მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩაუშესკუს სასახლე 1100 ოთახით და 5-ტონიანი ჭაღით: მშენებლობა, დაახლოებით, 3 მილიარდი ევრო დაჯდა და მასში დიქტატორს ცხოვრება არ დასცალდა (+ ფოტოები)
ჩაუშესკუს სასახლე 1100 ოთახით და 5-ტონიანი ჭაღით: მშენებლობა, დაახლოებით, 3 მილიარდი ევრო დაჯდა და მასში დიქტატორს ცხოვრება არ დასცალდა (+ ფოტოები)

ევ­რო­პის უდი­დე­სი შე­ნო­ბის მშე­ნებ­ლო­ბის ის­ტო­რია

1980-იანი წლე­ბის შუა ხა­ნებ­ში რუ­მი­ნეთ­ში სი­ღა­რი­ბე სუ­ფევ­და. ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ღე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბის უმ­კაც­რეს­მა ეკო­ნო­მი­ამ მო­სახ­ლე­ო­ბის ცხოვ­რე­ბის დო­ნის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ვარ­დნა გა­მო­იწ­ვია: ქა­ლა­ქებ­ში პე­რი­ო­დუ­ლად ითი­შე­ბო­და გათ­ბო­ბა და ელექტრო­ე­ნერ­გია, ზამ­თრო­ბით მა­ცივ­რე­ბის ჩარ­თვა იკ­რძა­ლე­ბო­და ელექტრო­ნერ­გი­ის და­ზოგ­ვის მიზ­ნით და ამი­ტომ ადა­მი­ა­ნებს პრო­დუქ­ტე­ბის ფან­ჯრებს მიღ­მა შე­ნახ­ვა უწევ­დათ. ბი­ნა­ში ნა­თუ­რა მხო­ლოდ ერთ ოთახ­ში უნდა ან­თე­ბუ­ლი­ყო, ერთ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ზე კი თვე­ში მხო­ლოდ 30 ლიტ­რის საწ­ვა­ვი იყო დად­გე­ნი­ლი...

და ამ დროს ბუ­ქა­რეს­ტის ცენ­ტრში სწრა­ფი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და კო­ლო­სა­ლუ­რი და გა­ნუ­ზომ­ლად მდიდ­რუ­ლი ნა­გე­ბო­ბის - "ხალ­ხის სა­სახ­ლის“ მშე­ნებ­ლო­ბა. ციკ­ლო­პუ­რი შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა ევ­რო­პულ სა­სახ­ლეს ფარ­თო­ბით ბევ­რად აღე­მა­ტე­ბო­და, ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი­დან უზარ­მა­ზარ თან­ხებს ის­რუ­ტავ­და. ნი­კო­ლაე ჩა­უ­შეს­კუს, რუ­მი­ნე­თის კომ­პარ­ტი­ის ლი­დერს, ამ შე­ნო­ბით სარ­გებ­ლო­ბა არ დას­ცალ­და - ვიდ­რე მის მშე­ნებ­ლო­ბას და­ას­რუ­ლებ­დნენ, ქვე­ყა­ნა­ში რე­ვო­ლუ­ცია მოხ­და, იგი და­ა­პა­ტიმ­რეს და დახ­ვრი­ტეს. დიქ­ტა­ტო­რის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ სა­სახ­ლე უპატ­რო­ნო აღ­მოჩ­ნდა... საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ მისი დან­გრე­ვაც კი სურ­დათ. დღემ­დე სა­სახ­ლე და­უმ­თავ­რებ­ლად ით­ვლე­ბა, მისი ბევ­რი სა­თავ­სო ცა­რი­ე­ლია...

  • "ხალ­ხის სა­სახ­ლის“ ის­ტო­რია ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქტს შე­ი­ცავს.

