კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგის დასაფლავების შემდეგ, მსმენელი დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა..." - ემოციური ეპიზოდები იუბილარ თემურ წიკლაურის ცხოვრებიდან
"გიორგის დასაფლავების შემდეგ, მსმენელი დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა..." - ემოციური ეპიზოდები იუბილარ თემურ წიკლაურის ცხოვრებიდან

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი თე­მურ წიკ­ლა­უ­რი 22 იან­ვარს იუ­ბი­ლა­რია - მას 75 წელი შე­უს­რულ­და. სამ­წუ­ხა­როა, რომ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო კვლავ მძი­მეა - სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში მკურ­ნა­ლობს და ექი­მე­ბის მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

თე­მურ წიკ­ლა­უ­რი 1946 წელს კო­ჯორ­ში და­ი­ბა­და. პრო­ფე­სი­ით უცხო ენე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი 1967 წლი­დან ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე დგას. იყო ან­სამ­ბლ "ცი­ცი­ნა­თე­ლას" წევ­რი, შემ­დეგ ან­სამ­ბლ "ივე­რი­ას" სო­ლის­ტი. მისი რე­პერ­ტუ­ა­რი მო­ი­ცავს ქარ­თველ კომ­პო­ზი­ტორ­თა სიმ­ღე­რებს, მათ შო­რის: ნო­დარ გი­გა­უ­რის, გი­ორ­გი ცა­ბა­ძის, ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლის, ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ი­ას და­უ­ვი­წყარ სიმ­ღე­რებს.

ნუგ­ზარ კვა­შა­ლი, ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლი და თე­ი­მუ­რაზ წიკ­ლა­უ­რი (ფოტო: ეროვ­ნუ­ლი ფო­ტო­მა­ტი­ა­ნე)

წლე­ვან­დე­ლი სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღის აღ­ნიშ­ვნა თე­მურ წიკ­ლა­უ­რის ავად­მყო­ფო­ბი­სა და კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო წელს არ მო­ხერ­ხდა, ამი­ტომ, გვინ­და მისი 2014 წლის გრან­დი­ო­ზუ­ლი იუ­ბი­ლე გა­ვიხ­სე­ნოთ, რო­მე­ლიც ფი­ლარ­მო­ნი­ის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში შედ­გა. მომ­ღე­რალ­მა მა­შინ სცე­ნა­ზე ყოფ­ნის 45 წე­ლიც აღ­ნიშ­ნა და დიდი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის წინ მისი ვარ­სკვლა­ვიც გა­იხ­სნა.

მა­შინ დარ­ბაზ­ში გახ­ლდით და კარ­გად მახ­სოვს, სა­ღა­მო­ზე, რო­მე­ლიც მუ­სი­კოს­მა, იუ­ბი­ლა­რის მე­გო­ბარ­მა ნუგ­ზარ კვა­შალ­მა გახ­სნა, არა­ერ­თი თბი­ლი სი­ტყვით შე­ამ­კო იუ­ბი­ლა­რი და მისი სა­პა­ტიო ტი­ტუ­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის შემ­დეგ, წიკ­ლა­უ­რი "ხე­ლოვ­ნე­ბის სა­პა­ტიო რა­ინ­და­დაც" შე­რა­ცხა...

მერე სცე­ნა­ზე სა­პა­ტიო "ივე­რი­ე­ლი", "არ­წი­ვი" და სა­ღა­მოს მთა­ვა­რი მოქ­მე­დი გმი­რიც გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც ერთი ამო­სუნ­თქვით, თა­ვი­სი ცნო­ბი­ლი ჰი­ტე­ბი ისე გუ­ლი­ა­ნად შე­ას­რუ­ლა, რომ მისი ერთი სიმ­ღე­რი­სა არ იყოს, თა­მა­მად იტყო­დით - "გული არა ბერ­დე­ბა"...

