მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ენერგეტიკის სექტორში მომსახურების ხარისხისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის კუთხით მიღწეულ შედეგებს ევროკავშირი დადებითად აფასებს
ენერგეტიკის სექტორში მომსახურების ხარისხისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის კუთხით მიღწეულ შედეგებს ევროკავშირი დადებითად აფასებს

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ეროვ­ნულ კო­მი­სი­ა­ში (სე­მეკ) სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რე­ბის დაძ­მო­ბი­ლე­ბის პრო­ექ­ტის - „მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი რე­გუ­ლი­რე­ბი­სა და ჭკვი­ა­ნი აღ­რი­ცხვის და­ნერგვის მხარ­დამ­ჭე­რი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა“, და­ხურ­ვის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა. პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და ავ­სტრი­ულ-ფრან­გულ-ბერ­ძნუ­ლი კონ­სორ­ცი­უ­მის მიერ, და­ეხ­მა­რა სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გი­ის მი­წო­დე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა და ჭკვი­ა­ნი მრი­ცხვე­ლე­ბის და­ნერგვის სფე­რო­ებ­ში.

24-თვი­ა­ნი პრო­ექ­ტი ევ­რო­კავ­ში­რის მიერ € 1 200 000 ოდე­ნო­ბით და­ფი­ნანსდა. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ავ­სტრი­ე­ლი, ფრან­გი და ბერ­ძე­ნი ექ­სპერ­ტე­ბი ენერ­გე­ტი­კის რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კი­თხებ­ში, რომ­ლებ­მაც სე­მე­კის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­უ­წი­ეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ენერ­გე­ტი­კუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის სტან­დარ­ტე­ბი­სა და მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი სტრა­ტე­გი­ის, ჭკვი­ა­ნი აღ­რი­ცხვის და­ნერგვის პრო­ცე­სის ხელ­შე­წყო­ბი­სა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით.

„სა­ქარ­თვე­ლომ მი­აღ­წია მნიშ­ვნე­ლო­ვან პროგ­რესს ევ­რო­პუ­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ტრან­სპო­ზი­ცი­ის პრო­ცეს­ში. ახალ­მა კა­ნო­ნებ­მა ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის, ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ მო­ახ­დი­ნეს სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ევ­რო­პუ­ლი წე­სე­ბი­სა და სტან­დარ­ტე­ბის უწყვე­ტი მხარ­და­ჭე­რის დე­მონ­სტრი­რე­ბა. სა­სი­ხა­რუ­ლოა დაძ­მო­ბი­ლე­ბის პრო­ექ­ტის იმ მიღ­წე­ვე­ბის ხილ­ვა, რომ­ლე­ბიც წარ­მო­ად­გე­ნენ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი უწყე­ბი­სათ­ვის - სე­მე­კის­თვის, ჩვენს მიერ გა­წე­უ­ლი გრძელ­ვა­დი­ა­ნი დახ­მა­რე­ბის ნა­წილს,“ - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის პრო­ექ­ტე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­როს­მა სიგ­რიდ ბრე­ტელ­მა.

ევ­რო­კავ­ში­რის­დახ­მა­რე­ბის­კო­ორ­დი­ნა­ცი­ის­და­ს­ექ­ტო­რუ­ლი­ინ­ტეგ­რა­ცი­ის­დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა და­ვით ბუ­ჯი­აშ­ვილ­მა ხაზი გა­უს­ვა ევ­რო­კავ­ში­რის როლს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბის კუ­თხით. მან აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა, იმით­ვის, რათა ქვე­ყა­ნა კი­დევ უფრო და­უ­ახ­ლოვ­დეს ევ­რო­პულ ფა­სე­უ­ლო­ბებს, ასე­ვე ხელი შე­ე­წყოს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ცხა­დე­ბულ მის­წრა­ფე­ბას, რომ გახ­დეს დიდი ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რი, რაც ჩა­დე­ბუ­ლია ახალ სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მა­ში, სა­თა­უ­რით „ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბის­თვის“. სა­კუ­თარ სი­ტყვა­ში მან ასე­ვე ხაზი გა­უს­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის რე­გუ­ლი­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას და აღ­ნიშ­ნა, რომ ენერ­გი­ის მი­წო­დე­ბის ხა­რის­ხი წარ­მო­ად­გენს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთ უმ­თავ­რეს სა­კითხს. ამას­თა­ნა­ვე, მომ­ხმა­რე­ბელ­თა ენერ­გე­ტი­კუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის უკეთ და­გეგ­მვის პრო­ცეს­ში „ჭკვი­ა­ნი მრი­ცხვე­ლე­ბის“ და­ნერგვა ხელს შე­უ­წყობს მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

პრო­ექ­ტის და­ხურ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ნარ­მა­ნი­ამ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და მო­ნა­წი­ლე­ებს. სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას, პრო­ექ­ტის ლი­დერ­მა ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი ქვეყ­ნის მხრი­დან და სე­მე­კის წევ­რმა, გი­ორ­გი ფან­გან­მა და პრო­ექ­ტის ლი­დერ­მა წევ­რი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან დიტ­მარ პრა­ინ­სტორ­ფერ­მა ხაზი გა­უს­ვეს გუნ­დურ მუ­შა­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას, რა­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და მა­ღა­ლი დო­ნის შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა, მი­უ­ხე­და­ვად COVID-19-ის პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი რთუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­სა. მათ აღ­ნიშ­ნეს იმ მხარ­და­ჭე­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­მე­ლიც პრო­ექ­ტმა მი­ი­ღო ავ­სტრი­ის (E-Control), საფ­რან­გე­თის (CRE) და სა­ბერ­ძნე­თის (RAE) ენერ­გე­ტი­კის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი უწყე­ბე­ბის მხრი­დან.

პრო­ექ­ტის უმ­ცროს­მა ლი­დერ­მა წევ­რი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან, ანა-ლიზა ტე­ა­ნიმ და ექ­სპერ­ტმა წევ­რი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან სილ­ვია დე­ი­ა­ნო­ვამ ხაზი გა­უს­ვეს სა­კუ­თარ პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­ში, რომ ქარ­თუ­ლი მიდ­გო­მა კო­მერ­ცი­უ­ლი ხა­რის­ხის მი­მართ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სა­უ­კე­თე­სო ევ­რო­პულ პრაქ­ტი­კას და მი­უ­ლო­ცეს ქარ­თველ კო­ლე­გას, ანა ზა­რი­ძეს, სე­მე­კის კო­მერ­ცი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორს, ამ სფე­რო­ში მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა.

პრო­ექ­ტის უმ­ცროს­მა ლი­დერ­მა წევ­რი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ჯორჯ პა­ი­და­კა­კის­მა, ექ­სპერ­ტმა წევ­რი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ჰა­რალდ პრო­იდლმა, ასე­ვე სე­მე­კის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ზვი­ად გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ ისა­უბ­რეს ჭკვი­ა­ნი აღ­რი­ცხვის სფე­რო­ში მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ. ხაზი გა­უს­ვეს ხარჯთ­სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ანა­ლი­ზის მნიშ­ვნე­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში ჭკვი­ა­ნი მრი­ცხვე­ლე­ბის და­ნერგვის პრო­ცე­სი­სათ­ვის.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი-მერი
0

სემეკი მუშაობს

მიხეილი
0

სტატიას აქვს საინტერესო სათაური ! რამდენი წერეთ ერთიდაიგივე , თემის ღეჭვა , ესა ისა , კონკრეტული არაფერი , ჭკვიანი მრიცხველის სამ ტარიფიანი იქნება თუ ორი , ვინ უნდა გადაიხადოს თანხა ამ მრიცხველების შეცვლაში , რამდენი წლის გარანტიით იქნება , რა ტარიფები ? როგორ იქნება დანაწილებული ტარიფიკაციის დრო ? რა ეღირება ? უამრავი ნამდვილად საჯნტერესო საკითხი არის ამ თემაში და არაფერი არ მოგვაწოდეთ ? გთხოვთ დაწეროთ ამაზე , ხალხს ეს აინტერესებს .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ენერგეტიკის სექტორში მომსახურების ხარისხისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის კუთხით მიღწეულ შედეგებს ევროკავშირი დადებითად აფასებს

ენერგეტიკის სექტორში მომსახურების ხარისხისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის კუთხით მიღწეულ შედეგებს ევროკავშირი დადებითად აფასებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის - „მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავება“, დახურვის ცერემონია გაიმართა. პროექტი, რომელიც განხორციელდა ავსტრიულ-ფრანგულ-ბერძნული კონსორციუმის მიერ, დაეხმარა საქართველოს ენერგიის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებისა და ჭკვიანი მრიცხველების დანერგვის სფეროებში.

24-თვიანი პროექტი ევროკავშირის მიერ € 1 200 000 ოდენობით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში მონაწილეობენ ავსტრიელი, ფრანგი და ბერძენი ექსპერტები ენერგეტიკის რეგულირების საკითხებში, რომლებმაც სემეკის წარმომადგენლებს გაუწიეს რეკომენდაციები ენერგეტიკული მომსახურების ხარისხის სტანდარტებისა და მარეგულირებელი სტრატეგიის, ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის პროცესის ხელშეწყობისა და გაუმჯობესების მიზნით.

„საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის ტრანსპოზიციის პროცესში. ახალმა კანონებმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების, ენერგოეფექტურობის შესახებ მოახდინეს საქართველოს მიერ ევროპული წესებისა და სტანდარტების უწყვეტი მხარდაჭერის დემონსტრირება. სასიხარულოა დაძმობილების პროექტის იმ მიღწევების ხილვა, რომლებიც წარმოადგენენ დამოუკიდებელი მარეგულირებელი უწყებისათვის - სემეკისთვის, ჩვენს მიერ გაწეული გრძელვადიანი დახმარების ნაწილს,“ - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა სიგრიდ ბრეტელმა.

ევროკავშირისდახმარებისკოორდინაციისდასექტორულიინტეგრაციისდეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლს საქართველოსთვის გაწეული დახმარების კუთხით. მან აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება, იმითვის, რათა ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპულ ფასეულობებს, ასევე ხელი შეეწყოს საქართველოს გაცხადებულ მისწრაფებას, რომ გახდეს დიდი ევროპული ოჯახის წევრი, რაც ჩადებულია ახალ სამთავრობო პროგრამაში, სათაურით „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“. საკუთარ სიტყვაში მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეგულირების განვითარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ენერგიის მიწოდების ხარისხი წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს. ამასთანავე, მომხმარებელთა ენერგეტიკული საჭიროებების უკეთ დაგეგმვის პროცესში „ჭკვიანი მრიცხველების“ დანერგვა ხელს შეუწყობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

პროექტის დახურვის ცერემონიაზე სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. სიტყვით გამოსვლისას, პროექტის ლიდერმა ბენეფიციარი ქვეყნის მხრიდან და სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა და პროექტის ლიდერმა წევრი სახელმწიფოს მხრიდან დიტმარ პრაინსტორფერმა ხაზი გაუსვეს გუნდურ მუშაობის მნიშვნელობას, რამაც შესაძლებელი გახადა მაღალი დონის შედეგების მიღწევა, მიუხედავად COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული რთული გარემოებებისა. მათ აღნიშნეს იმ მხარდაჭერის მნიშვნელობა, რომელიც პროექტმა მიიღო ავსტრიის (E-Control), საფრანგეთის (CRE) და საბერძნეთის (RAE) ენერგეტიკის მარეგულირებელი უწყებების მხრიდან.

პროექტის უმცროსმა ლიდერმა წევრი სახელმწიფოს მხრიდან, ანა-ლიზა ტეანიმ და ექსპერტმა წევრი სახელმწიფოს მხრიდან სილვია დეიანოვამ ხაზი გაუსვეს საკუთარ პრეზენტაციებში, რომ ქართული მიდგომა კომერციული ხარისხის მიმართ შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და მიულოცეს ქართველ კოლეგას, ანა ზარიძეს, სემეკის კომერციული მომსახურების ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის დირექტორს, ამ სფეროში მიღწეული წარმატება.

პროექტის უმცროსმა ლიდერმა წევრი სახელმწიფოს მხრიდან ჯორჯ პაიდაკაკისმა, ექსპერტმა წევრი სახელმწიფოს მხრიდან ჰარალდ პროიდლმა, ასევე სემეკის წარმომადგენელმა ზვიად გაჩეჩილაძემ ისაუბრეს ჭკვიანი აღრიცხვის სფეროში მიღწეული შედეგების შესახებ. ხაზი გაუსვეს ხარჯთსარგებლიანობის შემუშავებული ანალიზის მნიშვნელობას საქართველოში ჭკვიანი მრიცხველების დანერგვის პროცესისათვის.

დავით კოდუა კვლავ კოვიდკლინიკაში იმყოფება - როგორია დაკავებული ბიზნესმენის მდგომარეობა?

ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით დაბეჭდილ ბანერებზე მთავრობის ცხელი ხაზის ნომერი შეცდომითაა მითითებული

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პროექტი  „ბიზნეს ინკუბატორის“ მეორე ნაკადის მიღებას  იწყებს