ბუ­ქა­რეს­ტის არ­ქი­ტექ­ტუ­რას სო­ცი­ა­ლიზ­მის ეპო­ქამ თა­ვი­სი კვა­ლი და­ა­ტყო. თუ ადრე რუ­მი­ნე­თის დე­და­ქა­ლა­ქი თავს იწო­ნებ­და ფრან­გი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბის მიერ აგე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში და ჩი­ნეთ­ში ნი­კო­ლაე ჩა­უ­შეს­კუს ვი­ზი­ტე­ბის შემ­დეგ, ბუ­ქა­რეს­ტში მო­ნუ­მენ­ტუ­რი, გრან­დი­ო­ზუ­ლი შე­ნო­ბე­ბის დაპ­რო­ექ­ტე­ბა და აგე­ბა და­ი­წყო. ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, და­ი­გეგ­მა დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრის გარ­დაქ­მნა, სა­დაც ძვე­ლი შე­ნო­ბე­ბის ნაც­ვლად ახა­ლი სამ­თავ­რო­ბო პო­ლი­ტი­კურ-ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კომ­პლექ­სი უნდა გან­ლა­გე­ბუ­ლი­ყო, მას­ში ქვეყ­ნის ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო უმაღ­ლე­სი ორ­გა­ნო გან­თავ­სდე­ბო­და, იქ იცხოვ­რებ­და ნი­კო­ლაე ჩა­უ­შეს­კუც თა­ვის ცოლ ელე­ნეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად.

გრან­დი­ო­ზუ­ლი გეგ­მის რე­ა­ლი­ზე­ბას ხელი შე­უ­წყო 1977 წლის კარ­პა­ტე­ბის მი­წისძვრამ; ბუ­ქა­რეს­ტში ძვე­ლი შე­ნო­ბე­ბი და­ზი­ან­და და და­ინ­გრა, მათ შო­რის დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრშიც. მაგ­რამ სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ნაც­ვლად პარ­ტი­ის ლი­დერ­მა გან­კარ­გუ­ლე­ბა გას­ცა ყვე­ლა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი შე­ნო­ბა აე­ღოთ და ტე­რი­ტო­რია ნან­გრე­ვე­ბი­სა­გან გა­ეწ­მინ­დათ, მო­მა­ვა­ლი სა­სახ­ლის ასა­გე­ბად. პლუს სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ან­გრი­ეს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კვარტლე­ბიც. "კარ­პა­ტე­ბის გე­ნი­ის“ ნე­ბით (ასე უწო­დებ­დნენ ნი­კო­ლაე ჩა­უ­შეს­კუს) სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 40 ათას­მა ადა­მი­ან­მა გა­მო­იც­ვა­ლა.

სხვა­თა შო­რის, რამ­დე­ნი­მე ეკ­ლე­სია და ტა­ძა­რი შე­ნარ­ჩუნ­და (მათ შო­რის, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ან­თი­მოზ ივე­რი­ე­ლის მო­ნას­ტე­რიც - ს.კ.): ისი­ნი ლი­ან­და­გებ­ზე დად­გეს და სხვა ად­გილ­ზე გა­და­ი­ტა­ნეს.

შე­ნო­ბის მთა­ვარ არ­ქი­ტექ­ტო­რად და­ი­ნიშ­ნა 32 წლის ანკა პეტ­რეს­კუ, რომ­ლის ხედ­ვა მაქ­სი­მა­ლუ­რად ემ­თხვე­ო­და ნი­კო­ლაე ჩა­უ­შეს­კუს თვალ­საზ­რისს. სა­ბო­ლო­ოდ დაპ­რო­ექტდა ისე­თის შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც იმ დრო­ის­თვის არ იყო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, მას ვერ­ცერთ არ­ქი­ტექ­ტუ­რულ სტილს ვერ მი­ა­კუთ­ვნებ­დი, მაგ­რამ უფრო მე­ტად სტა­ლი­ნურ ამ­პირს ჩა­მოჰ­გავ­და.

"ხალ­ხის სა­სახ­ლის“ წინ ფარ­თო მო­ე­და­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, სა­ი­და­ნაც 3 კმ-იანი ბულ­ვა­რი იწყე­ბო­და. შე­ნო­ბის ირ­გვლივ გან­ზრა­ხუ­ლი იყო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის აგე­ბა მა­ღა­ლი კომ­ფორ­ტუ­ლო­ბის დო­ნით - პარ­ტი­უ­ლი და სა­ხელ­მწი­ფო მუ­შა­კე­ბი­სათ­ვის.