ჯე­მალ ბა­ღაშ­ვი­ლი, შო­უ­ბიზ­ნეს­ცენ­ტრ "ლო­მი­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, სა­ღა­მოს რე­ჟი­სო­რი იყო და აი რა გვი­თხრა: "არა მგო­ნია, ამას სი­ტყვე­ბი სჭირ­დე­ბო­დეს, - 21 სიმ­ღე­რა ასე გუ­ლით, ხმით, მთე­ლი არ­სე­ბით იმ­ღე­როს ადა­მი­ან­მა, იშ­ვი­ა­თია. მა­ყუ­რე­ბე­ლი გრძნობს ამ სი­ნაღ­დეს, რაც ასე აკ­ლია არა მარ­ტო ესტრა­დას, სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბას - სი­ყალ­ბემ წაგ­ვლე­კა, სი­ნაღ­დის დე­ფი­ცი­ტია! დიახ, ეს სი­ნაღ­დეა, რა­მაც ასე­თი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი გა­მო­იწ­ვია".

ვარ­სკვლა­ვის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის პრე­ზი­დენ­ტმა დათო ოქი­ტაშ­ვილ­მა კი გვი­თხრა: "აი, ეს არის სი­ხა­რუ­ლი, რაც ახლა აქ ხდე­ბა... დიახ, დამ­სა­ხუ­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ვარ­სკვლა­ვებს ხალ­ხი უხ­სნის და არა მე. აქამ­დე ვისი ვარ­სკვლა­ვიც გა­იხ­სნა, ყვე­ლას ასე­თი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ახ­ლდა".

თა­ვად თე­მურ წიკ­ლა­უ­რი ვარ­სკვლა­ვის გახ­სნამ­დე ჟურ­ნალ "გზის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობ­და: "ვარ­სკვლავ­თბი­ჭუ­ნა უნდა გავ­ხდე... დათო ოქი­ტაშ­ვილ­მა ამის გა­კე­თე­ბა 6-7 წლის წინ შე­მომ­თა­ვა­ზა, მაგ­რამ არა­ვი­თა­რი სურ­ვი­ლი არ მქონ­და... მერე კი ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე­თი ფორ­მით მო­მა­წო­და, უარი აღარ ვუ­თხა­რი, რომ იმ კოჰორ­ტას­თან ერ­თად, რაც ფი­ლარ­მო­ნი­ის შე­სას­ვლელ­თან ქვა­შია გა­მო­ხა­ტუ­ლი, ჩემ­თვი­საც მო­ი­ნა­ხოს ად­გი­ლი. დაე, ხალ­ხმა ია­როს ჩემ­ზე... რად­გა­ნაც ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემი გული, არსი, გონი და სხე­უ­ლი ხალ­ხს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, სული - უფალს".

მომ­ღერ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში არა­ერ­თი ურ­თუ­ლე­სი ეპი­ზო­დი ყო­ფი­ლა, რო­მე­ლიც მისი ხა­სი­ა­თით, ში­ნა­გა­ნი სიძ­ლი­ე­რით და­უძ­ლე­ვია. ერთ-ერთ უმ­ძი­მეს ტრა­გე­დი­ა­ზე - შვი­ლის, გი­ორ­გი წიკ­ლა­უ­რის და­კარ­გვა,ზე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ასე ისა­უბ­რა:

"ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი იყო, როცა ჩემი შვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა და მე სცე­ნა­ზე უნდა დავ­მდგა­რი­ყა­ვი. ეს იყო გა­მოც­და, რო­მე­ლიც უფალ­მა მო­მი­წყო. არა­ვინ იცო­და, შევ­ძლებ­დი და გა­ვა­კე­თებ­დი ამას, თუ ყუ­რებს ჩა­მოვყრი­დი, ბრძო­ლის უნარ­სა და უფ­ლი­სად­მი რწმე­ნას დავ­კარ­გავ­დი... მწამს, მჯე­რა, რომ მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბი ხდე­ბა იმის­თვის, რათა გონ­მა გა­იღ­ვი­ძოს და ადა­მი­ან­მა უფრო მე­ტად ირ­წმუ­ნოს უფ­ლი­სა, ვიდ­რე ფი­ზი­კუ­რი ცხოვ­რე­ბი­სა. ახლა ასე ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი, თო­რემ ვერ გე­ტყვით, რომ მა­შინ ამა­ზე ვი­ფიქ­რე...

