პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენს სახლს კასეტური ბომბი დაეცა, დედაჩემი შეიწირა... გულისფანცქალით ველოდი ამ დღეს" - რას ამბობს 2008 წლის ომში დაზარალებული სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე
"ჩვენს სახლს კასეტური ბომბი დაეცა, დედაჩემი შეიწირა... გულისფანცქალით ველოდი ამ დღეს" - რას ამბობს 2008 წლის ომში დაზარალებული სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

2008 წლის ომის საქ­მე­ზე სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ა­ცხა­და - ის სა­ქარ­თვე­ლოს მო­თხოვ­ნას, რომ რუ­სეთ­მა 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის არა­ერ­თი მუხ­ლი და­არ­ღვია. სა­ქარ­თვე­ლომ რუ­სეთს დავა პირ­წმინ­დად მო­უ­გო.

იმ უამ­რავ და­ზა­რა­ლე­ბულს შო­რის, რო­მე­ლე­ბიც ამ­დე­ნი წე­ლია სტრას­ბურ­გის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მო­უთ­მენ­ლად ელოდ­ნენ, ქალ­ბა­ტო­ნი თა­მარ უნაფ­ქოშ­ვი­ლია. მის­მა ოჯახ­მა აგ­ვის­ტოს ომის დროს უდი­დე­სი ტრა­გე­დია გა­ნი­ცა­და. და­ბომბვას მისი 62 წლის დედა, დოდო მა­რი­ა­მი­ძე - უნაქ­ფოშ­ვი­ლი და მე­ზობ­ლად მცხოვ­რე­ბი 11 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. კა­სე­ტუ­რი ბომ­ბი მათ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს და­ე­ცა. ამი­ტომ დღე­ვან­დე­ლი სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ემო­ცი­უ­რა­დაც მძი­მე აღ­მოჩ­ნდა მის­თვის.

თა­მარ უნაფ­ქოშ­ვი­ლი:

- მად­ლო­ბა უფალს, გუ­ლის­ფან­ცქა­ლით ვე­ლო­დით ამ დღეს. მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ვუ­ლო­ცავ. ამ­დე­ნი წელი გა­ვი­და იმ უმ­ძი­მე­სი დღე­ე­ბი­დან, მაგ­რამ ჩვენ­თვის არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. ამ­დე­ნი წელი ვე­ლო­დით რო­დის დად­გე­ბო­და ეს ნა­ნატ­რი დღე და რო­დის და­დას­ტურ­დე­ბო­და რუ­სე­თის არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი ქმე­დე­ბე­ბა. ჩვენ ორი მუხ­ლით ვდა­ობთ, ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა და ქო­ნებ­რი­ვი სა­კი­თხე­ბი. იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს 62 წლის დედა გარ­და­მეც­ვა­ლა. გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი კარ­ბში ვცხოვ­რობთ, ჩვენს სახ­ლს კა­სე­ტუ­რი ბომ­ბი და­ე­ცა, და დი­ლის 5 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, როცა ეს უბე­დუ­რე­ბა მოხ­და. დედა სახ­ლში მარ­ტო იყო, ახა­ლი ჩა­ძი­ნე­ბუ­ლი. შუ­ა­ღა­მეს სახ­ლი­დან ჩემ­მა მე­უღ­ლემ ბავ­შვი წა­მო­იყ­ვა­ნა თბი­ლის­ში და შინ მარ­ტო დე­და­ჩე­მი დარ­ჩა, რო­მე­ლიც ახა­ლი ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ვი გახ­ლდათ, მა­ნამ­დე თბი­ლის­ში გვყავ­და, მაგ­რამ მა­ინც წა­ვი­და სო­ფელ­ში და მერე და­ი­წყო ეს ამ­ბე­ბი.

ძა­ლი­ან ვთხოვ­დით წა­მო­სუ­ლი­ყო ისიც, მაგ­რამ არ დაგ­ვთან­ხმდა, თუმ­ცა ასეთ ტრა­გე­დი­ას რას წარ­მო­ვიდ­გენ­დით. გვე­გო­ნა, ყვე­ლა­ფე­რი მალე დამ­თარ­დე­ბო­და...

ამ­დე­ნი წლის შემ­დე­გაც დგას იქ ჩვე­ნი და­ბომ­ბი­ლი სახ­ლი, ისევ ისე ხე­ლუხ­ლე­ბე­ლია. არა­ერ­თი სი­უ­ჟე­ტი გა­ვი­და ომის თე­მა­ზე და ძა­ლი­ან ხში­რად ჩვენს სახ­ლს აჩ­ვე­ნე­ბენ. ალ­ბათ 2 სა­ა­თის ჩა­მო­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ თბი­ლის­ში ჩემი ქმარ-შვი­ლი, მე­უღ­ლე ისევ უკან გაბ­რუნ­და და დაგ­ვი­რე­კეს, რაც მოხ­და. ჩემი მე­უღ­ლე გორ­ში რომ შე­ვი­და, უკვე გო­რიც იმ­ბომ­ბე­ბო­და. მე­ზობ­ლებს სას­წრა­ფო ჰყავ­დათ გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი და დედა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ გზა­ში და­ლია სული - დაფ­ლე­თი­ლი ჰქონ­და მთე­ლი სხე­უ­ლი. იმ კა­სე­ტუ­რი ბომ­ბის ნამ­სხვრე­ვე­ბი მიმ­დე­ბა­რედ გა­ი­ფან­ტა და მე­ზობ­ლად მცხოვ­რე­ბი 11 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. სულ 12 ად­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა იმ ბომ­ბით.

