნებოდა ასეთ საშინელ... ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს, იმიტომ, რომ ბავშვი იყო აბსოლუტურად არაკომფლიქტური, მშვიდი, გაწონასწორებული, ძალიან მოწესრიგებული.

ერთ ადამიანს ვერ ნახავთ, ვინც მასზე უარყოფითს იტყვის. ვეძახდი, გიო! გიო! იმიტომ, რომ იმ აგარაკზე კარი ღია დამხვდა რომ შევედი, ვიფიქრე იქნებ დაეძინა ბავშვს, ასე ხმით ვეძახდი არასდროს არ გამივლია თავში, რომ ასეთი შედეგით იყო დასრულებული მისი სიცოცხლე, შემდეგ იქიდან წამოვედი, გურამმა მომიყვა, რომ მოხდა იქ ჩხუბი, მოვიდნენ, თავს დაესხნენ, სიტუაცია არ მოეწონათ ამათ და იმიტომ წამოვიდნენ. შემდეგ მაჩვენა ის გზა, რაც გაიარეს, მაგისტრალი რომ არის, იქ გამორბოდნენ და გიორგი გაიქცა ყველაზე სწრაფად, გაასწრო ამათ ხიდის ქვეშ მიმართულებით, ადგილი ვნახე კიდეც, სადაც გაიქცა ბავშვი და იქ ვეძებდით, იმ ტერიტორიაზე. ვეძახდი ბავშვს ხმამაღლა, რომ იქნებ სადმეა ბავშვი ან ფეხი მოიტეხა ან რამე უბედურ შემთხვევას არც ვფიქრობდი. ცურვა არ იცოდა და წყლის შიში ჰქონდა, სულ დავდიოდით ოჯახი ზღვაზე, თვითონაც უწევდა სპორტიდან გამომდინარე, ზღვაში ეგ არ შედიოდა, ეშინოდა, შიში ჰქონდა წყლის ძალიან დიდი,“- განაცხადა თამარ შალვაშვილმა.

გავრცელებული აუდიომასალიდან ირკვევა, რომ გიორგი შაქარაშვილის დედას ახალგაზრდა ფეხბურთელის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვები. როგორც თამარ შალვაშვილმა აღნიშნა, გიოგი შაქარაშვილს იმ მომენტში შეყვარებული არ ჰყოლია.

"შეყვარებული არ ჰყოლია, მართლა არ ჰყოლია იმ მომენტში, შეიძლება რაღაც ფლირტის დონეზე. მარიამ ხატისკაცზე ამბობდნენ, მაგრამ ვერც ვადასტურებ და არა მგონია. გიორგი ბევრს მოსწონდა, ეგ კი ვიცი, მაგრამ ოფიციალურად რომ შეყვარებული ჰყოლოდა, არ ჰყოლია,“- განაცხადა თამარ შალვაშვილმა.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, კითხვების ნაწილი ეხებოდა მოწმეს გური ამირხანაშვილსაც. „ძალიან აღელვებული იყო, წარმოიდგინეთ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ეჭვი მე მის ნათქვამში არ შემიტანია, იმიტომ, რომ ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ გიორგის და გურამს. იძულებით წამომიყვანესო ასე მითხრა, რატომ წამოხვედი -თქო რომ ვკითხე და ჩემთვის ეს საკმარისი იყო, იძულებით წამომიყვანესო. იმან იცოდა, მე რა ემოციური დედა ვარ, საერთოდ, ზოგადად, ბავშვის მიმართ და მაგიტომ არ გამაგებინა იმ მომენტში, იმიტომ, რომ ის არ ფიქრობდა, რომ ბავშვი იქნებოდა გარდაცვლილი,“- განაცხადა თამარ შალვაშვილმა.

13 ქალაქიდან მოსწავლეთა 12% სწავლას დისტანციურად განაგრძობს - რა სიახლეებია სკოლებში

„KIU-მ მომცა შესაძლებლობა, გავხდე საუკეთესო ჩემს პროფესიაში“ - მათემატიკის სკოლის სტუდენტი ელენე კენჭოშვილი

ბოლო 24 საათში ჩატარებულმა 24 359-მა ტესტმა კორონავირუსით ინფიცირების 507 ახალი შემთხვევა გამოავლინა, გარდაიცვალა 15 პაციენტი - შედეგები რეგიონების მიხედვით