1983 წელს ხალ­ხმა უზარ­მა­ზა­რი პა­ტი­ვი მცა და მსმე­ნე­ლი დარ­ბაზ­ში სან­თლე­ბან­თე­ბუ­ლი დამ­ხვდა, გი­ორ­გის და­საფ­ლა­ვე­ბის შემ­დეგ... სა­ო­ცა­რი შეგ­რძნე­ბაა, რო­დე­საც სცე­ნი­დან სან­თლე­ბან­თე­ბულ მა­ყუ­რე­ბელს ხე­დავ, ასეთ დროს ლო­მიც კი ხდე­ბი" - ამ­ბობ­და წიკ­ლა­უ­რი.

ბა­ტო­ნი თე­მუ­რი იმა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­მუ­შევ­რებს იხ­სე­ნებ­და, სა­დაც მი­უ­ზიკლ "ფი­როს­მანს" გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს.

"ფი­როს­მა­ნი" 1995 წელს და­იდ­გა. მგო­ნია, დე­და­მი­წა­ზე იმი­ტომ მო­ვე­დი, რომ ფი­როს­მა­ნის­თვის, მისი არ­სის­თვის ხელი შე­მე­ხო და გან­მე­სა­ხი­ე­რე­ბი­ნა ისე, რო­გორც შევ­ძე­ლი. სიმ­ღე­რით იმ სულ­სა და გარსში ჩავ­ტე­უ­ლი­ყა­ვი, რაც ფი­როს­მანს ჰქონ­და. ეს ურ­თუ­ლე­სი პრო­ცე­სი იყო და არა მგო­ნია, რომ ბო­ლომ­დე შე­ვას­რუ­ლე და­კის­რე­ბუ­ლი მი­სია, მაგ­რამ დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა და სუ­ლი­ე­რი ზრდა ნამ­დვი­ლად გან­ვი­ცა­დე. ფი­როს­მა­ნის გან­სა­ხი­ე­რე­ბა ჩემ­თვის დიდი გა­მოც­და და პა­ტი­ვი იყო.

ეს წარ­მოდ­გე­ნა დიდ­ხანს, და­ახ­ლო­ე­ბით ათი წელი იქ­მნე­ბო­და. იგი უბ­რა­ლოა, მაგ­რამ ამა­ვე დროს, ძა­ლი­ან რთუ­ლი. მინ­დო­და, ფი­ზი­კუ­რად მა­ინც დავ­მსგავ­სე­ბო­დი მას, ამი­ტომ 21 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­შიმ­ში­ლე, მხო­ლოდ წყალს ვსვამ­დი. ის პე­რი­ო­დი მხო­ლოდ ფი­როს­მან­ზე ფიქ­რით, მას­ზე ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვით, მისი სუ­რა­თე­ბის ნახ­ვით და ბა­ტონ ჯე­მალ ბა­ღაშ­ვილ­თან (რო­გორც სცე­ნა­რი­სა და ლიბ­რე­ტოს ავ­ტორ­თან) სა­უბ­რებ­ში გა­ვა­ტა­რე" - იხ­სე­ნებს ინ­ტერ­ვი­უ­ში თე­მურ წიკ­ლა­უ­რი.

AMBEBI.GE ულო­ცავს ქარ­თუ­ლი სცე­ნის არ­წივს 75 წლის იუ­ბი­ლეს, მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას და დიდ­ხანს სი­ცო­ცხლეს უსურ­ვებს!

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაალ
6

ჯანმრთელობას გისურვებთ საქართველოს მარგალიტო! მადლობა ამაგისთვის! 

თამუნა
9

თქვენი გულშემატკივარი მსმენელი ისევ სანთლებით ვიქნებით დარბაზში თქვენ,რომ სცენაზე გამოხვალთ საქაეთველოს არწივო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"გიორგის დასაფლავების შემდეგ, მსმენელი დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა..." - ემოციური ეპიზოდები იუბილარ თემურ წიკლაურის ცხოვრებიდან

"გიორგის დასაფლავების შემდეგ, მსმენელი დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა..." - ემოციური ეპიზოდები იუბილარ თემურ წიკლაურის ცხოვრებიდან

ცნობილი ქართველი მომღერალი თემურ წიკლაური 22 იანვარს იუბილარია - მას 75 წელი შეუსრულდა. სამწუხაროა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კორონავირუსის გამო კვლავ მძიმეა - სახალხო არტისტი თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს და ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

თემურ წიკლაური 1946 წელს კოჯორში დაიბადა. პროფესიით უცხო ენების სპეციალისტი 1967 წლიდან ფილარმონიის სცენაზე დგას. იყო ანსამბლ "ციცინათელას" წევრი, შემდეგ ანსამბლ "ივერიას" სოლისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის, გიორგი ცაბაძის, ვაჟა აზარაშვილის, ალექსანდრე ბასილაიას დაუვიწყარ სიმღერებს.

