მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან

2020 წელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში, 700-ზე მეტ­მა ფერ­მერ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით გა­ე­როს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (FAO) მიერ ENPARD-ის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ორ­გა­ნი­ზე­ბულ ტრე­ნინ­გებ­ში. FAO-ს ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა და სა­ერ­თა­შო­რი­სო აგ­რო­ნო­მებ­მა პრაქ­ტი­კუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მე­თოდ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ტრე­ნინ­გე­ბი ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში ჩა­ა­ტა­რეს.

ვი­დე­ო­მა­სა­ლა, სინ­ქრო­ნე­ბი და თარ­გმა­ნი იხი­ლეთ აქ: https://we.tl/t-LuMbELO8BD

სას­წავ­ლო შეხ­ვედ­რე­ბის თე­მა­ტი­კა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ნი­ა­და­გის მომ­ზა­დე­ბით და სა­თეს­ლე მა­სა­ლის შერ­ჩე­ვით და­წყე­ბუ­ლი, ირი­გა­ცი­ით, მო­სავ­ლის აღე­ბა-შე­ნახ­ვი­თა და ბაზ­რამ­დე ტრან­სპორ­ტი­რე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ფერ­მე­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ პრო­ცე­სებს დაკ­ვირ­ვე­ბოდ­ნენ და სა­უ­კე­თე­სო სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრაქ­ტი­კე­ბი შე­ეს­წავ­ლათ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში მო­წყო­ბილ 40-ზე მეტ სა­დე­მონ­სტრა­ციო ნაკ­ვეთ­ზე. ფერ­მე­რებ­მა მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა სა­კუ­თარ მე­ურ­ნე­ო­ბებ­შიც წარ­მა­ტე­ბით და­ნერ­გეს.

კა­ხეთ­ში ტრე­ნინ­გე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი სე­რია ჩა­ტარ­და თხი­ლის მწარ­მო­ებ­ლე­ბის­თვის. 263-მა ფერ­მერ­მა თხი­ლის მოვ­ლა-მოყ­ვა­ნის, მო­სავ­ლის შემ­დგო­მი და­მუ­შა­ვე­ბის და სხვა­დას­ხვა ასა­კის ხე­ე­ბის გას­ხვლის შე­სა­ხებ ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღო.

სა­ქარ­თვე­ლოს 11 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში - კა­ხე­თის, ქვე­მო და შიდა ქარ­თლის, იმე­რე­თის, გუ­რი­ის და აჭა­რის რე­გი­ო­ნებ­ში - ტრე­ნინ­გე­ბი კლი­მატ­გო­ნივ­რულ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას შე­ე­ხო. გან­ხი­ლულ თე­მებს შო­რის იყო წვე­თო­ვა­ნი მორ­წყვა, ნი­ა­და­გის მი­ნა­მა­ლუ­რი და ნუ­ლო­ვა­ნი და­მუ­შა­ვე­ბა, მულ­ჩი­რე­ბა და მავ­ნებ­ლე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი მარ­თვა.

“სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­გია. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხევ­რის შე­მო­სავ­ლე­ბი და კე­თილ­დღე­ო­ბა, ასე­ვე ქვეყ­ნის სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბა. პან­დე­მი­ამ კი ეს სექ­ტო­რი კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ხა­და. ევ­რო­კავ­ში­რი და FAO ერ­თად ვმუ­შა­ობთ ფერ­მერ­თა პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბის გა­საზ­რდე­ლად, რის­თვი­საც მათ თა­ნა­მედ­რო­ვე, ეკო­ლო­გი­უ­რად მდგრად და ხარ­ჯე­ფექ­ტი­ან სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მე­თო­დებს ვაც­ნობთ. ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სა­დე­მონ­სტრა­ციო ნაკ­ვე­თებს ვქმნით და ექ­სტენ­ცი­ის უფრო ეფექ­ტი­ან და თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დებს ვნერ­გავთ. შე­დე­გად, ჩვენ­მა არა­ერ­თმა ბე­ნე­ფი­ცი­არ­მა წარ­მო­ე­ბა 40%-ით გა­ზარ­და, ხოლო ხარ­ჯე­ბი 30%-ით შე­ამ­ცი­რა. ახალ ცოდ­ნას და ტექ­ნო­ლო­გი­ებს ფერ­მე­რე­ბი ერ­თმა­ნეთს ენ­თუ­ზი­აზ­მით უზი­ა­რე­ბენ, რაც პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბის ზრდის­თვის ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია,“ – ამ­ბობს ჟორჟ დეუ, ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, მე­თევ­ზე­ო­ბის და სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი.

