სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სჭირდებათ თუ არა კომპიუტერული ტომოგრაფია მათ, ვინც კოვიდ19–ით სახლში მკურნალობს და ვისაც ინფიცირებაზე ეჭვი აქვს
სჭირდებათ თუ არა კომპიუტერული ტომოგრაფია მათ, ვინც კოვიდ19–ით სახლში მკურნალობს და ვისაც ინფიცირებაზე ეჭვი აქვს

კო­ვიდ-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი სახ­ლში მკურ­ნა­ლობს. ბევ­რი მათ­გა­ნის­თვის მკურ­ნა­ლო­ბი­სა და დი­აგ­ნოს­ტი­კის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი სრუ­ლი­ად უც­ნო­ბია და უბ­რა­ლოდ არ იცი­ან, სჭირ­დე­ბათ თუ არა გარ­კვე­უ­ლი ანა­ლი­ზე­ბი, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი... ამ დროს ბევ­რი თვით­ნე­ბუ­რად კომ­პი­უ­ტე­რულ ტო­მოგ­რა­ფი­ა­საც კი იღებს და თვლის, რომ ამ გზით სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუ­ნავს. თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ცე­დუ­რაა, ყვე­ლა ინ­ფი­ცი­რე­ბულს და მით უმე­ტეს ჯერ კი­დევ და­უ­დას­ტუ­რე­ბელ პა­ცი­ენ­ტებს არ სჭირ­დე­ბათ.

ვის სჭირ­დე­ბა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია და ზო­გა­დად, რა პრო­ცე­დუ­რაა ეს, რა გან­სხვა­ვე­ბაა მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სულ ტო­მოგ­რა­ფი­სა (MRI) და კომ­პი­უ­ტე­რულ ტო­მოგ­რა­ფი­ას (CT) შო­რის „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ სხი­ვუ­რი და რა­დი­ო­დი­აგ­ნოს­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი სო­ფიო ჭე­დია გვე­სა­უბ­რე­ბა.

რო­გო­რია რა­დი­ო­ლო­გი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის დროს?

დღეს არ არ­სე­ბობს მე­დი­ცი­ნის დარ­გი და პა­თო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც არ სა­ჭი­რო­ებ­დეს რა­დი­ო­ლო­გი­ის. კერ­ძოდ, ულტრაბ­გე­რი­თი დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და რენტგე­ნო­ლო­გი­ის, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის­დახ­მა­რე­ბას. ეს ოთხი მი­მარ­თუ­ლე­ბა გახ­ლავთ რა­დი­ო­ლო­გი­ის ფლაგ­მა­ნი, რომ­ლის გა­რე­შე დღე­ვან­დე­ლი მე­დი­ცი­ნა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

რო­მე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დად­გე­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი მხო­ლოდ რა­დი­ო­ლო­გი­ის დახ­მა­რე­ბით?

იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ოთხი მი­მარ­თუ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი ნო­ზო­ლო­გი­ის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის პრო­ცე­სის მოც­ვა, კვლე­ვის სხვა მე­თო­დებ­თან ერ­თად კომ­პლექსში. არ­სე­ბობს დარ­გე­ბი, სა­დაც კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი (CT) და მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია (MRI) არის ერ­თა­დერ­თი და შე­უც­ვლე­ლი მე­თო­დი. მა­გა­ლი­თად, ნევ­რო­ლო­გი­ის, ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­ის, ონ­კო­ქი­რურ­გი­ის, თო­რა­კა­ლუ­რი ქი­რურ­გი­ის და პულ­მო­ნო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი და სხვ.

რა გან­სხვა­ვე­ბაა სხვა­დას­ხვა აპა­რატს შო­რის და რა უნდა გა­ვარ­კვი­ოთ აპა­რატ­ზე, ვიდ­რე გა­და­ღე­ბას გა­დავ­წყვეტთ?

