მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო

3

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 12:11-ზე, მთვარე თევზებში გადავა 19:20 მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ. ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მცირე ალკოჰოლი არ გაწყენთ. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
პოლიტიკა
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
30 წლის ექთანი ამბობს, რომ კორონავირუსი ორჯერ გადაიტანა - "მეორედ ინფიცირებისას "შაქარი" დამემართა, მაგრამ ფილტვებზე პრობლემა არ ყოფილა"
30 წლის ექთანი ამბობს, რომ კორონავირუსი ორჯერ გადაიტანა - "მეორედ ინფიცირებისას "შაქარი" დამემართა, მაგრამ ფილტვებზე პრობლემა არ ყოფილა"

30 წლის მარ­გო პავ­ლი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­მე­დი­ცი­ნო ქსელ "გორ­მე­დის" გო­რის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის ექთა­ნია ამ­ბობს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი ორ­ჯერ გა­და­ი­ტა­ნა.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში პავ­ლი­აშ­ვი­ლი ჰყვე­ბა, რომ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბა პირ­ვე­ლად 17 აგ­ვის­ტოს და­უ­დას­ტურ­და. მისი თქმით, მა­შინ მკურ­ნა­ლო­ბა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლის სტა­ცი­ო­ნარ­ში უტარ­დე­ბო­და.

"6 წე­ლია ექთ­ნად ვმუ­შა­ობ, ჯერ თბი­ლის­ში ვმუ­შა­ობ­დი, შემ­დეგ კი - გორ­ში. უკვე მე-3 წე­ლია, "გორ­მე­დის" თე­რა­პი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის მედ­და ვარ. მას შემ­დეგ კი, რაც "გორ­მე­დის" გო­რის კლი­ნი­კა ჰიბ­რი­დულ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­და და სხვა პა­თო­ლო­გი­ე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­მიჯ­ნულ სივ­რცე­ში კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის მი­ღე­ბაც და­ი­წყო, უკვე კო­ვიდსტა­ცი­ო­ნარ­ში ვმუ­შა­ობ.

პირ­ვე­ლად, კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია 17 აგ­ვის­ტოს და­მი­დას­ტურ­და. მარ­ტო­ხე­ლა დედა ვარ, ორ მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ, თუმ­ცა ბავ­შვე­ბი მა­შინ­ვე გავ­გზავ­ნე დე­დას­თან და ისი­ნი არ და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლან. მკურ­ნა­ლო­ბა ჰოს­პი­ტა­ლის სტა­ცი­ო­ნარ­ში მი­ტარ­დე­ბო­და (იმ პე­რი­ოდ­ში მხო­ლოდ ჰოს­პი­ტალ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და კო­ვიდკ­ლი­ნი­კა).

მე­ო­რედ ინ­ფი­ცი­რე­ბა კი ოთხი თვის შემ­დეგ, 1-ელ დე­კემ­ბერს და­დას­ტურ­და. მე­ო­რედ უფრო რთუ­ლი სიმპტო­მე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია, ვიდ­რე პირ­ვე­ლად ინ­ფი­ცი­რე­ბი­სას. სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა პირ­ვე­ლად ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­დეგ ხან­გრძლი­ვად დამ­რჩა, მე­ო­რედ კი - შა­ქა­რი და­მე­მარ­თა, მაგ­რამ ფილ­ტვე­ბის პრობ­ლე­მა არ­ცერ­თი ინ­ფი­ცი­რე­ბი­სას არ ყო­ფი­ლა, მე­ო­რედ სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი კა­რან­ტინ­ში და ექიმ­თან შე­თან­ხმე­ბით ვმკურ­ნა­ლობ­დი.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­როს, რთუ­ლია რა­ი­მეს და­ბე­ჯი­თე­ბით თქმა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მთელ მსოფ­ლი­ო­ში და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლო­შიც, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად წარ­მო­ად­გენს რის­კჯ­გუფს, თა­ნაც, გარ­და ჩემი პრო­ფე­სი­ი­სა და სა­მუ­შაო ად­გი­ლი­სა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე ვარ, მეც ვსარ­გებ­ლობ მა­ღა­ზი­ე­ბით, აფ­თი­ა­ქით თუ ტრან­სპორ­ტით და ძნე­ლია იმის თქმა, სად და­ვინ­ფი­ცირ­დი", - აღ­ნიშ­ნავს მარ­გო პავ­ლი­აშ­ვი­ლი.

