მსოფლიო
სპორტი

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩანაწერში ბრალდებული ამბობს, რომ ჩიჩხიტურის მიმდებარედ მოხდა საზღვრის ხაზის გავლება, აზერბაიჯანული მხარის პოზიციის შესაბამისად" - პროკურორი
"ჩანაწერში ბრალდებული ამბობს, რომ ჩიჩხიტურის მიმდებარედ მოხდა საზღვრის ხაზის გავლება, აზერბაიჯანული მხარის პოზიციის შესაბამისად" - პროკურორი

ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვამ და ივე­რი მე­ლაშ­ვილ­მა ზემ­დგო­მე­ბის და­ვა­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ველ­გვა­რი და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რო­გორც ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ მას ამის გა­კე­თე­ბა არ სურ­და, სა­ზღვრის ხაზი სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ზი­ა­ნოდ გა­ავ­ლეს და ასე შე­ა­თან­ხმეს ის კო­მი­სი­ე­ბის მუ­შა­ო­ბის ფორ­მატ­ში, - ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რორ­მა ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც და­ვით გა­რე­ჯის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რა.

რო­გორც პრო­კუ­რორ­მა გან­მარ­ტა, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ აუ­ი­დიო-ვი­დეო ჩა­ნა­წერ­ში ნათ­ლად ჩანს, რო­დე­საც ბრალ­დე­ბუ­ლი აფიქ­სი­რებს სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას და ფაქ­ტობ­რი­ვად ამ­ბობს, რომ ყო­ველ­გვა­რი და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე ჩი­ჩხი­ტუ­რის მიმ­დე­ბა­რედ მოხ­და სა­ზღვრის ხა­ზის გავ­ლე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი მხა­რის პო­ზი­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად.

ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვი­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რეს თავ­და­პირ­ვე­ლად გა­აჩ­ნდა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია, თუმ­ცა მოხ­და ამ პო­ზი­ცი­ის შეც­ვლა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს გარ­კვე­უ­ლი ტე­რი­ტო­რია სა­ზღვრის გავ­ლე­ბუ­ლი ხა­ზის შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­ვი­და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

„ბრალ­დე­ბუ­ლი პირ­და­პირ ამ­ბობს, რომ მას ამის გა­კე­თე­ბა არ უნ­დო­და, თუმ­ცა სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შე­დე­გად მი­ვი­ღეთ ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის და­ახ­ლო­ე­ბით 3 500 ჰექ­ტა­რი, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­უ­ლად და კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლა­ზე დაყ­რდნო­ბით წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ას, დღეს, შე­თან­ხმე­ბუ­ლი სა­ზღვრის მო­ნაკ­ვე­თე­ბის თა­ნახ­მად არის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რია. სსკ-ის 308-ე მუხ­ლი არ გუ­ლის­ხმობს გა­და­ცე­მას, რო­გორც დას­რუ­ლე­ბულ პრო­ცესს, იმი­სათ­ვის, რომ მოხ­დეს ქმე­დე­ბის და­ნა­შა­უ­ლად კვა­ლი­ფი­კა­ცია. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის საფრ­თხის შექ­მნაც კი, ის­ჯე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი ვა­დით არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი ქვეყ­ნი­სათ­ვის და სწო­რედ ამი­ტომ, კა­ნო­ნი უმ­კაც­რე­სად უდ­გე­ბა სა­კი­თხებს, თუნ­დაც საფრ­თხის შექ­მნის დო­ნე­ზეც კი. შე­სა­ბა­მი­სად, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის, ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლის და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას ქმე­დე­ბებ­მა, რაც გა­მო­ი­ხა­ტა ის­ტო­რი­ულ სი­ნამ­დვი­ლეს­თან სრუ­ლი­ად აც­დე­ნი­ლი სა­ზღვრის ხა­ზის გავ­ლე­ბა­ში, საფრ­თხე შე­უქ­მნა სა­ქარ­თვე­ლოს­გან გარ­კვე­უ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გას­ვლას და უცხო სა­ხელ­მწი­ფოს­თვის მათ გა­და­ცე­მას. ამა­ში გა­მო­ი­ხა­ტა მათი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი. მათ უგუ­ლე­ბელ­ყვეს რე­ლე­ვან­ტუ­რი კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლა. არ­სე­ბობ­და სულ მცი­რე, 5 რუკა, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებ­და იმას, რომ ეს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი იყო. ამის მი­უ­ხე­და­ვად არ­ცერ­თი მათ­გა­ნი მათ არ გა­მო­ი­ყე­ნეს. უფრო მე­ტიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, მათ ზემ­დგო­მე­ბის და­ვა­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ველ­გვა­რი და­სა­ბუ­თე­ბის გა­რე­შე იმის მი­უ­ხე­და­ვად, რო­გორც ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ მას ამის გა­კე­თე­ბა არ სურ­და, სა­ზღვრის ხაზი გა­ავ­ლეს სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ზი­ა­ნოდ და ასე შე­ა­თან­ხმეს ის კო­მი­სი­ე­ბის მუ­შა­ო­ბის ფორ­მატ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გუ­ლუ­აშ­ვილ­მა.