რენტგე­ნი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის (CT) მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პი ემ­ყა­რე­ბა რენტგე­ნის ანუ X-Ray სხი­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას. ეს რა­დი­ა­ცი­უ­ლი გა­მოს­ხი­ვე­ბაა და შე­სა­ბა­მი­სად მისი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დოზა სა­ზი­ა­ნოა ორ­გა­ნიზ­მის­თვის. ამი­ტომ, ეს კვლე­ვე­ბი ინიშ­ნე­ბა კლი­ნი­ცის­ტი ექი­მის მიერ სა­მე­დი­ცი­ნო ჩვე­ნე­ბით. ულტრაბ­გე­რი­თი ანუ ექ­სკო­პი­უ­რი კვლე­ვე­ბი ემ­ყა­რე­ბა ულტრაბ­გე­რის გა­მო­ყე­ნე­ბას, მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია(MRI) კი დამ­ყა­რე­ბუ­ლია მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლის ინ­დუქ­ცი­ურ ძა­ლა­ზე (Tesla) და მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლის გრა­დი­ენტზე. ულტრაბ­გე­რი­სა და მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლის უარ­ყო­ფი­თი ზე­მოქ­მე­დე­ბა ჯერ-ჯე­რო­ბით დად­გე­ნი­ლი არ არის. დღეს არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მათ უარ­ყო­ფი­თი ზე­გავ­ლე­ნა ორ­გა­ნიზ­მზე არ აქვთ. ამი­ტომ, ამ კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­შიც დაშ­ვე­ბუ­ლია, რენტგე­ნი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით.

რა გან­სხვა­ვე­ბაა მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სულ ტო­მოგ­რა­ფი­სა (MRI) და კომ­პი­უ­ტე­რულ ტო­მოგ­რა­ფი­ას (CT) შო­რის და რო­დის რო­მე­ლია სა­ჭი­რო?

მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი კვლე­ვა (MRI) ძი­რი­თა­დად არის გეგ­მი­უ­რი კვლე­ვის მე­თო­დი და მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ცი­ლე­ბით დი­დია, ვიდ­რე კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ი­სა (CT). თუმ­ცა, ხში­რად ეს ორი მე­თო­დი ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლო­ბით ავ­სებს ერ­თმა­ნეთს. მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი რე­ჟი­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია შე­უც­ვლე­ლია ფილ­ტვის პა­თო­ლო­გი­ე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის დროს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ, რაც უფრო ახა­ლი და მრა­ვალშრი­ა­ნია კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი, რაც უფრო სწრა­ფად ხდე­ბა გა­და­ღე­ბის პრო­ცე­სი, მით უფრო ნაკ­ლე­ბია დას­ხი­ვე­ბა. „ნიუ-ჰოს­პი­ტალ­სის“ რა­დი­ო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა აღ­ჭურ­ვი­ლია კომ­პა­ნია Toshiba–სა და Siemens-ის ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე ტო­მოგ­რა­ფე­ბით. პა­ცი­ენ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა და­ცუ­ლია უმაღ­ლეს დო­ნე­ზე.

რამ­დე­ნად მი­ზან­შე­წო­ნი­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ­მა პა­ცი­ენ­ტმა დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თვის ჩა­ი­ტა­როს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის კვლე­ვა?

ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში CT-ს სა­ჭი­რო­ე­ბა ნამ­დვი­ლად არ არ­სე­ბობს. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა უმე­ტეს­წი­ლად, სუბ­ფებ­რი­ლი­ტეტს ზე­მოთ 9-10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, გე­მო­სა და ყნოს­ვის დის­ფუნ­ქცი­ე­ბი სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხით, ხვე­ლა და სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ვი­თარ­დე­ბა ვირუ­სუ­ლი პნევ­მო­ნია, რომ­ლის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის ყვე­ლა­ზე ზუსტ მე­თოდს წარ­მო­ად­გენს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია. ამ მო­ნა­ცე­მებს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს შემ­დგო­მი მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კის გან­სა­ზღვრა­ში, ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ მო­ნა­ცე­მებ­თან კო­რე­ლა­ცი­ა­ში, რა თქმა უნდა.

