მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ქართველები "ფეისბუქზე" - "მოვიგეთ... ამით რუსეთს მოვუგეთ ომი"
როგორ ეხმაურებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ქართველები "ფეისბუქზე" - "მოვიგეთ... ამით რუსეთს მოვუგეთ ომი"

2008 წლის ომის საქ­მე­ზე სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­და. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო და­ე­თან­ხმა სა­ქარ­თვე­ლოს მო­თხოვ­ნას, რომ რუ­სეთ­მა აგ­ვის­ტოს ომის დროს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის არა­ერ­თი მუხ­ლი და­არ­ღვია - გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ქარ­თვე­ლე­ბის ეთ­ნი­კუ­რი წმენ­და, ასე­ვე რუ­სეთს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი წა­მე­ბის, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი და ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი მო­პყრო­ბის­თვის.

ის­ტო­რი­ულ გა­მარ­ჯვე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ზე­ი­მობს. "ფე­ის­ბუქ­ზე" ასე ეხ­მა­უ­რე­ბი­ან ადა­მი­ა­ინს უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას:

ლია მუ­ხა­შავ­რია, იუ­რის­ტი: "მო­ვი­გეთ ომის საქ­მე, ამით, ვფიქ­რობ, ომი მო­ვი­გეთ, თან რუ­სეთს მო­ვუ­გეთ ომი სა­მარ­თლებ­რი­ვი, ყვე­ლა­ზე ჰუ­მა­ნუ­რი და ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ვუ­გეთ. მინ­და პირ­ველ რიგ­ში მი­ვუ­ლო­ცო ჩემს კლი­ენ­ტებს, ომის მსხვერ­პლებს, მათ ოჯა­ხებ­სა და ახ­ლობ­ლებს, იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც სა­სა­ზღვრო სოფ­ლებ­ში ცხოვ­რობს გმი­რუ­ლად და არ კარ­გავს იმედს. მე თავს ვიხ­რი ომის გმი­რე­ბის წი­ნა­შე, იმ გმი­რი ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე, ვინც დღე­საც არ ტო­ვებს სა­სა­ზღვრო სოფ­ლებს და გმი­რუ­ლად აგ­რძე­ლებს იქ ცხოვ­რე­ბას თა­ვის შვი­ლებ­თან, შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან და ოჯახ­თან ერ­თად. მწამს, ჩვენ რუ­სებს არა მარ­ტო აგ­ვის­ტოს ომს მო­ვუ­გებთ, მო­ვუ­გებთ ყვე­ლა ბრძო­ლას და ომს მო­მა­ვალ­შიც, ოღონდ არა ია­რა­ღით, არა­მედ ჭკუ­ით, სა­მარ­თლით და ჰუ­მა­ნუ­რი, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბით. ჩვენ გა­ვი­მარ­ჯვეთ, გი­ლო­ცავთ! მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ამ დიდ გა­მარ­ჯვე­ბა­ში!"

ირაკ­ლი ტაბ­ლი­აშ­ვი­ლი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი: "ვზი­ვარ ახლა და, მარ­თლა ბავ­შვი­ვით მი­ხა­რია ეს პა­ტა­რა, რე­ა­ლუ­რად კი დიდი წარ­მა­ტე­ბა-გა­მარ­ჯვე­ბა!.. რო­მე­ლიც, არც კი ვიცი, რას შე­მიც­ვლის სა­მო­მავ­ლოდ, მაგ­რამ, მე თუ არა, ჩემს შვი­ლებს შე­უც­ვლის... შვი­ლებს, რომ­ლე­ბიც წლე­ბის შემ­დეგ ააფ­რი­ა­ლე­ბენ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს 2021 წლის 21 იან­ვრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და სულ ცხვირ­ში ურტყა­მენ მო­მა­ვალ ივა­ნოვ-პეტ­როვ-პუ­ტი­ნებს, რომ­ლე­ბიც უეჭ­ვე­ლად იქ­ნე­ბი­ან, რად­გან უნ­დათ რომ იყ­ვნენ. ჰოდა, ვზი­ვარ და ვერ ვმშვიდ­დე­ბი - 1801 წელს; 1811 წელს; 1812 წელს; 1832 წელს; სრუ­ლად მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში; 1907 წელს; 1921 წელს; 1989 წელს; 1991-92 წლებ­ში; 1992-93 წლებ­ში; 2008 წელს... ამ და სხვა წლებ­ში ეს ბო­რო­ტი სა­ხელ­მწი­ფო რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ვინ იცის, სად და რო­გორ ვიქ­ნე­ბო­დით ახლა, სულ რომ მა­ინც გვყო­ლო­და სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ე­ბი. ჰოდა, ვზი­ვარ და ვხა­რობ ამ პა­ტა­რა, რე­ა­ლუ­რად კი დიდი გა­მარ­ჯვე­ბით. დი­დე­ბა ამ ქვე­ყა­ნას! დი­დე­ბა ჩემს ქვე­ყა­ნას! დი­დე­ბა ჩემს ტკი­ვი­ლი­ან ქვე­ყა­ნას!"