„ქარ­თველ ფერ­მე­რებს შე­უძ­ლი­ათ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­დან მეტი შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა. ახა­ლი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მე­თო­დე­ბის და­ნერგვით, FAO და ევ­რო­კავ­ში­რი ქარ­თველ ფერ­მე­რებს ნაკ­ლე­ბი და­ნა­ხარ­ჯით უკე­თე­სი მო­სა­ვა­ლის მი­ღე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან. მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, რომ ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია COVID-19-ის პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში,“ - აცხა­დებს ხა­ვი­ერ სანს ალ­ვა­რე­სი, FAO-ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ექ­ტე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი.

ლალი სი­ხაშ­ვილს, ფერ­მერს ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან, 0.27 ჰექ­ტარ­ზე ნეს­ვი მოჰ­ყავს. ის FAO-ს სატ­რე­ნინ­გო პროგ­რა­მა­ში ჩა­ერ­თო და სი­ხა­რუ­ლით და­თან­ხმდა, რომ მისი მე­ურ­ნე­ო­ბა სა­დე­მონ­სტრა­ციო ნაკ­ვე­თად ქცე­უ­ლი­ყო. FAO-ს აგ­რო­ნო­მებ­მა ლა­ლის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­უ­წი­ეს მე­ურ­ნე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, ასე­ვე, წვე­თო­ვა­ნი სარ­წყა­ვი სის­ტე­მა და სე­ტყვის­გან დამ­ცა­ვი ბა­დე­ე­ბი და­უ­ყე­ნეს, რა­მაც სე­ტყვით გა­მოწ­ვე­უ­ლი ზა­რა­ლი მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნა.

ლა­ლის ნაკ­ვეთ­ზე რე­გუ­ლა­რუ­ლად ტარ­დე­ბო­და ტრე­ნინ­გე­ბი. მე­ურ­ნე­ო­ბა­ში და­ნერ­გი­ლი ახა­ლი მე­თო­დე­ბით არა მარ­ტო ად­გი­ლობ­რი­ვი ფერ­მე­რე­ბი, არა­მედ ახ­ლომ­დე­ბა­რე თე­მე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბაც ინ­ტე­რეს­დე­ბო­და. „ახლა ძა­ლი­ან რთუ­ლი დროა პან­დე­მი­ის გამო. გა­მი­ჭირ­და წელს ჩემი მო­სავ­ლის გა­ყიდ­ვა, მაგ­რამ იმის მერე, რაც წვე­თო­ვა­ნი ირი­გა­ცი­ის სის­ტე­მა და­ვა­ყე­ნე, ნეს­ვის მო­სავ­ლის აღე­ბა მა­ში­ნაც მო­ვა­ხერ­ხე, როცა მე­ზო­ბელ ნაკ­ვე­თებ­ზე მო­სა­ვა­ლი უკვე მი­ლე­უ­ლი იყო,“ - ამ­ბობს ლალი.

FAO-ს სატ­რე­ნინ­გო პროგ­რა­მა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სე­ზო­ნის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც. აგ­რო­ნო­მე­ბი ფერ­მე­რებს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ რო­გორც ღია ნაკ­ვე­თე­ბის მო­წყო­ბა­ში, ასე­ვე სა­სათ­ბუ­რე მე­ურ­ნე­ო­ბე­ბის სწო­რად გა­შე­ნე­ბა­სა და მარ­თვა­ში.