მშე­ნებ­ლო­ბა 1984 წელს და­ი­წყო. ნი­კო­ლაე ჩა­უ­შეს­კუ რე­გუ­ლა­რუ­ლად ამოწ­მებ­და მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას და ში­გა­და­შიგ პრო­ექტს ცვლი­და.

ციფ­რე­ბი გა­სა­ო­ცა­რია: სა­სახ­ლის ზო­მე­ბი - სიგ­რძე სი­გა­ნე 270 და 240 მეტრს შე­ად­გენს, სი­მაღ­ლეს - 86 მეტრს. მი­წის­ქვე­შა ნა­წი­ლი 92 მეტრ სიღ­რმე­ზეა გან­ლა­გე­ბუ­ლი. მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­ი­ხარ­ჯა მი­ლი­ონ კვად­რა­ტულ მეტრზე მეტი მარ­მა­რი­ლო, 3500 ტონა ბრო­ლი (480 ჭაღი, 1409 სარ­კე), 700 ათა­სი ტონა ფო­ლა­დი, ასო­ბით ტონა ბრინ­ჯაო კა­რე­ბი­სა და ფან­ჯრე­ბი­სათ­ვის... პარ­კე­ტი­სათ­ვის გა­მო­ი­ყე­ნეს 900 ათა­სი კუ­ბა­მეტ­რი ხე, მოქ­სო­ვი­ლი იქნა 200 ათა­სი მეტ­რი მა­ტყლის ხა­ლი­ჩა. ზო­გი­ერ­თი გრან­დი­ო­ზუ­ლი ხა­ლი­ჩა ად­გილ­ზე იქ­სო­ვე­ბო­და, რის­თვი­საც სა­სახ­ლე­ში საქ­სო­ვი დაზ­გე­ბი შე­ი­ტა­ნეს.

ანკა პე­ტე­რეს­კუს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მშე­ნებ­ლო­ბა­ზე 700-მდე არ­ქი­ტექ­ტო­რი და 20 ათა­სი მშე­ნე­ბე­ლი მუ­შა­ობ­და. სა­სახ­ლე ძი­რი­თა­დად რუ­მი­ნუ­ლი მა­სა­ლე­ბით იგე­ბო­და, რაც მი­უ­თი­თებ­და ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და თვითკმა­რო­ბას. მუ­შა­ო­ბა სამ­ცვლი­ა­ნი იყო და არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა ყვე­ლა­ზე მძი­მე დრო­საც კი, როცა ქვეყ­ნის რე­სურ­სე­ბი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სა­გა­რეო ვა­ლე­ბის გა­და­სახ­დე­ლად. სა­მა­გი­ე­როდ, რუ­მი­ნე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბის დონე სწრა­ფად ეცე­მო­და, ხალ­ხი ღა­რიბ­დე­ბო­და.

1989 წლი­სათ­ვის რუ­მი­ნეთ­მა მთლი­ა­ნად გა­და­ი­ხა­და სა­გა­რეო ვა­ლე­ბი, რაც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, უპ­რე­ცე­დენ­ტო მოვ­ლე­ნა იყო ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში.. იმ დრო­ი­სათ­ვის "ხალ­ხის სა­სახ­ლე“ ძი­რი­თა­დად უკვე აშე­ნე­ბუ­ლი იყო. მის სა­ბო­ლოო დას­რუ­ლე­ბას ხელი რე­ვო­ლუ­ცი­ამ შე­უ­შა­ლა. ნი­კო­ლაე ჩა­უ­შეს­კუ და მისი ცოლი ქა­ლა­ქი­დან გა­იქ­ცნენ, მაგ­რამ შე­ი­პყრეს და პრაქ­ტი­კუ­ლად ად­გილ­ზე­ვე სწრა­ფად დახ­ვრი­ტეს. დიქ­ტა­ტუ­რა და­ემ­ხო, მაგ­რამ შე­ნო­ბა დარ­ჩა.