რო­გორც ბრალ­დე­ბულ ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ, თა­მარ სუ­ლა­ძე აცხა­დებს, ის ხალ­ხი, რო­მე­ლიც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას უნდა იცავ­დეს, „იმით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი რა და­აბ­რა­ლონ წე­სი­ერ, ქვეყ­ნის მოყ­ვა­რულ ადა­მი­ა­ნებს“ და ამ საქ­მის გა­აქ­ტი­უ­რე­ბით ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ნამ­დვი­ლად და­ზა­რალ­დე­ბა.

"ვი­ნა­ი­დან, საქ­მე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და არ იყო გა­მო­რი­ცხუ­ლი მოს­მე­ნე­ბი ყო­ფი­ლი­ყო, სი­მარ­თლე გი­თხრათ ეს არ გამ­კვირ­ვე­ბია. თუმ­ცა, რო­დე­საც გა­ნა­ცხა­დეს, ხვალ გა­ვა­სა­ჯა­რო­ებთ ამ ჩა­ნა­წე­რებ­სო ჩემს ქმარ­ში ერთი წუ­თი­თაც არ შემ­პარ­ვია ეჭვი. ვიცი, რომ სუფ­თა პატ­რი­ო­ტი და წე­სი­ე­რი, თა­ვი­სი ქვეყ­ნის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნია. ვი­ფიქ­რე, რა­ი­მე ხომ არ და­ა­მონ­ტა­ჟეს და ესეც ხომ არ იკად­რეს - მეთ­ქი, მაგ­რამ, რა­საც დღეს მო­ვუს­მი­ნე ეს არის ორი თა­ნამ­შრომ­ლის ლა­პა­რა­კი რა­ღაც საქ­მე­ზე, მე იქ ვე­რა­ფე­რი და­ნა­შა­უ­ლი ვერ და­ვი­ნა­ხე. მახ­სოვს, ჩემ­მა ქმარ­მა ჩი­ჩხი­ტურ­ზე თქვა, რომ არ­სე­ბობს დო­კუ­მენ­ტე­ბი სა­დაც რუ­სუ­ლად წე­რია, რომ სა­ზღვა­რი გა­დის უდაბ­ნოს ქედ­ზე, ჩი­ჩხი­ტუ­რის გავ­ლით. ამა­ზე ძა­ლი­ან წუხ­და, ეს სი­ტყვა რომ არ ეწე­როს, ჩვენ მთლი­ა­ნად მო­ვაქ­ცევ­დით ჩვენ მხა­რე­ზეო.

არა­ფე­რი იქ და­ნა­შა­უ­ლი არ არის და სამ­წუ­ხა­როა ის ხალ­ხი, რო­მე­ლიც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას უნდა იცავ­დეს, პი­რი­ქით იმით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი, რა და­აბ­რა­ლონ წე­სი­ერ და ქვეყ­ნის მოყ­ვა­რულ ადა­მი­ა­ნებს. ამა­სო­ბა­ში, გარ­და იმი­სა, რომ ამ აზა­რა­ლე­ბენ აზი­ა­ნე­ბენ ქვე­ყა­ნა­საც. ამ საქ­მის გა­აქ­ტი­უ­რე­ბით ნამ­დვი­ლად და­ზა­რალ­დე­ბა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. თუ ისარ­გებ­ლე­ბენ იმ რუ­კე­ბით, რო­მე­ლიც ხი­და­შელ­მა აქ ჩა­მო­აფ­რი­ა­ლა „წი­თე­ლი ხიდი“ და ძა­ლი­ან ბევ­რი სხვა ტე­რი­ტო­რია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხა­რეს ხვდე­ბო­და, ის რუ­კე­ბი ძა­ლი­ან ხარ­ვე­ზი­ა­ნია და არ შე­იძ­ლე­ბო­და მათი გა­მო­ყე­ნე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზი­ა­ნოდ არა­ფე­რია გა­კე­თე­ბუ­ლი, მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს სა­სარ­გებ­ლოდ არის გა­კე­თე­ბუ­ლი და თუ ამას ძა­ლი­ან „გა­ა­ბუ­ქე­ბენ“ შე­საძ­ლოა, პი­რი­ქით აზერ­ბა­ი­ჯან­მა წა­მოგ­ვი­ყე­ნოს გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ სუ­ლა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და­ა­კა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­სა­ზღვრო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი - ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ 1970-80-იან წლებ­ში გა­მო­ცე­მულ რუ­კებ­ზე და­ტა­ნი­ლი სა­ზღვრის ხა­ზე­ბით, რაც არ­სე­ბი­თად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ სა­ზღვარს, მათ შო­რის და­ვით გა­რეჯ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი­სა და ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ას­რუ­ლა. საქ­მე ამი­ე­რი­დან თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში წა­რი­მარ­თე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
0