ნუგზარ კვაშალი, ვაჟა აზარაშვილი და თეიმურაზ წიკლაური (ფოტო: ეროვნული ფოტომატიანე)

წლევანდელი საიუბილეო თარიღის აღნიშვნა თემურ წიკლაურის ავადმყოფობისა და კორონავირუსის პანდემიის გამო წელს არ მოხერხდა, ამიტომ, გვინდა მისი 2014 წლის გრანდიოზული იუბილე გავიხსენოთ, რომელიც ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში შედგა. მომღერალმა მაშინ სცენაზე ყოფნის 45 წელიც აღნიშნა და დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი ვარსკვლავიც გაიხსნა.

მაშინ დარბაზში გახლდით და კარგად მახსოვს, საღამოზე, რომელიც მუსიკოსმა, იუბილარის მეგობარმა ნუგზარ კვაშალმა გახსნა, არაერთი თბილი სიტყვით შეამკო იუბილარი და მისი საპატიო ტიტულების დასახელების შემდეგ, წიკლაური "ხელოვნების საპატიო რაინდადაც" შერაცხა...

მერე სცენაზე საპატიო "ივერიელი", "არწივი" და საღამოს მთავარი მოქმედი გმირიც გამოჩნდა, რომელმაც ერთი ამოსუნთქვით, თავისი ცნობილი ჰიტები ისე გულიანად შეასრულა, რომ მისი ერთი სიმღერისა არ იყოს, თამამად იტყოდით - "გული არა ბერდება"...

ჯემალ ბაღაშვილი, შოუბიზნესცენტრ "ლომისის" ხელმძღვანელი, საღამოს რეჟისორი იყო და აი რა გვითხრა: "არა მგონია, ამას სიტყვები სჭირდებოდეს, - 21 სიმღერა ასე გულით, ხმით, მთელი არსებით იმღეროს ადამიანმა, იშვიათია. მაყურებელი გრძნობს ამ სინაღდეს, რაც ასე აკლია არა მარტო ესტრადას, საერთოდ, ცხოვრებას - სიყალბემ წაგვლეკა, სინაღდის დეფიციტია! დიახ, ეს სინაღდეა, რამაც ასეთი დიდი სიყვარული გამოიწვია".

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიის ორგანიზატორმა, კულტურის პალატის პრეზიდენტმა დათო ოქიტაშვილმა კი გვითხრა: "აი, ეს არის სიხარული, რაც ახლა აქ ხდება... დიახ, დამსახურებულ ადამიანებს ვარსკვლავებს ხალხი უხსნის და არა მე. აქამდე ვისი ვარსკვლავიც გაიხსნა, ყველას ასეთი დიდი სიყვარული ახლდა".

თავად თემურ წიკლაური ვარსკვლავის გახსნამდე ჟურნალ "გზისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობდა: "ვარსკვლავთბიჭუნა უნდა გავხდე... დათო ოქიტაშვილმა ამის გაკეთება 6-7 წლის წინ შემომთავაზა, მაგრამ არავითარი სურვილი არ მქონდა... მერე კი ეს ყველაფერი ისეთი ფორმით მომაწოდა, უარი აღარ ვუთხარი, რომ იმ კოჰორტასთან ერთად, რაც ფილარმონიის შესასვლელთან ქვაშია გამოხატული, ჩემთვისაც მოინახოს ადგილი. დაე, ხალხმა იაროს ჩემზე... რადგანაც ამ შემთხვევაში, ჩემი გული, არსი, გონი და სხეული ხალხს განეკუთვნება, სული - უფალს".