წვე­თო­ვა­ნი სარ­წყა­ვი სის­ტე­მე­ბი, ბა­ზო­ე­ბის მო­წყო­ბა და მულ­ჩი­რე­ბა რამ­დე­ნი­მე საჩ­ვე­ნე­ბელ ნაკ­ვეთ­ზე იქნა და­ნერ­გი­ლი და, შე­დე­გად, კარ­გი მო­სა­ვა­ლი მო­ვი­და. სა­დე­მონ­სტრა­ციო ნაკ­ვე­თე­ბი შემ­დე­გი კულ­ტუ­რე­ბის­თვის მო­ე­წო: კომ­ბოს­ტო (სო­ფე­ლი თა­მა­რი­ა­ნი, ლა­გო­დე­ხი), სა­ლა­თი (ჩა­დუ­ნი­ა­ნი, ლა­გო­დე­ხი), კიტ­რი (ოფშკვი­თი, წყალ­ტუ­ბო), მწვა­ნე ხახ­ვი, ყვა­ვი­ლო­ვა­ნი კომ­ბოს­ტო და ბრო­კო­ლი (ჩი­ა­უ­რი, ლა­გო­დე­ხი).

წვე­თო­ვა­ნი სარ­წყა­ვი სის­ტე­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, წყლის უკე­თე­სი გა­ნა­წი­ლე­ბა და მცე­ნა­რე­ებ­ში სა­სუ­ქის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის შე­ტა­ნა ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

FAO-ს და ევ­რო­კავ­ში­რისს მხარ­და­ჭე­რით და­ნერ­გილ კი­დევ ერთ ინო­ვა­ცი­ას ნი­ა­და­გის მი­ნი­მა­ლუ­რი და ნუ­ლო­ვა­ნი და­მუ­შა­ვე­ბა წარ­მო­ად­გენს. ეს მე­თო­დი ხორ­ბლის, ქე­რის, სი­მინ­დის და სხვა კულ­ტუ­რე­ბის მო­საყ­ვა­ნად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

ნი­ა­და­გის ნუ­ლო­ვა­ნი და­მუ­შა­ვე­ბა დამ­ზო­გა­ვი, კლი­მატ­გო­ნივ­რუ­ლი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მე­თო­დია, ის ნი­ა­და­გის მი­ნი­მა­ლურ და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს, ტრა­დი­ცი­უ­ლი ღრმა მოხ­ვნის­გან გან­სხვა­ვე­ბით. ეს მე­თო­დი არა მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­უ­რია, არა­მედ ნი­ა­დაგს ერო­ზი­ის­გან და კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის გამო გახ­ში­რე­ბუ­ლი ხან­მოკ­ლე გვალ­ვე­ბის­გა­ნაც იცავს. ეს მიდ­გო­მა, კა­ხეთ­სა და შიდა ქარ­თლი წარ­მა­ტე­ბით იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი 200 ჰექ­ტარ­ზე მეტ მი­წის ფარ­თობ­ზე.

სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი არც პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში შე­ჩე­რე­ბუ­ლა, FAO-მ და ევ­რო­კავ­შირ­მა აქ­ტი­უ­რად გა­აგ­რძე­ლეს ტრე­ნინ­გე­ბის პროგ­რა­მა ქარ­თვე­ლი ფერ­მე­რე­ბის­თვის, მთავ­რო­ბის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი ყვე­ლა რე­გუ­ლა­ცი­ის დაც­ვით.

ევ­რო­კავ­ში­რის და FAO-ს ფერ­მე­რე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი პროგ­რა­მის შე­სა­ხებ მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის და ფერ­მერ­თა წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რი­ე­ბის გა­საც­ნო­ბად ეწ­ვი­ეთ https://eu4georgia.ge/goodharvest/.

ევ­რო­კავ­ში­რი მხარს უჭერს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­სა და სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში, სოფ­ლი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ევ­რო­პის სა­მე­ზობ­ლო პროგ­რა­მის (ENPARD) პროგ­რა­მის დახ­მა­რე­ბით. პროგ­რა­მა 2013 წლი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა და მისი მთლი­ა­ნი ბი­უ­ჯე­ტი 234.5 მი­ლი­ონ ევ­როს შე­ად­გენს. ENPARD-ის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში სოფ­ლად სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვაა. მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის ეწ­ვი­ეთ ENPARD-ის ვებგ­ვერდს: www.enpard.ge.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან

ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან

2020 წელს, საქართველოში, 700-ზე მეტმა ფერმერმა მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის მხარდაჭერით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ ტრენინგებში. FAO-ს ადგილობრივებმა და საერთაშორისო აგრონომებმა პრაქტიკული განათლების მეთოდზე დაფუძნებული ტრენინგები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩაატარეს.