თი­ნა­თინ ხი­და­შე­ლი, თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი: "გა­მოქ­ვეყ­ნა სტრას­ბურ­გმა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა! რა თქმა უნდა მო­ვი­გეთ! გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია: - რუ­სე­თი კლავს; - რუ­სე­თი აწა­მებს; - რუ­სე­თი ხელ­ყოფს ადა­მი­ა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბას; - რუ­სე­თი ხელ­ყოფს სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბას, და სხვა. მაგ­რამ იცით რა არის მთა­ვა­რი, სტრატსბურ­გმა ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად თქვა რომ ეფექ­ტუ­რი კონ­ტრო­ლი 12 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ იყო რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­სო. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნლე­ო­ვა­ნი ჰა­ა­გა­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის­თვის რად­გან იქ იმას გვიმ­ტკი­ცე­ბენ ჩვენ რა შუ­ა­ში ვართ ოსებს ედა­ვე­თო. ცუ­დია რომ 8-12 აგ­ვის­ტო და­ა­იგ­ნო­რა სტრას­ბურ­გმა, მაგ­რამ მშვე­ნი­ე­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო შექ­მნა ჰა­ა­გის გა­მო­ძი­ე­ბის­თვის!"

ბა­ჩა­ნა შენ­გე­ლია, ნო­ტა­რი­უ­სი: "მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ვუ­ლო­ცავ სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­სა­მარ­თლო­ში რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მო­გე­ბულ საქ­მეს, ეს უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბაა კი­დევ ერთხელ მთელ­მა მსოფ­ლი­ომ, უკვე ევ­რო­პი­დან და­ი­ნა­ხა, რომ რუ­სე­თი არის არა მარ­ტო ჩვე­ნი, არა­მედ კა­ცობ­რი­ო­ბის მტე­რია. ყვე­ლა მას­თან გა­რი­გე­ბუ­ლი ან მისი მყვა­რე­ბე­ლი კი - ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე.გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ნიკა გვა­რა­მი­ას და თინა ბურ­ჯა­ლი­ანს, რომ­ლებ­მაც ლო­მის წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს ამ საქ­მის მო­გე­ბა­ში. ასე­ვე ნე­ბის­მი­ერ პირს, რო­მელ­მაც მცი­რე­დი წვლი­ლი მა­ინც შე­ი­ტა­ნა მარ­თლაც ამ ის­ტო­რი­ულ გა­მარ­ჯვე­ბა­ში აქვე იმე­დი მაქვს, ყვე­ლა ის მო­ღა­ლა­ტე მო­იხ­დის ბო­დიშს, ვინც სა­ქარ­თვე­ლოს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და ომის და­წყე­ბა­ში და აგ­რძე­ლებს ამას ამ დრომ­დე. ბო­დი­ში ახლა, მო­მა­ვალ­ში კი მათი სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად დად­გე­ბა. ეს ერთი და სხვა მრა­ვა­ლი გა­მარ­ჯვე­ბა წინ"