თუმ­ცა, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის ჩა­ტა­რე­ბა სა­სურ­ვე­ლი არ არის. კომ­პი­უ­ტე­რულ ტო­მოგ­რა­ფი­ას გა­აჩ­ნია რა­დი­ა­ცი­უ­ლი გა­მოს­ხი­ვე­ბა და მისი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი მი­ღე­ბა შე­საძ­ლოა სა­ზი­ა­ნო აღ­მოჩ­ნდეს. ამი­ტომ, კი­დევ ერთხელ და ხაზ­გას­მით ვამ­ბობ -CT კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლია მხო­ლოდ ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ი­სა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

რო­დის არ შე­იძ­ლე­ბა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის (CT) გა­და­ღე­ბა?

აბ­სო­ლუ­ტურ უკუჩ­ვე­ნე­ბას წარ­მო­ად­გენს ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ო­დი, იმ იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და, რო­დე­საც საქ­მე გვაქვს სა­სი­ცო­ცხლო ჩვე­ნე­ბებ­თან.

რა გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი აქვს გა­და­ღე­ბას?

კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის ერთჯე­რად სე­ანსს არა­ნა­ი­რი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა არ გა­აჩ­ნია. ისევ მინ­და აღ­ვნიშ­ნო - რაც უფრო ახა­ლია კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი, მით უფრო და­ბა­ლია პა­ცი­ენ­ტის ერთჯე­რა­დი დას­ხი­ვე­ბის დოზა. თა­ნა­მედ­რო­ვე მო­ნა­ცე­მე­ბით, და­უშ­ვე­ბე­ლია ძვე­ლი, კა­ლიბ­რა­ცი­ის გა­რე­შე არ­სე­ბუ­ლი აპა­რა­ტე­ბით უკონ­ტრო­ლო მუ­შა­ო­ბა. აუ­ცი­ლე­ბელ რე­ა­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს ბირ­თვუ­ლი და რა­დი­ა­ცი­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტის­თვის და პერ­სო­ნა­ლის­თვის შე­იქ­მნე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსაფრ­თხო გა­რე­მო.

„ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ ფილ­ტვის კი­ბოს სკრი­ნინ­გის პროგ­რა­მა მოქ­მე­დებს. მო­მი­ყე­ვით ამ პროგ­რა­მის შე­სა­ხებ, რას გუ­ლის­ხმობს ის?

ფილ­ტვის კი­ბოს სკრი­ნინ­გის ჩა­ტა­რე­ბა სა­სურ­ვე­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც გა­აჩ­ნია ფილ­ტვის კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის მა­ღა­ლი რის­კი. კერ­ძოდ, აღ­ნიშ­ნუ­ლი სკრი­ნინ­გი სა­სურ­ვე­ლია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თაც არ აქვთ რა­ი­მე ტი­პის ჩი­ვი­ლე­ბი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა არი­ან 50+ წლის და აქვთ თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა.

„ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ ხელ­მი­საწ­ვდო­მია ფილ­ტვის კი­ბოს და­ბალ-დო­ზი­ა­ნი CT სკა­ნი­რე­ბა. ფილ­ტვის კი­ბოს, რო­გორც წესი რა­ი­მე ნიშ­ნე­ბი ან სიმპტო­მე­ბი ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე არ გა­აჩ­ნია. ნიშ­ნე­ბი და სიმპტო­მე­ბი გა­მოვ­ლინ­დე­ბა მა­შინ, რო­დე­საც და­ა­ვა­დე­ბა უკვე შორ­საა წა­სუ­ლი. ამი­ტო­მაც სა­სურ­ვე­ლია სკრი­ნინ­გის ჩა­ტა­რე­ბა, რათა მოხ­დეს და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე გა­მოვ­ლე­ნა და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