"გორ­მე­დის" თე­რა­პი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გია მღებ­რიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მარ­გო პავ­ლი­აშ­ვილს კო­ვიდ-19 ორ­ჯერ­ვე PCR ტეს­ტით და­უ­დას­ტურ­და, სხვა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­ში კი კო­რო­ნა­ვირუ­სის ორ­ჯერ და­ფიქ­სი­რე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

ორგზის კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლი ექთა­ნი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას უკვე შე­უდ­გა, შვი­ლე­ბიც - 10 წლის ბიჭი და 8 წლის გო­გო­ნა, ბე­ბი­ის სახ­ლი­დან დე­დას­თან დაბ­რუნ­დნენ.

რო­გორც გვიყ­ვე­ბა, მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რის­კის ქვეშ ექი­მე­ბი არი­ან და გული წყდე­ბა, რომ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­დი­კო­სე­ბის მი­სა­მარ­თით გარ­კვე­უ­ლი კრი­ტი­კა ის­მის.

"ზო­გა­დად, ყუ­რა­დღე­ბა და თბი­ლად მოქ­ცე­ვა ყვე­ლას სი­ა­მოვ­ნებს, მი­თუფ­რო, როცა ადა­მი­ანს უჭირს. მის­თვის თი­თო­ე­ულ სი­ტყვას მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. პა­ცი­ენ­ტე­ბის მხრი­დან უხე­შო­ბა არ მახ­სენ­დე­ბა. ყო­ფი­ლა ფსი­ქი­კუ­რი დარ­ღვე­ვე­ბის მქო­ნე კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტიც თუმ­ცა, მშვი­დი მიდ­გო­მით და მზრუნ­ვე­ლო­ბით, არა­ნა­ირ გარ­თუ­ლე­ბას არ ჰქო­ნია ად­გი­ლი.

აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ამ ვი­თა­რე­ბა­ში, ამ კრი­ზი­სულ პე­რი­ოდ­ში, მედ­პერ­სო­ნა­ლი რომ არის რის­კის და პა­რა­ლე­ლუ­რად, გარ­კვე­უ­ლი ზე­წო­ლის ქვეშ, ასე არა­ვი­ნაა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად მხვდე­ბა ისე­თი პოს­ტე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ვერ ხე­დავს იმას, რაც რე­ა­ლუ­რად ხდე­ბა, ვერ ხე­დავს, რომ უკვე ამ­დე­ნი თვეა, სრუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბრძო­ლის წინა ხაზ­ზეა" - ამ­ბობს მარ­გო პავ­ლი­აშ­ვი­ლი..

ავ­ტო­რი: ია თი­ნი­კაშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
54

ეგრე ბევრი ვინმე ბევრ რამეს ამბობს - ყველაფერი არ დაეჯერება.

...
4

ღმერთმა ჯანმრთელად და ბედნიერად გამყოფოთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დიდი მღელვარება სამხრეთ კორეაში - სამართალდამცავებმა იმპიჩმენტირებული პრეზიდენტის დაპატიმრება ვერ შეძლეს
ავტორი:

30 წლის ექთანი ამბობს, რომ კორონავირუსი ორჯერ გადაიტანა - "მეორედ ინფიცირებისას "შაქარი" დამემართა, მაგრამ ფილტვებზე პრობლემა არ ყოფილა"

30 წლის ექთანი ამბობს, რომ კორონავირუსი ორჯერ გადაიტანა - "მეორედ ინფიცირებისას "შაქარი" დამემართა, მაგრამ ფილტვებზე პრობლემა არ ყოფილა"

30 წლის მარგო პავლიაშვილი, რომელიც სამედიცინო ქსელ "გორმედის" გორის საუნივერსიტეტო კლინიკის ექთანია ამბობს, რომ კორონავირუსი ორჯერ გადაიტანა.

AMBEBI.GE-სთან საუბარში პავლიაშვილი ჰყვება, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირება პირველად 17 აგვისტოს დაუდასტურდა. მისი თქმით, მაშინ მკურნალობა თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალის სტაციონარში უტარდებოდა.

"6 წელია ექთნად ვმუშაობ, ჯერ თბილისში ვმუშაობდი, შემდეგ კი - გორში. უკვე მე-3 წელია, "გორმედის" თერაპიული განყოფილების მედდა ვარ. მას შემდეგ კი, რაც "გორმედის" გორის კლინიკა ჰიბრიდულ სამედიცინო დაწესებულებად ჩამოყალიბდა და სხვა პათოლოგიების მქონე პაციენტების პარალელურად, გამიჯნულ სივრცეში კოვიდინფიცირებულების მიღებაც დაიწყო, უკვე კოვიდსტაციონარში ვმუშაობ.