ნონა წო­წო­რია, ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს ყო­ფი­ლი მო­სა­მარ­თლე: "გი­ლო­ცავთ უდა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლო­ეს ის­ტო­რი­ა­ში! რამ­დე­ნი­მე დე­ტა­ლი, რო­მე­ლიც ამ ეტაპ­ზე შე­მიძ­ლია გა­მოვ­ყო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­დან: ოკუ­პა­ცი­ის ფაზა - 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ რუ­სე­თი ახორ­ცი­ე­ლებს ეფექ­ტურ კონ­ტროლს და შე­სა­ბა­მი­სად, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე. რუ­სე­თი ასე­ვე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია „სამ­ხრეთ ოსე­თის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბებ­ზე. ად­გი­ლი ჰქონ­და კონ­ვენ­ცი­ის მე-2, მე-3, მე-8, პირ­ვე­ლი ოქ­მის პირ­ვე­ლი მუხ­ლის, მე-4 ოქ­მის მე-2 მუხ­ლის დარ­ღვე­ვე­ვებს, რაც წარ­მო­ად­გენ­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პრაქ­ტი­კას. ეს ნიშ­ნავს, რომ მრა­ვალ­რი­ცხო­ვან ერ­თგვა­რო­ვან დარ­ღვე­ვებ­თან ერ­თად რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლურ შემ­წყნა­რებ­ლო­ბას ავ­ლენ­და დარ­ღვე­ვე­ბის მი­მართ.

ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბი და­ექ­ვემ­დე­ბარ­ნენ რუ­სე­თის მხრი­დან წა­მე­ბას (მე-3 მუხ­ლი).ქარ­თველ­თა სახ­ლე­ბის მი­ზან­მი­მარ­თულ დან­გრე­ვა­ზე მსჯე­ლო­ბი­სას სა­სა­მარ­თლომ აღ­ნიშ­ნა, რომ ისი­ნი სა­მიზ­ნედ ეთ­ნი­კუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბის გამო გახ­დნენ. ეს დას­კვნა სა­სა­მარ­თლოს 2006 წელს ქარ­თვე­ლე­ბის კო­ლექ­ტი­უ­რი გა­სახ­ლე­ბის საქ­მე­ზეც არ და­უდ­გე­ნია.რუ­სე­თი, რო­მე­ლიც ეფექ­ტურ კონ­ტროლს ახორ­ცი­ე­ლებს სამ­ხრეთ ოსეთ­სა და აფხა­ზეთ­ში, ხელს უშ­ლის ამ რე­გი­ო­ნებ­ში ქარ­თვე­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას. რო­გორც მი­ნი­მუმ, ამას ად­გი­ლი ჰქონ­და საქ­მის არ­სე­ბი­თად გან­ხილ­ვის დროს, 2018 წლის მა­ის­ში. სი­ტუ­ა­ცია დღემ­დე არ შეც­ვლი­ლა.

8-12 აგ­ვის­ტოს აქ­ტი­უ­რი სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბის ფაზა - არ არის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში - და­ვე­თან­ხმე­ბო­დი? არა! თუმ­ცა, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია სა­სა­მარ­თლოს რე­სურ­სე­ბის შე­ზღუ­დუ­ლო­ბა ამ ტი­პის სა­კი­თხე­ბის გა­და­სა­წყვე­ტად; მით უმე­ტეს სხვა სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რუ­სე­თის ხელ­სუფ­ლე­ბას ეკის­რე­ბო­და ეფექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქ­ტი­უ­რი სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბის დროს ჩა­დე­ნილ სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბის (მე-2 მუხ­ლი) დარ­ღვე­ვებ­ზე.

შთამ­ბეჭ­და­ვია სა­სა­მარ­თლოს ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას, რა­ზეც მი­ცე­მულ ხმა­თა რა­ო­დე­ნო­ბე­ბი მი­უ­თი­თებს. და ბო­ლოს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­თა­ნა­დოდ გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ა­ში დიდი სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. მთა­ვა­რია ეს ია­რა­ღი ქვე­ყა­ნა­ზე მზრუნ­ვე­ლი ხალ­ხის ხელ­ში მოხ­ვდეს.ეს დიდი და­სა­წყი­სია, მთა­ვა­რი ბრძო­ლე­ბი ჯერ კი­დევ წი­ნაა!"