კვლე­ვა­ზე ჩა­სა­წე­რად და­უ­კავ­შირ­დით ნიუ ჰოს­პი­ტალსს 2 190 190

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯანდაცვის მინისტრი.
1

თუ ფასიანია, სასწრაფო და აუცილებელია ტომოგრაფია.

beso
1

ტომოგრაფია ვინაც იკებს იმის 95 პროცენტს საერთოდ არ სჭირდება. შაოლინელ ან ტიბეტელ ბერს სჭირდება ტომოგრაფია? ადამიანს სჭირდება ვალეოლოგია, ხოლო მკურნალობას ჰიპოკრატე და ავიცენა! სადაც შემეძლო, სადაც შევძელი იქ ეს ავაცილე ადამიანს და შესაბამისი რჩევით კიდევაც დადის ისე, რომ უხარია კიდევაც. შუნტირება, კონოროგრაფიაც უტარდება დებილებს, თუ არა არ არსებობს სისხლძარღვთა სისტემაში გარემოება, რომელიც აღდგენას არ ექვემდებარებოდეს. ექვემდებარება აღდგენას ძვალი? ჰოდა ძვალი, ნაწლავი, ძარღვები, თუ კანი სხეულის ერთსა და იმავე სისტემას წარმოადგენს>>>>>>>>ის საშოში ორი თვის თავზე წარმოიქმნება. თუთხმეტი სისტემა კი არ იქმნება არამედ ის ერთ სისტემას წარმოადგენს. ნაკოვიდარს და ყველას სჭირდებასხეულის გაგება და ვალეოლოგია. დიაგნიოსტიკებში აღგმოხდებათ სული. რასაც ქმნით ბიუჯეტიდან მაინც მიდის ჯანდაცვაში, რაც იქიდან არ მიდის წავა თქვენგან, ხოლო ბოლოს ამას მოყვება დატირება, ყველაფერი გაგიკეთა ცოლშვილმა/ქმარშვილმა და >>>>>>>>>>>>>>იქ იხარეო. ესაა ფორმულა რითაც ცხოვრობთ და გინდათ იცხოვროთ>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>ირგვლივ ხმაურია, რათ გვინდა სიჩუმე, სიჩუმეს სიბრძნე უყვარს, ხმაურს კი თაღლითი>>>>>>>>>>>აბა ვის სჭირდება ინგა გრიგოლია და ძმანნი მისი, არისტოტელეს, სოკრატეს, თუ პლატონს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

სჭირდებათ თუ არა კომპიუტერული ტომოგრაფია მათ, ვინც კოვიდ19–ით სახლში მკურნალობს და ვისაც ინფიცირებაზე ეჭვი აქვს

სჭირდებათ თუ არა კომპიუტერული ტომოგრაფია მათ, ვინც კოვიდ19–ით სახლში მკურნალობს და ვისაც ინფიცირებაზე ეჭვი აქვს

კოვიდ-19-ით ინფიცირებული ადამიანების დიდი ნაწილი სახლში მკურნალობს. ბევრი მათგანისთვის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის საშუალებები სრულიად უცნობია და უბრალოდ არ იციან, სჭირდებათ თუ არა გარკვეული ანალიზები, მედიკამენტები... ამ დროს ბევრი თვითნებურად კომპიუტერულ ტომოგრაფიასაც კი იღებს და თვლის, რომ ამ გზით საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს. თუმცა რეალურად კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც საკმაოდ სერიოზული პროცედურაა, ყველა ინფიცირებულს და მით უმეტეს ჯერ კიდევ დაუდასტურებელ პაციენტებს არ სჭირდებათ.

ვის სჭირდება კომპიუტერული ტომოგრაფია და ზოგადად, რა პროცედურაა ეს, რა განსხვავებაა მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფისა (MRI) და კომპიუტერულ ტომოგრაფიას (CT) შორის „ნიუ ჰოსპიტალსის“ სხივური და რადიოდიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფიო ჭედია გვესაუბრება.