პირველად, კორონავირუსული ინფექცია 17 აგვისტოს დამიდასტურდა. მარტოხელა დედა ვარ, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ვცხოვრობ, თუმცა ბავშვები მაშინვე გავგზავნე დედასთან და ისინი არ დაინფიცირებულან. მკურნალობა ჰოსპიტალის სტაციონარში მიტარდებოდა (იმ პერიოდში მხოლოდ ჰოსპიტალში ფუნქციონირებდა კოვიდკლინიკა).

მეორედ ინფიცირება კი ოთხი თვის შემდეგ, 1-ელ დეკემბერს დადასტურდა. მეორედ უფრო რთული სიმპტომებით მიმდინარეობდა ვირუსული ინფექცია, ვიდრე პირველად ინფიცირებისას. სუნთქვის უკმარისობა პირველად ინფიცირების შემდეგ ხანგრძლივად დამრჩა, მეორედ კი - შაქარი დამემართა, მაგრამ ფილტვების პრობლემა არცერთი ინფიცირებისას არ ყოფილა, მეორედ სახლის პირობებში ვიმყოფებოდი კარანტინში და ექიმთან შეთანხმებით ვმკურნალობდი.

რაც შეეხება დაინფიცირების წყაროს, რთულია რაიმეს დაბეჯითებით თქმა. მოგეხსენებათ, მთელ მსოფლიოში და შესაბამისად, საქართველოშიც, სამედიცინო პერსონალი ყველაზე მეტად წარმოადგენს რისკჯგუფს, თანაც, გარდა ჩემი პროფესიისა და სამუშაო ადგილისა, ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, მეც ვსარგებლობ მაღაზიებით, აფთიაქით თუ ტრანსპორტით და ძნელია იმის თქმა, სად დავინფიცირდი", - აღნიშნავს მარგო პავლიაშვილი.

"გორმედის" თერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გია მღებრიშვილის ინფორმაციით, მარგო პავლიაშვილს კოვიდ-19 ორჯერვე PCR ტესტით დაუდასტურდა, სხვა სამედიცინო პერსონალში კი კორონავირუსის ორჯერ დაფიქსირებას ადგილი არ ჰქონია.

ორგზის კოვიდგადატანილი ექთანი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა, შვილებიც - 10 წლის ბიჭი და 8 წლის გოგონა, ბებიის სახლიდან დედასთან დაბრუნდნენ.

როგორც გვიყვება, მთელი ამ დროის განმავლობაში განსაკუთრებული რისკის ქვეშ ექიმები არიან და გული წყდება, რომ ხშირ შემთხვევაში სოციალურ ქსელში მედიკოსების მისამართით გარკვეული კრიტიკა ისმის.

"ზოგადად, ყურადღება და თბილად მოქცევა ყველას სიამოვნებს, მითუფრო, როცა ადამიანს უჭირს. მისთვის თითოეულ სიტყვას მნიშვნელობა აქვს. პაციენტების მხრიდან უხეშობა არ მახსენდება. ყოფილა ფსიქიკური დარღვევების მქონე კოვიდინფიცირებული პაციენტიც თუმცა, მშვიდი მიდგომით და მზრუნველობით, არანაირ გართულებას არ ჰქონია ადგილი.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ ვითარებაში, ამ კრიზისულ პერიოდში, მედპერსონალი რომ არის რისკის და პარალელურად, გარკვეული ზეწოლის ქვეშ, ასე არავინაა. სოციალურ ქსელში ხშირად მხვდება ისეთი პოსტები, სადაც ჩანს, რომ ბევრი ადამიანი ვერ ხედავს იმას, რაც რეალურად ხდება, ვერ ხედავს, რომ უკვე ამდენი თვეა, სრული სამედიცინო პერსონალი, ფაქტობრივად, ბრძოლის წინა ხაზზეა" - ამბობს მარგო პავლიაშვილი..

ავტორი: ია თინიკაშვილი

"უფროსი ძმა მყავს, რომელიც წლების მერე გავიცანი, ერთად არ ვიზრდებოდით..." - თავდაცვის ექსმინისტრის გულახდილი ინტერვიუ

კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა და 16 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები საქართველოში

"ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ ღონისძიებებზე" - ამირან გამყრელიძე