მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეზღუდვები, რომლებიც 1-ელი თებერვლიდან მოიხსნება - როგორ იმუშავებს ტრანსპორტი და რომელი ობიექტები გაიხსნება
შეზღუდვები, რომლებიც 1-ელი თებერვლიდან მოიხსნება - როგორ იმუშავებს ტრანსპორტი და რომელი ობიექტები გაიხსნება

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია 1-ელი თე­ბერ­ვლი­დან შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის თა­ო­ბა­ზე მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. ქვე­ყა­ნა­ში დღეს მოქ­მე­დი შე­ზღუდ­ვე­ბის ეტა­პობ­რი­ვი მოხ­სნის გეგ­მა უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ და­ამ­ტკი­ცა.

რო­გორც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის ანა­ლიზს ეფუძ­ნე­ბა და მო­ი­ცავს ფრთხილ ნა­ბი­ჯებს, რათა შე­ზღუდ­ვე­ბის შე­დე­გად მიღ­წე­უ­ლი სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ, ქვე­ყა­ნა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი კვლავ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არ გა­ი­ზარ­დოს.კერ­ძოდ, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­ზღუდ­ვე­ბი ეტა­პობ­რი­ვად შემ­სუ­ბუქ­დე­ბა:

  • 1 თე­ბერ­ვლი­დან

1. ბა­თუმ­ში, ზუგ­დიდ­ში, გორ­ში, ფოთ­სა და თე­ლავ­ში აღ­დგე­ბა:

  • მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის
  • სკო­ლე­ბის
  • მა­ღა­ზი­ე­ბის და სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბის მუ­შა­ო­ბა;

2. თბი­ლის­ში, ქუ­თა­ის­სა და რუს­თავ­ში

  • 1-ლი თე­ბერ­ვლი­დან გა­ნა­ახ­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას მა­ღა­ზი­ე­ბი და სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბი;
  • სკო­ლე­ბის და მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის მუ­შა­ო­ბის გა­ნახ­ლე­ბა და­გეგ­მი­ლია 1-ლი მარ­ტის­თვის, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე;

3. ყვე­ლა ქა­ლაქ­ში ღია და და­ხუ­რუ­ლი ბაზ­რო­ბე­ბი გა­იხ­სნე­ბა 15 თე­ბერ­ვლი­დან

4. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ აჭა­რა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის და­დე­ბი­თო­ბის 7 დღის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 4%-ზე და­ბა­ლია, აჭა­რა­ში 1-ლი თე­ბერ­ვლი­დან დაშ­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კვე­ბის ობი­ექ­ტებ­ში ღია სივ­რცე­ებ­ში სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბა. კვლავ ძა­ლა­ში რჩე­ბა ქორ­წი­ლე­ბის, სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბი­სა თუ წვე­უ­ლე­ბის გა­მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით მოქ­მე­დი აკ­რძალ­ვა.

5. სხვა რე­გი­ო­ნებ­ში რეს­ტორ­ნე­ბი და კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი, მათ შო­რის სას­ტუმ­რო­ებ­ში, გა­აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას არ­სე­ბულ რე­ჟიმ­ში - გა­ტა­ნა-მი­ტა­ნის სერ­ვი­სით.

6. სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბის მუ­შა­ო­ბის აღ­დგე­ნა, ასე­ვე პრო­ფე­სი­ულ და უმაღ­ლეს სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სტუ­დენ­ტე­ბის აუ­დი­ტო­რი­ებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა და­გეგ­მი­ლია 1-ლი მარ­ტი­დან.