რუ­მი­ნულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ნო­ბის მი­მართ სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი მიდ­გო­მა აქვს. ბევ­რი მი­იჩ­ნევს, რომ შე­ნო­ბა თა­ვი­სი დრო­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რულ შე­დევ­რს წარ­მო­ად­გენს. წინა წლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რე­მონ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ დღეს მის ძი­რი­თად ნა­წილ­ში რუ­მი­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტი, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო და რამ­დე­ნი­მე მუ­ზე­უ­მი, მათ შო­რის თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მია გან­თავ­სე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად მას უკვე "პარ­ლა­მენ­ტის სა­სახ­ლეს“ უწო­დე­ბენ. უზარ­მა­ზარ დარ­ბა­ზებ­ში სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი ტარ­დე­ბა. იქ­ვეა მო­ე­და­ნი შად­რევ­ნე­ბით და ბულ­ვა­რით, რო­მელ­საც ხუმ­რო­ბით "რუ­მი­ნულ ელი­სეს მინ­დვ­რებს“ უწო­დე­ბენ. შე­ნო­ბა ტუ­რის­ტე­ბის­თვის ღიაა, თუმ­ცა მას­ში შე­სას­ვლე­ლად მე­ტალ­დე­ტექ­ტო­რით შე­მოწ­მე­ბა ხდე­ბა.

შე­ნო­ბა­ში 1100 ოთა­ხია და მათ­გან მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რი თუ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, - ამ­ბობს ექ­სკურ­სი­ამ­ძღო­ლი, - დღეს რუ­მი­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის სა­სახ­ლეს, რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბას, თა­ვი­სი სი­დი­დით მსოფ­ლი­ო­ში მე­ო­რე ად­გი­ლი უკა­ვია პენ­ტა­გო­ნის შემ­დეგ, თუმ­ცა მას პირ­ვე­ლო­ბა აქვს იმა­ში, რომ ის ყვე­ლა­ზე მძი­მე შე­ნო­ბაა, რაც კი დე­და­მი­წა­ზე აშე­ნე­ბუ­ლა. 2006 წელს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა გა­მო­ით­ვა­ლეს, რომ მისი მშე­ნებ­ლო­ბა თურ­მე სამი მი­ლი­არ­დი ევრო დაჯ­და - ესეც მსოფ­ლიო რე­კორდს წარ­მო­ად­გენს.

თა­ვი­სი შიდა მორ­თუ­ლო­ბით სა­სახ­ლე არაფ­რით არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა ევ­რო­პე­ლი მო­ნარ­ქე­ბის სა­სახ­ლე­ებს. ყვე­ლა­ზე დიდი ჭაღი ნა­ტუ­რა­ლუ­რი მთის ბრო­ლი­სა­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი და 5 ტო­ნას იწო­ნის.

- სა­სახ­ლეს შე­უძ­ლია იმ­დე­ნი ელექტრო­ე­ნერ­გია მო­იხ­მა­როს, რამ­დე­ნიც ერთ ქა­ლაქს ეყო­ფა 20 ათა­სი მცხოვ­რე­ბით, - ასეთ შო­კის­მომ­გვრელ ინ­ფორ­მა­ცი­ას ახ­მა­უ­რებს ექ­სკურ­სი­ამ­ძღო­ლი. ერთ-ერთ დარ­ბაზ­ში ორი მარ­მა­რი­ლოს სა­ფე­ხუ­რე­ბი­ა­ნი კი­ბეა, რომ­ლე­ბიც ქვე­მო სარ­თულ­ზე ეშ­ვე­ბი­ან ერ­თმა­ნე­თის პა­რა­ლე­ლუ­რად და ბო­ლოს ერ­თდე­ბი­ან: ერ­თით ნი­კო­ლაე ჩა­უ­შეს­კუს უნდა ესარ­გებ­ლა, მე­ო­რე­თი - ელე­ნა ჩა­უ­შეს­კუს, ორი­ვე დაბ­ლა ჩა­ვი­დო­და და ერ­თმა­ნეთს სტუმ­რე­ბის მი­სა­ღებ დარ­ბაზ­ში შეხ­ვდე­ბოდ­ნენ.