ამ მელაშვილს კარგად კი გაუწვრთნია თავისი კნეინა. ამ რუკით ისეაო, იმ რუკით ასეო. აღარ იციან თავი რით იმართლონ და მიედ-მოედებიან რაღაცეებს. დანაშაულის ნიშნები ვერ ვნახეო, რომ ამბობს სასაცილოა, მაგისმა ქმარმა არ თქვა არაა დავით-გარეჯის ტერიტორია საქართველოსიო?! მოკლედ შენ დაუკარ რა! არც სინდისი აწუხებთ და არც ნამუსი! სამაგიეროდ ხომ აქვთ დიდი ოვაციები ტელესექსდივებისაგან :))))))))))))))) ვაი, ვაი!!!!!!!

არ შეგრჩებათ!!!!
93

რა სამარცხვინო ადამიანები ხართ ამ პროკურატურაში!!!! ღმერთის რატომ არ გეშინიათ, რომ ამ უდანაშაულო ადამიანებს ოცნების პოლიტიკური გაპრავებისთვის ტანჯავათ და აწამებთ!!!! თუ გონიათ, რომ ასეთი დებილები ვართ, ამ პატარა საქართველოში ახლობლები არ გვყავს, რომ ყველა თქვენი ბინძური თამაში გამჟღავნდეს!!!! არ შეგრჩებათ!! ღმერთი არ გაპატიებთ უადანაშაუოლო ადამიანებზე ცილისწამება!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ჩანაწერში ბრალდებული ამბობს, რომ ჩიჩხიტურის მიმდებარედ მოხდა საზღვრის ხაზის გავლება, აზერბაიჯანული მხარის პოზიციის შესაბამისად" - პროკურორი

"ჩანაწერში ბრალდებული ამბობს, რომ ჩიჩხიტურის მიმდებარედ მოხდა საზღვრის ხაზის გავლება, აზერბაიჯანული მხარის პოზიციის შესაბამისად" - პროკურორი

ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა ზემდგომების დავალების შესაბამისად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, იმის მიუხედავად, როგორც ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ მას ამის გაკეთება არ სურდა, საზღვრის ხაზი საქართველოს ინტერესების საზიანოდ გაავლეს და ასე შეათანხმეს ის კომისიების მუშაობის ფორმატში, - ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც პროკურორმა განმარტა, პროკურატურის მიერ გავრცელებულ აუიდიო-ვიდეო ჩანაწერში ნათლად ჩანს, როდესაც ბრალდებული აფიქსირებს საკუთარ პოზიციას და ფაქტობრივად ამბობს, რომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩიჩხიტურის მიმდებარედ მოხდა საზღვრის ხაზის გავლება აზერბაიჯანული მხარის პოზიციის შესაბამისად.

ამირან გულუაშვილის თქმით, საქართველოს მხარეს თავდაპირველად გააჩნდა განსხვავებული პოზიცია, თუმცა მოხდა ამ პოზიციის შეცვლა და საბოლოო ჯამში, საქართველოს გარკვეული ტერიტორია საზღვრის გავლებული ხაზის შესაბამისად, გადავიდა აზერბაიჯანის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