  • 1-ელ მარ­ტამ­დე ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ძა­ლა­ში რჩე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე არ­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვა 21:00 სა­ა­თი­დან 05:00 სა­ა­თამ­დე.
  • გაზ­რდი­ლი მო­ბი­ლო­ბის კომ­პენ­სი­რე­ბის მიზ­ნით, თე­ბერ­ვლის გან­მავ­ლო­ბა­ში შა­ბათ-კვი­რას არ იფუნ­ქცი­ო­ნი­რებს მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტი, ხოლო რეს­ტორ­ნე­ბი, კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი და მა­ღა­ზი­ე­ბი იმუ­შა­ვე­ბენ მხო­ლოდ გა­და­ტა­ნა-მი­ტა­ნის სერ­ვი­სით; აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რე­ბი, სურ­სა­თის და ცხო­ვე­ლე­ბის საკ­ვე­ბის მა­ღა­ზი­ე­ბი, აფ­თი­ა­ქე­ბი გა­აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში, შე­სა­ბა­მი­სი წე­სე­ბის დაც­ვით.
  • ძა­ლა­ში რჩე­ბა ყვე­ლა სხვა შე­ზღუდ­ვა, მათ შო­რის სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორ­ტებ­ზე.
  • ამ ეტაპ­ზე შე­ზღუ­დუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტის მუ­შა­ო­ბაც.
  • აუ­ცი­ლე­ბე­ლია პირ­ბა­დის, მომ­ხმა­რე­ბელ­თა ნა­კა­დე­ბის, რი­გე­ბის და დის­ტან­ცი­ის მარ­თვა, რაც მკაც­რად გა­კონ­ტროლ­დე­ბა.
  • შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­კა­ვებ­ლად, ბიზ­ნესს ექ­ნე­ბა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, იზ­რუ­ნოს პერ­სო­ნა­ლის ტეს­ტი­რე­ბა­ზე.
  • ბიზ­ნეს­თან და ექ­სპერ­ტებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად, თი­თო­ე­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი რის­კე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დად­გინ­და სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტეს­ტი­რე­ბის პრო­ტო­კო­ლე­ბი - პერ­სო­ნა­ლის მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა და ტეს­ტი­რე­ბის სიხ­ში­რე.
  • ყვე­ლა ტი­პის სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტი, 30-ზე მეტი თა­ნამ­შრომ­ლით, მათ შო­რის ბაზ­რო­ბე­ბი, ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან, უზ­რუნ­ველ­ყონ 2 კვი­რა­ში ერთხელ თა­ნამ­შრო­მელ­თა არა­ნაკ­ლებ 20%-ის ტეს­ტი­რე­ბა.
  • კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა 2 კვი­რა­ში ერთხელ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის 50%-ის ტეს­ტი­რე­ბა;
  • ორ კვი­რა­ში ერთხელ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა სის­ტე­მუ­რი ტეს­ტი­რე­ბა.
  • დღე­ი­დან, ბიზ­ნესს ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, და­რე­გის­ტრირ­დეს სპე­ცი­ა­ლურ პორ­ტალ­ზე - www.labour.moh.gov.ge და ინ­ტენ­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბის ფარ­გლებ­ში, 1-ელ მარ­ტამ­დე, სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბით, უფა­სოდ გა­ტეს­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.
  • სა­ხელ­მწი­ფოს და­ფი­ნან­სე­ბით გაგ­რძელ­დე­ბა სიმპტო­მი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის და სის­ტე­მუ­რი ჯგუ­ფე­ბის პრო­აქ­ტი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბა, რაც ხელს უწყობს ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის სწრაფ გა­მოვ­ლე­ნას და ეფექ­ტურ მარ­თვას.

უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მა­ზე აღი­ნიშ­ნა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია მო­ქა­ლა­ქე­თა ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და ეკო­ნო­მი­კის ინ­ტე­რე­სებს შო­რის ბა­ლან­სის დაც­ვა.აღ­ნიშ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 15 თე­ბერ­ვლის­თვის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბა შე­ფას­დე­ბა და 7 დღის და­დე­ბი­თო­ბის სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლის 4%-მდე შემ­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­დგო­მი შემ­სუ­ბუ­ქე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა. საბ­ჭოს სხდო­მა­ზე ხაზ­გას­მით აღი­ნიშ­ნა, რომ შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის თი­თო­ე­უ­ლი შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯი და­ე­ფუძ­ნე­ბა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის მკაცრ მო­ნი­ტო­რინგსა და დე­ტა­ლურ ანა­ლიზს, რო­მე­ლიც ორ კვი­რა­ში ერთხელ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 106 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
vai
5

ტრანსპორტი აამუშავეთ ადამიანები არ ხართ. რითი იაროს ხალხმა სამსახურებში??? დავიღალეთ უკვე