როგორია რადიოლოგიის მნიშვნელობა სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირების დროს?

დღეს არ არსებობს მედიცინის დარგი და პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც არ საჭიროებდეს რადიოლოგიის. კერძოდ, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკისა და რენტგენოლოგიის, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისდახმარებას. ეს ოთხი მიმართულება გახლავთ რადიოლოგიის ფლაგმანი, რომლის გარეშე დღევანდელი მედიცინა წარმოუდგენელია.

რომელი დაავადებების დადგენაა შესაძლებელი მხოლოდ რადიოლოგიის დახმარებით?

იშვიათი გამონაკლისის გარდა, ზემოთ აღნიშნული ოთხი მიმართულების მეშვეობით, შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა არსებული ნოზოლოგიის დიაგნოსტირების პროცესის მოცვა, კვლევის სხვა მეთოდებთან ერთად კომპლექსში. არსებობს დარგები, სადაც კომპიუტერული (CT) და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) არის ერთადერთი და შეუცვლელი მეთოდი. მაგალითად, ნევროლოგიის, ნეიროქირურგიის, ონკოქირურგიის, თორაკალური ქირურგიის და პულმონოლოგიის მიმართულებები და სხვ.

რა განსხვავებაა სხვადასხვა აპარატს შორის და რა უნდა გავარკვიოთ აპარატზე, ვიდრე გადაღებას გადავწყვეტთ?

რენტგენისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) მუშაობის პრინციპი ემყარება რენტგენის ანუ X-Ray სხივების გამოყენებას. ეს რადიაციული გამოსხივებაა და შესაბამისად მისი გადაჭარბებული დოზა საზიანოა ორგანიზმისთვის. ამიტომ, ეს კვლევები ინიშნება კლინიცისტი ექიმის მიერ სამედიცინო ჩვენებით. ულტრაბგერითი ანუ ექსკოპიური კვლევები ემყარება ულტრაბგერის გამოყენებას, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია(MRI) კი დამყარებულია მაგნიტური ველის ინდუქციურ ძალაზე (Tesla) და მაგნიტური ველის გრადიენტზე. ულტრაბგერისა და მაგნიტური ველის უარყოფითი ზემოქმედება ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის. დღეს არსებული მონაცემებით, მათ უარყოფითი ზეგავლენა ორგანიზმზე არ აქვთ. ამიტომ, ამ კვლევების ჩატარება ორსულობის პერიოდშიც დაშვებულია, რენტგენისა და კომპიუტერული ტომოგრაფიისაგან განსხვავებით.

რა განსხვავებაა მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფისა (MRI) და კომპიუტერულ ტომოგრაფიას (CT) შორის და როდის რომელია საჭირო?

მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა (MRI) ძირითადად არის გეგმიური კვლევის მეთოდი და მისი შესაძლებლობები გაცილებით დიდია, ვიდრე კომპიუტერული ტომოგრაფიისა (CT). თუმცა, ხშირად ეს ორი მეთოდი ინფორმატიულობით ავსებს ერთმანეთს. მრავალფეროვანი და მაღალტექნოლოგიური მაგნიტურ-რეზონანსული რეჟიმების მიუხედავად, კომპიუტერული ტომოგრაფია შეუცვლელია ფილტვის პათოლოგიების დიაგნოსტირების დროს. აღსანიშნავია, რომ, რაც უფრო ახალი და მრავალშრიანია კომპიუტერული ტომოგრაფი, რაც უფრო სწრაფად ხდება გადაღების პროცესი, მით უფრო ნაკლებია დასხივება. „ნიუ-ჰოსპიტალსის“ რადიოლოგიის განყოფილება აღჭურვილია კომპანია Toshiba–სა და Siemens-ის ულტრათანამედროვე ტომოგრაფებით. პაციენტების უსაფრთხოება დაცულია უმაღლეს დონეზე.