მომღერლის ცხოვრებაში არაერთი ურთულესი ეპიზოდი ყოფილა, რომელიც მისი ხასიათით, შინაგანი სიძლიერით დაუძლევია. ერთ-ერთ უმძიმეს ტრაგედიაზე - შვილის, გიორგი წიკლაურის დაკარგვა,ზე ერთ-ერთ ინტერვიუში ასე ისაუბრა:

"ურთულესი პერიოდი იყო, როცა ჩემი შვილი გარდაიცვალა და მე სცენაზე უნდა დავმდგარიყავი. ეს იყო გამოცდა, რომელიც უფალმა მომიწყო. არავინ იცოდა, შევძლებდი და გავაკეთებდი ამას, თუ ყურებს ჩამოვყრიდი, ბრძოლის უნარსა და უფლისადმი რწმენას დავკარგავდი... მწამს, მჯერა, რომ მსგავსი რაღაცები ხდება იმისთვის, რათა გონმა გაიღვიძოს და ადამიანმა უფრო მეტად ირწმუნოს უფლისა, ვიდრე ფიზიკური ცხოვრებისა. ახლა ასე ჩამოვყალიბდი, თორემ ვერ გეტყვით, რომ მაშინ ამაზე ვიფიქრე...

1983 წელს ხალხმა უზარმაზარი პატივი მცა და მსმენელი დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა, გიორგის დასაფლავების შემდეგ... საოცარი შეგრძნებაა, როდესაც სცენიდან სანთლებანთებულ მაყურებელს ხედავ, ასეთ დროს ლომიც კი ხდები" - ამბობდა წიკლაური.

ბატონი თემური იმავე ინტერვიუში მის შემოქმედებაში მნიშვნელოვან ნამუშევრებს იხსენებდა, სადაც მიუზიკლ "ფიროსმანს" განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

"ფიროსმანი" 1995 წელს დაიდგა. მგონია, დედამიწაზე იმიტომ მოვედი, რომ ფიროსმანისთვის, მისი არსისთვის ხელი შემეხო და განმესახიერებინა ისე, როგორც შევძელი. სიმღერით იმ სულსა და გარსში ჩავტეულიყავი, რაც ფიროსმანს ჰქონდა. ეს ურთულესი პროცესი იყო და არა მგონია, რომ ბოლომდე შევასრულე დაკისრებული მისია, მაგრამ დიდი სიამოვნება და სულიერი ზრდა ნამდვილად განვიცადე. ფიროსმანის განსახიერება ჩემთვის დიდი გამოცდა და პატივი იყო.

ეს წარმოდგენა დიდხანს, დაახლოებით ათი წელი იქმნებოდა. იგი უბრალოა, მაგრამ ამავე დროს, ძალიან რთული. მინდოდა, ფიზიკურად მაინც დავმსგავსებოდი მას, ამიტომ 21 დღის განმავლობაში ვიშიმშილე, მხოლოდ წყალს ვსვამდი. ის პერიოდი მხოლოდ ფიროსმანზე ფიქრით, მასზე ლიტერატურის კითხვით, მისი სურათების ნახვით და ბატონ ჯემალ ბაღაშვილთან (როგორც სცენარისა და ლიბრეტოს ავტორთან) საუბრებში გავატარე" - იხსენებს ინტერვიუში თემურ წიკლაური.

AMBEBI.GE ულოცავს ქართული სცენის არწივს 75 წლის იუბილეს, მალე გამოჯანმრთელებას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს!

რატომ დატოვა "ჩუქუროვა" მთავარმა გმირმა - რეალური სასიყვარულო სამკუთხედი, თუ კარიერის გამო  გადადგმული ნაბიჯი: როგორია "ილმაზის" ცხოვრება კადრს მიღმა

გაიცანით გოგონა, რომლის მრავალხმიანი "Lord of the Rings" ინტერნეტჰიტად იქცა - "ჯაზის და ფოლკლორის გამოცდილებაც მაქვს, თუმცა თავს ოპერის სცენაზე ვხედავ"

უბერებელი მონიკა ბელუჩი - 56 წლის მსახიობის ახალი ფოტოები, სტილის მასტერკლასი და უბრალოდ, შთამბეჭდავი სილამაზე