ამას­თა­ნა­ვე, რაც კი რამე გვქონ­და გა­შე­ნე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი გა­პარ­ტახ­და. ბა­ღე­ბი გვქონ­და. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია იმის გად­მო­ცე­მა, რაც ჩვენ გა­და­ვი­ტა­ნეთ. ფაქ­ტობ­რი­ვად, ნუ­ლი­დან და­ვი­წყეთ ყვე­ლა­ფე­რი. ჩემს მე­უღ­ლეს ევ­რო­პა­ში მო­უ­წია სა­მუ­შა­ოდ წას­ვლა და ნელ-ნელა ახ­ლი­დან ავა­წყვეთ ცხოვ­რე­ბა.

- სარ­ჩე­ლი იმა­ვე წელს შე­ი­ტა­ნეთ?

- დიახ, მა­შინ­ვე შე­ვი­ტა­ნეთ სარ­ჩე­ლი და ამა­ში ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა "კონ­სტი­ტუ­ცი­ის 42 მუხ­ლი", უდი­დე­სი შრო­მა გას­წი­ეს, კარ­და­კარ და­დი­ოდ­ნენ და ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნებს. მას მერე ამ­დე­ნი წელი გა­ვი­და და ვე­ლო­დით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მად­ლო­ბა ღმერ­თს რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყდა ყვე­ლა­ფე­რი, ამის მერე და­ი­წყე­ბა უკვე ჩვე­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სარ­ჩე­ლე­ბის ცალ­კე გან­ხილ­ვა.

- გაქვთ მო­ლო­დი­ნი, რომ რუ­სე­თი ამ ზა­რალს აა­ნაზ­რა­უ­რებს და კომ­პენ­სა­ცი­ებს გა­და­გიხ­დით?

- ვიცი, რომ რუ­სე­თი ამის აღმსრუ­ლე­ბე­ლი არ არის, მაგ­რამ სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე ხომ სა­ჯა­როდ და­დას­ტურ­და, რა­საც წარ­მო­ად­გენს ეს ქვე­ყა­ნა. სტრას­ბურ­გმა რომ ეს თქვა, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­თა­გა­ნის­თვის დიდი გა­მარ­ჯვე­ბაა ამ­ხე­ლა ტრა­გე­დი­ის და ტკი­ვი­ლის მერე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინე უნაფქოშვილი
1

იმ კასეტური ბომბის ნამსხვრევებს ჩემი მეუღლე სხეულით ატარებს ფილტვთან 2მმ ში ააქვს. მადლობა უფალს დღევანდელი დღისთვის

დ გ
23

ნამდვილად დიდი ტრაგედიაა თითოეული ქართველის დაღუპვის ამბავი ყველა გაანათლოს ღმერთმა მაგრამ დასკვნაში ვალდებულებებზე არ წერია არაფერია არც ომის დსწყების შესახებ და დევნილების დაბრუნების შესახებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ჩვენს სახლს კასეტური ბომბი დაეცა, დედაჩემი შეიწირა... გულისფანცქალით ველოდი ამ დღეს" - რას ამბობს 2008 წლის ომში დაზარალებული სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

"ჩვენს სახლს კასეტური ბომბი დაეცა, დედაჩემი შეიწირა... გულისფანცქალით ველოდი ამ დღეს" - რას ამბობს 2008 წლის ომში დაზარალებული სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა - ის საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია. საქართველომ რუსეთს დავა პირწმინდად მოუგო.

იმ უამრავ დაზარალებულს შორის, რომელებიც ამდენი წელია სტრასბურგის გადაწყვეტილებას მოუთმენლად ელოდნენ, ქალბატონი თამარ უნაფქოშვილია. მისმა ოჯახმა აგვისტოს ომის დროს უდიდესი ტრაგედია განიცადა. დაბომბვას მისი 62 წლის დედა, დოდო მარიამიძე - უნაქფოშვილი და მეზობლად მცხოვრები 11 ადამიანი ემსხვერპლა. კასეტური ბომბი მათ საცხოვრებელ სახლს დაეცა. ამიტომ დღევანდელი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ემოციურადაც მძიმე აღმოჩნდა მისთვის.

