პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა
ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

კო­მა­რო­ვის სკო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი, თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა ინ­სტი­ტუტ­მა (MIT) სწავ­ლის სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით მი­ი­ღო.

ინ­ფორ­მა­ცი­ას სკო­ლის "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი ავ­რცე­ლებს.

"მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი (Massachusetts Institute of Technology, აკრ. MIT) - მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტია მეც­ნი­ე­რე­ბა­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ა­ში, რო­მე­ლიც აშშ-ში, მა­სა­ჩუ­სეტსში, ქა­ლაქ კემ­ბრი­ჯში მდე­ბა­რე­ობს.

მა­სა­ჩუ­სეტ­სის ინ­სტი­ტუ­ტი თით­ქმის ყვე­ლა რე­ი­ტინ­გის პირ­ველ ათე­ულ­შია. 2021 წელს, ისე­ვე რო­გორც მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში MIT სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტად და­სა­ხელ­და და პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა QS World University Rankings-ში. მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­ერ­თო შე­მო­სა­ვა­ლი რომ შე­იკ­რი­ბოს, ის სიმ­დიდ­რით მსოფ­ლი­ო­ში მე­თერ­თმე­ტე ად­გილ­ზე იქ­ნე­ბო­და.

MIT - ის სწავ­ლის გა­და­სა­ხა­დი ჯამ­ში 300 000 დო­ლა­რამ­დე აღ­წევს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2014 წლი­დან MIT - ში ყო­ველ­წლი­უ­რად კო­მა­რო­ვის სკო­ლის ერთი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი მა­ინც აგ­რძე­ლებს სწავ­ლას. თა­მა­რი MIT - ში ჩა­რი­ცხუ­ლი სკო­ლის მეშ­ვი­დე კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია ნი­ჭი­ე­რი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლის შე­სა­ხე­ბაც ავ­რცე­ლებს და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას.

თა­მა­რი:

  • Intel International Science and Engineering Fair (Intel ISEF) - ში რო­ბო­ტი­კის კა­ტე­გო­რი­ა­ში მე­ო­თხე საპ­რი­ზო ად­გი­ლის მფლო­ბე­ლია!
  • 2016 წელს ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის გა­მომ­გო­ნე­ბელ­თა კონ­კურ­სში მე­სა­მე ად­გი­ლის მფლო­ბე­ლია!
  • 2016 წლის ათას­წლე­უ­ლის ინო­ვა­ცი­ის კონ­კურ­სში მე­ო­რე ად­გი­ლის მფლო­ბე­ლია!
  • ევ­რო­პის გო­გო­ნა­თა მა­თე­მა­ტი­კის ოლიმ­პი­ა­და­ზე (EGMO) ორი ვერ­ცხლის მედ­ლის და სა­პა­ტიო სი­გე­ლის მფლო­ბე­ლია (2016-2019)!
  • 2020 წლის ჟა­უ­ტი­კო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დის (IZhO) ბრინ­ჯა­ოს მედ­ლის მფლო­ბე­ლია!
  • 2018 წლის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­ა­დის მე­სა­მე ად­გი­ლო­სა­ნია მა­თე­მა­ტი­კა­ში!
  • ინ­ფორ­მა­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი ოლიმ­პი­ა­დის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია (ათე­უ­ლის წევ­რი)!
  • 2018 წელს სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზა­ფხუ­ლო ბა­ნა­კი­დან გა­ემ­გზავ­რა პო­ლო­ნეთ­ში, კო­პერ­ნი­კის სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრში!
  • 2017, 2018 და 2019 წლებ­ში მა­თე­მა­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დის სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის რე­ზერ­ვის­ტია!
  • „წიგ­ნე­ბის თა­როს“ ფი­ნა­ლის­ტია!
  • ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნის „რა? სად? რო­დის?“ კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია!
  • საყ­ვა­რე­ლი ფრა­ზა: “If you can't do great things, do small things in a great way.”

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შოთა
5

ბრავო!! წარმატებები თამარ!

რეალისტი
2

ღმერთმა ამრავლოს საქართველოში ასეთი უნიჭიერესი ბავშვები. წარმატებები თამარს!!! მაგრამ ასეთი ბავშვები საქართველოში აღარ ბრუნდებიან, რადგან აქ მომავალი არ აქვთ,. სამწუხაროა მაგრამ ასეა....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, თამარ კორკოტაშვილი მსოფლიოს წამყვანი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო.

ინფორმაციას სკოლის "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

"მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology, აკრ. MIT) - მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც აშშ-ში, მასაჩუსეტსში, ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს.

მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია. 2021 წელს, ისევე როგორც მრავალი წლის განმავლობაში MIT საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა და პირველი ადგილი დაიკავა QS World University Rankings-ში. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულების მიერ დაარსებული კომპანიების საერთო შემოსავალი რომ შეიკრიბოს, ის სიმდიდრით მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილზე იქნებოდა.

MIT - ის სწავლის გადასახადი ჯამში 300 000 დოლარამდე აღწევს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან MIT - ში ყოველწლიურად კომაროვის სკოლის ერთი კურსდამთავრებული მაინც აგრძელებს სწავლას. თამარი MIT - ში ჩარიცხული სკოლის მეშვიდე კურსდამთავრებულია" - ნათქვამია ინფორმაციაში.

სკოლის ადმინისტრაცია ნიჭიერი კურსდამთავრებულის შესახებაც ავრცელებს დამატებით ინფორმაციას.

თამარი:

  • Intel International Science and Engineering Fair (Intel ISEF) - ში რობოტიკის კატეგორიაში მეოთხე საპრიზო ადგილის მფლობელია!
  • 2016 წელს ლეონარდო და ვინჩის გამომგონებელთა კონკურსში მესამე ადგილის მფლობელია!
  • 2016 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მეორე ადგილის მფლობელია!
  • ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადაზე (EGMO) ორი ვერცხლის მედლის და საპატიო სიგელის მფლობელია (2016-2019)!
  • 2020 წლის ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადის (IZhO) ბრინჯაოს მედლის მფლობელია!
  • 2018 წლის საქართველოს ეროვნული ოლიმპიადის მესამე ადგილოსანია მათემატიკაში!
  • ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულია (ათეულის წევრი)!
  • 2018 წელს სამეცნიერო საზაფხულო ბანაკიდან გაემგზავრა პოლონეთში, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში!
  • 2017, 2018 და 2019 წლებში მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის საქართველოს ნაკრების რეზერვისტია!
  • „წიგნების თაროს“ ფინალისტია!
  • ვაკე-საბურთალოს რაიონის „რა? სად? როდის?“ კონკურსის გამარჯვებულია!
  • საყვარელი ფრაზა: “If you can't do great things, do small things in a great way.”

კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა და 16 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები საქართველოში

"ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ ღონისძიებებზე" - ამირან გამყრელიძე

თბილისის რომელ უბნებს შეუწყდება დღეს ელექტროენერგია?