!!!!!!!!!!!
21

დეკემბერში დარიგებული 300 ლარი აპრილამდე თუ უნდა გადაგვენაწილებინა და 4 თვე უნდა გვყოფნოდა, გეთქვათ წინასწარ! ასეთი უნამუსობა გაგიგიათ, რომ გახსნა უკვე მერამდენედ გადადეს და კომპენსაციებზე ხმას არ იღებენ! დაარიგეთ ისევ ეს უბადრუკი 300 ლარი მაინც, თუ ელოდებით როდის ამოვწყდებით შიმშილით!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

შეზღუდვები, რომლებიც 1-ელი თებერვლიდან მოიხსნება - როგორ იმუშავებს ტრანსპორტი და რომელი ობიექტები გაიხსნება

შეზღუდვები, რომლებიც 1-ელი თებერვლიდან მოიხსნება - როგორ იმუშავებს ტრანსპორტი და რომელი ობიექტები გაიხსნება

მთავრობის ადმინისტრაცია 1-ელი თებერვლიდან შეზღუდვების მოხსნის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს. ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, მიღებული გადაწყვეტილებები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზს ეფუძნება და მოიცავს ფრთხილ ნაბიჯებს, რათა შეზღუდვების შედეგად მიღწეული სტაბილიზაციის შემდეგ, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს.კერძოდ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება:

  • 1 თებერვლიდან

1. ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება:

  • მუნიციპალური ტრანსპორტის
  • სკოლების
  • მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა;

2. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში

  • 1-ლი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები;
  • სკოლების და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება დაგეგმილია 1-ლი მარტისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე;

3. ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან

4. იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ინფიცირების დადებითობის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, აჭარაში 1-ლი თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება. კვლავ ძალაში რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა.

5. სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში - გატანა-მიტანის სერვისით.

6. საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, ასევე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან.

  • 1-ელ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.
  • გაზრდილი მობილობის კომპენსირების მიზნით, თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ მხოლოდ გადატანა-მიტანის სერვისით; აგრარული ბაზრები, სურსათის და ცხოველების საკვების მაღაზიები, აფთიაქები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, შესაბამისი წესების დაცვით.
  • ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის სათხილამურო კურორტებზე.
  • ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც.
  • აუცილებელია პირბადის, მომხმარებელთა ნაკადების, რიგების და დისტანციის მართვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.
  • შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ბიზნესს ექნება ვალდებულება, იზრუნოს პერსონალის ტესტირებაზე.
  • ბიზნესთან და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, თითოეული ეკონომიკური საქმიანობისთვის, ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, დადგინდა სავალდებულო ტესტირების პროტოკოლები - პერსონალის მინიმალური რაოდენობა და ტესტირების სიხშირე.
  • ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება.
  • კვების ობიექტებისთვის სავალდებულო იქნება 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 50%-ის ტესტირება;
  • ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება.
  • დღეიდან, ბიზნესს ექნება საშუალება, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე - www.labour.moh.gov.ge და ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 1-ელ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს თანამშრომლები.
  • სახელმწიფოს დაფინანსებით გაგრძელდება სიმპტომიანი პაციენტების და სისტემური ჯგუფების პროაქტიული ტესტირება, რაც ხელს უწყობს ინფიცირების შემთხვევების სწრაფ გამოვლენას და ეფექტურ მართვას.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანია მოქალაქეთა ჯანმრთელობასა და ეკონომიკის ინტერესებს შორის ბალანსის დაცვა.აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, 15 თებერვლისთვის ეპიდემიოლოგიური ვითარება შეფასდება და 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებლის 4%-მდე შემცირების შემთხვევაში, შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება გაგრძელდება. საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნის თითოეული შემდგომი ნაბიჯი დაეფუძნება ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრ მონიტორინგსა და დეტალურ ანალიზს, რომელიც ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება.

საქართველოს რომელ ქალაქებში ამუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი დღეიდან

10 შეზღუდვა, რომელიც დღეიდან იხსნება

"თუ დავიცავთ ყველა რეგულაციას, ნაკლებია ალბათობა, რომ მესამე ტალღა გვქონდეს" - ამირან გამყრელიძე