„ბრალდებული პირდაპირ ამბობს, რომ მას ამის გაკეთება არ უნდოდა, თუმცა საბოლოო ჯამში, შედეგად მივიღეთ ის, რომ საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 3 500 ჰექტარი, რომელიც ისტორიულად და კარტოგრაფიული მასალაზე დაყრდნობით წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიას, დღეს, შეთანხმებული საზღვრის მონაკვეთების თანახმად არის აზერბაიჯანის ტერიტორია. სსკ-ის 308-ე მუხლი არ გულისხმობს გადაცემას, როგორც დასრულებულ პროცესს, იმისათვის, რომ მოხდეს ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნაც კი, ისჯება სისხლის სამართლის წესით და თავისუფლების აღკვეთა საკმაოდ ხანგრძლივი ვადით არის გათვალისწინებული. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნისათვის და სწორედ ამიტომ, კანონი უმკაცრესად უდგება საკითხებს, თუნდაც საფრთხის შექმნის დონეზეც კი. შესაბამისად, ბრალდებულების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ქმედებებმა, რაც გამოიხატა ისტორიულ სინამდვილესთან სრულიად აცდენილი საზღვრის ხაზის გავლებაში, საფრთხე შეუქმნა საქართველოსგან გარკვეული ტერიტორიების გასვლას და უცხო სახელმწიფოსთვის მათ გადაცემას. ამაში გამოიხატა მათი დანაშაულებრივი ქმედებები. მათ უგულებელყვეს რელევანტური კარტოგრაფიული მასალა. არსებობდა სულ მცირე, 5 რუკა, რომელიც ადასტურებდა იმას, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს ტერიტორიები იყო. ამის მიუხედავად არცერთი მათგანი მათ არ გამოიყენეს. უფრო მეტიც, ფაქტობრივად, მათ ზემდგომების დავალების შესაბამისად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იმის მიუხედავად, როგორც ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ მას ამის გაკეთება არ სურდა, საზღვრის ხაზი გაავლეს საქართველოს ინტერესების საზიანოდ და ასე შეათანხმეს ის კომისიების მუშაობის ფორმატში“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

როგორც ბრალდებულ ივერი მელაშვილის მეუღლემ, თამარ სულაძე აცხადებს, ის ხალხი, რომელიც სამართლიანობას უნდა იცავდეს, „იმით არიან დაკავებული რა დააბრალონ წესიერ, ქვეყნის მოყვარულ ადამიანებს“ და ამ საქმის გააქტიურებით ჩვენი ქვეყანა ნამდვილად დაზარალდება.

,,ვინაიდან, საქმე მიმდინარეობდა არ იყო გამორიცხული მოსმენები ყოფილიყო, სიმართლე გითხრათ ეს არ გამკვირვებია. თუმცა, როდესაც განაცხადეს, ხვალ გავასაჯაროებთ ამ ჩანაწერებსო ჩემს ქმარში ერთი წუთითაც არ შემპარვია ეჭვი. ვიცი, რომ სუფთა პატრიოტი და წესიერი, თავისი ქვეყნის მოყვარული ადამიანია. ვიფიქრე, რაიმე ხომ არ დაამონტაჟეს და ესეც ხომ არ იკადრეს - მეთქი, მაგრამ, რასაც დღეს მოვუსმინე ეს არის ორი თანამშრომლის ლაპარაკი რაღაც საქმეზე, მე იქ ვერაფერი დანაშაული ვერ დავინახე. მახსოვს, ჩემმა ქმარმა ჩიჩხიტურზე თქვა, რომ არსებობს დოკუმენტები სადაც რუსულად წერია, რომ საზღვარი გადის უდაბნოს ქედზე, ჩიჩხიტურის გავლით. ამაზე ძალიან წუხდა, ეს სიტყვა რომ არ ეწეროს, ჩვენ მთლიანად მოვაქცევდით ჩვენ მხარეზეო.

არაფერი იქ დანაშაული არ არის და სამწუხაროა ის ხალხი, რომელიც სამართლიანობას უნდა იცავდეს, პირიქით იმით არიან დაკავებული, რა დააბრალონ წესიერ და ქვეყნის მოყვარულ ადამიანებს. ამასობაში, გარდა იმისა, რომ ამ აზარალებენ აზიანებენ ქვეყანასაც. ამ საქმის გააქტიურებით ნამდვილად დაზარალდება ჩვენი ქვეყანა. თუ ისარგებლებენ იმ რუკებით, რომელიც ხიდაშელმა აქ ჩამოაფრიალა „წითელი ხიდი“ და ძალიან ბევრი სხვა ტერიტორია აზერბაიჯანის მხარეს ხვდებოდა, ის რუკები ძალიან ხარვეზიანია და არ შეიძლებოდა მათი გამოყენება. სინამდვილეში, საქართველოს საზიანოდ არაფერია გაკეთებული, მხოლოდ საქართველოს სასარგებლოდ არის გაკეთებული და თუ ამას ძალიან „გააბუქებენ“ შესაძლოა, პირიქით აზერბაიჯანმა წამოგვიყენოს გარკვეული პირობები“, - განაცხადა თამარ სულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეზე გამოძიება დაასრულა. საქმე ამიერიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება.