მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზუმის" პროგრამით ნასწავლი ქართული ცეკვები -  ქართულად აცეკვებული იაპონელებით ადგილობრივი ტელევიზიაც დაინტერესდა
"ზუმის" პროგრამით ნასწავლი ქართული ცეკვები -  ქართულად აცეკვებული იაპონელებით ადგილობრივი ტელევიზიაც დაინტერესდა

მე­ლი­ტა ლო­მა­ძეს 16 წე­ლია ცეკ­ვის მოყ­ვა­რულ­თა სტუ­დია აქვს. პან­დე­მი­ის და­წყე­ბამ­დე, რამ­დე­ნი­მე წლით ადრე, მის­მა მოს­წავ­ლემ შეს­თა­ვა­ზა და­ე­წყოთ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი - ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის მას­ტერკლა­სი ტუ­რის­ტე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მალე გახ­და ცნო­ბი­ლი სა­ზღვრებს გა­რეთ და ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის შეს­წავ­ლის სურ­ვი­ლით ჩა­მო­დი­ოდ­ნენ რუ­სე­თი­დან, ბულ­გა­რე­თი­დან, ეს­ტო­ნე­თი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან, ია­პო­ნი­ი­დან და კი­დევ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან. პო­პუ­ლა­რულ­მა უკ­რა­ი­ნულ­მა სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუმ “Орел и Решка” კი, ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბით გა­ტა­ცე­ბულ ტუ­რის­ტებს გა­და­ცე­მა მი­უ­ძღვნა.

რო­გორ შე­აყ­ვა­რა ცეკ­ვა ია­პო­ნე­ლებს და არა მხო­ლოდ მათ და გან­სა­კუთ­რე­ბით რა მოს­წონთ უცხო­ე­ლებს ქარ­თულ ცეკ­ვა­ში - ამ კი­თხვებ­ზე მაკა ჯიბ­ლა­ძე და მე­ლი­ტა ლო­მა­ძე გვი­ამ­ბო­ბენ.

მე­ლი­ტა ლო­მა­ძე:

- იდეა სპონ­ტა­ნუ­რად გაჩ­ნდა და შემ­დეგ იმ­ხე­ლა ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია, რომ და­ვამ­კვიდ­რეთ მას­ტერკლა­სე­ბი ტუ­რის­ტე­ბის­თვის. მსოფ­ლი­ო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პან­დე­მი­ის გამო გაგ­ვიჩ­ნდა იდეა გა­და­სუ­ლი­ყო მას­ტერკლა­სე­ბი ონა­ლა­ინ­სწავ­ლე­ბა­ზე ZOOM პროგ­რა­მის მეშ­ვე­ო­ბით, რა­მაც გა­ა­მარ­თლა და ტუ­რის­ტებ­მა უკვე თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნი­დან გა­მოთ­ქვეს სურ­ვი­ლი ჩარ­თუ­ლიყ­ვნენ ონ­ლა­ინ და გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბის შეს­წავ­ლა.

- გან­სა­კუთ­რე­ბით რა მოს­წონთ უცხო­ე­ლებს?

მაკა ჯიბ­ლა­ძე:

- "აჭა­რუ­ლი" მოს­წონთ ყვე­ლა­ზე მე­ტად, მისი ილე­თე­ბი, მაგ­რამ ამ ბოლო დროს ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის სას­ცე­ნო მა­კი­ა­ჟით და­ინ­ტე­რეს­დნენ და ონ­ლა­ინ ვას­წავ­ლეთ ქარ­თუ­ლი სას­ცე­ნო MAKE-UP -ი. ასე­ვე ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბის ის­ტო­რი­ით.

- რო­გორ ახერ­ხებთ ონ­ლა­ინ­სწავ­ლას?

- არა­თუ ვარ­ხერ­ხებთ, ინ­ტე­რე­სი კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და - 2020 წლის მარ­ტი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ჩვენ აქ­ტი­უ­რად გვერ­თვე­ბი­ან: ამე­რი­კი­დან, ეს­ტო­ნე­თი­დან, რუ­სე­თი­დან, სა­ბერ­ძნე­თი­დან, უნ­გრე­თი­დან, უკ­რა­ი­ნი­დან, კა­ნა­და­სა და ია­პო­ნი­ი­დან. უმ­რავ­ლე­სო­ბა ტუ­რის­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ი­ა­რეს ჩვენ­თან მას­ტერკლა­სე­ბი, აგ­რძე­ლე­ბენ ონ­ლა­ინ­გაკ­ვე­თი­ლებს.

ჩა­მოთ­ვლილ ქვეყ­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე მე­ტად აქ­ტი­უ­რი ია­პო­ნი­აა, (ტო­კიო და სხვა ქა­ლა­ქე­ბი). ია­პო­ნი­ა­ში გვაქვს რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი კვი­რა­ში 2 ჯერ 1 სა­ა­თი და უკვე ცეკ­ვა­ვენ ქარ­თულს, "ლა­ზურს", "აჭა­რულს", "რა­ჭულს" და "კინ­ტა­ურს". ია­პო­ნე­ლე­ბი იმ­დე­ნად გა­ი­ტა­ცა ქარ­თულ­მა ცეკ­ვებ­მა, რომ მათი მე­გობ­რე­ბი მო­იყ­ვა­ნეს, ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­ყო­ფე­ბი ჯერ არ არი­ან. ისი­ნიც ცეკ­ვა­ვენ და იმე­დი აქვთ, რომ მალე შეძ­ლე­ბენ ჩა­მოს­ვლას. ია­პო­ნუ­რი მე­დი­აც კი TV Tokyo და­ინ­ტე­რეს­და მათი ქარ­თუ­ლი ცეკ­ვე­ბით გა­ტა­ცე­ბით. ყვე­ლა­ზე ხში­რად ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ცეკ­ვე­ბით: "აჭა­რუ­ლი", რა­ჭუ­ლი", "ლა­ზუ­რი" და შემ­დეგ უკვე მო­დის ცეკ­ვა "ქარ­თუ­ლი". ონ­ლა­ინ­გაკ­ვე­თი­ლებს ქარ­თულ, რუ­სულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე ვა­ტა­რებთ. ამ პრო­ექ­ტით ჩვე­ნი პა­ტა­რა წვლი­ლი შეგ­ვაქვს ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კულ­ტუ­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის საქ­მე­ში ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ.

იხი­ლეთ ვი­დეო

ავ­ტო­რი: ნინო წი­ფუ­რია

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
0

ყოჩაღ, კარგები ხართ!

nini
0

ყოჩაღ მართლა.

წუწუნს არ ჯობია, დადგნენ და საქმე გააკეთეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ზუმის" პროგრამით ნასწავლი ქართული ცეკვები -  ქართულად აცეკვებული იაპონელებით ადგილობრივი ტელევიზიაც დაინტერესდა

"ზუმის" პროგრამით ნასწავლი ქართული ცეკვები -  ქართულად აცეკვებული იაპონელებით ადგილობრივი ტელევიზიაც დაინტერესდა

მელიტა ლომაძეს 16 წელია ცეკვის მოყვარულთა სტუდია აქვს. პანდემიის დაწყებამდე, რამდენიმე წლით ადრე, მისმა მოსწავლემ შესთავაზა დაეწყოთ ერთობლივი პროექტი - ქართული ცეკვის მასტერკლასი ტურისტებისთვის, რომელიც ძალიან მალე გახდა ცნობილი საზღვრებს გარეთ და ქართული ცეკვის შესწავლის სურვილით ჩამოდიოდნენ რუსეთიდან, ბულგარეთიდან, ესტონეთიდან, გერმანიიდან, იაპონიიდან და კიდევ სხვადასხვა ქვეყნებიდან. პოპულარულმა უკრაინულმა სატელევიზიო შოუმ “Орел и Решка” კი, ქართული ცეკვებით გატაცებულ ტურისტებს გადაცემა მიუძღვნა.