ვიდეომასალა, სინქრონები და თარგმანი იხილეთ აქ: https://we.tl/t-LuMbELO8BD

სასწავლო შეხვედრების თემატიკა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, ნიადაგის მომზადებით და სათესლე მასალის შერჩევით დაწყებული, ირიგაციით, მოსავლის აღება-შენახვითა და ბაზრამდე ტრანსპორტირებით დამთავრებული. ფერმერებს საშუალება ჰქონდათ პროცესებს დაკვირვებოდნენ და საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკები შეესწავლათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოწყობილ 40-ზე მეტ სადემონსტრაციო ნაკვეთზე. ფერმერებმა მიღებული ცოდნა და გამოცდილება საკუთარ მეურნეობებშიც წარმატებით დანერგეს.

კახეთში ტრენინგების სპეციალური სერია ჩატარდა თხილის მწარმოებლებისთვის. 263-მა ფერმერმა თხილის მოვლა-მოყვანის, მოსავლის შემდგომი დამუშავების და სხვადასხვა ასაკის ხეების გასხვლის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.

საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში - კახეთის, ქვემო და შიდა ქართლის, იმერეთის, გურიის და აჭარის რეგიონებში - ტრენინგები კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობას შეეხო. განხილულ თემებს შორის იყო წვეთოვანი მორწყვა, ნიადაგის მინამალური და ნულოვანი დამუშავება, მულჩირება და მავნებლების ინტეგრირებული მართვა.

“სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგია. სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული როგორც საქართველოს მოსახლეობის ნახევრის შემოსავლები და კეთილდღეობა, ასევე ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება. პანდემიამ კი ეს სექტორი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა. ევროკავშირი და FAO ერთად ვმუშაობთ ფერმერთა პროდუქტიულობის გასაზრდელად, რისთვისაც მათ თანამედროვე, ეკოლოგიურად მდგრად და ხარჯეფექტიან სასოფლო-სამეურნეო მეთოდებს ვაცნობთ. ქვეყნის მასშტაბით სადემონსტრაციო ნაკვეთებს ვქმნით და ექსტენციის უფრო ეფექტიან და თანამედროვე მეთოდებს ვნერგავთ. შედეგად, ჩვენმა არაერთმა ბენეფიციარმა წარმოება 40%-ით გაზარდა, ხოლო ხარჯები 30%-ით შეამცირა. ახალ ცოდნას და ტექნოლოგიებს ფერმერები ერთმანეთს ენთუზიაზმით უზიარებენ, რაც პროდუქტიულობის ზრდისთვის ასევე მნიშვნელოვანია,“ – ამბობს ჟორჟ დეუ, ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერი.

„ქართველ ფერმერებს შეუძლიათ სოფლის მეურნეობიდან მეტი შემოსავლის მიღება. ახალი სასოფლო-სამეურნეო მეთოდების დანერგვით, FAO და ევროკავშირი ქართველ ფერმერებს ნაკლები დანახარჯით უკეთესი მოსავალის მიღებაში ეხმარებიან. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია COVID-19-ის პანდემიის პირობებში,“ - აცხადებს ხავიერ სანს ალვარესი, FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორი.

ლალი სიხაშვილს, ფერმერს ახმეტის მუნიციპალიტეტიდან, 0.27 ჰექტარზე ნესვი მოჰყავს. ის FAO-ს სატრენინგო პროგრამაში ჩაერთო და სიხარულით დათანხმდა, რომ მისი მეურნეობა სადემონსტრაციო ნაკვეთად ქცეულიყო. FAO-ს აგრონომებმა ლალის კონსულტაციები გაუწიეს მეურნეობის გასაუმჯობესებლად, ასევე, წვეთოვანი სარწყავი სისტემა და სეტყვისგან დამცავი ბადეები დაუყენეს, რამაც სეტყვით გამოწვეული ზარალი მინიმუმამდე დაიყვანა.

