ავტორი:

"თბილისელია და სოფელში სტუმრად იყო, მის შვილთან ერთად მოხდა ეს ამბავი" - ვინ არის ნატანებში მოკლული მამაკაცი და რას ყვებიან ტრაგედიაზე ადგილობრივები

"თბილისელია და სოფელში სტუმრად იყო, მის შვილთან ერთად მოხდა ეს ამბავი" - ვინ არის ნატანებში მოკლული მამაკაცი და რას ყვებიან ტრაგედიაზე ადგილობრივები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მომხდარ მკვლელობას უძღოდა თუ არა კონფლიქტი, ადგილობრივებისთვის უცნობია. მათი ინფორმაციით, მოკლული თბილისის მცხოვრებია და ნატანებში სტუმრად იმყოფებოდა.

როგორც ისინი ყვებიან, შემთხვევის დროს მასთან ერთად მისი შვილი იყო, რომლის ადგილსამყოფელი უცნობია.

„გარდაცვლილი არის ამირან ფალავანდიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო ნატანებში. ეს კაცი თბილისში ცხოვრობდა. სტუმრად იყო ჩამოსული თავის ძმასთან ერთად. რა იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული, არ ვიცი. ვიცი, რომ თავის შვილთან ერთად მოხდა ეს ამბავი, შვილი სახლში არ იმყოფება. დილით მეზობელმა ნახა გარდაცვლილი. არ ვიცი თუ ვინმესთან ჰქონდა კონფლიქტი, დანარჩენს გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ვახტანგ გობრონიძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 60 წლამდე მამაკაცი. მკვლელობის მოტივი უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"რამდენიმე დღის წინ უგინებია და დღეს მოკლა ორივე" - რა გახდა სოფელ რიონში ორი ძმის მკვლელობის მიზეზი და რა დეტალებზე საუბრობენ სოფელში მცხოვრებნი

ხატია დეკანოიძის განცხადებით, რუსთავის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" "ქართული ოცნების" აქტივისტმა დაჭრა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ორი მამაკაცი მოკლეს - არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ძმები არიან