როგორ შეაყვარა ცეკვა იაპონელებს და არა მხოლოდ მათ და განსაკუთრებით რა მოსწონთ უცხოელებს ქართულ ცეკვაში - ამ კითხვებზე მაკა ჯიბლაძე და მელიტა ლომაძე გვიამბობენ.

მელიტა ლომაძე:

- იდეა სპონტანურად გაჩნდა და შემდეგ იმხელა ინტერესი გამოიწვია, რომ დავამკვიდრეთ მასტერკლასები ტურისტებისთვის. მსოფლიოში განვითარებული პანდემიის გამო გაგვიჩნდა იდეა გადასულიყო მასტერკლასები ონალაინსწავლებაზე ZOOM პროგრამის მეშვეობით, რამაც გაამართლა და ტურისტებმა უკვე თავიანთი ქვეყნიდან გამოთქვეს სურვილი ჩართულიყვნენ ონლაინ და გაეგრძელებინათ ქართული ცეკვების შესწავლა.

- განსაკუთრებით რა მოსწონთ უცხოელებს?

მაკა ჯიბლაძე:

- "აჭარული" მოსწონთ ყველაზე მეტად, მისი ილეთები, მაგრამ ამ ბოლო დროს ქართული ცეკვის სასცენო მაკიაჟით დაინტერესდნენ და ონლაინ ვასწავლეთ ქართული სასცენო MAKE-UP -ი. ასევე ინტერესდებიან ქართული ცეკვების ისტორიით.

- როგორ ახერხებთ ონლაინსწავლას?

- არათუ ვარხერხებთ, ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა - 2020 წლის მარტიდან მოყოლებული ჩვენ აქტიურად გვერთვებიან: ამერიკიდან, ესტონეთიდან, რუსეთიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, უკრაინიდან, კანადასა და იაპონიიდან. უმრავლესობა ტურისტები, რომლებმაც საქართველოში გაიარეს ჩვენთან მასტერკლასები, აგრძელებენ ონლაინგაკვეთილებს.

ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად აქტიური იაპონიაა, (ტოკიო და სხვა ქალაქები). იაპონიაში გვაქვს რამდენიმე ჯგუფი კვირაში 2 ჯერ 1 საათი და უკვე ცეკვავენ ქართულს, "ლაზურს", "აჭარულს", "რაჭულს" და "კინტაურს". იაპონელები იმდენად გაიტაცა ქართულმა ცეკვებმა, რომ მათი მეგობრები მოიყვანეს, ისეთი ადამიანები რომლებიც საქართველოში ნამყოფები ჯერ არ არიან. ისინიც ცეკვავენ და იმედი აქვთ, რომ მალე შეძლებენ ჩამოსვლას. იაპონური მედიაც კი TV Tokyo დაინტერესდა მათი ქართული ცეკვებით გატაცებით. ყველაზე ხშირად ინტერესდებიან ცეკვებით: "აჭარული", რაჭული", "ლაზური" და შემდეგ უკვე მოდის ცეკვა "ქართული". ონლაინგაკვეთილებს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე ვატარებთ. ამ პროექტით ჩვენი პატარა წვლილი შეგვაქვს ქართული ნაციონალური კულტურის პოპულარიზაციის საქმეში ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

იხილეთ ვიდეო

ავტორი: ნინო წიფურია

"მადლობა ყველას, ვისაც გულით გიხარიათ ჩვენი სიკეთე და ბედნიერება" - ნანუკა გოგიჩაიშვილი შვილს ელოდება (ფოტო)

ქანიე უესტმა დაბადების დღე ირინა შეიკთან ერთად რომანტიკულ გარემოში აღნიშნა - ახალი ვარსკვლავური რომანი და წყვილის პაპარაცული ფოტოები

"მგონი, რაღაც კუთხით, მისმა ქუთაისმა გადაგვარჩინა კიდეც" - აკა მორჩილაძის მოგონება რეზო გაბრიაძეზე