სა­სახ­ლეს მე­ა­თე სარ­თულ­ზე დიდი აი­ვა­ნი აქვს, სა­ი­და­ნაც ნი­კო­ლაე ჩა­უ­შეს­კუს სამ­ხედ­რო აღ­ლუ­მე­ბი უნდა მი­ე­ღო. პირ­ვე­ლი უცხო­ე­ლი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ აი­ვან­ზე მოხ­ვდა, მა­იკლ ჯექ­სო­ნი იყო, თუმ­ცა მას კუ­რი­ო­ზუ­ლი ის­ტო­რია შე­ემ­თხვა. თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მან, გა­და­ხე­და რა ბუ­ქა­რესტს, ხმა­მაღ­ლა და­ი­ძა­ხა - "სა­ლა­მი, ბუ­და­პეშ­ტო!“.

სა­სახ­ლის ბნელ მი­წის­ქვე­შა სიღ­რმე­ში გან­ლა­გე­ბუ­ლია ატო­მურ­ბომბსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ბუნ­კე­რი, მეტრნა­ხევ­რი­ა­ნი ბე­ტო­ნის კედ­ლე­ბით. ერთ-ერთ დარ­ბაზ­ში დიდი სტენ­დია გან­ლა­გე­ბუ­ლი სა­სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბით, მე­ო­რე­ში კი - კო­მუ­ნიზ­მის ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უ­მი.

ზე­მოთ უკვე ვთქვით, რომ 1989 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ სა­სახ­ლის დან­გრე­ვა სურ­დათ, მაგ­რამ რო­გორც კი მისი დან­გრე­ვით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლი და­ით­ვა­ლეს, გან­ზრახ­ვა­ზე უარი თქვეს - ნან­გრე­ვე­ბის აღე­ბა უფრო ძვი­რი დაჯ­დე­ბო­და, ვიდ­რე მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბა. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთლი­ა­ნო­ბა­ში სა­სახ­ლე მოქ­მე­დია, ზო­გი­ერ­თი სა­თავ­სოს მო­პირ­კე­თე­ბა ჯე­რაც არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კარლიტო
3

ნუ ფაქტია რომ დაჭერიდან მალევე დახვრიტეს,ქვეყანა საგარეო ვალებიდან გამოიყვანა,მაგრამ მაფიოზებმა პატიმრობას მოშორება გადაწყვიტეს და მითუმეტეს სასახლის დანგრევაცკი,ვიცი რომ დიქტატორი იყო,ისიც ვიცი რომ ქვეყანა შიმშილობდა, ზურგი აქციეს ქვეყანას ევროპამ,ამერიკამ,რუსეთსაც დაშლის პრობლემები ჰქონდა. მთელი 90-იანები მსოფლიოსთვის იყო კლანების,სისხლიანი რევოლუციების,შიმშილობის და განუკითხაობის წლები 💪

ნანი
5

არ უნდა დაეხვრიტათ, ამისთანა სასახლე აუშენა ქვეყანას,თან ხომ არ წაიღო, მთავრობას შეცვლიდნენ და ჩამოართმევდნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ჩაუშესკუს სასახლე 1100 ოთახით და 5-ტონიანი ჭაღით: მშენებლობა, დაახლოებით, 3 მილიარდი ევრო დაჯდა და მასში დიქტატორს ცხოვრება არ დასცალდა (+ ფოტოები)

ჩაუშესკუს სასახლე 1100 ოთახით და 5-ტონიანი ჭაღით: მშენებლობა, დაახლოებით, 3 მილიარდი ევრო დაჯდა და მასში დიქტატორს ცხოვრება არ დასცალდა (+ ფოტოები)