გი­ორ­გი კე­პუ­ლა­ძე, "სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ბან­კე­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი: "ეს მარ­თლა ყვე­ლას გა­მარ­ჯვე­ბაა და ამი­ტომ, თა­მა­მად გი­ლო­ცავთ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს! დიდი მად­ლო­ბა, იმ ყო­ფილ და მოქ­მედ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს, ვინც სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ამ უდი­დეს წარ­მა­ტე­ბა­ში!"

გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი: "სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლი­ოს თვალ­წინ მარ­თა­ლია! სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის მსხვერ­პლია! სა­ქარ­თვე­ლო უდა­ნა­შა­უ­ლოა! მად­ლო­ბა გმი­რებს! მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს ვინც უშუ­ა­ლო წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ამ საქ­მის სა­მარ­თლი­ა­ნად წარ­მარ­თვის­თვის! მად­ლო­ბა ქარ­თველ ხალ­ხს! ვუ­ლო­ცავ ყვე­ლას გა­ნურ­ჩევ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სხვა გან­სხვა­ვე­ბი­სა! ვუ­ლო­ცავ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს! ღმერ­თმა და­ლო­ცოს სა­ქარ­თვე­ლო!"

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

დასავლეთს კი ჰგონია დემოკრატიას და კაპიტალიზმს აშენებს ედინნაია რასსია , აქ ქვია ნაცქოცმოქკავშირი სატელიტებით, დაფიქრდით აბა , წითელი ეშმაკუნები - დიდ ვარსკვლავიანი წოწოლა ქუდიანები, როდესმე არ იყაჩაღებენ ?! იმ ყაჩაღთა პირდაპირი შთამომავლები გძარცვავენ დღესაც , აიღეთ 30 პირის ბიოგრაფია, ვინც მიგაჩნიათ ამ 30 წელიწადში ამ ქვეყნის პირველი ეშლონის მმართველებად პოზიცია ოპოზიციაში , აბა ნახეთ, არ არიან ბობოლა კომუნისტები და მათი შვილები და 25 მაინც ნაცია ? !

ახალგორელი
3

მთელ საქართველოს გილოცავთ . მადლობა მათ ვინც თავისი პატარა წვლილიც კი შეიტანაამ საქმეში . ჩემო ახალგორელებო უფალი ჩვენთან არს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

როგორ ეხმაურებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ქართველები "ფეისბუქზე" - "მოვიგეთ... ამით რუსეთს მოვუგეთ ომი"

როგორ ეხმაურებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ქართველები "ფეისბუქზე" - "მოვიგეთ... ამით რუსეთს მოვუგეთ ომი"

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია - განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა, ასევე რუსეთს პასუხისმგებლობა ეკისრება ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.

ისტორიულ გამარჯვებას საქართველოში ყველა ზეიმობს. "ფეისბუქზე" ასე ეხმაურებიან ადამიაინს უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას:

ლია მუხაშავრია, იურისტი: "მოვიგეთ ომის საქმე, ამით, ვფიქრობ, ომი მოვიგეთ, თან რუსეთს მოვუგეთ ომი სამართლებრივი, ყველაზე ჰუმანური და ცივილიზებული საშუალებით მოვუგეთ. მინდა პირველ რიგში მივულოცო ჩემს კლიენტებს, ომის მსხვერპლებს, მათ ოჯახებსა და ახლობლებს, იმ ადამიანებს, ვინც სასაზღვრო სოფლებში ცხოვრობს გმირულად და არ კარგავს იმედს. მე თავს ვიხრი ომის გმირების წინაშე, იმ გმირი ადამიანების წინაშე, ვინც დღესაც არ ტოვებს სასაზღვრო სოფლებს და გმირულად აგრძელებს იქ ცხოვრებას თავის შვილებთან, შვილიშვილებთან და ოჯახთან ერთად. მწამს, ჩვენ რუსებს არა მარტო აგვისტოს ომს მოვუგებთ, მოვუგებთ ყველა ბრძოლას და ომს მომავალშიც, ოღონდ არა იარაღით, არამედ ჭკუით, სამართლით და ჰუმანური, ცივილიზებული მეთოდებით. ჩვენ გავიმარჯვეთ, გილოცავთ! მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ დიდ გამარჯვებაში!"