თამარ უნაფქოშვილი:

- მადლობა უფალს, გულისფანცქალით ველოდით ამ დღეს. მთელ საქართველოს ვულოცავ. ამდენი წელი გავიდა იმ უმძიმესი დღეებიდან, მაგრამ ჩვენთვის არაფერი შეცვლილა. ამდენი წელი ველოდით როდის დადგებოდა ეს ნანატრი დღე და როდის დადასტურდებოდა რუსეთის არაადამიანური ქმედებება. ჩვენ ორი მუხლით ვდაობთ, ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ქონებრივი საკითხები. იმ საბედისწერო დღეს 62 წლის დედა გარდამეცვალა. გორის რაიონის სოფელი კარბში ვცხოვრობთ, ჩვენს სახლს კასეტური ბომბი დაეცა, და დილის 5 საათი იქნებოდა, როცა ეს უბედურება მოხდა. დედა სახლში მარტო იყო, ახალი ჩაძინებული. შუაღამეს სახლიდან ჩემმა მეუღლემ ბავშვი წამოიყვანა თბილისში და შინ მარტო დედაჩემი დარჩა, რომელიც ახალი ნაოპერაციევი გახლდათ, მანამდე თბილისში გვყავდა, მაგრამ მაინც წავიდა სოფელში და მერე დაიწყო ეს ამბები.

ძალიან ვთხოვდით წამოსულიყო ისიც, მაგრამ არ დაგვთანხმდა, თუმცა ასეთ ტრაგედიას რას წარმოვიდგენდით. გვეგონა, ყველაფერი მალე დამთარდებოდა...

ამდენი წლის შემდეგაც დგას იქ ჩვენი დაბომბილი სახლი, ისევ ისე ხელუხლებელია. არაერთი სიუჟეტი გავიდა ომის თემაზე და ძალიან ხშირად ჩვენს სახლს აჩვენებენ. ალბათ 2 საათის ჩამოსულები იყვნენ თბილისში ჩემი ქმარ-შვილი, მეუღლე ისევ უკან გაბრუნდა და დაგვირეკეს, რაც მოხდა. ჩემი მეუღლე გორში რომ შევიდა, უკვე გორიც იმბომბებოდა. მეზობლებს სასწრაფო ჰყავდათ გამოძახებული და დედა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ გზაში დალია სული - დაფლეთილი ჰქონდა მთელი სხეული. იმ კასეტური ბომბის ნამსხვრევები მიმდებარედ გაიფანტა და მეზობლად მცხოვრები 11 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სულ 12 ადმიანი დაიღუპა იმ ბომბით.

ამასთანავე, რაც კი რამე გვქონდა გაშენებული, ყველაფერი გაპარტახდა. ბაღები გვქონდა. წარმოუდგენელია იმის გადმოცემა, რაც ჩვენ გადავიტანეთ. ფაქტობრივად, ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი. ჩემს მეუღლეს ევროპაში მოუწია სამუშაოდ წასვლა და ნელ-ნელა ახლიდან ავაწყვეთ ცხოვრება.

- სარჩელი იმავე წელს შეიტანეთ?

- დიახ, მაშინვე შევიტანეთ სარჩელი და ამაში ძალიან დაგვეხმარა "კონსტიტუციის 42 მუხლი", უდიდესი შრომა გასწიეს, კარდაკარ დადიოდნენ და ეხმარებოდნენ ადამიანებს. მას მერე ამდენი წელი გავიდა და ველოდით გადაწყვეტილებას. მადლობა ღმერთს რომ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გადაწყდა ყველაფერი, ამის მერე დაიწყება უკვე ჩვენი ინდივიდუალური სარჩელების ცალკე განხილვა.

- გაქვთ მოლოდინი, რომ რუსეთი ამ ზარალს აანაზრაურებს და კომპენსაციებს გადაგიხდით?

- ვიცი, რომ რუსეთი ამის აღმსრულებელი არ არის, მაგრამ საერთაშორისო დონეზე ხომ საჯაროდ დადასტურდა, რასაც წარმოადგენს ეს ქვეყანა. სტრასბურგმა რომ ეს თქვა, თითოეული ჩვენთაგანისთვის დიდი გამარჯვებაა ამხელა ტრაგედიის და ტკივილის მერე.

"ახალმა რუსეთმა უნდა მოამზადოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის, დნესტრისპირეთის კი - მოლდოვისთვის გადაცემა“ - რას აცხადებს რუსი პოლიტიკოსი?

“რუსულ-აფხაზური კომედია... პუტინს კი ისე ჰყავხართ მობმული, მხოლოდ საარსებო მინიმუმს გაძლევთ” - როგორ ეხმაურებიან პუტინის მხარდამჭერ აქციას რუსები და აფხაზები?

"ქართველებმა დრო იხელთეს და ამერიკის დახმარებით მასალები გააყალბეს" - როგორ ეხმაურებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ოკუპირებულ რეგიონებში