ევროპის უდიდესი შენობის მშენებლობის ისტორია

1980-იანი წლების შუა ხანებში რუმინეთში სიღარიბე სუფევდა. ქვეყანაში შემოღებული რესურსების უმკაცრესმა ეკონომიამ მოსახლეობის ცხოვრების დონის კატასტროფული ვარდნა გამოიწვია: ქალაქებში პერიოდულად ითიშებოდა გათბობა და ელექტროენერგია, ზამთრობით მაცივრების ჩართვა იკრძალებოდა ელექტრონერგიის დაზოგვის მიზნით და ამიტომ ადამიანებს პროდუქტების ფანჯრებს მიღმა შენახვა უწევდათ. ბინაში ნათურა მხოლოდ ერთ ოთახში უნდა ანთებულიყო, ერთ ავტომანქანაზე კი თვეში მხოლოდ 30 ლიტრის საწვავი იყო დადგენილი...

და ამ დროს ბუქარესტის ცენტრში სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა კოლოსალური და განუზომლად მდიდრული ნაგებობის - "ხალხის სასახლის“ მშენებლობა. ციკლოპური შენობა, რომელიც ყველა ევროპულ სასახლეს ფართობით ბევრად აღემატებოდა, ქვეყნის ბიუჯეტიდან უზარმაზარ თანხებს ისრუტავდა. ნიკოლაე ჩაუშესკუს, რუმინეთის კომპარტიის ლიდერს, ამ შენობით სარგებლობა არ დასცალდა - ვიდრე მის მშენებლობას დაასრულებდნენ, ქვეყანაში რევოლუცია მოხდა, იგი დააპატიმრეს და დახვრიტეს. დიქტატორის სიკვდილის შემდეგ სასახლე უპატრონო აღმოჩნდა... საქმე იქამდე მივიდა, რომ მისი დანგრევაც კი სურდათ. დღემდე სასახლე დაუმთავრებლად ითვლება, მისი ბევრი სათავსო ცარიელია...

  • "ხალხის სასახლის“ ისტორია ბევრ საინტერესო ფაქტს შეიცავს.

ბუქარესტის არქიტექტურას სოციალიზმის ეპოქამ თავისი კვალი დაატყო. თუ ადრე რუმინეთის დედაქალაქი თავს იწონებდა ფრანგი არქიტექტორების მიერ აგებული შენობებით, ჩრდილოეთ კორეაში და ჩინეთში ნიკოლაე ჩაუშესკუს ვიზიტების შემდეგ, ბუქარესტში მონუმენტური, გრანდიოზული შენობების დაპროექტება და აგება დაიწყო. ქვეყნის მმართველის ინიციატივით, დაიგეგმა დედაქალაქის ცენტრის გარდაქმნა, სადაც ძველი შენობების ნაცვლად ახალი სამთავრობო პოლიტიკურ-ადმინისტრაციული კომპლექსი უნდა განლაგებულიყო, მასში ქვეყნის ყველა სახელმწიფო უმაღლესი ორგანო განთავსდებოდა, იქ იცხოვრებდა ნიკოლაე ჩაუშესკუც თავის ცოლ ელენესთან და შვილებთან ერთად.

გრანდიოზული გეგმის რეალიზებას ხელი შეუწყო 1977 წლის კარპატების მიწისძვრამ; ბუქარესტში ძველი შენობები დაზიანდა და დაინგრა, მათ შორის დედაქალაქის ცენტრშიც. მაგრამ სარემონტო სამუშაოების ნაცვლად პარტიის ლიდერმა განკარგულება გასცა ყველა დაზიანებული შენობა აეღოთ და ტერიტორია ნანგრევებისაგან გაეწმინდათ, მომავალი სასახლის ასაგებად. პლუს სპეციალურად დაანგრიეს საცხოვრებელი კვარტლებიც. "კარპატების გენიის“ ნებით (ასე უწოდებდნენ ნიკოლაე ჩაუშესკუს) საცხოვრებელი ადგილი დაახლოებით 40 ათასმა ადამიანმა გამოიცვალა.