ირაკლი ტაბლიაშვილი, ტელეწამყვანი: "ვზივარ ახლა და, მართლა ბავშვივით მიხარია ეს პატარა, რეალურად კი დიდი წარმატება-გამარჯვება!.. რომელიც, არც კი ვიცი, რას შემიცვლის სამომავლოდ, მაგრამ, მე თუ არა, ჩემს შვილებს შეუცვლის... შვილებს, რომლებიც წლების შემდეგ ააფრიალებენ სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებას და სულ ცხვირში ურტყამენ მომავალ ივანოვ-პეტროვ-პუტინებს, რომლებიც უეჭველად იქნებიან, რადგან უნდათ რომ იყვნენ. ჰოდა, ვზივარ და ვერ ვმშვიდდები - 1801 წელს; 1811 წელს; 1812 წელს; 1832 წელს; სრულად მე-19 საუკუნეში; 1907 წელს; 1921 წელს; 1989 წელს; 1991-92 წლებში; 1992-93 წლებში; 2008 წელს... ამ და სხვა წლებში ეს ბოროტი სახელმწიფო რომ არ ყოფილიყო, ვინ იცის, სად და როგორ ვიქნებოდით ახლა, სულ რომ მაინც გვყოლოდა სერგო ორჯონიკიძეები. ჰოდა, ვზივარ და ვხარობ ამ პატარა, რეალურად კი დიდი გამარჯვებით. დიდება ამ ქვეყანას! დიდება ჩემს ქვეყანას! დიდება ჩემს ტკივილიან ქვეყანას!"

თინათინ ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი: "გამოქვეყნა სტრასბურგმა გადაწყვეტილება! რა თქმა უნდა მოვიგეთ! გადაწყვეტილებაში დადასტურებულია: - რუსეთი კლავს; - რუსეთი აწამებს; - რუსეთი ხელყოფს ადამიანის თავისუფლებას; - რუსეთი ხელყოფს საკუთრების უფლებას, და სხვა. მაგრამ იცით რა არის მთავარი, სტრატსბურგმა ერთმნიშვნელოვნად თქვა რომ ეფექტური კონტროლი 12 აგვისტოს შემდეგ იყო რუსეთის ფედერაციისო. ეს არის ძალიან მნიშვნლეოვანი ჰააგაში მიმდინარე გამოძიებისთვის რადგან იქ იმას გვიმტკიცებენ ჩვენ რა შუაში ვართ ოსებს ედავეთო. ცუდია რომ 8-12 აგვისტო დააიგნორა სტრასბურგმა, მაგრამ მშვენიერი სახელმძღვანელო შექმნა ჰააგის გამოძიებისთვის!"

ბაჩანა შენგელია, ნოტარიუსი: "მთელ საქართველოს ვულოცავ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ მოგებულ საქმეს, ეს უდიდესი წარმატებაა კიდევ ერთხელ მთელმა მსოფლიომ, უკვე ევროპიდან დაინახა, რომ რუსეთი არის არა მარტო ჩვენი, არამედ კაცობრიობის მტერია. ყველა მასთან გარიგებული ან მისი მყვარებელი კი - ქვეყნის მოღალატე.განსაკუთრებული მადლობა ნიკა გვარამიას და თინა ბურჯალიანს, რომლებმაც ლომის წვლილი შეიტანეს ამ საქმის მოგებაში. ასევე ნებისმიერ პირს, რომელმაც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა მართლაც ამ ისტორიულ გამარჯვებაში აქვე იმედი მაქვს, ყველა ის მოღალატე მოიხდის ბოდიშს, ვინც საქართველოს ადანაშაულებდა ომის დაწყებაში და აგრძელებს ამას ამ დრომდე. ბოდიში ახლა, მომავალში კი მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება. ეს ერთი და სხვა მრავალი გამარჯვება წინ"