რამდენად მიზანშეწონილია კორონავირუსით დაავადებულმა პაციენტმა დიაგნოსტირებისთვის ჩაიტაროს კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევა?

ნებისმიერ შემთხვევაში CT-ს საჭიროება ნამდვილად არ არსებობს. როგორც მოგეხსენებათ, ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელია ტემპერატურის მატება უმეტესწილად, სუბფებრილიტეტს ზემოთ 9-10 დღის განმავლობაში, გემოსა და ყნოსვის დისფუნქციები სხვადასხვა ხარისხით, ხველა და სუნთქვის გაძნელება. ზოგ შემთხვევაში ვითარდება ვირუსული პნევმონია, რომლის დიაგნოსტირების ყველაზე ზუსტ მეთოდს წარმოადგენს კომპიუტერული ტომოგრაფია. ამ მონაცემებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრაში, ლაბორატორიულ მონაცემებთან კორელაციაში, რა თქმა უნდა.

თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ექიმის დანიშნულების გარეშე კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება სასურველი არ არის. კომპიუტერულ ტომოგრაფიას გააჩნია რადიაციული გამოსხივება და მისი გადაჭარბებული მიღება შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ და ხაზგასმით ვამბობ -CT კვლევის ჩატარება მიზანშეწონილია მხოლოდ ექიმის რეკომენდაციისა და დანიშნულების შემთხვევაში.

როდის არ შეიძლება კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) გადაღება?

აბსოლუტურ უკუჩვენებას წარმოადგენს ორსულობის პერიოდი, იმ იშვიათი გამონაკლისების გარდა, როდესაც საქმე გვაქვს სასიცოცხლო ჩვენებებთან.

რა გვერდითი მოვლენები აქვს გადაღებას?

კომპიუტერული ტომოგრაფიის ერთჯერად სეანსს არანაირი გვერდითი მოვლენა არ გააჩნია. ისევ მინდა აღვნიშნო - რაც უფრო ახალია კომპიუტერული ტომოგრაფი, მით უფრო დაბალია პაციენტის ერთჯერადი დასხივების დოზა. თანამედროვე მონაცემებით, დაუშვებელია ძველი, კალიბრაციის გარეშე არსებული აპარატებით უკონტროლო მუშაობა. აუცილებელ რეალობას წარმოადგენს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მუდმივი კონტროლი. ასეთ შემთხვევაში პაციენტისთვის და პერსონალისთვის შეიქმნება აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამა მოქმედებს. მომიყევით ამ პროგრამის შესახებ, რას გულისხმობს ის?

ფილტვის კიბოს სკრინინგის ჩატარება სასურველია ადამიანებისთვის, ვისაც გააჩნია ფილტვის კიბოს განვითარების მაღალი რისკი. კერძოდ, აღნიშნული სკრინინგი სასურველია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც არ აქვთ რაიმე ტიპის ჩივილები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა არიან 50+ წლის და აქვთ თამბაქოს მოხმარების მრავალწლიანი გამოცდილება.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ხელმისაწვდომია ფილტვის კიბოს დაბალ-დოზიანი CT სკანირება. ფილტვის კიბოს, როგორც წესი რაიმე ნიშნები ან სიმპტომები ადრეულ სტადიაზე არ გააჩნია. ნიშნები და სიმპტომები გამოვლინდება მაშინ, როდესაც დაავადება უკვე შორსაა წასული. ამიტომაც სასურველია სკრინინგის ჩატარება, რათა მოხდეს დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.

კვლევაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ნიუ ჰოსპიტალსს 2 190 190

10%-იანი ფასდაკლება დასრულებულ ბინებზე ორთაჭალაში - „ტერასა ჯგუფის“ 1-თვიანი შეთავაზება დაიწყო

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ ახალ გრანდიოზულ გათამაშებას იწყებს

თანამედროვე მიდგომა ვირუსული ინფექციების მკურნალობა/პროფილაქტიკისას