სხვათა შორის, რამდენიმე ეკლესია და ტაძარი შენარჩუნდა (მათ შორის, როგორც ამბობენ, ანთიმოზ ივერიელის მონასტერიც - ს.კ.): ისინი ლიანდაგებზე დადგეს და სხვა ადგილზე გადაიტანეს.

შენობის მთავარ არქიტექტორად დაინიშნა 32 წლის ანკა პეტრესკუ, რომლის ხედვა მაქსიმალურად ემთხვეოდა ნიკოლაე ჩაუშესკუს თვალსაზრისს. საბოლოოდ დაპროექტდა ისეთის შენობა, რომელიც იმ დროისთვის არ იყო დამახასიათებელი, მას ვერცერთ არქიტექტურულ სტილს ვერ მიაკუთვნებდი, მაგრამ უფრო მეტად სტალინურ ამპირს ჩამოჰგავდა.

"ხალხის სასახლის“ წინ ფართო მოედანი უნდა ყოფილიყო, საიდანაც 3 კმ-იანი ბულვარი იწყებოდა. შენობის ირგვლივ განზრახული იყო საცხოვრებელი კორპუსების აგება მაღალი კომფორტულობის დონით - პარტიული და სახელმწიფო მუშაკებისათვის.

მშენებლობა 1984 წელს დაიწყო. ნიკოლაე ჩაუშესკუ რეგულარულად ამოწმებდა მშენებლობის პროცესის მიმდინარეობას და შიგადაშიგ პროექტს ცვლიდა.

ციფრები გასაოცარია: სასახლის ზომები - სიგრძე სიგანე 270 და 240 მეტრს შეადგენს, სიმაღლეს - 86 მეტრს. მიწისქვეშა ნაწილი 92 მეტრ სიღრმეზეა განლაგებული. მშენებლობაზე დაიხარჯა მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი მარმარილო, 3500 ტონა ბროლი (480 ჭაღი, 1409 სარკე), 700 ათასი ტონა ფოლადი, ასობით ტონა ბრინჯაო კარებისა და ფანჯრებისათვის... პარკეტისათვის გამოიყენეს 900 ათასი კუბამეტრი ხე, მოქსოვილი იქნა 200 ათასი მეტრი მატყლის ხალიჩა. ზოგიერთი გრანდიოზული ხალიჩა ადგილზე იქსოვებოდა, რისთვისაც სასახლეში საქსოვი დაზგები შეიტანეს.

ანკა პეტერესკუს ხელმძღვანელობით მშენებლობაზე 700-მდე არქიტექტორი და 20 ათასი მშენებელი მუშაობდა. სასახლე ძირითადად რუმინული მასალებით იგებოდა, რაც მიუთითებდა ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თვითკმარობას. მუშაობა სამცვლიანი იყო და არ გაჩერებულა ყველაზე მძიმე დროსაც კი, როცა ქვეყნის რესურსები მობილიზებული იყო საგარეო ვალების გადასახდელად. სამაგიეროდ, რუმინელების ცხოვრების დონე სწრაფად ეცემოდა, ხალხი ღარიბდებოდა.

1989 წლისათვის რუმინეთმა მთლიანად გადაიხადა საგარეო ვალები, რაც, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო მოვლენა იყო ქვეყნის ისტორიაში.. იმ დროისათვის "ხალხის სასახლე“ ძირითადად უკვე აშენებული იყო. მის საბოლოო დასრულებას ხელი რევოლუციამ შეუშალა. ნიკოლაე ჩაუშესკუ და მისი ცოლი ქალაქიდან გაიქცნენ, მაგრამ შეიპყრეს და პრაქტიკულად ადგილზევე სწრაფად დახვრიტეს. დიქტატურა დაემხო, მაგრამ შენობა დარჩა.

