ავტორი:

"არ გვევალება ქუჩაში პირბადით სიარული, ერთადერთი ალკოჰოლის გაყიდვა აიკრძალა" - როგორ ცხოვრობს შვედეთი, სადაც პანდემიას შეზღუდვების გარეშე უმკლავდებიან

"არ გვევალება ქუჩაში პირბადით სიარული, ერთადერთი ალკოჰოლის გაყიდვა აიკრძალა" - როგორ ცხოვრობს შვედეთი, სადაც პანდემიას შეზღუდვების გარეშე უმკლავდებიან

მარია ზვიადაძე 20 წელია, შვედეთში, ქალაქ ვესტეროსში ცხოვრობს ოჯახთან ერთად და ვესმანლანდის რეგიონის ცენტრალურ საავადმყოფოში ექთანის თანაშემწედ მუშაობს. მაშინ, როდესაც მსოფლიო მკაცრი შეზღუდვებით ცხოვრობს, შვედეთი პანდემიას საგანგებო მდგომარეობისა და ბიზნესის სავალდებულო შეჩერების გარეშე უმკლავდება. შვედეთმა არ ჩაკეტა საზღვრები, ბავშვები სკოლებში დადიან, ბარები და რესტორნები მომხმარებელს ემსახურება, სპორტული დარბაზები მუშაობს, არ შეზღუდულა მიმოსვლა.

- შვედეთში 2001 წელს წამოვედი მეუღლესთან ერთად, ჩემი ორივე შვილი აქ დაიბადა. ვფიქრობდით დროებით დარჩენას, მაგრამ უკვე 20 წელი გავიდა... უცხო ქვეყანაში რთულია, ადგილი დაიმკვიდრო. გამიჭირდა კლიმატთან შეგუებაც. შვედები ძალიან მორიდებული ხალხია - ყველა თავისთვისაა გამოკეტილი, მთავარია, არავინ შეაწუხონ... დროთა განმავლობაში ამ ყველაფერს ეჩვევი. ერთი, რამაც ძალიან გამაკვირვა და ძლივს შევეგუე, მიმართვის ფორმა იყო. ერთადერთი ოჯახი, რომელთა წევრებსაც თქვენობით მიმართავენ, სამეფო ოჯახია. მიიჩნევენ, რომ არავინ არავისზე მეტი არ არის და ყველა ერთმანეთის თანასწორია. ბავშვი შენობით მიმართავს მასწავლებელსაც, უფროსსაც. უფროსი არის მაგალითის მომცემი.

მან უნდა გასწავლოს, როგორ მოიქცე და რაკი თვითონ შენობით მოგმართავს ასაკით პატარას, შენგანაც ამას ითხოვს. მოხუცს "თქვენ" რომ უთხრათ, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია. გარდა ამისა, შვედები არიან ზეკანონმორჩილნი. სახელმწიფო აგებულია საშემოსავლო გადასახადებზე - შემოსავლის თითქმის ნახევარი ბიუჯეტში შეგაქვს. ამიტომაც არის მდიდარი ქვეყანა. თუ გადასახადის გვერდის ავლით რამეს გააკეთებ, ვიღაც აუცილებლად გიჩივლებს, რადგან აქ ქვეყანას აშენებს ხალხი. გადასახადს თუ დამალავ, სახელმწიფო გაჭირვებულს ვერ დაეხმარება, შენი შვილები უფასოდ ვერ ისწავლიან, უფასო სამედიცინო დახმარება არ გექნება, ამიტომაც არის ყველაზე დიდი სასჯელი გადასახადის დამალვაზე. პედოფილს უფრო ნაკლებს უსჯიან, ვიდრე გადასახადის დამმალავს. ეს კარგად აქვს გააზრებული მოსახლეობას. ხშირად წერენ, რომ საქართველოში ბევრს უჭირს და სახელმწიფო არ ეხმარება. კი, მაგრამ შენ თვითონ რა გააკეთე სახელმწიფოსთვის?