ლალის ნაკვეთზე რეგულარულად ტარდებოდა ტრენინგები. მეურნეობაში დანერგილი ახალი მეთოდებით არა მარტო ადგილობრივი ფერმერები, არამედ ახლომდებარე თემების მოსახლეობაც ინტერესდებოდა. „ახლა ძალიან რთული დროა პანდემიის გამო. გამიჭირდა წელს ჩემი მოსავლის გაყიდვა, მაგრამ იმის მერე, რაც წვეთოვანი ირიგაციის სისტემა დავაყენე, ნესვის მოსავლის აღება მაშინაც მოვახერხე, როცა მეზობელ ნაკვეთებზე მოსავალი უკვე მილეული იყო,“ - ამბობს ლალი.

FAO-ს სატრენინგო პროგრამა მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, სასოფლო-სამეურნეო სეზონის დასრულების შემდეგაც. აგრონომები ფერმერებს ეხმარებოდნენ როგორც ღია ნაკვეთების მოწყობაში, ასევე სასათბურე მეურნეობების სწორად გაშენებასა და მართვაში.

წვეთოვანი სარწყავი სისტემები, ბაზოების მოწყობა და მულჩირება რამდენიმე საჩვენებელ ნაკვეთზე იქნა დანერგილი და, შედეგად, კარგი მოსავალი მოვიდა. სადემონსტრაციო ნაკვეთები შემდეგი კულტურებისთვის მოეწო: კომბოსტო (სოფელი თამარიანი, ლაგოდეხი), სალათი (ჩადუნიანი, ლაგოდეხი), კიტრი (ოფშკვითი, წყალტუბო), მწვანე ხახვი, ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი (ჩიაური, ლაგოდეხი).

წვეთოვანი სარწყავი სისტემების მეშვეობით, წყლის უკეთესი განაწილება და მცენარეებში სასუქის საჭირო რაოდენობის შეტანა ხარჯების შემცირების საშუალებას იძლევა.

FAO-ს და ევროკავშირისს მხარდაჭერით დანერგილ კიდევ ერთ ინოვაციას ნიადაგის მინიმალური და ნულოვანი დამუშავება წარმოადგენს. ეს მეთოდი ხორბლის, ქერის, სიმინდის და სხვა კულტურების მოსაყვანად გამოიყენება.

ნიადაგის ნულოვანი დამუშავება დამზოგავი, კლიმატგონივრული სასოფლო-სამეურნეო მეთოდია, ის ნიადაგის მინიმალურ დაზიანებას გულისხმობს, ტრადიციული ღრმა მოხვნისგან განსხვავებით. ეს მეთოდი არა მხოლოდ ეკონომიურია, არამედ ნიადაგს ეროზიისგან და კლიმატის ცვლილების გამო გახშირებული ხანმოკლე გვალვებისგანაც იცავს. ეს მიდგომა, კახეთსა და შიდა ქართლი წარმატებით იქნა გამოყენებული 200 ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე.

სწავლების პროცესი არც პანდემიის პირობებში შეჩერებულა, FAO-მ და ევროკავშირმა აქტიურად გააგრძელეს ტრენინგების პროგრამა ქართველი ფერმერებისთვის, მთავრობის მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით.

ევროკავშირის და FAO-ს ფერმერების მხარდამჭერი პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის და ფერმერთა წარმატების ისტორიების გასაცნობად ეწვიეთ https://eu4georgia.ge/goodharvest/.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პროგრამის დახმარებით. პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 234.5 მილიონ ევროს შეადგენს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდს: www.enpard.ge.

ალდაგის ოცდამეათე წელი

ყველა სამედიცინო ნივთი ერთ სივრცეში და "თბილისი მედიკი“, რომელმაც საქართველოში პირველმა დაიწყო სამედიცინო პროდუქტების ონლაინ გაყიდვები

5 რჩევა, როგორ დავანებოთ თავი სიგარეტს