რუმინულ საზოგადოებას შენობის მიმართ სხვადასხვანაირი მიდგომა აქვს. ბევრი მიიჩნევს, რომ შენობა თავისი დროის არქიტექტურულ შედევრს წარმოადგენს. წინა წლებში განხორციელებული რემონტის დასრულების შემდეგ დღეს მის ძირითად ნაწილში რუმინეთის პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლო და რამდენიმე მუზეუმი, მათ შორის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია განთავსებული, შესაბამისად მას უკვე "პარლამენტის სასახლეს“ უწოდებენ. უზარმაზარ დარბაზებში სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციები ტარდება. იქვეა მოედანი შადრევნებით და ბულვარით, რომელსაც ხუმრობით "რუმინულ ელისეს მინდვრებს“ უწოდებენ. შენობა ტურისტებისთვის ღიაა, თუმცა მასში შესასვლელად მეტალდეტექტორით შემოწმება ხდება.

შენობაში 1100 ოთახია და მათგან მხოლოდ ნახევარი თუ გამოიყენება, - ამბობს ექსკურსიამძღოლი, - დღეს რუმინეთის პარლამენტის სასახლეს, როგორც ადმინისტრაციულ შენობას, თავისი სიდიდით მსოფლიოში მეორე ადგილი უკავია პენტაგონის შემდეგ, თუმცა მას პირველობა აქვს იმაში, რომ ის ყველაზე მძიმე შენობაა, რაც კი დედამიწაზე აშენებულა. 2006 წელს სპეციალისტებმა გამოითვალეს, რომ მისი მშენებლობა თურმე სამი მილიარდი ევრო დაჯდა - ესეც მსოფლიო რეკორდს წარმოადგენს.

თავისი შიდა მორთულობით სასახლე არაფრით არ ჩამოუვარდება ევროპელი მონარქების სასახლეებს. ყველაზე დიდი ჭაღი ნატურალური მთის ბროლისაგან არის დამზადებული და 5 ტონას იწონის.

- სასახლეს შეუძლია იმდენი ელექტროენერგია მოიხმაროს, რამდენიც ერთ ქალაქს ეყოფა 20 ათასი მცხოვრებით, - ასეთ შოკისმომგვრელ ინფორმაციას ახმაურებს ექსკურსიამძღოლი. ერთ-ერთ დარბაზში ორი მარმარილოს საფეხურებიანი კიბეა, რომლებიც ქვემო სართულზე ეშვებიან ერთმანეთის პარალელურად და ბოლოს ერთდებიან: ერთით ნიკოლაე ჩაუშესკუს უნდა ესარგებლა, მეორეთი - ელენა ჩაუშესკუს, ორივე დაბლა ჩავიდოდა და ერთმანეთს სტუმრების მისაღებ დარბაზში შეხვდებოდნენ.

სასახლეს მეათე სართულზე დიდი აივანი აქვს, საიდანაც ნიკოლაე ჩაუშესკუს სამხედრო აღლუმები უნდა მიეღო. პირველი უცხოელი ცნობილი ადამიანი, რომელიც ამ აივანზე მოხვდა, მაიკლ ჯექსონი იყო, თუმცა მას კურიოზული ისტორია შეემთხვა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მან, გადახედა რა ბუქარესტს, ხმამაღლა დაიძახა - "სალამი, ბუდაპეშტო!“.

სასახლის ბნელ მიწისქვეშა სიღრმეში განლაგებულია ატომურბომბსაწინააღმდეგო ბუნკერი, მეტრნახევრიანი ბეტონის კედლებით. ერთ-ერთ დარბაზში დიდი სტენდია განლაგებული სასახლის მშენებლობის ამსახველი ფოტოსურათებით, მეორეში კი - კომუნიზმის ისტორიის მუზეუმი.

ზემოთ უკვე ვთქვით, რომ 1989 წლის რევოლუციის შემდეგ სასახლის დანგრევა სურდათ, მაგრამ როგორც კი მისი დანგრევით მიყენებული ზარალი დაითვალეს, განზრახვაზე უარი თქვეს - ნანგრევების აღება უფრო ძვირი დაჯდებოდა, ვიდრე მშენებლობის დასრულება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში სასახლე მოქმედია, ზოგიერთი სათავსოს მოპირკეთება ჯერაც არ დასრულებულა. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