ნონა წოწორია, ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე: "გილოცავთ უდაოდ მნიშვნელოვან დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში! რამდენიმე დეტალი, რომელიც ამ ეტაპზე შემიძლია გამოვყო გადაწყვეტილებიდან: ოკუპაციის ფაზა - 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს და შესაბამისად, პასუხისმგებელია უფლებების დარღვევაზე. რუსეთი ასევე პასუხისმგებელია „სამხრეთ ოსეთის“ ხელისუფლების ქმედებებზე. ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2, მე-3, მე-8, პირველი ოქმის პირველი მუხლის, მე-4 ოქმის მე-2 მუხლის დარღვევევებს, რაც წარმოადგენდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას. ეს ნიშნავს, რომ მრავალრიცხოვან ერთგვაროვან დარღვევებთან ერთად რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურ შემწყნარებლობას ავლენდა დარღვევების მიმართ.

ქართველი სამხედრო ტყვეები დაექვემდებარნენ რუსეთის მხრიდან წამებას (მე-3 მუხლი).ქართველთა სახლების მიზანმიმართულ დანგრევაზე მსჯელობისას სასამართლომ აღნიშნა, რომ ისინი სამიზნედ ეთნიკური კუთვნილების გამო გახდნენ. ეს დასკვნა სასამართლოს 2006 წელს ქართველების კოლექტიური გასახლების საქმეზეც არ დაუდგენია.რუსეთი, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ხელს უშლის ამ რეგიონებში ქართველების დაბრუნებას. როგორც მინიმუმ, ამას ადგილი ჰქონდა საქმის არსებითად განხილვის დროს, 2018 წლის მაისში. სიტუაცია დღემდე არ შეცვლილა.

8-12 აგვისტოს აქტიური საომარი მოქმედების ფაზა - არ არის რუსეთის ფედერაციის კომპეტენციაში - დავეთანხმებოდი? არა! თუმცა, გასათვალისწინებელია სასამართლოს რესურსების შეზღუდულობა ამ ტიპის საკითხების გადასაწყვეტად; მით უმეტეს სხვა სამხედრო კონფლიქტების გათვალისწინებით. მიუხედავად ამისა, რუსეთის ხელსუფლებას ეკისრებოდა ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულება აქტიური საომარი მოქმედების დროს ჩადენილ სიცოცხლის უფლების (მე-2 მუხლი) დარღვევებზე.

შთამბეჭდავია სასამართლოს ერთსულოვნება გადაწყვეტილებების მიღებისას, რაზეც მიცემულ ხმათა რაოდენობები მიუთითებს. და ბოლოს, გადაწყვეტილება სათანადოდ გამოყენების შემთხვეაში დიდი სარგებლის მომტანი იქნება საქართველოსთვის. მთავარია ეს იარაღი ქვეყანაზე მზრუნველი ხალხის ხელში მოხვდეს.ეს დიდი დასაწყისია, მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა!"

გიორგი კეპულაძე, "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი: "ეს მართლა ყველას გამარჯვებაა და ამიტომ, თამამად გილოცავთ მთელ საქართველოს! დიდი მადლობა, იმ ყოფილ და მოქმედ საჯარო მოხელეებს, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა ამ უდიდეს წარმატებაში!"

გია როინიშვილი, მსახიობი: "საქართველო მსოფლიოს თვალწინ მართალია! საქართველო რუსეთის აგრესიის მსხვერპლია! საქართველო უდანაშაულოა! მადლობა გმირებს! მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც უშუალო წვლილი შეიტანა ამ საქმის სამართლიანად წარმართვისთვის! მადლობა ქართველ ხალხს! ვულოცავ ყველას განურჩევლად პოლიტიკური თუ სხვა განსხვავებისა! ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს! ღმერთმა დალოცოს საქართველო!"