- მართლაც ხშირად ვსაყვედურობთ ხელისუფლებას ეკონომიკური სიდუხჭირის გამო... შვედეთი მდიდარი ქვეყანააო, აღნიშნეთ. მანდ თუ არიან სოციალურად დაუცველები და როგორია სახელმწიფო სოციალური პოლიტიკა?

- აქაც ბევრია სოციალურად დაუცველი. პარკები სავსეა ალკოჰოლიკებითა და ნარკომანებით და მათთვის ნამდვილად არ არის ცხოვრება ადვილი. ყოველთვე უნდა მოაგროვონ საბუთები და შეიტანონ განცხადება, რომ მიზერული დახმარება მიიღონ. ხელისუფლება მათ უხდის ბინის ქირას, კომუნალურ გადასახადებს და იმდენ თანხას, რაც საკვებისთვის სჭირდებათ თვიდან თვემდე თავის გასატანად. მათთვის არის სეზონური ან დღიური სამუშაოები. მიდგომა ასეთია - რაკი გინახავ, სახლში კი არ უნდა დაჯდე, შენც ხელი უნდა გაანძრიო და რაღაც გააკეთო, თუ გინდა, სოციალური დახმარება მიიღო. უსაქმურად იჯდე და ქვეყანამ გინახოს, არ გამოვა. მაშინ შშმ პირი უნდა იყო.

- თქვენ რა გზა გაიარეთ, ვიდრე მოქალაქეობას მიიღებდით და როგორ შეძელით თავის დამკვიდრება?

- აქ დამლაგებლადაც რომ იმუშაო, კურსები უნდა გაიარო. 2006 წელს ჯერ შვედური ენა ვისწავლე სპეციალურ სკოლაში, პარალელურად კი დავიწყე კოლეჯში სწავლა. სამედიცინო დაწესებულებებში ყველაზე მეტი ვაკანსია იყო და ამიტომ გადავწყვიტე, ექთანის თანაშემწის წელიწადნახევრიანი კურსი გამევლო. პრაქტიკების შემდეგ სამსახურს გთავაზობენ... სხვადასხვა დროს ვიმუშავე პენსიონერთა სახლში, მერე - სკლეროზით დაავადებულებთან, შშმ ბავშვებთან... ბოლოს ვესმანლანდის რეგიონის ცენტრალურ საავადმყოფოში აღმოვჩნდი და უკვე ხუთი წელია, აქ ვარ. პანდემიის დაწყებიდან ინფექციურსა და ინტენსიურ განყოფილებაში, რეანიმაციაში ვარ.

- გაიხსენეთ პანდემიის პირველი ეტაპი, როდესაც პერსონალმაც არაფერი იცოდა ამ ვირუსის შესახებ...

- საგაზაფხულო ერთკვირიანი არდადეგების დროს ერთი ჯგუფი იტალიაში წავიდა, რადგან აქ თოვლი არ იყო, შვედებს კი ძალიან უყვართ თოვლი და თხილამურები. იქ დაინფიცირდნენ, მაგრამ შვედეთმა არანაირი ზომები არ მიიღო - არც საზღვრები ჩაკეტა, არც ბიზნესი გააჩერა, არც სკოლები დაკეტა, არც ბაზრობები. წარმოებას თუ გააჩერებდა და ყველაფერს დახურავდა, გადასახადი როგორ შევიდოდა ბიუჯეტში? მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებული ძალიან ბევრი გვყავს - 10-მილიონიან ქვეყანაში 8 დეკემბრიდან დღემდე 18 820 ინფიცირებულია, გარდაცვლილი კი 9 433 (11 დეკემბრის მონაცემებით - ავტ.), დღემდე ლოკდაუნი არ გამოუცხადებიათ. არც ხალხს ჰქონდა ჩაკეტვის სურვილი...წაიკითეთ სრულად

ხვალიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი

"კვლევაშია ერთი შემთხვევა, სადაც შესაძლებელია, იყოს რეინფიცირება, დანარჩენი შემთხვევების შედეგები უარყოფითია" - ამირან გამყრელიძე

"წელიწადი და ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება - შევეგუოთ!" - ამირან გამყრელიძე