სამართალი
Faceამბები
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გარდაიცვალა ძალიან ტრაგიკულად და მოულოდნელად - საკუთარი შვილის დაბადების დღეს..." - რას წერს გიორგი კეკელიძე
"გარდაიცვალა ძალიან ტრაგიკულად და მოულოდნელად - საკუთარი შვილის დაბადების დღეს..." - რას წერს გიორგი კეკელიძე

სა­მეც­ნი­ე­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მწე­რა­ლი, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე ავ­რცე­ლებს.

"დღეს ძა­ლი­ან კარ­გი კაცი გარ­და­იც­ვა­ლა - ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი. სა­მეც­ნი­ე­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი. გარ­და­იც­ვა­ლა ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლად და მო­უ­ლოდ­ნე­ლად - სა­კუ­თა­რი შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეს. ასეთ ხალ­ხს ბევ­რი არ იც­ნობს ხოლ­მე, მაგ­რამ საქ­მე­ებს სწო­რედ ბევ­რის­თვის და ძა­ლი­ან დიდს აკე­თე­ბენ - ქარ­თუ­ლი სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო სამ­ყა­რო ირაკ­ლის­გან სულ და­ვა­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რად გა­ვი­ცა­ნი. მე რომ ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, მალე, გა­უ­გე­ბარ­მა ხალ­ხმა სა­მეც­ნი­ე­რო ბიბ­ლი­ო­თე­კის შე­ნო­ბა გა­სა­ყიდ ნა­გე­ბო­ბა­თა სი­ა­ში გა­ნა­თავ­სა. ირაკ­ლიმ და­მი­რე­კა და შევ­ხვდით. მე და ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვი­ლი. ადა­მი­ანს სიკ­ვდი­ლის ფერი ედო, კან­კა­ლებ­და. იო­ლად მიხ­ვდე­ბო­დით, რას ნიშ­ნავ­და მის­თვის ის უნი­კა­ლუ­რი კედ­ლე­ბი, ის წიგნთსა­ცა­ვი, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, იქ რომ მუ­შა­ობ­დნენ. რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდა ედგა გვერ­დით, მეტი არა­ვინ ამ ბრძო­ლა­ში. ვი­ლა­პა­რა­კეთ. იმ სა­ღა­მოს­ვე კახა ბენ­დუ­ქი­ძეს ვეს­ტუმ­რე ამ ამ­ბით. კახა მა­შინ სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში აღარ იყო, მაგ­რამ სა­დღაც და­რე­კა და შე­ნო­ბა ამო­ი­ღეს გა­სა­ყიდ­თა ნუს­ხი­დან. მე­ო­რე დღეს ისევ ირაკ­ლის­თან მი­ვე­დით. ეს ამ­ბა­ვიც იმ სი­ხა­რუ­ლის გა­სახ­სე­ნებ­ლად მოვ­ყე­ვი - თით­ქოს თვი­თონ გა­დარ­ჩა სიკ­ვდილს, თვა­ლე­ბი გა­უბრწყინ­და და კუ­თხე-კუნ­ჭუ­ლი მოგ­ვა­ტა­რა. ის ბიბ­ლი­ო­თე­კა მისი გა­დარ­ჩე­ნი­ლია და ვფიქ­რობ, რო­მე­ლი­მე დარ­ბა­ზი აუ­ცი­ლებ­ლად იმ­სა­ხუ­რებს ირაკ­ლის სა­ხელს, ამ ღვაწლს თა­ო­ბე­ბიც რომ გა­ეც­ნონ. ჩვენ კი ისე­დაც ყო­ველ­თვის გვე­მახ­სოვ­რე­ბა", - წერს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
37

და დამლაგებლების ანუ ტექ/პერსონალის შრომა რატომ არ ფასდება

ნინო
4

აუნაზღაურებელი დანაკლისი ,ღირსეული ადამიანი ,პროფესიონალი –მიდიან და ვინ რჩება?

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"გარდაიცვალა ძალიან ტრაგიკულად და მოულოდნელად - საკუთარი შვილის დაბადების დღეს..." - რას წერს გიორგი კეკელიძე

"გარდაიცვალა ძალიან ტრაგიკულად და მოულოდნელად - საკუთარი შვილის დაბადების დღეს..." - რას წერს გიორგი კეკელიძე

სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ირაკლი ღარიბაშვილი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ავრცელებს.

"დღეს ძალიან კარგი კაცი გარდაიცვალა - ირაკლი ღარიბაშვილი. სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. გარდაიცვალა ძალიან ტრაგიკულად და მოულოდნელად - საკუთარი შვილის დაბადების დღეს. ასეთ ხალხს ბევრი არ იცნობს ხოლმე, მაგრამ საქმეებს სწორედ ბევრისთვის და ძალიან დიდს აკეთებენ - ქართული საბიბლიოთეკო სამყარო ირაკლისგან სულ დავალებული იქნება.

ძალიან უცნაურად გავიცანი. მე რომ ეროვნულ ბიბლიოთეკის დირექტორად დავიწყე მუშაობა, მალე, გაუგებარმა ხალხმა სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობა გასაყიდ ნაგებობათა სიაში განათავსა. ირაკლიმ დამირეკა და შევხვდით. მე და ლევან თაქთაქიშვილი. ადამიანს სიკვდილის ფერი ედო, კანკალებდა. იოლად მიხვდებოდით, რას ნიშნავდა მისთვის ის უნიკალური კედლები, ის წიგნთსაცავი, ის ადამიანები, იქ რომ მუშაობდნენ. რამდენიმე ახალგაზრდა ედგა გვერდით, მეტი არავინ ამ ბრძოლაში. ვილაპარაკეთ. იმ საღამოსვე კახა ბენდუქიძეს ვესტუმრე ამ ამბით. კახა მაშინ საჯარო სამსახურში აღარ იყო, მაგრამ სადღაც დარეკა და შენობა ამოიღეს გასაყიდთა ნუსხიდან. მეორე დღეს ისევ ირაკლისთან მივედით. ეს ამბავიც იმ სიხარულის გასახსენებლად მოვყევი - თითქოს თვითონ გადარჩა სიკვდილს, თვალები გაუბრწყინდა და კუთხე-კუნჭული მოგვატარა. ის ბიბლიოთეკა მისი გადარჩენილია და ვფიქრობ, რომელიმე დარბაზი აუცილებლად იმსახურებს ირაკლის სახელს, ამ ღვაწლს თაობებიც რომ გაეცნონ. ჩვენ კი ისედაც ყოველთვის გვემახსოვრება", - წერს გიორგი კეკელიძე.

"დავრჩით ერთის გამოტოვებით, როგორ ვიყოთ? გაუსაძლისია, ღმერთო" - რას წერს ეკატერინე ტოგონიძე ნინო შუბლაძის დის გარდაცვალებაზე

"ეს მისი ბოლო ცეკვა საავადმყოფოში... იქედანაც გვამხნევებდა" - რას წერს ნინო შუბლაძე გარდაცვლილი დის შესახებ

კახა კალაძემ საკუთარი თავი გააშარჟა